რჩევები taa.ge_სგან
მართალის კოსმეტიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციენს ხშირად ვწერ ხოლმე, მაგრამ მინდა უფრო კონკრეტული პოსტების სერია დავიწყო ამ მიმართულებით და სხვადასხვა პროდუქციის მინი რევიუები შემოგთავაზოთ რჩევების სახით.
კოსმეტიკური საშუალებები იქნება როგორც ლუქს ბრენდებისაგან ასევე საშუალო ბრენდებისგანაც.
დიდი თხოვნა მექნებოდა: თუ კონკრეტული რომელიმე პროდუქტი, ჩამოთვლილთაგან, თქვენც გამოგიყენებიათ – დამიწერეთ თქვენი შეხედულება კომენტარებში.
მაშ ასე:
1.
თვალის ჩრდილი Clinique-სგან “Colour Surge Eye Shadow Super Shimmer”
უდერსკესი ხარისხია, ოდნავი მბზინვარებით, ვისაც უყვარს მბზინავი ჩრდილები. ძალიან მსუბუქად ისმევა და თანაბრად ნაწილდება. არ იფხვნება და უპრობლემოდ ძლებს თვალზე მთელი დღის მანძილზე
2. ტონალური კრემი Maybelline- სგან Affiniton
e
გამოირჩევა უნიკალური პიგმენტაციით, სახეზე იდება გლუვად და არ აქვს არავითარი მასკის ეფექტი. აქვს ბუნებრივი შეხედულება სახეზე. ნაზი და მსუბუქი სტრუქტურა აძლევს სახის კანს საშუალებას კარგად ისუნთქოს მის ქვეშ. კრემის მასალაში გამოყენებულია E ვიტამინი რომელიც ამასთანავე ატონიზირებს და იცავს სახის კანს. კარგად ფარავს სახის კანის პრობლემებს, მაგრამ ამასთანავე აქვს ერთი უარყოფითი მხარე – ტანსაცმელზე ტოვებს კვალს
3. სახის კრემი Faberlic-სგან “Double Breath”
რატომ Faberlic? როდესაც არსებობს მილიონობით ლუქს სერიის კრემები. იმიტომ რომ საშალო ხაზის კოსმეტიკური ნაწარმიდან Faberlic არის ერთადერთი რომელიც იქენებს თავის პროდუქციაში ჟანგბადის კომპლექსს – NOVAFTEM-O2, მარგალითის ფხვნილს და რონასფერს*. კრემი გამოირჩევა ელვისებური ეფექტით, რაც ძალიან მალე იგრძნობა. იდეალურია მაკიაჟის ქვეშ წასასმელ ბაზად.
ეს არის ძალიან კარგი კრემ პილინგი 200გრამიანი შეფუთვით, ვიტამინი E-ს შემცველი გრანულებით. ვისაც უყვარს ბანაობისას სტრაბის ტიპის საშუალებების გამოყენება ეს ნამდვილად კარგი რჩევაა მათთვის, ჩვეულებრივ ბანაობისას ისმევთ სველ სხეულზე და მასაჟობრივი მოძრაობებით ისმევთ, შემდეგ ჩამობანაც ხდება ჩვეულებრივ თბილი წყლით. შედეგი: გლუვი აბრეშუმივით კანი
და გამოიყენეთ მხოლოდ მაქსიმუმ 2-ჯერ კვირაში, არ სჭირდება ტანს ხშირი პილინგი
5. FOR MEN ეს არის სახის ლოსიონი ოდნავი რუჯის ეფექტით HUGO BOSS-სგან “Skin Healthy Look face Lotion”
ეს არის მამაკაცის სახის კანზე გათვლილი ლოსიონი რომელიც ატენიანებს სახის კანს, აძლებს უფრო მატოვ ეფექტს, და აქვს ჯანსაღი – ინტენსიური რუჯის ეფექტს მზის სხივების გარეშე. ძალიან იოლად შეიწოვება, იოლი წასასმელია და რაც მთავარია – არავითარ კვალს არ ტოვებს არც ტანსაცმელზე და არც სახეზე. ანუ არც ერთ მამაკაცს რომელიც ამ ლოსიონს მოიხმარს სახეზე არ ექნება მაკიაჟის ეფექტი, მაგრამ ექნება ოდნავ გარუჯული სახე და ძაან მაგარია
*(Ронасфер LPD является особым силикон-диоксидым пигментом, способным рассеивать свет, и тем самым способствовать оптическому преуменьшению морщин)






აქ ჩამოთვლილებიდან Clinique-ის თვალის ჩრდილი და Faberlic-ის კრემი მქონია, მართლაც ორივე ძალიან კარგია.
ეს ბლოგი სულ უფრო მეტად მომწონს! საერთოდ, მუქფონიანი ბლოგები ჩემი სისუსტეა და როცა თან საინტერესო საკითხავიც არის, მაგას რა ჯობია?!
,,Nivea”-ს პილინგმა დამაინტრიგა. ამ ფირმის პროდუქციას რატომღაც არ ვეტანები, მაგრამ ახლა რაღაც ახალს ვეძებ ტანისთვის. ნეტა სიმშრალისკენ მიდრეკილ კანზე თუ წავა…
“Clinique”-ის ჩრდილები ძალიან მიყვარს. მართლა გამძლეა. კანის მოვლის საშუალებებიც კარგი აქვთ.
Maya Jims
დიდი მადლობა
ნივეას რაც შეეხება, ეგ ბრენდი საერთოდ უარყოფილი მაქვს, მაგრამ ამ კონკრეტულ პროდუქტს ნამდვილად გავარეკლამებ
ისე არ მიყვარს ნივეა, ჩემზე ალერგიულად მოქმედებს ::(
Maybelline ძალიან მაგარი ფირმაა,განსაკუთრებით ტუშები და ტონალურები აქვთ კარგი.ეხლა გამომიგზავნეს საზღვარგარეთიდან ახალი კოლექციიდან რამოდენიმე საშუალება და გადავირიე ისე მომეწონა. TAA ძალიან საყვარელი ბლოგი გააქვს
მარი
დიდი მადლობა
მეიბელინზე კიდევ დავწერ სამომავლოდ
ბევრი ისეთი ნივთი აქვთ რომლის რცევა სიამოვნებით შეიზლება ადამიანებისათვის
მე კიდე მეიბელინი რატომღაც არ მომწონს:-/ რაც მაგათი ტუშები მქონია-სუყველა იფშხვნება! და კაკრაზ ეგ ტონალურიც საერთოდ არ ფარავს კანის დეფეკტებს:) ყოველ შემთხვევაში ჩემზე ეგრეა…
სამაგიეროდ კაცის ლოსიონმა დამაინტრიგა:) მართლა ეგეთი ეფეკყი თუ აქვს მაგარია!:)
ტანის პილინგზე არაფერი ვიცოდი.
სხვა ბრენდს არ აქვს?? ნივეა არ მიხდება მე..უფრო სწორად, არ მიყვარს : D
Pingback: Beauty Adviser 2
ვერაფერს ვიტყვი
არაფერი მქონია აქედან