ჩემმა ქუთაისურმა ვოიაჟმა, როდესაც სულ რამდენიმე წუთი მქონდა მაღაზიებში შესარბენად კიდევ ერთხელ დამიმტკიცა თუ რამდენად მაკლია მაღაზიებში სიარული და თვალიერება. საერთოდ ვერ ვახერხებ აქაურ მაღაზიებში გავლად სა დათვალიერებას
სამსახურის და უდროობის გამო.
ამიტომ იძულებული ვარ ყოველთვის ინტერნეტში ვეძებო სასურველი სამოსი თუ აქსესუარები.
მინდა რამდენიმე მათგანი ჩავინიშნო და გაგიზიაროთ, თუმცა რამდენად ვიყიდი იმაშიც არ ვარ დარწმუნებული:
1. ძალიან ლამაზუნა “იუბოჩკა” Marc By Marc Jacobs
ვიპოვე net-a-porter.com-ზე და საკმაოდ ძვირიც ღირს
308 ფუნტი
2. ძალიან ნაზი და ჩემი საყვარელი ფერის კლაჩი Christian Louboutin
£795.00 @ matchesfashion.com
3. Gucci Biker Jacket … ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად მჭირდება მაგრამ ძალიან მომწონს, თანაც ბაიკერული ვოიაჟები გაზაფხულზე და ზაფხულში არ მაკლია ხოლმე
ფასს შეგნებულად არ დავწერ
![]()
4. იქვე არის გუჩის საიტზე სათვალე, რომელიც ასევე ძალიან მომწონს 295$
6. ლურჯი ტყავის ჩანთა Miu Miu £721.74
7. Chanel – წითელი ჩანთა, მართალია ძალიან გაბაზრებული მოდელი მაგრამ ჩემს ფეხსაცმელებს ძალიან მოუხდება
8. უსაყვარლესი საფულე Miu Miu £230.43
9. ბრელოკი უსაყვარლესი Chloé £78.26
10. აი ამათზე სუნთქვა მეკვრება, ძალიან მომწონს და ძალიან მინდა, Chloé-ს ულამაზესი Fლეტები
11. ზაფხულის ფეხსაცმელები Jimmy Choo £262.50
13. ლეპტოპის ჩანთა, ძალიან მომწონს
14. და ბოლოს Givenchy-ს ფეხსაცმელი რომელსაც არ ვიცი ჩავიცმევ თუ არა ოდესმე, მაგრამ რაღაცნაირად მომწონს
€ 625
ჯერჯერობით სულ ესაა, დრო აღარ მაქვს რომ განვაგრძო, თორემ კიდევ იმდენი რამეა რაც მინდა












ტანსაცმელზე ვერ გირჩევ, მაგრამ აი რომელიმე აქსესუარზე ან ფეხსაცმელზე კი ნამდვილად ღირს ფულის შეგროვება, ჩემის მოკრძალებული აზრით, ასეთი ბრენდების ნაწარმი წლებს გაუძლებს ხარისხით და არასოდეს გამოვა მოდიდან, თუ რომელიმე კლასიკურ მოდელს აარჩევ.
აი Chloé-ს ულამაზეს Fლეტებში კი გადავიხდიდი 285 ფუნტს რომ მქონდეს
რატომღაც ძალიან მომწონს
ასევე, სათვალე და ზაფხულის ფეხსაცმელები Jimmy Choo – რატომაც არა.
შთამაგონე. ვწერ პოსტს ჩემი “საოცნებო” ნივთების შესახებ
ადამიანი და გემოვნება
რაც დაპოსტე ვიზუალურად ყველაფერი მაგარია მაგრამ შენია. მე ვერცერთს ვერ მოვიხდენდი. როგორ ჩანს ტანსაცმელში, ფეხსაცმელში,აქსესუარებში ადამიანის ხასიათი და განწყოფა.
you are pink and very girlish girl
მინდა ასეთი ნაზი, ქალური და ჰაეროვანი ვიყო როგორც შენ
ლეპტოპის ჩანთა ანუშკას [http://candysayss.blogspot.com/] სტილია ძალიან ძალიან, მაშინვე მის ასოციაციას იწვევს
nino101
გენაცვალეეეეეეეე
ბლოგი გააკეთეე
ეხლა არ მცალია, ხვალ გადავიკითხავ
აი მეც მაგას ვამბობ ყოველთვის და მაინც ვერ შევაგნებინე ხალხს რომ ის რაც მე მომწონს არ არის აუცილებელი ყველას მოსწონდეს
Natalia
ხოო
მამენტ მართალი ხარ
თუ დავაპირებთ ერთად შევვუკვეთავთ
მერე რა რომ ერთნაირები გვექნება
ზატო მხოლოდ ჩვენ ორს გვექნება
ნუ პრინციპში ანუშკას გადასაწყვეტია, ისე ძალიან იაფი ღირს
ჩემი ლეპტოპი რომ მქონდეს აუცილებლად დღესვე შევუკვეთავდი – მაგრამ რა ჩავდო შიგნით
Pingback: MIU MIU-ს მერცხლები :)
ეგეთი გუჩის კურტკა და ქლოეს ბალეტკები მინდაააააააააააააა