UNICARD – ახალი დაგროვების ბარათები საქართველოში

რამდენიმე დღეა გამოფენაზე ვარ და ვერაფერს ვერ ვწერ არადა მართლა უამრავი საინტერესო რამ მაქვს დასაწერი და მოსაყოლი

დავიწყებ “Unicard”-ით, ეს არის ახალი დაგროვების ბარათი ქართულ სივრცეში, რომელმაც საოცრად მომხიბლა თავიდანვე. დაგროვება ქულების ხდება უამრავ სავაჭრო ობიექტში რაც ძალიან წამახალისებელი ფაქტორია …

ბენზინს ასხამ – აგროვებ

საკვებს ყიდულობ – აგროვებ

აფთიაქში შედიხარ – აგროვებ

განათებები გინდა – აგროვებ

ამ საკმაოდ საინტერესო და დიდი იმედები და ეჭვები მაქვს რომ საკმაოდ წარმატებულ წამოწყებაში ახალი ნათებაც ჩაერთო და შესაბამისად მომხმარებელი აგროვებს ჩვენთანაც და საჩუქრებს იღებს ჩვენგანაც.

ოთხშაბათს 7 აპრილს TBILISI EVENT HALL-ში იყო ოფიციალური პრეზენტაცია ბარათის. იყო ძალიან კარგი და სასიამოვნო სიტუაცია, უამრავი საინტერესო და ნაცნობი ადამიანი, გემრიელი ღვინოები და სასუსნავები და რაც მთავარია გათამაშება.

ყოველ მოსაწვევს თან ახლდა გათამაშების ბარათი, რომელსაც შესასვლელთან ახევდნენ და ყრიდნენ გათამაშების ჭურჭელში. თამაშდებოდა ბარათ უკვე დარიცხული 500 ქულით, და თამაშდებოდა მხოლოდ 10 ცალი.

პირველად ჩემს ცხოვრებაში მოვიგეეეეეეეეეეე …

ეხლა მაქვს უნიქარდი, 500 ქულით, მაქვს სურვილი დავაგროვო 3623 ქულა და ვიყიდო ემბავუდის საწოლი :)

ხოდა ასეთი “ვიზუჩი” გავიჩითე ამ დღეს, ძალიან გამიხარდა და დიდი მადლობა უნიქარდელებს, თუ ვინმე ოდესმე წაიკითხავს ამ პოსტს

ხო, რაც შეეხება თავად ბარათს, ბარათი შეფუთვაში არის 2 ცალი, თეთრი და შავი, ორივე ბარათით აგროვებთ ერთ ექაუნთზე. შავი ბარათი დიმას მივეცი, თეთრი მე დავიტოვე და ეხლა ორივე ერთად ვაგროვებთ ქულებს

იმედია ზაფხულის დასაწყისისთვის მექნება ახალი საწოლი

This entry was posted in გართობა and tagged , . Bookmark the permalink.

21 Responses to UNICARD – ახალი დაგროვების ბარათები საქართველოში

  1. T@K says:

    ძალიან მაცდურია ეს ბარათი მინდა ავიღო და სად უნდა ვქმნა ეგ ამბავიი??

  2. Taa says:

    საიტზე უწერიათ ადგილები სადაც შეგიძლია აიღო
    მე იქვე მომცეს
    პირადობა უნდა მიიტანო ოღონდ არ დაგავიწყდეს

  3. კარგი იდეაა, მაგრამ ვერაფრით ვისწავლე ამ დაგროვების ბარათების სრულფასოვანი გამოყენება. სულ მავიწყდება მათი არსებობა :)

  4. Taa says:

    Maka Asatiani

    ერთხელ მაინც რომ გამოიტან საჩუქარს არარ დაგავიწყდება
    ერთადერთხელ მაქვს PSP ბარათით მასაჟორი გამოტანილი და ახლა იქ სმაილებს ვაგროვებ რომ ფეხების ჯაკუზი ვიყიდო :D :დ

  5. piccolina says:

    მეც მინდა რომ ავიღო :) ))
    აი შენ პოსტი რომ არა, ხომ ვერც გავიგებდი მაგის შესახებ
    არ ზრუნავენ ნეტის მომხმარებლებზე რა :/

  6. Nataly says:

    ვაიმე საგზურებით მოვიხიბლე.. <3

  7. Taa says:

    Nataly s

    იმდენი რამით ვარ მოხიბლული რო რავი
    მაგრამ ამ ეტაპზე მესაჭიროება საწოლი :D

  8. jellyboss says:

    სად უნდა მოვიპოვო ეს ბარათი?

    :)

    და ლამაზი და გამხდარი ხარ :)

  9. khatiaa says:

    ვისოლში არ მომცეს გუსინ ეგ ბარათი :( არადა და მინდა.
    ღიმილებით სოლარიუმს გამოვიტან ალბათ მე :)

  10. Lord Vader says:

    მოკლედ ყველა დაგროვებაზია გადასული ხამაიკებივით (ქართულად მგონი ზაზუნაა?)

  11. gabo says:

    ვაუ მაგარია წარმატებები დაგროვებაში მე პოპულის ბარათზე დამიგროვდა თანხა და ისეთი რაღაცეები შეგიძლია რომ აიღო საჩუქრად რომლის ყიდვაც აზრად არასოდეს მომივა მოკლედ ვერ მოვიფიქრე და ისევ დაგროვებას ვაგრძელებ.

  12. Taa says:

    khatiaa

    ვისოლში არ აქვთ პუნქტები
    საიტზე ნახე და წერია სადაც შეიძლება აიღო

    jellyboss

    მადლობააააააააააააა
    შენც :)

  13. 13thcinnamon says:

    არცეერთი ის პროვაიდერი არაა ჩამონათვალში, რომლითაც მე ვსარგებლობ. მაგალითად პეესპე, ჯიპიაი, პოპული, მაგთი, ლუკოილი, ტეგეტა მოტორსი. პიცერია პრეგო საერთოდ არ მომწონს, გაცილებით უკეთესებია ქალაქში. ორი ლულაც რომ ყოფილილო ჩამონათვალში, ცუდი არ იქნებოდა.
    რავიცი, რავიცი, მინდოდეს ეს ბარათი? :)
    თუმცა ალბათ არ გაჩერდებიან ამ ჩამონათვალზე და შეეცდებიან უფრო მეტი საინტერესო პროვაიდერი კომპანიები მოიზიდონ. ცუდი არ იქნებოდა.

  14. Kate says:

    დღეს ავიღე და მომწონს.

    მაგრამ ეს დაგროვების სისტემა კარგად ვერ გავიგე.

    ხოდა შენ სულ წარმატებული და იღბლიანი ხარ ხოლმე ყველაფერში.

  15. კახა says:

    ამის აგება ფასიანია? :D

  16. Taa says:

    არა არ არის ფასიანი
    უფასოა :)

  17. ლელა says:

    სად და როგორ უნდა ავიგო ბარათი?

  18. ლევანი says:

    აუ გუშინ ავიღე ეს ბარათი ძაან მაგარია რააააა… თან გუდვილში ვიყავი და დაახლოებით 80 ქულა მაქვს უკვე ძალიან მომეწონა და მე მაღაზიებიც მაწყობს ეხლა რომელშიც შეიძლება რომ ქულები დავაგროვოთ აი მაგალითად ძალიან ხშირი სტუმარი ვარ “Celio”-სი და გამიხარდა ძალიან. მე შავი მაქვს დედაჩემს თეთრი.

  19. Taa says:

    ხო მეც მომწონს ეს ბარათი :)
    და ნელ ნალა ვიწყებ გადაბარგებას იმ ქსელზე სადაც შეიძლება იუნიქარდის გატარება

  20. taknatuna says:

    ალბათ ყველაზე პასიური უნიქარდელი ვარ :D ისე აქ ხომ ყველა ყველას ბაძავს, თიბისის ვგულისხმობ

  21. babajana says:

    au dzneli dasagrovebeli ar aris? 10 larze dagigrovdebat 2 qulao da ravi me dznelad mechveneba

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>