ჩემი საყვარელი ტრენაჟორები

საუკუნეა უკვე ამ თემაზე არ დამიწერია

უკვე 2 კვირაა პრაიმ ფიტნესში “ფიტნესზე” გადავედი და რამდენიმე ტრენაჟორის შეყვარებაც მოვასწარი.

ბევრი დრო რომ მქონდეს ვიქნებოდი უბედნიერესი და საღამოს უმეტეს ნაწილს სწორედაც რომ პრაიმ ფიტნესის დარბაზებში გავატარებდი: იოგა, აერობიკა, ფიტნესი, საუნა, აკვა აერობიკა.

ფიტნესზე იმიტომ შევაჩერე ჩემი არჩევანი ამჯერად რომ გახდომაზე კი არ ვარ ორიენტირებული, არამედ კონკრეტული ადგილების დახვეწაზე და გალამაზებაზე. შესაბამისად ამის მიხედვით მაქვს ჩემი საყვარელი ტრენაჟორებიც – რომლების შესახებაც მინდა მოგიყვეთ.

1. მუცლის პრესები: ამ შემთხვევაში ჩემი ტრენაჟორი არის ჩემი საფენი, მასზე ვწევარ და ვაკეთებ ხოლმე კომპლექსურ ვარჯიშებს, თითო მისვლაზე მინიმუმ 100 ცალს. მეტიც შემიძლია მაგრამ დროის ფაქტორი მუშაობს ხოლმე, რადგან ყველაფრის მოსწრება მინდა შესაბამისად 7-10 წუთს ვუთმობ ხოლმე თითოეულ ადგილს რომლის გამოსწორებაც მინდა

2. ხერხემლის ვარჯიში, ამ შემთხვევაში გამოსწორება არაფრის არ მინდა, მაგრამ მჭირდება ვარჯიში რომ თავიდან მოვიშორო ის ტკივილები რაც გამოწვეულია სამსახურში მტელი დღე კომპთან ჯდომისაგან, მანქანაში ჯდომისაგან და ვიკიკოს ხელში ტარებით. ეს ვარჯიშები სულ ახლახან დავამუღამე ნათიას დახმარებით და ვვარჯიშობთ ბურთებზე. ამ ბურთზე ვწვებით მთელი ხერხემლით და ფეხებით ვაწვებით წინ და უკან და მართლა ძალიან მაგარი ვარჯიშია

3. საჯდომის ვარჯიშები: ნომერ პირველი ტრენაჟორი ჩემთვის, უზომოდ მიყვარს და საკმაოდ ბევრს ვვარჯიშობ მასთან. სურათზე რომ ფეხი მაქვს უკან პედალზე მიდებული – იმას წევ უკან და წინ და თან სიმძიმეებს არედულირებ შენ თვითონ. თავიდან 5 კილოზე ვაყენებდი, ეხლა 10 კილოზე ვვარჯიშობ და თითო მხარეს 15 – 15 ცალს ვაკეთებ, მერე ვისვენებ და ისევ 15 ცალებს.

4. ფეხის შიდა კუნთების ვარჯიში.

ეს ნომერ მეორე ჩემი საყვარელი ტრენაჟორია, მასთან ვატარებ ყველაზე მეტ დროს ვიდრე სხვა რომელიმესთან, 3-4ჯერ ვუბრუნდები თითო ვარჯიშზე და 20-30ჯერ ვაკეთებ ხოლმე. აქაც კილოგრამებს არეგულირებ, მაგრამ საკმაოდ რთულია და ჯერ კიდევ 5 კილოს ვერ ავდი

სურათზე ჩანს ლურჯი ბალიშები, რომლებსაც უნდა მიაწვე მთელი ძალით და მუხლები ერთად მიიტანო, საკმაოდ რთული და მძიმეა მაგრამ ძალიან ეფექტურია დამიჯერეთ, აი ამ კუნთებისთვისაა ამ სურათზე გაჩვენებთ

5. თეძოს მიმდებარე ადგილების დათხელების ტრენაჟორი.

ამ შემთხვევაში უფრო მეტს ვქაჩავ და 10 კილოგრამზე ვვარჯიშობ,  მალე 15ზე გადავალ – არ არის ძალიან ძნელი, მიჩვევა უნდა უბრალოდ. ამ ტრენაჟორთან პირიქით, ეს ბალიშებუ მუხლს გარეთ გაქვს და შიგნიდან აწვები – დღეში საშუალოდ 60-70ჯერ ვაკეთებ შესვენებებით ხოლმე

აი ამ ადგილებისთვისაა

კიდევ მაქვს რამდენიმე საყვარელი ტრენაჟორი

იმათ შესახებ მომავალში მოგითხრობთ

This entry was posted in სილამაზე, თავის მოვლა and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

17 Responses to ჩემი საყვარელი ტრენაჟორები

  1. Lord Vader says:

    კონკურსისთვის ემზადები? :)

    BTW აი ეს კითხვა დაგრჩა უპასუხოდ :) არადა, დამაინტესრესა.

  2. pop-corn says:

    კარგი მიმოხილვაა :)

  3. Gadya says:

    ჰო, ოლიმპიადისთვის ვემზადებით :)

  4. Taa says:

    :D :D :D :D :D :D

    არა, სტიუარდესობაზე ხო ვთქვი ერთხელ უკვე უარი
    მაშინ გამარჯვებული ვიყავი უკვე :)

    უბრალოდ მიყვარს ფორმაში ყოფნა

  5. mako says:

    თაა როგორც გამოცდილი ვერ მირჩევ მუცლის პრესი როგორ დავიყენო სახლის პირობებში? ყველაზე ეფექტური ვარჯიში რომელია და ჰულაჰუპი თუ გამოდგება ხომ არ იცი?

  6. khatiaa says:

    თათა რა ძალიან მაგარია და როგორ მინდა მეც :) ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ.

  7. მე, ცნობილი ფიზკულტუროლოგი გაიოზ არტაშანიძე, ამ გოგონებს ოლიმპიადისთვის ვამზადებ, მაგრამ შეიძლება დაბლოკონ, იმდენად კონკურენტსგარეშე გამოკვეთილი გამარჯვებულები არიან…

  8. ვაკის პრაიმ ფიტნესში მინდა სიარული და ვერ მოვაბი თავი რა :(

  9. ლილიკო says:

    Zalian magar formaSi xar
    Rad unda shens “takos” varjiSi
    sarkeshi chaixede raaaaaaa

  10. gabo says:

    წარმატებები თაა

  11. ლელა says:

    კარგი გოგო ხარ.

  12. აუ რა კაი რაღაცეებია. იქნებ ფასებზეც დაწერო?? სატიზე ძალიან ცოტა ინფორმაციაა

  13. Taa says:

    მარუსა

    ფასები ახლა შეცვალეს მე როგორც ვიცი
    გავიგებ ახალ ფასებს და დავწერ :)

  14. ქეთი says:

    თაა, იცი, მეც ვაპირებ მანდ სიარულს და იქნებ როგორმე შემეხმიანო რომ ერთად ვიყვეთ. :) თავიდანვე რომ შევეგუო კარგად. :)

  15. Taa says:

    მე დავდივარ ხოლმე ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს
    საღამოს 7 საათზე

  16. PrimeFitness says:

    ფიტნესზე იმიტომ შევაჩერე ჩემი არჩევანი ამჯერად რომ გახდომაზე კი არ ვარ ორიენტირებული, არამედ კონკრეტული ადგილების დახვეწაზე და გალამაზებაზე. როდესაც გახდომაზე არ ხარ ორიენტირებული და გინდა ფორმების დახვეწა და გალამაზება ჯობია აერობიკაზე შეხვედი, იქ პრესს 100ზე მეტს გააკეტებ, საჯდომის ვარჯიშსაც საკმაოდ კარგად გააკეტებ და ფეხისა შიდა-გარე კუნთებსაც საკაიფოდ მიაყოლებ :) ) ისე რომ მეორე დღეს ყველა კუნთი გეტკიება და ეს ყველაფერი ერთ საათში ჩაეტევი, კვირაში სამი დღე :) აშკარად ჯობია!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>