“ჯადოსნური ხსნარი” – ეპილაციის ამ საშუალებას მაგდამ უწოდა, ამიტომ დავტოვებ ამავე სახელწოდებით. ეს არის ჰეარ ჰაუსში – ერთ ერთი კოსმეტოლოგის – ხათუნას “ჯადოსნობები”
მოკლედ, ვიცი რომ ბევრი ელოდა ამ პოსტს და როგორც იქნა მოვაბი თავი და საკუთარ თავზე გამოვცადე ეს ხსნარი
შევეცდები ყველაფერი დაწვრილებით აღვწერო პოსტში, თუ რამე შეკითხვები გექნებათ კომენტარებში მომწერეთ.
რა ხსნარია? – ეს არის კომპანია DANNE-ს სამედიცინო – კოსმეტოლოგიური პროდუქცია, რომელიც არის საკმაოდ ექსკლუზიური, საკმაოდ საფრთხილო დოზებთან და საკმაოდ ძვირი.
ხსნარი კეთდება 1 ან 2 სხვადასხვა პროდუქტისაგან, არის ტუტე ნივთიერება, რომელიც ჩადის ღრმა დერმაში და იწვევს პერიოდულად თმის ძირის მოდნობას. ამ ხსნარს ისმევ იმ ადგილებში სადაც გინდათ თმის გაქრობა. საუკეთესო საშუალებაა მათთვის ვისაც ტკივილის გაძლება არ უნდათ, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაცაა. თუმცა როგორც ამბობენ: სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
სხეულის რა ადგილებში? - თმის გაქრობა ამ ხსნარით სხეულის ყველა ადგილზე არის შესაძლებელი, თუმცა იმის მიხედვით თუ რამდენად უხეში და ნაწვალებია თმა, მით უფრო ხანგრძლივი და ძვირი გამოვა ეს პროექტი. ამიტომ ჩემი აზრით არის იდეალური ისეთი ადგილებისათვის როგორებიცაა: სახე, ყელი, ტანი, წელის მიდამოები…
რამდენ ხანში ქრება თმა? - სულ ცოტა თითოეულ ადგილს თუ არ არის ნაწვალები უნდა 5 პროცედურა მაინც სრულ გაქრობამდე. უხეშ თმასთან ცოტა რთულადაა საქმე, ამ შემთხვევაში პროცედურები გაცილებით დიდხანს იწელება, რადგან ჯერ ეს უხეში თმა ამ ხსნარმა უნდა გარდაქმნას რბილ და ბუსუსოვან ფენად და მხოლოდ ამის შემდეგ მისი გაქრობა. ეს არის დეპილაციასთან მიმსგავსებული პროცესი ოღონდ გაცილებით უკეთესი შედეგებით.
კანის მდგომარეობა? – ხსნარს აქვს პილინგის ეფექტი, აშრევებს ზედაპირულ მკვდარ და გაზიანებულ კანს და კრემის მოშორებისას კანი გიხდებათ ბავშვის კანივით ძალიან ნაზი. მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ 1 მომენტი – ალერგიულობა, მე პირადად ოდნავ ამიწითლდა კანი და 2 დღე მაინც მეტყობოდა ოდნავი სიწითლე და ეს ზედა კანი სანამ ჩამოიფრცქვნა ცოტა უხეში გახდა.
მართლა უმტკივნეულოა? – არა, მაგრამ ტკივილსაც გააჩნია, რდესაც ეს ხსნარი იმოქნედებს და თმა აბსოლუტურად მოშორდება, შემდეგ ხდება იმ ადგილების დამუშავება სპეციალური გელით, აი ეს მომენტი არის ცოტა მტკივნეული, პრინციპში კი არ გტკივა, არამედ გეწვის დაახლოებით 6-7 წუთი. შემდეგ ჩამოიბან და სპეციალური კრემით გიცხრობს იმ ადგილებს.
შედეგი : მე პირადად ძალიან თმიანობით არ გამოვირჩევი, უბრალოდ დაციკლული ვარ რომ ყველგან უნდა მოვიშორი ზედმეტი ბუსუსებიც კი. გავიკეთე ზედა ტუჩის ზემოთ – ულვაშის ადგილს რასაც ეძახიან – მანდ მქონდაა ბუსუსები შუა ნაწილში – რომლებისგანაც ერთი ღერიც კი არ დარჩა. სურათების გადაღება მინდოდა მაგრამ ისეთი უბადრული ღინღლები მქონდა რომ არ გამოჩნდა ფოტოაპარატით. და ასევე გავიკეთე წელის არე უკან, იქაც ქერა ღინღლები მქონდა და არც ისინი გამოჩნდა კარგად. მაგრამ ამჯერად არც ერთ ადგილზე არც ერთი ბუსუსიც კი არ დარჩენილა.
ფასები: სახე მთლიანად ჯდება 50 ლარი თუ არ არის ძალიან რთული მდგომარეობა, თუმცა ჯობია რომ შეგხედოთ კოსმეტოლოგმა და ზუსტად გითხრათ ფასი.
ხოლო წელის ზოლში რაც მე გავიკეთე – გადავიხადე 35 ლარი და სავარაუდოდ ძალიან მალე გაქრებაო მითხრა. ხოლო სახეზე მეორე ან მესამე მოსვლაზეცო.
მოკლედ – აჰათ თქვენ ინფორმაცია და გამოიყენეთ მაქსიმალურად





დეა
დეა ეს არის მომენტალური მოშორების საშუალება
დრო გჭირდება ფაქტიურად 15 წუთი
დაახლოებით მთელი სახე ჯდება 50 ლარი
გაიხარე დიდი მადლობაა..აუცილებლაად მოგაკიტხაავთ:)
მე მაინტერესებს სად შემიძლია დანე-ს პროდუქციის შეძენა? შეგიძლიათ ვინმემ მისამართი მითხრათ? მე გაწმნედილი მაქვს სახე დანნე-ს პროდუქციით და ეს ძალიან სასიამოვო პროცესია, წვაც ძალიან უმნიშვნელოა, არც კი ღირს ამის აღნიშვნა.
Lady
ჰეარჰაუსში შეგიძლია მიხვიდე და ხათო არის გაწავრიანებული და შეძლებს დახმარებას
დიდი მადლობა
მაინტერესებს ერთი რამ, დაახლებით 3-4 დღის წინ გავიკეთე დანნეს პროდუქცით ეპილაცია,სახეზე ბაკებს რასაც ეძახიან, და ზოგ ადიალს უკვე შევამჩნიე რამდენიმე ამოწვერილი თმის ღეროები, თან რაც მთავარია არც ისე უსუსრი ან რბილი, გქონიათ ასეთი რამ?
ნინუცა
მე არა
თითქმის აღარც ვიკეთებ
აღარ ამომდის
ანუ რამდენჯერ გაიკეთე? და საერთოდ არაფერი ამოსულა?
მე გავიკეთე ბოლოს მეოთხედ
უკვე 4 კვირა გავიდა და საერთოდ არ ამოსულა არაფერი
და პირველად როცა გაიკეტე მაშინ რამდენ ხანში ამოვიდა ან რა ინტერვალებით გაიკეთე? მადლობააა
)))
ნინუცა
პირველად რომ გავიკეთე 1 თვეში ამომივიდა
მეორედ რმ გავიკეთე ძალიან მალე ამომივიდა დაახლოებით 2 კვირაში
უკაცრავად და, ეს ჰაერჰაუზი სად არის??
და საერთოდ, ნამდვილად იცით, რომ შველიის???
ქეთო
აი როგორ გითხრა
საბოლოო შედეგებმა აჩვენა რომ ეს ხსნარიც ძალიან ინდივიდუალურად მოქმედებს, ზოგს გაუქრო და კმაყოფილები არიან
ზოგს შეუმცირა გაცილებით
ზოგმა კიდე თქვა არაფერი არ შეცვლილაო
მე კმაყოფილი ვარ დანეს ეპილაციით.მაგ პროცედურას ხსნარი კი არა ალკალაინი ქვია.საულვაშეს ადგილას 2 თვე გყოფნის.და რაც მთავარია ცოტავდება.მე არ მიწითლდება გაკეთების მერე ჩვეულებრივი ფერი მაკვს.ჩემი კოსმეტოლოგი ამ ეპილაციას უკვე დიდი ხანია აკეთებს.ეკა ქვია.
ნემსით ეპილაციაზე ეფექტურია? თუ ტკივილის პონტში ჯობია მარტოო =)
ნინო
არა ნინ
არ არსებობს ეპილაცია ნემსზე უფრო ეფექტური ჯერ ჯერობით დედამიწაზე
უბრალოდ ეს არ გტკივა