რამდენიმე კვირის წინ ამ კონფერენციის შესახებ სვითიმ გვამცნო, შემდეგ ფეისბუქზეც მივიღეთ შეტყობინებები და ბევრი ჩვენთაგანი დარეგისტრირდა კიდეც კონფერენციაზე დასასწრებად.
მინდა ვთქვა რმ გამიმართლა და მოწვეულთა რიგებში მოვხვდი.
თაა & gabo.ge
კონფერენცია სინგულარ ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული და არ შემიძლია არ აღვიშნო რომ ერთ ერთი საუკეთესოდ ორგანიზებული ივენთი იყო.
საერთოდ მე სამსახურიდან გამომდინარე უამრავ ივენთებზე მიწევს ყოფნა და გარკვეული ექსპერტის შეხედულებებიც კი ჩამომიყალიბდა შეფასების მხრივ. საქართველოში სამწუხაროდ კარგად ორგანიზებული ივენთები ძალიან დიდი იშვიათობაა და ამიტომ მომეწონა ეს კონფერენცია ამ მხრივ.
ვარსებობთ ადამიანები რომლებიც მედიის მომავალს კონკრეტულად ინტერნეტში ვხედავთ, და ეს კონფერენცია კიდევ ერთი დამადასტურებელი იყო ამ ხედვისა. მიუხედავად იმისა რომ კონკრეტულად ვიდეო კონტენტს და ვიდეო ბლოგინგს ეხებოდა, ბევრად მეტი ითქვა დამეთანხმებიან დანსწრეები. უცნაურია თუ არა არ ვიცი მაგრამ იქ თავმოყრილი საზოგადოების უმეტესობა აღარ იყენებს ტრადიციულ მედიას და ტოტალურად არის გადართული ინტერნეტზე. მათ შორის მეც.
კონფერენციის პირველი მომხსენებელი ჯილიან ტანი იყო, საკმაოდ სიმპატიური სინგაპურელი გოგონა რომელმაც წაიკითხა მოხსენება თემაზე – ინტერნეტ ტელევიზია და მისი სოციალური ეფექტი. მინდა ვთქვა რომ ჯილიანს ყველა გამომსვლელიგან გამოვყოფდი – გამოირჩეოდა საოცარი კომპეტენტურობით და საკმაოდ საინტერესო მოსაუბრე იყო.
შემდეგ მარიმ (aka sweety) წაიკითხა მოხსენება თემაზე “ტრადიციული ბლოგინგიდან ვიდეო ბლოგინგამდე”
მარის მოხსენებამ განაკუთრებულად მუზასავით იმოქმეა ჩემზე, რამდენი ხანია გადაწყვეტილი მაქვს ვიდეო პოსტების ჩაწერა და ვერ მოვაბი თავი, ამ კონფერენციის შემდეგ კი კოკნრეტულ ქმედებაზე გადავდივარ და ვიდეოკამერას ვეძებ სასწრაფოდ.
შემდეგ ძალიან გემრიელი ლანჩ ბრეიკი იყო, გემრიელი მწვანე ბერძნული სალათი მივირთვი
მე და ლანდიშა
კონფერენციის მეორე ნაწილში ვენდიმ ისაუბრა, ის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ბლოგერია მსოფლიოში, თუმცა მისი გუშინდელი სფიჩით მაინცდამაინც ვერ დავრჩი აღფრთოვანებული.
ბოლოს ისევ ჯილიან ტანმა ისაუბრა, გვანახა თავისი ვიდეო შოუები რომლებიც საკმაოდ პოპულარულია სინგაპურში და მთელს აზიაშიც კი. თუ დაგაინტერესებთ ამ ლინკზე ნახეთ -
http://www.clicknetwork.tv/
კონფერენციაზე კიდევ რამდენიმე ბლოგერი იყო, რომელთა ნახვა და გაცნობაც ძალიან გამიხარდა, მაგალითად სოფი. ბრეიქების დროს სასაუბრო დროც გვქონდა ხოლმე, სასტუმროს ძალიან საყვარელი აივნები აქვს საიდანაც სამწუხაროდ ბინძური მტკვარი ჩანს, მაგრამ ჩვენ საურის საშუალება მაინც გვეძლეოდა ხოლმე და საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი და დადებითი ემოციებით დამუხტული წამოვედი






Ra lamazi xar taaaaaaaaat
Ui es gogo vici, minaxavs magis blogi
magati maika gacvia suratebshi?
gixdeba gashlili tmebi
კონფერენციის ორგანიზებულობით მეც კმაყოფილი ვარ ყველაფერს კარგად გაართვეს თავი. ვიდეობლოგინგი საქართველოში ნამდვილად დასახვეწია. მარის პრეზენტაციამ ჩემზეც ანალოგიურად იმოქმედა და სურვილი გამიჩნდა ვიდეოპოსტის ჩაწერის ვნახოთ რამდენ ხანში მოვაბამ თავს და ჩავწერ მსგავს პოსტს. ველი შენს ვიდეოპოსტსაც
მეც ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა და პლუს thanks for the ride
პარასკევს ისეთი ბედნიერი დავბრუნდი სახლში, კონფერენცია ხომ საკაიფო იყო და ჩვენი გაცნობა-ლანჩი მაინც ყველას ჯობდა.
კარგი იქნება, ასეთი შეხვედრები თუ ხშირად მოეწყობა ბლოგერებისთვის.
მახსოვს, შენ ძაან მოგეწონა ის ბერძნული სალათა და ვიღაც გოგო გეუბნებოდა, მე უკეთესს ვაკეთებო
Sophie Golden
ხო მე საერთოდ ბალახეული ძალიან მომწონს
და + საშინელი დიასახლისი ვარ
მეც მინდა ხშირად მოეწყოს
მეც მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ მოწვევა არ მომივიდა.
(