დიახ, დიახ
გიყვარდეთ თქვენი სხეული, მიხედეთ და მოუარეთ მას, რადგან თქვენ ცხოვრების ბოლომდე განუყრელი ხართ მისგან, რადგან თქვენ – გარდა თქვენი ცნობიერისა – სხეული ხართ და გრძნობები …
მე მინდა დავწერო რამდენიმე საკვებ პროდუქტზე რომლებიც ძალიან სასარგებლოა თქვენი სხეულისათვის და შეგიძლიათ მიირთვათ დიდი სიამოვნებით:

1. ბანანი – მიუხედავად იმისა რომ ბანანი საკმაოდ კალორიულ ხილად ითვლება, ის იმდენად სასარგებლოა და ისეთ საჭირო ვიტამინებს შეიცავს რომ შეიძლება ადამიანმა დაივიწყოს მისი კალორიულობა – ოღონდ მიირთვას ზომიერად
2. კენკრა - ნებისმიერი სახის კენკრა შეიცავს ანტი ოქსიდანტებს, ვიტამინებს და არის ძალიან, ძალიან სასარგებლო ჩვენთვის: შეიტანეთ ზაფხულის მენიუში “must eat”-ად მოცვი, მარწყვი,ჟოლო, მაყვალი…
3. იოგურტი – რატომ? იმიტომ რომ საოცრად დიდი შემცველობა აქვს კალციუმის და ვიტამინების. დააკვირდით ყიდვისას დაბალი ცხიმის შემცველობის იოგურტს და მიირთვით გემრიელად. ხაჭო ხომ ყველას არ უყვარს, აი იოგურტი კი ნამდვილად ყველას უყვარს. მთავარია შეარჩიოთ დაბალპროცენტიანი იოგურტი და ისიამოვნოთ.
4. ბროწეული – ჩემი უსაყვარლესი ხოლიც, წვენიც და წამალიც. რა უნდა გითხრათ ბროწეულზე იმაზე მეტი რასაც დარწმუნებული ვარ ყველა შემოდგომაზე გეუბნებიან მშობლები, ბროწეული უმდიდრესი ხილია ჩვენი ორგანიზნისათვის საჭირო ელემენტებით. ძალიან სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემისათვის, გულის ერთ ერთი საუკეთესო მკვებავია. ებრძვის გარკვეულსიმსივნურ გამოვლინებებს ორგანიზმში და საუკეთესოა ართრიტის დროს. ჟადოსნური საკვებია და ყველას გირჩევდით მის მიღებას.
5. ციტრუსი – ციტრუსის შესახებ ყველამ იცით ყველაფერი, ახალს მხოლოდ იმას დავწერ რომ მე პირადად ყველა ვარჯიშის მერე ვსვამ საკმაოდ ბევრ გრეიფრუტის წვენს, როგორც პრაიმში შორენამაც და გიორგიმაც მითხრეს, ორგანიზმი ცხიმების წვას ვარჯიშის შემდეგაც აგრძელებს, დაახლოებით 2 საათის მანძილზე, ამიტომ არ არის კარგი ამ პერიოდში ჭამა, მე პირიქით კიდევ უფრო ვეხმარები ორგანიზმს ცხიმების დაწვაში და ამ დროს მივირთმევ გრეიფრუტის წვენს, რომელიც ერთ ერთი საუკეთეო საშუალებაა ცხიმებთან ბრძოლაში.
6. კიტრი - მმმმმმმმმმ, მე რაც ორსულობაში კიტრი ვჭამე- ვიკიკო მწვანე რომ არ დაიბადა მიკვირს, სამშობიაროში რომ ვიწექი ჩემებს ვეხვეწებოდი ცივი კიტრი ამომიტანეთ მეთქი
ძალიან მიყვარს, შემიძლია მთელი დღე კიტრის მეტი არაფერი ვჭამო. ერთი სული მაქვს როდის შემოვა ნამდვილი ზაფხულის კიტრები. კიტრი სასარგებლოა ბევრი რამით- ერთი რომ ატეიანებს და აწყლიანსბე ორგანიზმს, მეორე სასარგებლოა ღვიძლისათვის, პანკრეასის დროს, შეიცავს კალიუმს, კალციუმსაც და “ა”ვიტამინს.
7. თაფლი - უზომოდ სასარგებლო საკვები, სავსეა ანტიოქსიდანტებით და ხელს უწყობს საჭმლის მონელების სისტემას. ძალიან კარგია სახის კანისათვის, აკნეს თავიდან ასაშორებლად მიირთვით თაფლი ან ჩვეულებრივად უ არადა დილით უზმოზე დალიეთ წყალში გახსნილი 1 კოვზი. საოცარი ენერჯაიზერი არის ამასთანავე. კარგია უძიობისას -შველის, ასევე ხველებისას და ყელის ტკივილისას. და ნებისმიერი დიეტის დროს შეგიძლიათ ჩაისთან ერთად მიირთვათ და არ შეგეშინდეთ ზედმეტი კალორიების.
8. ყურძენი – ასევე ითვლება კალორიულად გლუკოზის დიდი შემცველობის გამო. გარდა იმისა რომ ძალიან გემრიელი და გამაგრილებელია ცხელ ზაფხულში, საკმაოდ ბევრ ანტიოქსიდანტებს შეიცავს და არის საკმაოდ სასარგებლო. ცხელ ზაფხულის დღეს, გარეცხეთ რამდენიმე ყურძენი კარგად, შედეთ საყინულეში ნახევარი საათით და მიირთვით, საოცარი “რიFრეშერია”
აბა თქვენ იცით, მთავარია ჯანმრთელობა და ზედმეტი წონა კიდე ჯანმრთელობას აზიანებს. კიდევ მეტ პროდუქტზე შემიძლია დაწერა, მაგრამ 8 – პუნქტად წერა მომწონს და აქ შევჩერდები






იოგურტი ყველას არ უყვარს – მაგ. მე
ანტიოქსიდანტზე გიწერია, რადგან შეიცავს, ე.ი. კარგიაო, მაგრამ არსად წერ რატოა სასარგებლო ანტიოქსიდანტი. იქნებ განგვიმარტო
საინტერესო და სასარგებლო პოსტია Taa
პს. აქ ჩემი პირველი კომენტარია, წარმატებები
ნენა
ანტიოქსიდანტები პირველ რიგში კარგი არის იმუნიტეტისათვის. ადამიანები მწვანე ჩაის სვამენ ლიტრობით სწორედ მათ გამო.
და კიდევ ბევრი სასარგებლო თვსება აქვს – მაგრამ მე ბიოლოგი და ექიმი არ ვარ სამწუხაროდ
თუმცა ვინმე თუ გირჩევთ რომ ანტიოქსიდანტები გჭირდებათო, ამის მერე ზუსტად გეცოდინებათ რა უნდა ჭამოთ
არც მე მიყავრს იოგურტი : ))))
იოგურტზე ვიდავებდი:)) რა თქმა უნდა თვითონ თუ გააკეთებ ( როდესაც იცი რა რძისგან დაამზადე და რა ხილი დაუმატე) მაგაზე სასარგებლო არაფერია! თორე ნაყიდ იოგურტებზე ნაღდათ ვერ ვიტყოდი რო კაია. იმდენ კონსერვანტებს და E-ებს შეიცავენ რო შეგეშინდება. და დანარჩენზე ყველაფერში გეთანხმები!;) გიყვარდეთ თქვენი სხეული!!! რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ, მით უფრო გიპასუხებთ სილამაზით!
იოგურტის სასარგებლობაში ეჭვი მეპარება.. რაც არუნდა ძვირადღირებული იყიდო მაინც საღებავებით+ ესენციებით დატენილი სითხეა.
თუ მაინც, ხაჭო ან მაწონი ხილით (დაბლენდერებული) საუკეთესო შემცვლელია იოგურტის და ბევრად უფრო ჯანმრთელი.
წარმოიდგინე ჯერ მარტო 6 თვე რომ აქვს შენახვის ვადა, რამდენი “შემნახავი” ინგრედიენტი ექნება დამატებული
მშვენიერია
კამათში იბადება ჭეშმარიტებაო ხო იცით
მადლობები კომენტარებისათვის
თითქმის ყველაფერი მიყვარს აქედან.. თაფლის გარდა..
@ანუშკა

პირველი ქართული ცოცხალი იოგურტის რეკლამებს ნაკლებად უნდა უყურო
6 თვე არა 6 წელი.
1 თვე და ეს არის ბუნებრივი ვადა. მეტი ვადა უბრალოდ თერმული დამუშავების შედეგია, მაგრამ ამ პროცესში ბაქტერიაც იღუპება რაც იოგურტს მარგებელს ხდის. ასეთ პროდუქტს არ აწერია იოგურტი. აწერია ფრუტიგურტი და რაღაც ეგეთი ჯანდაბა. ან იოგურტიზირებული. ან იოგურტული და ეგეთ სიაფანდ სახელებს იგონებენ.
ასე რომ დააკვირდე უნდა და არ დაბოლდე. ესაა და ეს.
ისე, საუკეთესო და მართლა სასარგებლო და ყველაზე გემრიელი იოგურტი არის მხოლოდ ერთი. ყველამ იცის, რომელიც. http://bit.ly/bMXkb0
სუპერმარკეტში ნაყიდი ხაჭო კიდე რძის ფხვნილიდანაა (მინიმუმ 30% და ზოგი კი 100%)
ჰო დამავიწყდა მნიშვნელოვანი რაღაცა: გადმოარიალეთ იოგურტის ჭიქა – სასურველია, რომ ძირზე იყოს მარკირება рр და არა ps.
არ ეგ მოგკლავს, მარა მაინც
ძალიან კარგი და სასარგებლო პოსტია. რვა პუნქტად რომ არის, ესეც მომწონს. რვიანი ჩემი საყვარელი ციფრია და იმიტომ =)
იოგურტი იმდენნაირია, რომ შეუძლებელია, ერთი მაინც არ გიყვარდეს.
ბანანი სასარგებლოა, მაგრამ კალორიულობის გამო მაინც ვერიდები ხოლმე, რა ვიცი… ხილიდან ანანასი მირჩევნია ყველას. როგორც ვიცი, გრეიფრუტივით წვავს ცხიმებს.
აი, კიტრი კი… ო, კიტრი… მეც მიყვარს ძალიან.
ეეე… ჩემიკომენტარი სადაც იოგურტის მთელი შემადგენლობა გავშიფრე სორე?
კონკურენტებმა წაშალეს?
Lord Vader
დიდი მადლობა გენაცვალე ამხელა შრომისთვის
არა პენდინგებში აღმოჩნდა და დავაეფრუვე დღეს
ყველაფერი მიყვარს : X ყურძენი მომინდა
:(
ბანანის ვიტამინები გამიკვირდა, ერთ-ერთ ყველაზე უვიტამინო ხილად ვთვლიდი და გამოდის, რომ ბოდიში უნდა მოვუხადო : )) რა პრობლემა გახადეთ, იოგურტი მაწვნით ჩაანაცვლეთ და გაცილებით უფრო სასაგებლო იქნება : ) გრეიფრუტზე მოგბაძე დღეს : )
ბროწეული, კიტრი, იოგურტი, ბანანი, ციტრუსი და თაფლი ისე მიყვარს, მეტი რომ არ შეიძლება.
მმმმმმმ :ლავ: