ჟურნალი ფოკუსი ხომ ყველას გაგიგიათ?
ბევრ თქვენგანს ალბათ დაკონვერტებული ვერსიებიც მოსდის სამსახურში. სწორედ ესეთ კონვერთირებულ ვერსიაში დევს VIP გათამაშების ბარათები ხოლმე.
ძალიან დიდი ხანია ფოკუსი მომდის სამსახურში და რატომღაც არასოდეს არ შემივსია ეს ბარათი, სულ მეკითხებოდნენ გოგოები რატომ არ ავსებო. ხოდა ამ ბოლო ნომერში გადავწყვიტე რომ შემევსო და სამწუხაროდ “ნიკორა”-ს გათამაშება დაემთხვა. ეს სამწუხაროდ ჩემთვის – ხორცთმოძულე რომ ვარ, თორემ უამრავი ადამიანი ალბათ ბედნიერი იქნებოდა.
ხოოოოოდა, დამირეკეს შენ გაიმარჯვე ამ გათამაშებაში და ორშაბათს საღამოს 6ზე მოდი კაფე “მარშეში” სულხან საბაზეო. ძალიან გამიხარდა თავისთავად და წავედი გუშინ საღამოს.
მარშეში პირველად ვიყავი და ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით კაპუჩინო და მომსახურება.
ხალხი რომლებიც იყვნენ შეკრებილები, ძალიან საინტერესოები და ხალისიანები აღმოჩნდნენ. რადგან ნიკორას ივენთი იყო ამითომ სუფრები ნიკორას პროდუქციით იყო სავსე. ნიკორას ნამცხვრებიც და ღვინოც რომ ქონია გუშინ გავიგე პირველად. გავსინჯე ღვინო, ბევრი ვიმხიარულეთ, ძირითადად ვიყავით შედარებით დიდი კომპანიების პიარ და მარკეტინგის მენეჯერები.
მერე გათამაშება შედგა, 21 კაცში 5 პრიზი თამაშდებოდა მაგრამ ვერ მოვიგე
ბოლოს ნიკორასვე უგემრიელესი ნაყინებით გაგვიმასპინძლდნენ, ცოტახანი ვისაუბრეთ გავიცანით ერთმანეთი, საკონტაქტო ინფორმაციები გავცვალეთ და დავიშალეთ ძალიან კმაყოფილები.
გადაწყვეტილება მივიღე ამის მერე ყველა გათამაშების ბარათს შევავსებ







1სტ
ხორცთმოძულე რას ქვია? ვეგეტერიანელი ხარ?
wow მართლა რამდენიმე თვის წინ ამ ჟურნალში ჩემი ტიხრული მინანქრის სახელოსნოს შესახებაც გაშუქდა
Lord Vader
ხორცს არ ვჭამ
მაიცა, გოჭსი მთლიანად რომაა შემწვარი თონეში, რბილი ხორცი რომა აქვს და კანი კი დაბრაწული და სულ ტკაცა-ტკუცი გაუდის და აჯიკა რომა აქვს წასმული და ცხელი გემრიელი ოხშივარი რო ასდის, იმასაც არ ჭამ???
იმასაც არ ვჭამ
ერთი პერიოდი როცა ვაკის აუზზე დავდიოდი, იქ ვიღებდი ხოლმე მაგ ჟურნალს და ძალიან მომწონდა, უფასოდ ვრცელდება როგორც ვიცი .ეხლა როგორ მოვიპოვო აღარ ვიცი:(არადა საშინლად მომწონს:(
ანა
ყოველ თვე 2 ნომერი მომდის სამსახურში, და ყველა ჟურნალის 2 ნომერი მაქვს, სიამოვნებით დაგითმობ
თუ მართლა გინდა მესტუმრე და გაგატან რამდენსაც გინდა
მე თითო ეგზემპლარი მაინც დამრჩება