თქვენ გგონიათ რომ ცნობილი ადამიანები 1000-ობით $ იხდიან სამოსში?
აააააააარა გენაცვალე
ინტერნეტში ვნახე ძალიან საინტერესო მასალა, სურათები, დეტალები ფასები
გიზიარებთ
1. Charlize Theron – ჩემი უსაყვარლესი მსახიობი და ულამაზესი ქალი, თქვენ გგონიათ forever 21- ზე მარტო ჩვენ ვშოპინგობთ? აბა შარლიზის ქუდს დააკვირდით
ჯინსი – Urban Outfitters
2. Jessica Alba – Gap- ჯინსები, Amazon-ია ავიატორები და ბეგჰაუსის უსაყვარლესი ჩანთა
3. Kate Bosworth - Asos-ის პერანგში და ENDLESS-ის ფეხსაცმელებში
4. Kate Moss – Aldo-s ჩანთა, Urban Outfitters-ის ჯინსი
5. Kristin Cavallari – ბაუჰაუსის უმაგრესი ჩანთით და გეპის შარვლით
6. Victoria Beckham – OldNavy -ს მაისური & Asos – შარვალი
7. Kate Bosworth – უკვე დავდე მისი სურათი, მაგრამ ამ სამოსში გაცილებით უფრო მომწონს და ხელახლა ვდებ. Topshop-ის სვიტრი და ეს AE-ს ჯინსი ძალიან მომწონს
8. Helena Christensen – JCrew-ს ულამაზესფერიანი ჟაკეტი, სიამოვნებით ვიქონიებდი, ეს ავიატორები კიდე მგონი ყველას ამაზონზე აქვთ ნაყიდი
9. Zoe Saldana - American Eagle -ის საყვარელ ჯინსებში და Old navy-ს მაიჩკაში
10 . Sarah Jessica Parker – Asos -ის კაბაში
11. Eva Longoria – ერთ ერთი ჩემი უსაყვარლსი “სასოწარკვეთილი” BANANA REPUBLIC-ის მაიჩკაში და ბაუჰაუსის უსაყვარლესი ჩანთით











თაა მგონი გეშლება. ეს არის უბრალოდ მიმსგავსებული ტანსაცმელი. კოსმოპელიტენშიც იყო ასეთი რუბრიკა სელებრეითის სურათი და გვერდით მიმსაგვსებული ტანსაცმლით ქართველი სხვადასხვა პროფესიის ხალხი.
ძალიან საინტერესო პოსტია, ეს ნამდვილად არ ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი
ოხ, რატომღაც მგონია რომ დიდი ბლეFია
ეხლა როგორ დავიჯერო, რომ Victoria Beckham-ს OldNavy -ს მაისური აცვია? – უბრალოდ მაგ მაღაზიის “კარი” არც ეცოდინება (არც ვებ-მისამართი);
თუ კრიზისმა უწია,ნეტავი ყველას?
თუ დღეს პირველი აპრილია?
დღეს პირველი აპრილიააააააააააააააააა
გაიმარჯვა T@K
ეგ არა და ქართველი ფეისები იჩითებიან ხშირად ფეიქებში. მათ შორის ტელეეკრანზეც.
ერთი ძალიან გემოვნებიან მუსიკას რომ ქმნის ისეთი ქალბატონი გამოვიჭირე ეგეთი მაღაზიის რიგში სადაც 20 ლარიანი “არმანები” იყიდება ვაჟაზე.
ეგენი არ ვიცი და საერთოდ ყოველთვის ვამბობდი, მოდას ბრმად აყოლა არის საკუთარი სტილის უქონლობის პირველი ნიშანი, ისევე როგორც აუარებელი თანხის გადაყრა ჭინჭებსა და აქსესუარებში.
ჭეშმარიტად გემოვნებიან ადამიანებს მუდამ საკუთარი მოდა და სტილი აქვთ, ბრბოსგან გამორჩეული და საინტერესო
ჩემო კარგო, ეგენი უბრალოდ მიმსგავსებული ტანსაცმელია, რომ ჩვენ “გადავიღოთ” მათი სტილი იაფ ფასში
პ.ს. baghaus=bauhaus?
…
ჯერ ერთი პირველი აპრილია მეთქი ზედა კომენტარს თუ ნახავ
ყველა კომენტარი რომ ვნახე შენი აიპიდან შემოსული შეკითხვა დამებადა
“არ გეშინია რომ ერთ დღესაც გაიღვიძო და საკუთარ ბოღმაში იხრჩობოდე?”
ახალი რაზბორკების სუნი დატრიალდა…
@Taa
ამ პოსტის შესავერისი ფოტო დავდე ფეისბუქზე
საჩუქარი გამარჯვებულს????
სიმართლე ძალიან წყინთ ადამიანებს:) არა არ მეშინია, ბოღმით შენთან არცერთი კომენტარი არ მაქვს დატოვებული
T@K
კიიიიიი, აუცილებლად
Lord Vader
არა, ამჯერად აღარ
ავერსში სააღდგომო ფასდაკლებაა ანტიდეპრესანტებზეო გავიგე..
თაა რა ბოროტელა ხარ
დავიჯერესავით მე ვიქტორიამდე სანამ არ მივედი: P
ე, ეგრე იცის ადამიანების ჩაცმულობით შეფასებამა – მაა!
…
კარგი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა სიმართლეს გულისხმობ საინტერესოა
ერთი კომენტარი გუშინ გავაკეთე შენთან, პიპას რომ დავეთანხმე. ორიც კიდე ამ პოსტზე, რომ ესენი რაც შენ დადე ამათ კი არ აცვიათ, არამედ გვაჩვენებენ როგორ ჩავიცვათ მათ მსგავსად იაფ ფასებში. კომენტარები ზემოთ ნაღდად არ წამიკითხია რო გამეგო რა მოტივით გააკეთე შენ ეს პოსტი.ბეგჰაუსი კი ბაუჰაუსად რომ არ გამოითქმება, ეგეც სიმართლეა. რატომ ფიქრობ რო ამეებს ბოღმის გამო ვიტყოდი? რა ჭირს ამ პოსტებს საბოღმო ან ამეებზე როგორ უნდა დავიბოღმო უბრალოდ, არ მესმის. ორივე შემთხვევაში არცერთ კომენტარში არ მომიტყუებია, რაც იყო დავწერე ის. შენ ეგრევე შეტევაზე გადმოდიხარ და დასკვნებს აყალიბებ მე როგორი ვარ და როგორი არა:). გპირდები მეორედ აღარ დაგიტოვებ კომენტარს, უბრალოდ იმიტო რო ვერ აღიქვავ ისე როგორც არის და კრიტიკასაც ვერ იტან. კრიტიკა ყველაზე კარგი საშვალებაა იმისთვის რო გააუმჯობესო შენი ბლოგი და უფრო მეტი მკითხველი მოიზიდო. კარგად იყავი, წარმატებებს გისურვებ
…
არ ვიცი შენს გარდა შენს კომპთან კიდევ ვინ ჯდება
მაგრამ კიდევ სხვა კომენტარებიც არის
გადახედე სხვა თემებს
ეხლა პოსტსაც გადახედე, ბეგჰაუსზე ტავიდან დამაფიქრე -მერე გადავამოწმე და “აპიჩატკა” ქვია მაგას
თუ დააკვირდები ნახავ კარგად
+ ის რაც შენ შეტევა გგონია – ჩემთვის არის ჩემი საყვარელი ბლოგის დაცვა არაკეთილმოსურნე ადამიანებისაგან
და თუ შენ ეგეთი არ ხარ ძალიან გამიხარდება
აგრესიას და რაზბორკებს ნამდვილად არ დავუშვებ ამ ბლოგზე
ისე სანამ ბეგჰაუსის მართლწერას გაარჩევთ, საშვალებაში ვ-ს მოუხერხეთ რამეო მზექალამ დაიბარა შანიძემ..
: |
ეგრე დაიბარა & რა ვქნა მე : S
antimelancholy
არადა კარგად რომ წაიკითხო ადამიანმა ბეგჰაუსი ორჯერ მიწერია და ერთხელ შეცდომით
არადა “ჩემის” ნაცვლად “ცემს” რომ ვწერ ხოლმე მაგაზე არავინ არ მეკიდება
ხვდები ხო რისი თქმაც მინდა
Taa
)) იცი რა არის, როცა იშვიათ ჯიშებს აღმოაჩენ ხოლმე, რომელიც 10000 დან 1 იქნება მხოლოდ, უნდა გიხაროდეს, ანუ ყველა კითხულობს taa.ge-ს )))
გავედი მე თორემ პროვოკატორულ ჟინს ვერ ვთრგუნავ ხოლმე )))
კარგი რა თათუშ შენც დაიჯერე რომ ჯესიკა ალბა 24 დოლარიანს ჩაიცმევს? ნუ ”პადელკა” რასაც ქვია. ოღონდ კარგი პადელკებია რააა. მოდას არ მივყვები.მოდა მე მომყვება. ვიცმევ იმას რაც კომპორტულია და რაც მიხდება.
tami
კომენტარები წაიკითხე
გოგო ლამის თბვალები გადმომცვივდა სანამ ვიქტორიამდე არ მივედი
არადა როგორ გამიხარდა
)
წავიკითხე.