მე მინდა ეს თემა დავწერო იმათთვის ვინც საბანკეტოდ ან საქორწილოდ ემზადება, მე მახსოვს რამხელა აურზაურია ბანკეტისთვის მზადება. რა ჩავიცვა, რა წავისვა, რა დავისხა, თმა როგორ გავიკეთო და ასე შემდეგ დურდომ!!!
რადგან კაბებზე თემა უკვე დაწერილი მაქვს და ფეხსაცმელებისადმი კიდევ არაერთი თემა მაქვს მიძღვნილი ამჯერად ამ თემას- მაკიაჟის შესახებ - ვწერ ხათუნას დახმარებით. ხათო არის ჩემი კოსმეტოლოგი რომელიც ჩემი სხვა პოსტებიდან კარგად გემახსოვრებათ.
გახსოვთ, ვყვებოდი წვეულებაზე წასასვლელად რომ ვემზადებოდი, სწორად მაშინ გავიკეთე ხათოსთან პირველად მაკიაჟი და ძალიან მომეწონა
ამის შემდეგ ხათოსთან კიდევ ბევრი გოგო მივიდა მაკიაჟზე, მეც დავსწრებივარ რამდენიმე მათგანს და უკმაყოფილო არავინ წამოსულა. იყო ისეთი შემთხვევებიც როდესაც რაღაცა არ მოსწონდათ, იშლიდნენ და სხვა ტონალობებში იკეთებდნენ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა – ყველას უნდა განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს, მაგრამ უკმაყოფილო არავინ წამოსულა რამდენადაც მე ვიცი
მე მინდა რამდენიმე საკვანძო საკითხი დავწერო თუ რას უნდა მიაქციოს ადამიანმა პირველ რიგში ყურადღება როდესაც იკეთებ მაკიაჟს:
1. გლუვი, კარგი ელფერის სახის კანი. იმას თუ როგორ გამოიყურება სახის კანი აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან სწორად ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას.
2. სწორად შერჩეული და ლამაზად შესრულებული თვალის მაკიაჟი. როდესაც თვალზე იწყებ მუშაობას, პირველ რიგში თუ უკვე ჩაცმული არ ხარ – კოსმეტოლოგს უნდა უთხრა რას იცმევ, რომ სწორად შეგიხამოს თვალის მოხატულობა და ფერები სამოსთან.
3. ტუჩები. ტუჩებს წარმოიდგინეთ და არანაკლები დრო სჭირდება კარგად დასახატად ვიდრე სხვა რომელიმე სახის ნაკვთს. ასე რომ ტუჩევსაც უდიდესი მნიშნელობა უნდა მიანიჭოთ მაკიაჟის გაკეთებისას.
აქვე დავდებ რამდენიმე ცოტა ძველ სურათს, ახლები სამწუხაროდ არ მაქვს, ხათუნას გაკეთებული მაკიაჟებიდან. ამჟამად მუშაობს GUERLAIN, ESTEE LAUDER & DIOR-ის პროდუქციით.










სურათებზე საშინელი მაკიაჟები აქვთ გოგოებს
მაკიაჟს რადგან უიშვიათესად ვმხარობ & რადგან დიდი დოზით ვერ ვგუობ მას მაქვს 1 უმარტივესი პრინციპი- აქცენტი ან თვალებზე ან ტუჩებზე.. თუ თვალებს ვიმაკიაჟებ ტუჩს არ ვეხები & თუ არანაიტრალურ ტუჩსაცხს ვისვამ თვალებს არ ვეხები..
სახეზწე არაფრის წასმა არ მიყვარს, მირჩევნია აჭრელებულობები მქონდეს ბუნებრივი : D გამონაყარი არ მაწუხებს არასდროს..
ხოდა აი ასე : D
უჯიშოდ.
……….
ძალიან ძველი სურათებია
სხვა არ მქონდა
+ თან ალბათ მათ ასე უნდოდათ, მე ასე არ გადავაპრიალებინებდი თავს, მაგრამ კლიენტს რაც უნდა ხომ ის უნდა გააკეთო
მინდა რომ ამ ბოლო დროს ვინც გაიკეთა გოგონებმა – მომცენ და დავდებდი იმ სურათებს
ისინი მართლა კარგად გამოიყურებოდნენ
არც ერთი გოგოს მაკიაჟი არ ვარგა, ანტირეკლამა გამოგივიდა მე მგონი
მაკიაჟი ჩემი პრობლემაა….. ვერავინ მიკეთებს ისეთ მაკიაჟს რომელიც მომეწონება. სულ რაღაც გათხაპნილი მგონია თავი და სალონიდან გამოსული გაბრაზებული ვიშორებ…..((( თაა იქნებ დაწერო კიდე მაკიაჟზე
ზაფხულში მქონია უნივერსიტეტის ბანკეტი, ამასწინათ მითხრეს
ჯერჯერობით არანაირი მზადება არ დამიწყია. დიდად გაპრანჭვას არც ვაპირებ. აქ სურათებიდან ბოლოდან მეორე მომეწონა, სადაა.
სკოლის ბანკეტითვის გავიკეთე პირველად მაკიაჟი და ისეთი გათხაპნილი მეგონა ჩემი თავი, სარკეში რომ ჩავიხედე, კინაღამ ტირილი დავიწყე ნერვიულობისგან, მაგრამ მერე რომ ვუყურე ცოტა ხანს, მომეწონაააა
)) საბოლოოდ, აღფრთოვანებული დავრჩი და ახლაც სურათებს რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს.
კაია ბანკეტის თემას აქტიურად რომ ეხები, კიდევ ველოდები რამე საინტერესოს
სურათები კოშმარია
ვიზაჟისტის გემოვნება იქით იყოს (თუნდაც დამკვეთის), მარა ხელიც რო არ უვარგა და მაკიაჟის საფუძვლების ცოდნა?
მე გამიკეთა ხათომ მეჯვარე რომ ვიყავი მაშინ.
მგონი ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ყველა სურათში მომწონს ჩემი თავი.
ძალიან კმაყოფილი ვარ.
ნენა
შენ წარმოიდგინე და ცდები
მე რომ ჩენს თავზე არ გამომეცადა არ დავწერდი
ნუ სურათებზე არანაირად არაფერს არ ვამბობ, მაგრამ მე ძალიან ლამაზად მქონდა და მომეწონა
და ყველას მოვეწონე მაგ დღეს
დავამატე ჩემი სურათი
მაგრამ ცოტა თვალებთან red eye removal-ის ნიშნები მეტყობა
კარგად ვერ ვფლობ წითელი თვალების წაშლის ტექნიკას
არ გეწყინოთ, მაგრამ საქართველოში ნორმალური მაკიაჟის გაკეთება თითქმის არავინ იცის. თვალების ქვეშ ყველა თეთრ “რაღაცას” უსვამს და არავინ აკვირდება, რა ფერის კანი გაქვს, როგორი ფორმის თვალები, ან ცხვირი/ნიკაპი/ტუჩები.
ერთადერთხელ გავიკეთე მაკიაჟი, ისიც ბათუმში და უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მინიმალურად “დავეხატვინე”. შენი სურათებიდან მხოლოდ ბეწვისქუდიანი გოგოს მაკიაჟი მომეწონა.
ნეტა წელს მქონდეს ბანკეტი..
ალბათ ვერასოდეს მივანდობ საკუთარ მაკიაჟს თუნდაც პროფესიონალს
)) ისე მიყვარს ეს პროცედურა, ვერ დავიკლებ ამ სიამოვნებას
)))
გოგონებს, ვისაც გამოსაშვები ბანკეტი ელოდება, მინდა შევახსენო, რომ
Sex is not the answer. Sex is the question. “Yes” is the answer.
ნუ ვინც ქორწილში მიდის თავად მიხედავს თავის თავს
ვაიმე ნეტავ ყოველდღე ხათუნა მიკეთებდეს მაკიაჟს.
იმ ღამეს არ მოვიშორე და მეორე და მესამე დღეს ხალხი გაგიჟებული იყო, რა მაგრად გამოიყურებიო.
ვადერ –
))))))))))))))))))
Lord Vader
Kate
მოსაკლავი ხარ
როგორ შეიძლება მაკიაჟით დაძინება?
სურათები არის ძალიან ცუდი. ცუდად გადაღებული.
ფოტოსთვის მაკიაჟი სხვაა, დღის მაკიაჟი სხვა, საღამოს მაკიაჟი კიდევ სხვა.
არცერთ, იდეალურ მაკიაჟსაც კი, არ მოუხდება ფოტოს ბლიცის (ე.წ. ვსპიშკის) პირდაპირ დანათება, აირეკლავს დ აგამოვა საშინელება. ამიტომაა, სალონებში ირიბი სხივით რომ იღებენ, სტუდიებზე აღარაფერს ვამბობ.
ჩემი რჩევა იქნება, ყოველთვის მოერიდოთ ფოტოაპარატის ობიექტივში ახლო კადრით მოხვედრას, თუ გადამღები ბლიცით იღებს. რა კარგი და იდეალური მაკიაჟიც არ უნდა გქონდეთ, ცუდად გამოჩნდება
Katieé.Ge
გაიხარე, დიდი მადლობა რჩევისთვის
გოგო რავიცი.
იმდენად მომწნოდა, რომ არაფერი მომიშორებია.
ეგრევე წავედი მეორე დღეს სამსახურში.
და მესამე დღესაც დაჟე.
შენ ხოო მაგრამ
ეს მართლა რა ცუდი სურათებია
ახლები თუ არ ქონდა საერთოდ არ მოეცა ჯობდა
ჩემი და მიკეთებს მაკიაჟს პროფესიონალურად
ისეთი ხელი აქვს მიმიქარავს ნებისმიერი ცნობილი მაკიაჟისტი
მეტი საქმე ამ ქალებს არ გაქვთ ხო?
რა მაგარი პრიჩო გაქვს ეეეეეეეე
არც ერთი მათგანი არ მომწონს არც მე
აშკარად ჯობს იმ ქალს გამოართვა ნორმალური სურათები – თუ მართლა აკეთებს კარგ მაკიაჟს
თეოოონაა შენ ხარ? ფონიჭალელოოო:))