მართალია ჩემი მეგობარი ლორდ ვადერი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ყველა დაგროვებით ბარათს და ასევე რა თქმა უნდა საკმაოდ მყარად აქვს ეს ყველაფერი არგუმენტირებული, მაგრამ ამ პოსტში მინდა დავანახო მას რომ სარგებლობა ამ ბარათებს მართლაც მოაქვს, თუნდაც ჩემი როგორც ერთი კლიენტის მაგალითზე.
პირველი დაგროვების ვარათი რომელიც მოვიპოვე იყო ჯიპისის აფთიაქების ზღარბი ბარათი და დაიწყო და წავიდა, იმდენი ბარათი მქონდა ვერ დათვლიდა ადამიანი. მაგრამ ყველაზე ლოიალური თქვენ წარმოიდგინეთ პეესპეს აფთიაქების მიმართ დავრჩი და ორსულობიდან მოყოლებული, ყველანაირ ჰიგიენურ საშუალებებს, ბავშვის საკვებს, ოჯახისთვის სხვადასხვა ნივთებს და ბავშვის მოვლის სასუალებებს ყველაფერს მანდ ვყიდულობდი, კარგი არჩევანი აქვთ და კარგი მომსახურებაც, მე პირადად ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი ხოლმე მათი.
მაგრამ აი მოვიდა ბიძია უნიქარდი და საკმაოდ ბევრი კომპანიის ბევრ დაგროვების ბარათს დაემუქრა თან არც თუ ისე უსაფუძვლოდ.
მე ერთი ვარ — და ჩემნაირები რამდენი არიან, მე დავიწყე გადაწყობა მაღაზიებისა თუ სხვა მომსახურების იმ ცენტრებზე რომლებშიც შეიძლება გავატარო უნიქარდი, დავიწყე ავერსის და ჯიპისის აფთიაქების საინტერესო პუნქტების ძებნა, ბედნიერი ვარ რომ პრაინ ფიტნესში შეიძლება ამ ბარათის გატარება, ვისოლზეც და კიდევ რამდენიმე ადგილას სადაც საერთოდ მუდმივი კლიენტი ვარ.
ეხლა რაც შეეხება სარგებელს, PSP-ს სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო რომ მე ერთი და სხვა მრავალი ერთგული კლიენტი დაკარგა სავარაუდოდ.
გუშინ როდესაც პეესპეში შევედი – მაკიაჟის მოსაშორებელი ოთხკუთხედი ბამბის დისკოების საყიდლად, რისთვისაც ალბათ ისევ მანდ ვივლი, ჯერ ვერც ერთ ავერსში ვერ ვიპოვე – შემთხვევით ვკითხე გამყიდველს სმაილებზე თუ შეიძლება პროდუქციის გატანა ისე რომ მეორე დღეს არ დამიბაროთ მეთქი. პასუხი დადებითი იყო, ავარჩიე ROC-ის თავის მოვლის ძალიან კარგი საშუალებები, დამატენიანებელი, მაკიაჟის მოსაშორებელი რძე, მოსაშორებელი ტონიკი და კიდევ ბევრი წვრილმანი ჩემთვის და ვიკიკოსთვის და უბედნიერესი გამოვედი აფთიაქიდან საიდანაც ერთი დიდი პარკი საუკეთესო ხარისხის პროდუქცია მომქონდა – აბსოლუტურად უფასო.
ხოდა თქვით ეხლა რომ დაგროვებითი ბარათები ცუდიაო
კიდევ ვაშლებიც მაქვს დაგროვილი, მაგასაც გამოვიყენებ ამ დღეებში და მხოლოდ 3 ბარათს დავიტოვებ ჩანთაში: UNICARD, სახელფასო ბარათს და მანქანის პასპორტს.
ასე რომ TOTALLY UNIVERSAL ვხდები უნიქარდთან ერთად.
გადამიხადონ მაინც ასეთ რეკლამას ვუკეთებ








მე პირადად აქტიურად ვიყენებ PSP დაგროვებით ბარათს (მაქვს მტრედიც და ჯიპისიც). მანდ საჩუქრებში ბავშვის გაჩენამდე იმდენი რაღაც ავიღე ბავშვისთვის, და თან სულ კიკოს პროდუქცია, რომ აი რა გითხრათ
ძალიან კმაყოფილი ვარ და ახლაც ერთი ვოიაჟი უნდა მოავწყო ისევ პეესპეს სასაჩუქრე ცენტრში და გამოვზიდო რწვრილმანები.
უნი ქარდს რაც შეეხება. გუშინ “კაფე ოპერასთან” ვიყავით გოგოები და მეგობარს უნდოდა თავის უნიქარდზე ჩაერიცხა ქულები. ჩვენ კი მოგვიგეს, რომ აღარ რიცხვან უნიქარდზე ქულებს. არადა, დღეს სპეციალურად გადავხედე, პროვაიდერთა სიაში ზის ეს კაფე. ცუდია.
გეთანხმები, პეესპემ ალბათ მართლა მოიკლო კლიენტები, რომ არ გაწევრიანდა უნიქარდის პროვაიდერებში. ასევე მაგთიც რომ ყოფილიყო, უნიქარდის მომხმარებელი მეც გავხდებოდი.
unicard-ი ავიღე დიდს ამბით, და ვერ ვიყენებ.. ანუ ალდაგი ბს-სი-აი-ში და რონიკოში არ მიიღეს, არადა იმ ჩამონათვალში იყვნენ
ისე პოპ-არტ ბარათს ვხმარობ საკმაოდ აქტიურად და მალე ჭიქას გამოვიტან
ძალიან სკეპტიკურად მაინც ხმამაღლაა ნათქვამი
მაგრამ მე ფასდაკლების ბარათი მირჩევნია. აი, მაგალითად ნიანგმა რომ 25% ფასდაკლება მაჩუქა – კარგად გამოვიყენე და სათვალე ვიყიდე. ფასდაკლება რომ არა აქ საბაჟოზე ეგრევე დღგ და უბედურება “მეჯახებოდა”, მაგრამ მაგ 25% მიშველა. ექსპრეს-ეფექტია.
დაგროვება კი ხანგრძლივი სიმღერაა. თან სულ გინდა მეტი და მეტი აგროვო.
ისე, კარგია რომ უნიქარდი ჩემს ქსელთან მეგობრობს. მაგრამ ცუდია, რომ პოპული არაა.
13thCinnamon
მაგთი და პეესპე ალბათ არ არის მკვეთრად გამოხატული კონკურენციის გამო
ვნახოთ რა იქნება მომავალში
ოპერაში რატომ არ გაატარეს ვერ ვხვდები და რონიკოშიც, ჩემს დას გაუტარეს რონიკოში 250 ლარიან სათვალეზე
Lord Vader
მაპატიეთ
და ეგ უნიქარდი სად უნდა ავიღო?
გუდვილში ვიცი ზუსტად, დანარჩენი არ ვიცი
მე მეგალაინში ავიღე.
ავერსშიც არაა ყვლგან ჩართული.
სტიკერების გამოკვრაში მაგრები არიან და ჩართვაში გაიჭედნენ.
ალბათ, რონიკოშიც ეგ პრობლემაა. ფილიალს გააჩნია.
ქართული ბიზნესია რა.
გიჰარია რა თორე დიდ ფინანსურ მოგებაში არც ერთი ორგანიზაცია არ გამყოფებს..
მარა ნუ მუღამი გაქვს რომ შენი მუდმივი კლიენტობა დაფასებულ იქნეს )))
ასე რომ დაგროვების ბარათები აბედნიერებს ადამიანს ))
ახალ ნათებაში თუ ჭრის უნიკარდი?
ცოტა ხნის წინ ჩემი ბარათების კოლექციას ახალი ნათების ბარათიც დაემატა…
რაც შეეხება უნიქარდს, აი რომ შეიძლებოდეს ყველა იმ ბარათებიდან, რომელიც გამაჩნია (პსპ, ჯიპისი, ავერსი, ნეოფარმი, პოპული, გუდვილი, ვულევუ, ისიპარი, ახალი ნათება, სპორტსითი, მაიბრენდსი (მექსი, ბენეტონი, სისლი)), ქულების უნიქარდზე ტრანსფერი, აი მაშინ ძალიან მაგარი იქნებოდა, ეხლა კი გამოდის, რომ ამ 11 უკვე ჩემს ხელთ არსებულ ბარათს მე-12 დაემატება (სავარაუდოდ მაინც ავიღებ), ცალკე ქარდჰოლდერიც კი ვიყიდე მათთვის (კიდევ კარგი დიდი ჩანთა მაქვს
).
ხოდა, კიდევ კაფე 19-შიც არ მიიღეს ჩემი მეგობრის უნიქარდი, ამიტომ გასარკვევია სიაში ჩამოწერილი ობიექტებიდან ნამდვილად რომელი იღებს…
BTW DADUVANCHIK ვარ
ხოო, და კიდევ პსპ მეც ძალიან მიყვარს, სახლის გვერდზე მაქვს და ყველაფერს მანდ ვყიდულობ და ცოტა ხნის წინ ლაროშ-პოსეის ძალიან მაგარი სახის მოვლის საშუალებები გამოვიტანე უფასოდ. მიყვარს პსპ ბარათი
ისე ჩემი დაკვირვებით:
ავერსში: უზრდელი და საზიზღარი გამყიდვლები არიან
პსპ-ში: ჯიგრები
ჯიპისი-ში: მომღიმარე და ზრდილობიანები
ნეტა ამათ ტრეინინგებს ვინ უტარებს, საინტერესოა
Daduna
კეთილი იყოს შენი ფეხი
კი ახალ ნათებაში ვიღებთ იუნიქარდებს, ჩვენ ამ მხრვ კარგად ვმუშაობთ ხოლმე, ჯერ ყველაფერს ვაწესრიგებთ და სტიკერებს მერე ვაკრავთ
რაც შეეხება პეესპეს მეც ძალიან მიყვარს მათი პროდუქცია და ძალიან მწყდება გული იუნიქარდის სიაში რომ არ ღამოჩნდნენ
1000 ღიმილი მაქვს პსპ ში დაგროვილი. ერთი ცუდი ფაქტი მახსედნება როცა უეცრად 200 ღიმილზე მეტი გამიქრა ბარათიდან და პასუხი ვერავინ გამცა.
ამინდები რომ გამოვა გადავცვლი მეც ღიმილებს რამე უფრო სასარგებლოში
სადაც არ მიიღებენ უნიკარდს ადგილიდანვე უნდა დარეკოთ 555222ზე, იმიტომ,, რომ უეჭველი უდნა გაატარონ
მაიმუნები ეგენი
Dissolved Girl
აბსოლუტურად გეთანხმები ჩემო კარგო
რა უფლებით არ ატარებენ?
ავერსის ბარათიც მაქვს,ჯიპისიც და პეესპეც.რატომღაც პეესპეს ვანიჭებდი უპირატესობას,ეხლა უნიქარდიც ავიღე მაგრამ რო გადავხარშე ძალიან ბევრი უნდა ვიყიდო რო უნიქარდზე რამე ნორმალური საჩუქარი მივიღო
ამ ზაფხულს ყველანი უნიქარდზე დაგროვილი ქულებით ვისვენებთ?
მაგდენს ამ ზაფხულამდე სავარაუდოდ ვერ დააგროვებ
მე პირადად საწოლს ვუმიზნებ, თუ მეყო ქულები
ხოხ…
მიყვარს რა ოცნებებში გადავარდნილი ხალხი.
@დოდონა
თურქეთის ტურიზმის სამინისტროს განცხადება გამოქვეყნდა 2 დღის წინ: წელს უნიქარდის წყალობით ქართველი ტურისტების ბუმს ველოდებით და სხვა ქვეყნებიდან გთხოვთ ნუ შეწუხდებით, სასტუმროებში ადგილები არ მაინც იქნებაო.
მეც გავიგე ეს განცხადება