დიიიიიიიიიიახ
ჩემს ბლოგს უკვე ოფიციალური სპონსორი ყავს, უფრო სწორად მე მყავს
და ეს არის სილამაზის სალონი HAIRHAUS
ეს ძალიან მაგარი ამბავი გუშინ მამცნეს როდესაც დასავარცხნად და ეპილაციაზე მივედი სალონში. ქეთიმ მითხრა რომ იმის გამო რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მისულა ჩემი ბლოგის მკითხველები მათთან, მე მეყოლება სპონსორი სალონი სადაც ძირითადი მომსახურებები მექნება უფასოდ ამის შემდეგ. გუშინ დიდი დრო არ მქონდა რომ გველაპარაკა, მაგრამ სავარაუდოდ შემდეგ შეხვედრაზე კარგად დავილაპარაკებთ და taa.ge-ს მკითხველს ექნება სამომავლო პრივილეგიები სალონში.
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ქეთის და ვახოს ამ პატივისთვის, ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩენს ბლოგს ყავს სპონსორი, რაღაცნაირი შეგრძნებაა - ძალიან მაგარი.
კიდევ მინდა დავწერო ჩემი გუშინდელი ვიზიტის შესახებ, გოგოებს აინტერესებდათ,
მოკლედ დავიწყე ბიკინის ზედა და ქვედა ზონების აბსოლუტურად და სამუდამოდ ალაგმვა. ზედა ზონა გუშინ სრულიად გავასუფთავეთ და დავასრულეთ, ყველანაირი ტკივილის გარეშე და საკმაოდ სწრაფად იმუშავა ნატან დიდი თანხის დატოვებაც არ მომიწია, და საკმაოდ კმაყოფილი ვარ მინდა გითხრათ. ვაპირებ ამ სურათზე გამოხატული გოგოსავითპრიალა და სლიკინა გავხდე
მომბაძეთ
მოკლედ რომ იცოდეთ, ზედა ზონა არ არის მტკივნეული, ქვედას გავიკეთებ და გეტყვით. და რადგან 1 საათი ღირს 30 ლარი, შევეცდები ჩემი მკითხველებისათვის მოვიპოვო ფასდაკლება
მოკლედ ბედბნიერი ვარ იმით რომ სპონსორი მყავს, იმით რომ ჩემს სხეულზე ზეაქტიურად დავიწყე ზრუნვა და იმით რომ გუშინ თბილოდა და მთელი დღე გვიან საღამომდე მე და ვიკიკო დავწანწალებდით და დავსეირნობდით, კარუსელებზეც ვიჯექით და კუს ტბაზეც კი ამოვყავით თავი









გილოცავ თა, ძალიან გამიხარდა
მაგარია. გილოცავ და მეც მინდა ჰეარჰაუსში ვიზიტი:)
თან სამსახურს თავს ვანებებ და თავის მოვლის მეტი სხვ საქმე არ მინდა რომ მქონდეს
რა მაგარიაა. სპონსორს გილოცავ, აღმაფრთოვანა. მაგრამ სხეულის სრული ეპილირება ეს ყველაზე მაგარი რამეა.
გილოცავ
ნამდვილად იმსახურებდი, ჩემი და და დაქალი იყვნენ წინა კვირას შენი რეკომენდაციების შემდეგ
მე ამ კვირას ვგეგმავ საფუძვლიან ვიზიტს :დ
მოსალოცად გქონია საქმე
)
ჰოდა ეპილაცია რითი ხდება? უმტკივნეულო როა, უკვე საინტერესოა
გილოცავ გილოცავ გილოცავ. მიხარია რომ ქართულ ბლოგ სფეროში ასეთი დადებითი ტენდენციები წამოვიდა.
რა ჯიგრები არიან ქეთუშა & ვახო ..
გილოცავ თა *
გილოცავ სპონსორს… :ბის:
ისა..
ელექტროეპილაციით იკეთებ?. მეც მინდა გაკეთება, მაგრამ მეშინია და სულ ვდებ და ვდებ..
მაგრამ ამ გაზაფხულს ყველა ვარიანტში უნდა მოვიშორო..
გილოცავთ თათა ძალიან მაგარი რამეა,გეკუთვნოდა კიდეც ისეთ რეკლამას უწევდი მაგ სალონს, მეც და ძალიან ბერმაც შენგან გავიგეთ მათი არსებობის შესახებ.
რა კაია არა ამინდები რომ გამოვიდა, გუშინ და დღესაც მე და გაბი სულ გარეთ ვართ.
jellyboss
ვის უტოვებ შენს საქმეს?
ბაბისა
ნემსით გავიკეთე
დიდი მადლობა გოგოებო და ბიჭებო
იმედია მალე უფრო გავძლიერდებით ქართველი ბლოგერები
მე მაქვს ჩვენი იმედი
თა, გილოცავ მეც!
მართლა იმსახურებდი, ისეთ რეკლამას უკეთებ, რომ ნდობა გამიჩნდა ამ სალონის მიმართ, მიუხედავად იმისა რომ არ ვყოფილვარ არასდროს
ეპილაციამ დამაინტერესა ძალიან, რამდენი პროცედურაა საშუალოდ საჭირო? მერე დაწერე, როგორი შედეგი გექნება რა
მე უკვე დავიწყე სიარული.. ))))) მომწონს ყველაფერი.. გარემო, ხალხი …მომსახურება… ქეთი ..მისიანები
..აი, რაღაცას დავაზუსტებ შენთან …PM ში ))))))
სავარაუდოდ იგივე უნდა შემოგთავაზოს პრაიმფიტნესმა
ენივეი, ძალიან მაგარია, იმსახურებდი :*
ჩაგითრიეს არა კორუფციულ გარიგებაში
გილოცავ ^^
ვაიიჰ
აი ვერ წარმომიდგენია რომ ოდესმე გავბედავ ნემსს
არადა ამბობენ, ყველაზე კარგი შედეგი აქვსო..
ვაჰ, რა მაგარია, აიაიაი ისეთი სპონსორია თან,ყველაზე საჭირო და აუცილებელი
გილოცავ.
ბაბისა
კი ყველაზე ეფექტურია
კუდა
მადლობააა
როგორც ქუხს ისე არ წვიმს.. მაგ ჰეარჰაუსთან დაკავშირებით.. ნამდვილად არ მომეწონა. სიგარეტის ბუღი, უყურადღებობა, ჭორიკანა თანამშრომლები :/
ეკა
ვერ დაგეთანხმები
სიგარეტის გარდა ვერაფერში, სიგარეტი არ მაწუხებს მწეველი ვარ მეც
აი უყურადღებობაში და ჭორიკნობაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები
ვაჰ მემგონი კონსულტანტი და კიდევ რაღაც-რუღაცეები გიპოვნეთ
:D:D:D
ლალე
ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა
გამარჯობა ბლოგის უმფროსო:)) დავრეკე იქ თაა ოღონდ ეკამ მიპასუხა ქეთიმ არა:) 25ში ჩავეწერე და ამ ეტაპზეც დიდი მადლობა და მერე დაფხრეწილ-აფხრეწილი რომ მოვალ კიდევ გადაგიხდი მადლობას:)))))) სიმართლე გითხრა დიდად ვერ ვერკვევი ვიცი რომ ფოტო-და ეელექტრო არ მინდა და ეპილატორი კიდევ:) აფხრეწვას მე ვიკეთებდი შარშან და კისერი გამიშეშდა კინაღამ დავიტანჯე:) ამიტომ შენი დახმარებით სეილმა დროზე მომისწრო:)
ლალე
გაგიმარჯოს გენაცვალე
ეგ კი წავიკითხე და გამიხარდა ძალიან რომ მოგისწარი
მაგრამ აი ის კონსულტანტიო და რაღაცა ვერ გავიგე
მაგრამ არა უშავს – გავიარეთ
ანუ დიდად ვერ ვერკვევი ამ საკითხებში და თქვენ კონსულტაცია გამიწიოეთ თქოოო
))) უკვე თქოოო
ამ ბლოგიდან თქოო
))
ლალე
ააააააააა
უკვე გაერკვიე ხო ყველაფერში?
თუ კიდე რამე გაინტერესებს მომწერე შევეცდები ყველანაირად
კარგი PMში მოგწერ იქით