AVTANDIL 2010 SUMMER COLLECTION

გუშინ უდიდესი სიამოვნება და ბედნიერება მხვდა წილად დავსწრებოდი საცურაო აუზ ნეპტუნზე ჩატარებულ ავთანდილის 2010 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენებას.

მიუხედავად აუტანელი ამინდისა საცურაო აუზზე ხალხის ტევა არ იყო, მოსაწვევებში 7 საათი ეწერა, რეალურად ჩვენება 9ის 15 წუთზე დაიწყო, როდესაც გარეთ დაბნელდა, ჩვენ 7ისკენ მივედით და ვტკბებოდით იმ სილამაზით როგორც იყო აუზი გაფორმებული, ულამაზესი დეკორაციები იყო – დამეთანხმეთ.

ზოგადად მინდა ვთქვა რომ ავთანდილი ის დიზაინერია რომელიც ჩემს გემოვნებასტან ძალიან ახლოე დგას, რაღაცნაირი ნაზი და ჰაეროვანი კოლექციები აქვს ყოველთვის, ძალიან მომწონს მისი ფერები და ყოველთვის ველოდები ხოლმე მის კოლექციებს, მათი მინიმუმ 80% ისეთ სამოსს შეიცავს რომელსაც სიამოვნებით ჩავიცმევდი და მომიხდებოდა კიდეც, გუშინდელი კოლექციაც კიდევ ერთი დასტური იყო ამისა, რამდენიმე ისეთი კაბა და სხვა სამოსი იყო რომელსაც სიამოვნებით იქვე გადავიცვამდი და წამოვიდოდი 😀

პოდიუმი იყო ულამაზესად გაფორმებული, ღია ფერებში, პატარა ტეთრი ნავებით, ლამაზი განათებებით, უკან წყლის ფრინველების დეკორაციებით და ბადეებით.  აქეთ მხარეს იყო სასმელების მაგიდა სადაც უფასოდ გვთავაზობდნენ შამპანურს, ფორთოხლის წვენებს და “screwdriver”-ის მაგვარ კოქტეილებს.

იყო უამრავი ცნობილი ადამიანი, მათ შორის გადავუღე სურათი ბიჭოლას

და ლალი ტოტიკაშვილს, რომელიც ავთანდილის ულამაზეს კაბაში მოძრაობდა.

ახლა ვდებ უშუალოდ კოლექციის სურათებდ და ბოდიშს გიხდით ცოტა მდარე ხარისხის გამო, ოდესმე მექნება ძალიან კარგი ფოტოაპარატი და უკეთეს სურათებს დავდებ

ვიდეო მაქვს კიდევ გადაღებული

Comments

comments

7 thoughts on “AVTANDIL 2010 SUMMER COLLECTION

  1. BloggerGirl says:

    არ ვიცი, შეიძლება ეს აკცი კარგ კოლექციებს აკეთებს, მაგრამ მას შემდეგ რაც მის შემოსილ ტელე წამყვანებს ვხედავ, საერთოდ ეჭვი მეპარება მის გემოვნებაში.

    სხვათაშორის ერთი პროგრამა იყო აქ ტელევიზორში, ერქვა Project Runway ხოდა ბოლო სეზონში გაიმარჯვა Irina Shabayeva (ამბობს საქართველოდან ვარო, დამწყები დიზაინერია :))ხოდა კარგი იქნებოდა მასზე რომ დაგეწერა. განსაკუთრებით კი შემოდგომა ზამთრის კოლექციებზე. მოდნიცა და რამე არ ვარ მაგრამ მისი ზამთრის კოლექციიდან ყველაფერს ჩავიცმევდი ისეთი კარგი რაღაცეები აქვს 🙂

    ძალიან კარგი იქნებოდა მასზე რომ დაგეწერა. მე მოდაში ვერ ვერკვევი და მკიდია კიდეც, ამიტომ არ ვწერ 🙂 მაგრამ ეს გოგო მართლა ყურადსაღებია 🙂

  2. Taa says:

    BloggerGirl

    ვიცი, ვნახულობდი ხოლმე მაგ პროექტს ინტერნეტში
    ეგ გოგოც ვიცი
    შევეცდები დავწერო აუცილებლად 🙂

  3. antimelancholy says:

    ბიჭოლას დაგინებული აქვს რო ეგ შარვალი არ გაიხადოს?? 😀

    აFთანდილი საუკეთესო ჯეო დიზაინერია ჩემთვისაც 🙂

    ლალი როგორ “მოტყდა” 😀 😀 😀 😀

    თა შენს გვერდით ზა სოროკ ქალს ჰგავს )

  4. gabo says:

    ავთანდილი მეც მომწონს ქართველ დიზაინერებს შორის საუკეთესოა . ფერის კარგი სეგრძნება აქვს და ყოვრლთვის გემოვნებიან სამოს სთავაზობს მომხმარებელს. ორიგინალური ადგილი შეურჩევიათ ჩვენებისთვის. ძალიან ლამაზად გამოიყურებოდი შენც . წარმატებები და ბევრი მსგავსი ჩვენება გაგეშუქებინოს

  5. Katiee says:

    ავთანდილის ჩაცმული სხვა ტელეწამყვანები არ ვიცი, პროფილის ქალს აცვია და შეიძლება შეუსაბამოა ტელევიზიისთვის, მაგრამ ზოგადად თითქმის ყოველთვის კარგი რამ აცვია 🙂

  6. Kate says:

    ვგიჟდები ისე მომწონს მისი კოლექციები. გუშინ მიწვეული იყო “ცხოვრებმშვენიერია”-ში და მამაკაცის კლექციაც ზუსტად ისეთი იყო, როგორზეც ვგიჟდები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *