“ჯადოსნური ხსნარი” – ეპილაციის ამ საშუალებას მაგდამ უწოდა, ამიტომ დავტოვებ ამავე სახელწოდებით. ეს არის ჰეარ ჰაუსში – ერთ ერთი კოსმეტოლოგის – ხათუნას “ჯადოსნობები”
მოკლედ, ვიცი რომ ბევრი ელოდა ამ პოსტს და როგორც იქნა მოვაბი თავი და საკუთარ თავზე გამოვცადე ეს ხსნარი
შევეცდები ყველაფერი დაწვრილებით აღვწერო პოსტში, თუ რამე შეკითხვები გექნებათ კომენტარებში მომწერეთ.
რა ხსნარია? – ეს არის კომპანია DANNE-ს სამედიცინო – კოსმეტოლოგიური პროდუქცია, რომელიც არის საკმაოდ ექსკლუზიური, საკმაოდ საფრთხილო დოზებთან და საკმაოდ ძვირი.
ხსნარი კეთდება 1 ან 2 სხვადასხვა პროდუქტისაგან, არის ტუტე ნივთიერება, რომელიც ჩადის ღრმა დერმაში და იწვევს პერიოდულად თმის ძირის მოდნობას. ამ ხსნარს ისმევ იმ ადგილებში სადაც გინდათ თმის გაქრობა. საუკეთესო საშუალებაა მათთვის ვისაც ტკივილის გაძლება არ უნდათ, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაცაა. თუმცა როგორც ამბობენ: სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
სხეულის რა ადგილებში? - თმის გაქრობა ამ ხსნარით სხეულის ყველა ადგილზე არის შესაძლებელი, თუმცა იმის მიხედვით თუ რამდენად უხეში და ნაწვალებია თმა, მით უფრო ხანგრძლივი და ძვირი გამოვა ეს პროექტი. ამიტომ ჩემი აზრით არის იდეალური ისეთი ადგილებისათვის როგორებიცაა: სახე, ყელი, ტანი, წელის მიდამოები…
რამდენ ხანში ქრება თმა? - სულ ცოტა თითოეულ ადგილს თუ არ არის ნაწვალები უნდა 5 პროცედურა მაინც სრულ გაქრობამდე. უხეშ თმასთან ცოტა რთულადაა საქმე, ამ შემთხვევაში პროცედურები გაცილებით დიდხანს იწელება, რადგან ჯერ ეს უხეში თმა ამ ხსნარმა უნდა გარდაქმნას რბილ და ბუსუსოვან ფენად და მხოლოდ ამის შემდეგ მისი გაქრობა. ეს არის დეპილაციასთან მიმსგავსებული პროცესი ოღონდ გაცილებით უკეთესი შედეგებით.
კანის მდგომარეობა? – ხსნარს აქვს პილინგის ეფექტი, აშრევებს ზედაპირულ მკვდარ და გაზიანებულ კანს და კრემის მოშორებისას კანი გიხდებათ ბავშვის კანივით ძალიან ნაზი. მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ 1 მომენტი – ალერგიულობა, მე პირადად ოდნავ ამიწითლდა კანი და 2 დღე მაინც მეტყობოდა ოდნავი სიწითლე და ეს ზედა კანი სანამ ჩამოიფრცქვნა ცოტა უხეში გახდა.
მართლა უმტკივნეულოა? – არა, მაგრამ ტკივილსაც გააჩნია, რდესაც ეს ხსნარი იმოქნედებს და თმა აბსოლუტურად მოშორდება, შემდეგ ხდება იმ ადგილების დამუშავება სპეციალური გელით, აი ეს მომენტი არის ცოტა მტკივნეული, პრინციპში კი არ გტკივა, არამედ გეწვის დაახლოებით 6-7 წუთი. შემდეგ ჩამოიბან და სპეციალური კრემით გიცხრობს იმ ადგილებს.
შედეგი : მე პირადად ძალიან თმიანობით არ გამოვირჩევი, უბრალოდ დაციკლული ვარ რომ ყველგან უნდა მოვიშორი ზედმეტი ბუსუსებიც კი. გავიკეთე ზედა ტუჩის ზემოთ – ულვაშის ადგილს რასაც ეძახიან – მანდ მქონდაა ბუსუსები შუა ნაწილში – რომლებისგანაც ერთი ღერიც კი არ დარჩა. სურათების გადაღება მინდოდა მაგრამ ისეთი უბადრული ღინღლები მქონდა რომ არ გამოჩნდა ფოტოაპარატით. და ასევე გავიკეთე წელის არე უკან, იქაც ქერა ღინღლები მქონდა და არც ისინი გამოჩნდა კარგად. მაგრამ ამჯერად არც ერთ ადგილზე არც ერთი ბუსუსიც კი არ დარჩენილა.
ფასები: სახე მთლიანად ჯდება 50 ლარი თუ არ არის ძალიან რთული მდგომარეობა, თუმცა ჯობია რომ შეგხედოთ კოსმეტოლოგმა და ზუსტად გითხრათ ფასი.
ხოლო წელის ზოლში რაც მე გავიკეთე – გადავიხადე 35 ლარი და სავარაუდოდ ძალიან მალე გაქრებაო მითხრა. ხოლო სახეზე მეორე ან მესამე მოსვლაზეცო.
მოკლედ – აჰათ თქვენ ინფორმაცია და გამოიყენეთ მაქსიმალურად







არა არაფერი , მე ვიგულისხმე ასაფხრეწი რამეხომ არ გკონდა გაკეთებული, მაგ შემთხვევაში უფრო მეტი პროცედურა დაგჭირდებოდა
დაწითლება რამდენ ხანში გაივლის?
დაწიტლება ძლიერი არ იცის , თუ ძალიან თეთრი კანი არ გაქვს, ერთ საათში გადაგივლის
მადლობა პასუხებისთვის. იქნებ საკონტაქტო ნომერიც მოგვცეთ, რომ ჩავეწეროთ წინასწარ
ნათია
477 569
არის სალონის ნომერი და იქ ჩაეწერები
ხათუნა
რა თქმა უნდა ხათო, დიდი მადლობა
ჩემი ბლოგის დანიშნულებაც ეგ არის რომ კარგად გამოვიყურებოდეთ ყველა გოგო და ქალი
ზედმეტი თმების და ზედმეტი ქონების გარეშე
თათა,ბიკინის გაკეთება შეიძლება ამ ხსნარით, თუ იცი?
მეც ვიკითხავ, რომ მივალ, მაგრამ შეიძლება დამავიწყდეს
კი შეიძლება
მაგრამ მანდ უფრო ხანგრძლივად მოუნდება გაქრობას და შესაბამისად ძვირიც დაჯდება
მე ელექტროთი ვიქრობ
გამარჯობა მე მინდა გაკეთება ლოყებზე მაქვს ბუსუსები ,ტუჩის ზემოთ ელექტროეპილაციით მოვირჩინე, და მთლიანად ლოყები 50 ლარი დაჯდება თუ მეტი?
მადლობთ
ლილუ
50 ლარი გეყოფა
ხელებზე გაკეთება რა დაჯდება ამ ალკალაინით საშუალოდ ხომ ვერ მეტყვით.. რო შეთხელდეს თმა.
სანდრო ჯობია მიხვიდე და დაელაპარაკო
ნახავს თმის სიხშირეს და მაგის მიხედვით გეტყვის
ან დარეკე 477 569
ხათუნა ქვია კოსმეტოლოგს
ramdenad aris imis mosalodneloba rom tqma ufro uxeSi amovides an ufro gaxshgirdes?
Teo
მე ნაკლები ამომივიდა და კიდევ უფრო სიფრიფანები
ერთ გოგოს რომელიც იკეთებდა საერთოდ გაუქრა
გარუჯულ კანზე თუ შეიძლება ამ პროცედურის ჩატარება?
ნათია
ვკითხავ ხათუნას დამოგწერ
მეც გავიკეთე და მხოლოდ ბუსუსება ამოსული.
ძალიან კმაყოფილი ვარ.
ნათია გარუჯულ კანზე კი შეიძლება მაგრამ მერე აღარ უნდა გაირუჯო დაახლოებით7-8 დღე , რადგან ამ ნივთიერებას პილინგის დანიშნულებაც აქვს და კანის ზედაპრი შრევდება
ასაკს მნიშვნელობა ააქვს? ტუჩის ზევით მინდა მაგით გაკეთება. 15 ვაარ
Taamuuu
მოდი ხათუნას დაველოდოთ, ხშირად შემოდის და გაგცემს პასუხს
თუმცა 15 წლის ადამიანისათვის მგონი შეიძლება
თაამუუ 15 წლის ასაკში შეიძლება , საკმაოდ ბევრი იკეთებს ჩემთან მაგ ასაკში ამჟამად.
Gamarjoba xalxo!!!ra kargia rom am blogs mivageni.es problemebi tmebtan dakavshirebit xo gvimcarebs cxovrebas, magram am sascaulmoqmedi kosmetologis shesaxeb isetebs laparakobt ro mec imedi momeca…
Mainteresebs romelime tqvengans upro uxeshi tmebis problema tu hqonia da xatunastan siarulis shemdeg mougvarebia tundac nacilobrive?
თეკო გამარჯობა
სასიამოვნოა რომ აქ აღმოჩნდი
იმედია ვინმეს ქონდა იგივე პრობლემა და დაწერს
მე სამწუხაროდ ვერ დაგეხმარები გამოუცდელობის გამო
მე მხოლოდ ისეთ ადგილებში გავიკეთე სადაც შედარებით ნაზი თმა მქონდა
გაიხარე თაა ასე მალე რო მიპასუხე.ანუ შენი გამოცდილებიდან გამომდინარე ნამდვილად კაი შედეგი გქონდა ხო? თან ხათუნა სპეციალისტია და ალბათ ისევ იმასთან ჯობს მისვლა ვინც კარგად იცის თავისი საქმე…აუცილებლად მივაკითხავ მალე იგივე ნომერზეა ხო ალბათ..
წინასწარ დიდი მადლობაააა….
მეც ძალიან კარგი შედეგი მქონდა. ძალიან კმაყოფილი ვარ.
Kate შეგიძლია მითხრა რამდენი პროცედურა ჩაიტარე და რა დაგიჯდა დაახლოებით….
ულვაშებზე 2 პროცედურა.
((
თუმცა რა შედარებაა, მეორეჯერ ძალიან ცოტა ამომივიდა.
ახლა ვფიქრობ, მესამეც ხომ არ ვქნამეთქი. თან სადღაც მაისის შუა რიცხვებში გავიკეთე. ხათუნა მეუბნება არ გინდა მეტიო, მაგრამ მე ბუსუსებსაც კი ვებრძვი
აუ ფასი აღარ მახსოვს.
ანუ ძაან კმაყოფილი ხარ ხო? მოკლედ ყველა იძახის რო ნამდვილად ოქროს ხელი აქ ხათუნასო, ასე რომ დავრწუნდი და აუცილებლად მივალ მეც…
მადლობააა Kate….
კი კი.
სახეც გამიწმინდა არაერთხელ.
პიინგიც.
მოკლედ ძალიან კარგად აკეთებს.
მე ძალიან მომწონს.
თეკო
მეც ქეთისავით ვარ
მეორე გავიკეთე და მესამესაც ვაპირებ
რაც შეეხება ფასს სახე ღირს 35 ლარი თუ არ ვცდები
ნომეი კი იგივეა შეგიძლია დაურეკო მიხვიდე დაელაპარაკო ყველაფერში გაერკვე დეტალურად შენ თვითონ
და ამის შემდეგ დაიწყო პროცედურები
კარგი თაა მადლობა რო ყველაფერში გამარკვიე……
გამარჯობა. მაინტერესებს ამ ხსნარით რა დამიჯდება მხრებზე და ბეჭზე თმის მოშორება და რამდენი პროცედურა დაჭირდება. ტელეფონი კი ვნახა მაგრამ მადლობელი დაგრჩებით თუ მეტყოდით მიახლოებით რა დამიჯდებოდა და რამდენად ეფექტურია ეს საშუალება მამაკაცისათვის.
ნიკა
ნიკა, გამარჯობა
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის
სამწუხაროდ მე ამ ინფორმაციას ვერ მოგაწვდი რადგან არ ვიცი და გამოცდილებაც არ მაქვს
ერთი რამე ზუსტად ვიცი რომ 1 წყალბურთელი იკეთებს ხათოსთან ამ ხსნარით თმის მოშორებას
უნდა გთხოვო რომ დაურეკო და თავად ზუსტად აგიხსნის ყველაფერს
ნიკა ეს პროცედურა მხრებზე დაახლოებით 100 დან 200 ლარამდე ჯდება გააჩნია მთლიანად გინდა მოშორება თუ გარკვეულ ადგილებში. ეს სითხე ჯერ ასუსტებს თმის ძირებს და რამოდენიმე პროცედურის მე ზოგი უკვე გამკრალია ზოგი დასუსტებული დაახლოებიტ 8 10 პროცედურის შემდეგ.
თაა პრივეტ როგორ ხარ? რაღაც მინდა გკითხო,ამ დღეებში ვაპირებ სალონში წასვლას და სანამ დავრეკავდე და ჩავეწერებოდე ხათოსთან,მაინტერესებს რამე ფასდაკლებები თუ აქვთ ეხლა,ან თააჯის დღეებზე რო ჩავეწერო რამე ფასდაკლება თუ მექნება…
მ ა დ ლ ო ბ ა ა ა
TEKO
კი გექნება
დაელოდე უახლოეს დღეებში
რისი გაკეთება გინდა?
თმის მოშორება მინდა ხათოს ჯადოსნური ხსნარით…
გამარჯობათ, ეხლა შეიძლება სისულელე ვიკითხო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს მამაკაცებსაც თუ შეუძლიათ მიაღწიონ სასურველ შედეგს მსგავსი მეთოდით?
ირმა
ვერაფერს გეტყვი ზუსტად
არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა თუ ქალებს შეუძლიათ ალბათ კაცებსაც გაუქრებათ
სერიოზულად დავინტერესდი ამ მეთოდით, მაინტერესებს ვის უნდა დაუკავშირდე, რომ ზუსტად გავარკვიო აქვს თუ არა აზრი ამ პროცედურის ჩატარებას ჩემთვის და რა თქმა უნდა შემდეგ ფასებიც მაინტერესებს.
ლევანი
ლევან, დარეკე 477 569 და იკითხე ხათუნა
ალბათ მოგთხოვს რომ მიხვიდე ადგილზე რომ ნახოს კონკრეტულად თმა
და ხათუნა დაგეხმარება ყველანაირად
გასაგებია მადლობა.
ლევანი
არაფერს
გამარჯობა
მაინტერესებს რა მდგომარეობაში უნდა იყოს თმა სანამ ამ ხსნარით მოიცილებ? ანუ ამოსული უნდ აიყოს თუ შეიძლება კრემ დეპილატორით რომ მქონდეს მოშორებული და ისე გავიკეთო ეს ხსნარი?
მადლობა წინასწარ Pასუხისთვის:)
მარი,
გამარჯობა
მადლობა კომენტარისთვის
გთხოვ სალონში გადარეკე და ხათოს კითხე კონკრეტულად, ასე უფრო იოლი იქნება დეტალებში გარკვევა
477 569
კარგი, მადლობა თაა
იქნებ მისამართი ან ტელეფონის ნომერიც მიგეთითებინათ
თაკო
კომენტარებს გადახედე
მითითებულია ყველაფერი
477 569
ძაან მაგარი ბლოგი გაქვს. თითქმის ყველაფერია რაც მაინტერესებდა აქ ერთი ორი რაღაცის გარდა. ყოჩაღ
სალომე
დიდი მადლობა
აბა რა გაინტერესებდა და ვერ ნახე?
რაღაცეები მაქვს დრაფტებში და ბარემ მივხედავდი
გამარჯოობაათ..რა მაინტერესეეებს ორ კვირასში საზღვარგარეთ მივდივარ და მინდა თმები მოვიშორო ლოყებზე..ძალიან ხშირიც არ მაქვს და მოვასწრებ თუარა მოსორებას და დაახლოებით რა დაჯდებაა,,,,წინასწარ დიდი მადლობაა