იოგა

დღეს დილიდან ნოსტალგიები მაწუხებს, საოცრად მენატრება ჩემი იოგის გაკვეთილები. ეს ამინდებიც რაღაცნაირად მოქმედებს -მძიმედ 🙁 ფიტნესის გაკვეთილების გაცდენაც მიწევს სხვადასხვა სამსახურეობრივი მიზეზების გამო და რაღაცნაირად ვარ განწყობილი.

აი ამ წუთას ავიბარგებოდი ოფისიდან და წავიდოდი იოგას გაკვეთილზე, იმიტომ რომ მტელი ის ერთი კვირა რაც პრაიმ ფიტნესის იოგაზე ვიარე რაღაც ძალიან დადებითად აისახა ჩემს განწყობაზეც და სხეულზეც.

ამიტომ მინდა ეს პოსტი მივიძღვნა ჩემი იოგის მასწავლებელს და მინდა გირჩიოთ რომ წახვიდეთ და დაკავდეთ ამ საოცრებით, რადგან იოგა ფორმაში ჩაგაყენებთ და თუ გაწუხებთ ზედმეტი კილოგრამები, იოგა საუკეთესო საშუალებაა პრობლემის მოსაგვარებლად.

ხშირ შემთხვევაში, ზედმეტი წონა ჩნდება მაშინ, როდესაც ბევრს ვჭამთ, ცოტას ვმოძრაობთ ან ნივთიერებათა ცვლა გვაქვს დარღვეული. ჩვენი უმეტესობა მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს- ჩახუთულ ოთახში, უმოძრაოდ… – ასე ჩნდება ზედმეტი კილოგრამები… ფორმაში ჩასადგომად მივმართავთ დიეტებს, ფიზიკურ ვარჯიშებს… .მაგრამ, შედეგი თითქმის ყოველთვის ერთია – რამდენიმე კილოგრამის დაკლების შემდდეგ ჩვენ ისევ ვიმატებთ. უფრო მეტიც, ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გვიუარესდება და საგონებელში ვვარდებით…

ჩემს შემთხვევაშიც ასეა დილის 10 დან საღამოს 7 საათამდე მიჯაჭვული ვარ ცემს მაგიდას, ფურცლებს და კომპს. რომ არა სწორად კვება, ცოტა ვარჯიში და ვიკიკო – არ ვიცი რამდენი კილოგრამი ვიქნებოდი 😀

ბალანსირებულად შერჩეული აქტიური და რელაქსაციური ასანები, სპეციალური სუნთქვის ტექნიკა-საუკეთესო საშუალებაა ზედმეტი წონის და ცელულიტების წინააღმდეგ. პირველი შედეგი უკვე რამოდენიმე ვირჯიშის შემდეგაც შეგიძლიათ იგრძნოთ…

მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ვარჯიშისთვის თავის დანებება არ ღირს, რადგან იოგა მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას აღადგენს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, რაც ასევე ღრმა რელაქსაციის შედეგია.

ძალიან ხშირად სვამენ შეკითხვას: როგორ უნდა დავიკლოთ იოგას მეშვეობით როდესაც მისი ვარჯიშები არ არის სწრაფი და დამღლელი?

იოგას ვარჯიშები ისეთივე ეფექტურია კალორიების დაწვის თვალსაზრისით როგორც, ოც წუთიანი სირბილი, თუმცა, მთავარი პრივილეგია ასანების მრავალფეროვნებაშია, რადგანაც მათი შესრულებისას არ რჩება სხეულის არც ერთ დაუმუშავებელი პრობლემური ზონა.

იოგა იმ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ, თუ თქვენი ზედმეტი წონა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია. რადგან ნივთიერებათა ცვლა თქვენს ფსიქიკურ მდომარეობაზეც არის დამოკიდებული, მისი გაუმჯობესებისთვის აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი თავის და სახკუთარი ორგანიზმის ძალების!

ასე რომ ისღა დამრჩენია გირჩიოთ რომ მოუსმინეთ ჩემს რჩევას და მერე ერთად ვივარჯიშოთ ხოლმე ბუნებაში 🙂

Comments

comments

12 thoughts on “იოგა

  1. nino101 says:

    ამსაწინათ საკმაოდ ცუდად ვიყავი. ტელევიზორში მოვკარი იოგას თვალი, ღამე იყო ალბათ ღამის 1 და იუთუბზე ვიპოვე იოგის 1 საათიანი გაკვეთილი, ტაკოს ქვევთ ამოვიდე 2 დიდი წიგნი, დავჯექი როგორც საჭიროა და მივხვდი რამხელა ძალა აქვს სუნთქვას…..

    ვაპირებ შევიდე იოგაზე … მიზანი მხოლოდ მოდუნებაა 🙂

  2. Taa says:

    nino101

    ვაპირებ შევიდე იოგაზე … მიზანი მხოლოდ მოდუნებაა 🙂

    ხო აბა შენ რომ თქვა გახდომა მინდაო ხო უნდა დაგცინო 🙂
    გაკნაჭული ხარ ისედაც

  3. გიორგი says:

    თაა დიდი მადლობა ასეთი პოსტისთვის, ძალიან მომეწონა შენი დაწერილი.
    მინდა გითხრათ, რომ პრაიმფიტნესში დაემატა სუნთქვითი ვარჯიშების ჯგუფი, დილის 9 საათზე, ვაკის ფილიალში ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი.

  4. დიმა says:

    პრივეტ! შემტხვევით მოვხდი თქვენ საიტზე და გამახსენდა ის დრო მეც რომ ვიყავი ჰა-თჰა იოგით გატაცებული. მერე დავანებე თავი 1-2 წლიტ და ხელმეორედ ძნელია დაწყება. ეხლა უფრო დავრბივარ დილაობით. 🙂 თუმცა თქვენმა სიტყვებმა შთაგონება მაცუქეს. 🙂 მადლობთ!
    აი საინტერესო საიტი იოგაზე http://www.self-discovery.ge

  5. Taa says:

    დიმა

    დიდი მადლობა საინტერესო ლინკისა და კომენტარისთვის

  6. ნინო says:

    გამარჯობათ,
    მაინტერესებს არსებობს თუ არა თბილისში იოგას ჯგუფი ორსულთათვის.

    მადლობა წინასწარ…
    ნინო

  7. Taa says:

    ნინო

    ნინო, მე როდესაც ვიყავი ორსულად რატომღაც ვერ ვიპოვე აქ ჯგუფი და ინტერნეტის მეშვეობით ვიპოვე ვიდეოები და ჩემით ვვარჯიშობდი

    ასე რომ არ ვიცი ახლა რა ხდება სამწუხაროდ 🙁

  8. ანი says:

    თათა, ძალიან საინტერესო საიტი გაქვს. იოგაზე ვეძებდი ინფორმაციებს და შემთხვევით მოვხვდი. მეც ვაპირებ იოგაზე შესვლას სექტემბრიდან. ძალიან კარგი, საინტერესო და წარმატებული გოგო ხარ.

  9. შამანკა says:

    გამარჯობა:)
    იოგის ვარჯიშები ემსახურება მთელი ორგანიზმის გაჯანსაღებას. ამ პროგრამაში არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი და განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის ასევე გარკვეული გამოცდილების მქონეთათვის. პროგრამა მოიცავს ასევე სუნთქვით ვარჯიშებს დამწყებთათვის და რელაქსაციას. მონახეთ და გაიმეტეთ საკუთარი თავისთვის კვირაში 2 საათი, არ არსებობს სიტყვა არ მცალია:) და მერე ითხოვენ ადამიანები რომ მათთვის მოიცალონ, ეს როგორ? როდესაც საკუთარ თავს არ უთმობენ დროს….

    შეგვიძლია გამოვყოთ იოგას შემდეგი სასარგებლო თვისებები:
    • სძენს სხეულს ენერგიას.
    • ტონუსში მოჰყავს მთელი ორგანიზმი.
    • სხეულს ხდის ძლიერსა და მოქნილს.
    • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
    • აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა და სუნთქვის ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებას.
    • აუმჯობესებს შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციონირებას.
    • საუკეთესო საშუალებაა სხეულის მოხრილობის, ხერხემლისა და სახსრების დაავადებათა სამკურნალოდ.
    • საუკეთესო საშუალებაა დაღლილობის მოხსნის, აგრეთვე დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვისთვის.
    ვასწავლი იოგას ინდივიდუალურად კვირაში 3ჯერ 200 ლარად, სტუდენტებისთვის 50% ფასდაკლება.სასიამოვნო გარემო გარანტირებული გაქვთ,აგრეთვე სასიამოვნო მასწავლებელი:)
    ინდივიდუალურ ვარჯიშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იოგაში, როდესაც ჯგუფში 5 მეტი ადამიანია, შეუძლებელია დროული შენიშვნები მისცე მოსწავლეს,დროის უქონლობის გამო შედეგათ ვიღებთ არასწორ ასანებს(დგომარეობებს). წინასწარ გიხდით მადლობას თუ თქვენ სურვილი გექნებათ და კომფორტულად იგრდნობთ თავს საკუთარ სახლში, შემიდლია სახლზე მოსვლით მოგემსახუროთ რა (რა თქმა უნდა ანაზღაურების საფასურად 50 ლარი )ტელ:598307783 შამანკა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *