როგორი ადამიანები მიყვარს იცით განსაკუთრებით, ერთ ადგილზე რომ არ იყინებიან, ერთ ადგილზე რომ ვერ ისვენებენ და სულ განვითარებაზე და წინსვლაზე რომ ფიქრობენ. მიყვარს ადამიანები რომლებიც არ ერიდებიან ექსპერიმენტებს, სწვალობენ სიახლეებს და არ ტორმუზდებიან ცხოვრებაში ერთ კონკრეტულ მიღწევაზე.
ალბათ მეც ასეთი რომ ვარ იმიტომაც მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ რაღაც სიახლეების გამოვლენას, სწავლას, განვითარებას. რაც მეტი იცი და რაც მეტი გამოცდილება გაქვს ცხოვრებაში, მით უფრო იოლია ყველაფერი, მით უფრო იოლად იღებ გადაწყვეტილებებს და მით უფრო მეტად რისკიანი ხარ ნებისმიერ საკითხში.
რატომ დავიწყე ამ შესავლით?
იმიტომ რომ გუშინ პრაიმ ფიტნესში საოცარი გაკვეთილი გვაჩუქა შორენამ, მარტივი და გენიალური. რომლის მოფიქრება თითქოს უიოლესია მაგრამ აქამდე 4 კლუბში დავდიოდი და არც ერთ ტრენერს ჯერ არ მოუფიქრებია ეგეთი რამ. ხოდა შორენასნაირი ადამიანებისთვის გავაკეთე ეს შესავალი, რომლებსაც უყვართ განსხვავებული და მრავალფეროვანი, თუნდაც აერობიკის გაკვეთილები.
რა ხდებოდა ასეთი?
როგორც ყოველთვის ცოტათი დავაგვიანე,
შევედი გაკვეთილზე სადაც უკვე ვარჯიში დაწყებული იყო და შორენას ვერ ვხედავ, წინა პლანზე იდგა ერთ ერთი ჩვენი მოვარჯიშე კრისტი და ის ატარებდა. მერე შევნიშნე შორენა რომელიც მოვარჯიშეებს შორის.
გაკვეთილის შინაარსი იყო ასეთი, ტრენინგი მიგვყავდა ჩვენ, მოვარჯიშეებს, თან ისე რომ შორენა არც გვკარნახობდა, ჩვენ თვითონ რაც გვახსოვდა იმის მიხედვით.
საერთოდ აერობიკის გაკვეთილები 2 ნაწილად იყოფა, ერთი როდესაც ფეხზე დამდგარი აკეთებ ვარჯიშებს და მეორე როდესაც დაწოლილი აკეთებ ვარჯიშებს. ფეხზე დამდგარი გაკვეთილი ბოლომდე კრისტიმ წაიყვანა და თან საკმაოდ კარგად და ძალიან ხალისიანი აღმოჩნდა, იმიტომ რომ თან უნდა გეთვალა თან უნდა გეკონტროლებინა სხვები როგორ აკეთებდნენ.

მერე მოვიდა დაწოლილი ვარჯიშების დრო, ახლა მე გამიძახა შორენა მასწავლებელმა დაფასთან, დაფა ამ შემთხვევაში სარკეებია, ძალიან მიყვარს სარკეებიანი დარბაზები ზოგადად. უნდა აუცილებლად აქვე აღვნიშნო, ადრე რო ვიწუწუნე ცუდი დასაფენები აქვთ მეთქი, 100%_ით გამოასწორეს და ძალიან საყვარელი ცისფერი საფენები დაგვხვდა გუშინ, არადა მე ოლდნევიზეც გამოვიწერე ჩემთვის, რითიც ვივლი ხოლმე მომავალში.
მოკლედ მოვიდა ჩემი ტრენერობის დროც, დავიწყე მუცლის პრესებით, ცოტა სუბიეწტური გადაწყვეტილება გამომივიდა, რაც მე ყველაზე უფრო მაინტერესებს იმით რომ დავიწყე, მაგრამ საბოლოოდ ყველაფრის ვარჯიში გავაკეთეთ და ალბათ არავინ არ დარჩებოდა ნაწყენი რომ რამე კონკრეტული ვარჯიშები არ გავაკეთეთო. პრესები გავაკეთებინე საკმაოდ ბევრი, არ ვასვენებდი, ძალიან მონსტრი და დაუნდობელი ტრენერი გამოვდექი. მერე გადავედი დუნდულების ვარჯიშებზე, აქაც საკმაოდ დიდი დრო დავხარჯეთ, მერე ხერხემალი, ფეხის შიდა ნაწილი და მკლავებიც ვავარჯიშე და ბოლოს მე თვითონ გადავიღალე ისე ვიყავი.

მაგრამ ყველაზე მაგარი ის იყო რომ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, სხვა მოვარჯიშეებთან უფრო ახლო კონტაქტში შედიხარ და უფრო ხალისიანი გაკვეთილი იყო. საშინლად ვინანე რომ ფოტოაპარატი არ მქონდა
არადა ეს იყო ჩენი ბოლო აერობიკის გაკვეთილი ამ სეზონზე, ორშაბათიდან იოგაზე გადავდივარ და რაღაცნაირად გული დამწყდა რო ასეთი გემრიელი გაკვეთილით წამოვედი. მაგრამ არა უსავს, შემოდგომაზე ისევ გავაგრძელებ აუცილებლად ვარჯიშს შორენასთან







გადაწყვიტე თათა იოგა? მე ჯერ ვერა. არ ვიცი აერობიკა თუ ფიტნესი. შორენა ძალიან საყვარელია
იოგა რულეზ
დღესაც მივდივართ, ჩორვენიც წამოვა
თუკი გენდომება, მითხარი :*
ეგეთი ხერხები უკვე მოძველებულია:))
შთამაგონებელი პოსტია. ძალიან დაღლილი ვარ და ნახევრად მძინავს, მაგრამ ვარჯიშის ხასიათზე მოვედი =))
თათა, შენი თქმისა არ იყოს მართლა ,, შაუბრალებელი იყავ” )) მაგრამ მართლა კარგად ვივარჯიშეთ, მაგარი იყოოო !!
ისე, რა sexy მოვარჯიშეების ფოტოები დაგიგდია, ეგეთები მაინც ვიყოთ )))))
აუ რა მაგარია.
მე მას შემდეგ რაც სამოდელო სააგენტოში აღარ ვარ, აღარც მივარჯიშია. დავიკიდე. კიდევ კარგი ცუდ ფორმაში არ ვარ.
უმეტესწილად წარმოსახვაში ვვარჯიშობ, არ დაიჯერებთ და შველის!
აუ ძაან მაგარია მე ძაან ზარმაცი ვარ ვერ ვიტან ვარჯიშს განსაკუთრებით მუცლის პრესის ვარჯიშს იოგაზეც მეგობარმა ვერაფრით დამიყოლია არაა ჩემი საქმე აი ცურვის სწავლა თუ გადავწყვიტე ეგ უკვე მიღწევა იქნება