გაიცანით: თათა ვარდანაშვილი

ეს პირველი კონკრეტული პოსტია ჩემს ბლოგზე – კონკრეტულ ქართველ დიზაინერთან საუბრის შემდეგ ჩაწერილი

სათაურიდან მიხვდებოდით რომ პოსტი თათა ვარდანაშვილს და მის ბრენდს სტუდია დემეტრესეხება.

გამოფენაზე MADE IN TBILISI – რამდენიმე ქართველი დიზაინერი იღებდა მონაწილეობას და მათ შორის თათაც.  პირველივე დღეს გამოვძებნე საშუალება მესაუბრა თათასთან და სიახლები და ახალი კოლექცია გამეცნო ჩემი მკითხველისათვის.

ბრენდი 1996 წელს ჩამოყალიბდა, იმავე წელს როდესაც დაიბადა თათას ვაჟიშვილი დემეტრე, რომელიც დღესდღეისობით ერთ ერთი წამყვანი ჩოგბურთელი ყოფილა საქართველოში.

საბურთალოზე სადაც ყველამ იცის რომ არის თათას სტუდია, არის წარმოჩენილი მხოლოდ ხელით ნაკეთი პროდუქცია. გარდა ამისა თათას ბიზნესიც გაიზარდა და ახალი ფაბრიკა აქვთ წულაძის ქუჩაზე 22 ნომერში, საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე, ეს არის 4 სართულიანი შენობა რომლის პირველ სართულზე არის სალონი – შოურუმი.

თათა ვარდანაშვილს ასპირანტურა 2ჯერ აქვს დამთავრებული, თბილისში და მილანში. თავიდან ის ცნობილი გახდა მხოლოდ ფეხსაცმლის კოლექციებით, თუმცა იმთავითვე ქმნიდა ტანსაცმლის კოლექციებს. ამავე დროს განსაკუთრებით გაიტაცა ფეხსაცმელებმა და ნელ ნელა აგროვებდა ფულს რათა ფეხსაცმელების წარმოებისათვის სრულყოფილი დანადგარები ეყიდა რადგან ყოველთვის მიაჩნდა რომ ტექნოლოგიის გარეშე სრულყოფილი ფეხსამელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

სიახლე თათას ცხოვრებაში მისი ახალი წამოწყებაა ” მოდის სახელობო ლიცეუმი”, თათა ვარდანაშვილის საავტორო კოლეჯი, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს, ნოემბრიდან მოყოლებული. ლიცეუმში მიიღებიან სტუდენტები 16 წლის ასაკიდან. სადაც ასწავლიან დღის მეორე ნახევარში 3 საათიდან 7 საათამდე, სადაც ძირითადი საგნებისა რომლებიც იქნება მოდასთან და დიზაინთან დაკავშირებული, ბავშვებს ასწავლიან 2 უცხო ენას, ქართულ ხალხურ ცეკვებს და სამეწარმეო სამართალს, რათა გაუადვილდეთ სამომავლოდ ქართულ ბიზნეს სივრცეში არსებობა.

გარდა ამისა თათა აწარმოებს მოლაპარაკებას მილანთან, რათა მის სტუდენტებს ჰქონდეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების საშუალება.

პროგრამები არის 1 წლიანი, 2 წლიანი და მოკლევადიანი პროგრამები

1 წელიწადი ღირს 1200 ლარი,

1 წლიანი პროგრამებია:

ფეხსაცმლის ინდივიდუალური  კერვა

თანსაცმლის კონსტრუირება -კერვა

2 წლიანი:

ფეხსაცმლის კონსტრუირება -კერვა

თანსაცმლის კონსტრუირება -კერვა

მოკლევადიანი:

ფეხსაცმლის ნამზალის კერვა (არ მკითხოთ რას ნიშნავსო, არ ვიცი 🙂 )

ტანსაცმლის მკერავ – მემანქანე

ქალისა და მამაკაცის სტილისტი

მოკლედ ვისაც გაქვთ დრო და ფული, ამაზე უკეთესი რა უნდა ისწავლოთ..

კიდევ დავამატებდ იმას რომ თათა არის ძალიან საყვარელი ამ სამი დღის მანძილზე სიამოვნებით ვკონტაქტობდით, ყავს ძალიან საყვარელი გაყიდვების მენეჯერი, ნატა – რომელსაც ალბათ თატას კლიენტები კარგად იცნობთ.

გადავიღეთ უამრავი სურათი, დავდებ საღამოს სახლიდან

Comments

comments

8 thoughts on “გაიცანით: თათა ვარდანაშვილი

  1. zurriuss says:

    ჩემი და თათას ნაცნობობა ირინა ონაშვილის კაბის მერე დასრულდა :))

  2. თათია says:

    კიდევ რომ ნახავ აუცილებლად მომიკიტხე თათა დიდი პატივისცემით!;)

  3. antimelancholy says:

    თათები რა ლამაზებია ორივე 😀

    თათა არის ეგზომ მაგარი ქალი

    ძალიან, ძალიან, ძალიან დიდ პატივს ვცემ

    მეორე თათა არის საშინლად ლამაზი ასევე აუტანლად ლამაზ შავ პალტოში. მინდა 🙁

  4. ფორუმ გოგო says:

    ონაშვილის კაბა ახლაც თვალწინ მიდგას:)
    არადა კარგი კანდიდატი იყო და გვქონდა შანსი.ამაყად ვიჯექი ტელევიზორთან, უცებ გამოჩნდა – გადმოყარა და გადმოყარა ფეხები:) კინაღამ ვიკითხე ვისია ეს საცოდავი თქო:)

    ასე რომ… დიდი ბოდიში თათა ვარდანაშვილს მაგრამ…:):)

  5. Taa says:

    მე ერთს ვიტყოდი ყველა ამ კომენტარის საპასუხოდ :

    1. ყველა მარტოხელა დედა პატარა თოთო ბავშვით ხელში ვერ მოახერხებდა ამდენს რაც თათამ გააკეთა

    2. ერთი კაბა კი უნდა ვაპატიოთ ადამიანს, ბოლო ბოლო ირინას ამოეღო ხმა – არ მომწონს არ მიხდებაო – ჩუჩელა ხომ არ იყო ჩამოაცვეს და დადგეს

    და მოწონება არ მოწონება უკვე თქვენი საქმეა

  6. ლილიკო says:

    TAAAAAA

    ROGOR XAR,
    SAOCRAD, SAOCRAD MOMENATRA SHENI BLOGI
    DROS AR KARGAV XO, IMDENI AXALI POSTI MAQVS CASAKITXI

    ME MAXSOVS TATAS PIRVELI GAMOCHENA, MASHIN JER KIDEV SAQARTVELOSHI VCXOVROBDI
    MAXSOVS DZALIAN CARMATEBULI IKO MISI PIRVELI NABIJEBI

    MOMECONA SURATEBI DA GANSAKUTREBIT IS PALTO XE ROM AXATIA
    GIXDEBA 🙂

  7. გიორგი says:

    vinc tataze cudds ityvis chemtan eqnebat saqme. tu ar mogwont jobia xma ar amoigot da tqventvis ijdet tvqnive tbil otaxebshi. araa sachiro yvelaferze saubari.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *