სახის გაწმენდა

როგორც იქნა მივაღწიე კოსმეტოლოგთან.

არ ვიცი რა მიზეზებით მაგრამ 6ში ვისვენებდით, ამიტომ დავგეგმე რომ ეს დღე ჩემთვის მომეძღვნა და მართლაც – ერთ ერთი საუკეთესო გოგოშკური დღე გამომივიდა.

დილის 10 საათზე ჰეარჰაუსში ვიყავი – ხათუნა კოსმეტოლოგს უნდა გაეწმინდა სახე ჩემთვის. საოცრად კმაყოფილი ვარ.

მიუხედავად იმისა რომ უმაკიაჟოდ და კარგად დაბანილი სახით მივედი – პირველი საფეხური რაც ხათომ გამიკეთა ეს იყო დემაკიაჟი – DANNE-ს სპეციალური სითხით, რომელიც ძალიან ნაზი ფუნჯით წამისვა და საოცრად სასიამოვნო პროცესი იყო

ეს სითხე შემდეგ ჩამომბანა და დამადო პილინგი, რომელიც ძალიან კარგად აშრევებდა მკვდარ უჯრედებს. პილინგები ხათოს სხვადასხვანაირი აქვს კანის სტრუქტურიდან გამომდინარე. მე კომბინირებული კანი მაქვს – სამწუხაროდ მკვეთრად გამოხატული T ზონით. ცხიმიანი კანისათვის კიდევ სხვა პილინგები აქვს.

ეს პილინგი ძალიან სასიამოვნო მასაჟური მოძრაობებით დამიდო და ძალიან მსიამოვნებდა

ამ ძალიან სასიამოვნო პროცესის შემდეგ, მომაშორა ეს პილინგი და დამადო სპეციალური ძალიან გრილი გელი – რომელიც ხსნის ფორებს: ესეც მასაჟური მოძრაობებით საგულდაგულოდ გადამინაწილა მთელს სახეზე

შემდეგ ამ ფორების გამხსნელის კარგად წასმის მერე სახეზე დამადო თზელი შესაფუთი პარკი, რომ ვაკუუმი შექმნილიყო და 15 წუთი ასე ვიჯექი

15 წუთი უაზროდ და უსაქმოდ რომ არ ვმჯდარიყავით ხათომ დაგაწყვიტა წარბები შეესწორებინა ჩემთვის, უკვე ცოტა მქონდა გასაკეთებელი, არ ვიცოდი თუ ხათოც აკეთებდა წარმებს – მაგრამ შედეგით საკმაოდ მოვიხიბლე, ძალიან ლამაზად გამიკეთა, თუმცა უფრო კარგად რომ მქონოდა მოზრდილი უფრო კარგი იქნებოდა შედეგი

15 წუთი რომ გავიდა და წარბებსაც რომ მოვრჩით დაიწყო უსუალოდ გაწმენდის არც თუ ზალიან სასიამოვნო პროცესი, ჯერ შუბლით დავიწყეთ, სათითაო ადგილებში ამაცლიდა ხოლმე პარკს და მიმუშავებდა ხელით – მიუხედავად იმისა რომ ჩემი სახის კანი საკმაოდ მოეწონა ხათოს, გასაწმენდი მქონდა საშინელი, ალბათ 2 წელიწადზე მეტია არ გამიწმენდია. ცხვირი ისეთ დღეში მქონდა რომ 10 დღის შემდეგ ისევ დამიბარა ამჯერად მხოლოდ ცხვირის დამატებითი გაწმენდისათვის.

ამის შემდეგ სათითაო გაწმენდილ ადგილზე მისვამდა ფორის შემკვრელ სპეციალურ ნიღაბს

არ შეგეშინდეთ :D :D :D :D :D

ამის შემდეგ გამიკეთა ყველაზე მაგარი მასაჟი, ეს ნიღამი ჩამომბანა და სახე დამიმუშავა DANNE-ს რაღაც სპეციალური სითხით რომელიც ახდენს თურმე კანის დეტოქსიკაციას. ეს რას ნიშნავს და მწეველების შემთხვევაში – ამ სითხის წასმისას კანიდან ამოდის საოცარი სიგარეტის სუნი (საშინელებაა :( ) და კანი იწმინდება ზედაპირულად თამბაქოს კვალისგან. ასევე ხდება სუნამოს მიერ დატოვებული ტოქსინების გამოდევნაც.

დეტოქსიკაციის შემდეგ დავიწყეთ უკვე ეპილაცია  – რა თქმა უნდა ჯადოსნური სითხით.  ამჯერად ეფექტი იყო მილიონჯერ უფრო უკეთესი – არანაირი აწვის შეგრძნება და არანაირი გაწითლებული ადგილი არ დამრჩენია – კანი მაქვს უსაზღვროდ რბილი და ნაზი.

როდესაც ალკალაინს მოვრჩით და ეს ძლივს ამოსული ღინღლები – რომლებიც 1 თვის მერე ამომივიდნენ, რომ ამოვძირკვეთ ესენი, მივუბრუმდით ისევ სახეს. წამისვა დამატენიანებელი კრემი და ძალიან მსუბუქი და ნაზი მასაჟი გამიკეთა.  და რადგან კარგი ამინდი იყო გარეთ და მზე იყო – სპეციალური კრემი წამისვა მზისგან დამცავი.

ვიდეოც ნახეთ დაინტერესებულმა პირებმა :)

სარკეში რომ ჩავიხედე მხოლოდ რამდენიმე ადგილი მქონდა დაწითლებული და 2-3 საათში ყველაფერი გამივიდა, გარდა რამდენიმე წერტილისა ლოყაზე რომლებიც საკმაოდ რთული ადგილები იყო.

სახის გაწმენდას თუ დააპირებთ მინიმუმ 2 საათი გამოყავით და 50 ლარი, ხოლო თუ პრობლემური სახე გაქვთ 70 ლარი.

სახეს რომ მოვრჩით ხათო წავიყვანე ბახტრიონზე DANNE-ს წარმომადგენლობაში და ვიყიდე ჩემი საოცნებო ფორების შემკვრელი, ცოტა პატარა შეფუთვითაა – მაგრამ იმედია დიდხანს მეყოფა, რადგან მხოლოდ 2-2 წვეთი უნდა წაისვა დილა საღამოს დაბანილ კანზე – სადაც გინდა ფორების შეკვრა იმ ადგილებში, ეს შემკვრელი 50 ლარი ღირს, დროთა განმავლობაში დავწერ ხოლმე შედეგებს :)

შემდეგ დავბრუნდი ჰერჰაუსში და გაიანეს დავუსკუპდი ფრჩხილები გავიკეთე, სალომეც ვნახე :)

მერე წამოვედი სახლში, ვიკიკო ავიტაცე და წავედით საბავშვო ტანსაცმელების მაღაზიები მოვიარეთ, მეგალაინში ერთ ერთ მაღაზიაში ვიყიდეთ ქუდი, რომელიც ყველაზე მეტად უხდებოდა :)

ვიყავით გამოფენაზეც, მერე ავედით კუს ტბაზე, ბევრი ბევრი ვისეირნეთ და იქვე ჩაეძინა და ღამე სახლში დავბრუნდით ხალისიანები და ბედნიერები :)

რა კარგია დასვენების დღე :)

This entry was posted in სილამაზე, თავის მოვლა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

46 Responses to სახის გაწმენდა

  1. Nicole says:

    ძალიან ვისიამოვნე ამ პოსტით – საინტერესო თავგადასავალს ჰგავდა. მშვენიერ გუნებაზე დამაყენა და შეკითხვა გამიჩნდა ერთი: სად არის ეს ჯადოსნური ჰეარჰაუსი?

  2. Taa says:

    მადლობააააა :)

    http://www.yourhairhaus.com/contaqti.html

    აი აქ არის ჰეარჰაუსი :)

  3. Nicole says:

    გმადლობ, Taa! :)

  4. თათია says:

    ვაიმეეე თაათ, ალბათ რაღაც ენერგეტიკულად გგრძნობ რაა:)) მეც კაკრაზ გუშინ ვიყავი კოსმეტოლოგთან გაწმენდაზე:) გავაფრინე ეხლა რო წავიკითხე ეს პოსტი:)) ძაან მომეცონა შენი ემოციები და ასე კარგად რო გამოგდის ხანდახან მაინც დასვენება..მპუუაა
    ვიკიკუშკა რა ტიპშაა არ შემიძლია:) რამხელაა ხო უკვე? ჩავჭმუჭნი რო ჩამოვალ:)

  5. პრობლემურში რა იგულისხმება? პრობლემური რო აღმომაჩნდეს 70 ძალიან მეძვირება უკვე :(

  6. Taa says:

    თათია

    შენ ოღონდ ჩამოაღწიე :)

  7. Taa says:

    Dissolved Girl

    აკნე – იგულისხმება პრობლემურ კანში

  8. უი, რა კარგად ჟღერს ეს ყველაფერი! იმაზე გაცილებით უკეთესად ჩემი კოსმეტოლოგი რომ მიწმენდს! ის ფორებს დაორთქლების გზით მიხსნის და საშინელებაა, სული მეხუთება!

  9. ე.ი. პრობლემური კანი მაქვს ფრიად :(

  10. Taa says:

    Dissolved Girl

    მერე?
    არ გინდა რომ მიხედო? :)

  11. beauty blog says:

    სახეს შემოდგომაზე და გაზაფხულზე ვიწმენდდი, ოღონდ მე პრობლემური კანი მაქვს და 3-4 პილინგს ვიკეთებდი 1 თვის გამოტოვებით. ამ გაზაფხულზე ჩემი დერმატოლოგი მეუბნება არ გინდაო, ისე მომენტრა ძალიან. სასიამოვნო პროცედურაა.
    ხათუნა მე ძალიან არ მომწონს, ჩემს თვალში გმირი ქალი ხარ მასთან რომ გაიწმინდე სახე :) ერთხელ გავიკეთე წარბები და იმასაც ვნანობ. მარტო ფუნჯები და სავარცხლები მომეწონა.
    მე რატომღაც უფრო ძვირი მითხრა გაწმენდაზე, რომ ვუთხარი სადაც ვიკეთებ 70 ლარი ღირს ნებისმიერი სახის გაწმენდა-მეთქი, თუ არ ვცდები, მითხრა ჩვენთან 90-ო :) ))

  12. Taa says:

    beauty blog

    მე პირიქით, ხათო მომწონს საოცრად
    ზოგადად ადამიანები რომლებიც ყოველთვის ახალს სწავლობენ და სიახლეებს ნერგავენ, დადიან ტრენინგებზე და რამეს რომ შეეკითხები და პირს არ დააღებენ, რომ არ იციან რა გიპასუხონ – ძალიან მიყვარს
    და ხათუნაც ერთ ერთი მათგანია

    სახე მაქვს გადასარევად
    კანი მაქვს ძალიან ნაზი და გადაკრიალებული

    ფასს რაც შეეხება, მეეჭვება ამდენი ეთქვა, პლუს სხვა რამეც ხომ არ კითხე და იმიტომ ხომ არ გითხრა ამდენი?

  13. beauty blog says:

    Taa

    არააა, სახის გაწმენდა უბრალოდ, ზუსტად არ მახსოვს 80 თუ 90, უბრალოდ იმაზე ძვირი მითხრა, ვიდრე მე ვიხდი ხოლმე. გარდა იმისა, რომ წარბები არ მომეწონა (არც ერთ ჩემს მეგობარს), ზედმეტ ინიციატივებს იჩენდა და რაღაცებს მთავაზობდა, მე ეს მაღიზიანებს, სხვას რომ აძაგებს ადამიანი და ჩემთან მოდი და ესეო და ისეო, ცოტა უხეშადაც კი ვუთხარი, არაჩვეულებრივი ექიმი და კოსმეტოლოგი მყავს და მათ შეცვლას არ ვაპირებ-მეთქი. თან განსაკუთრებული არაფერი პრობლემა არ მაქვს.

    ხო, კაია, რომ მოგწონს, სხვებსაც მოსწონს, ფორუმზე აქებდნენ, მე ვერ შევეწყე რატომღაც :)

  14. Taamuuu says:

    აუუ მეც მინდაა .. მაგრამ პატარავა ჯერ :D რამდენი წლიდან შეიძლება გაწმენდა? და წარბებზე მაინტერესებს პინცეტით აკეთებენ? და რაღაც ნემსით არა? მგონი ეგრე ქვია

  15. khatiaa says:

    თათა რა ნეტარი სახე გაქვს ამ სურათებში :) ) მოკლედ ხათუნასთან ვარ მისასვლელი მე და ალბათ კაი 200 ლარით უნდა წავიდე. ალკალაინი მინდა კისერთან და ბაკებთან, ასევე სახის გაწმენდა. წარბებს ისევ და ისევ ნატასთან. დამჭირდება მაგდენი :)

  16. Kate says:

    მე რამდენიმე დღის წინ გავიწმინდე სახე ხათუნასთან, მერე ნუცამაც გაიწმინდა და აი ორივე იიიიიიიისეთი კმაყოფილები ვართ, რომ მეტი არ შეიძლება. ეს არ არის მხოლოდ მაწმენდა, ეს არის სტრესისგან გათავისუფლება, ძალიან სასიამოვნო პროცესია. ძალაინ მესიამოვნა. შენი არ იყოს, ცხვირზე მეც მერე უნდა მივიდე, რადგან ეს ცალკე სამუშაო არისო, თუმცა ჯერ ცოტახანი ხელლ-ფეხშეკრული ვარ უფულობის გამო.
    ეგ დანეს აკნე მეც მინდა და ვაპირებ, ოღონდ ჯერ ვერ.
    წარბები ხათუნამ საქორწილოდ გამიკეთა და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად. თან ვთხოვე ფორმა არ შემიცვალო და არც დამიწვრილომეთქი. და მართლაც უბრალოდ ზედმეტები მომაშორა.
    ალკალაინიც გამიკეთა და რაღაც არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს.
    თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომწონს ხათუნა.

    მერე ჩემს facebook-ზე შედი და ნახე ქორწილის სურათები. მაკიაჟიც ხათოს გაკეთებულია, წარბებიც, სახის გაწმენდაც. თმები ნანუკამ და ქეთიმ გამიკეთეს, ფრჩხილები – ეკამ და მოკლედ რა.
    ეს ზუსტად ის სალონია, რომელიც ჩემია.
    ძალიან მიხარია, რომ არსებობს ეს ადგილი.

    ფინანსური მდგომარეობა უფრო რომ მიწყობდეს ხელს, უფრო ხშირად ვივლიდი და სახის მოვლის საშუალებებს ვიყიდდი. ნუ კი ვაპირებ, მაგრამ სანამ უმუშევარი ვარ – ვერ.

  17. Taa says:

    Kate

    ქეთ უდიდესი მადლობა ასეთი დეტალური კომენტარისთვის
    მეც ძალიან კმაყოფილი ვარ

    ფეისბუქზე როგორ ხარ გამახსენე
    მაინტერესებს სურათები

  18. suzi says:

    taa
    შენი პოსტების შემდეგ გადავწყვიტე ჰეარ-ჰაუსში მისვლა და ერთი რჩევა მინდა გკითხო,ხომ არ იცი მოკლე ვარცხნილობებზე ვინ მუშაობს მაქ კარგად? პირდაპირ,რეკომენდაციის გარეშე მისვლას ვერ ვრისკავ.
    მადლობ წინასწარ :) .

  19. Kate says:

    გინახავს უკვე.

    არაფრის, თათ, რისი მადლობა.
    :****

    აუ იცი რა მაინტერესებს…
    საიტი, საიდანაც იწერ კოსმეტიკას და სხეულის მოვლის საშუალებებს.

  20. Taa says:

    suzi

    ბავშვებო ვის შეგიჭრიათ მოკლედ თმები?
    დაეხმარეთ რა სუზის

    მე სამწუხაროდ არასოდეს არ შემიჭრია თმა მანდ – ვიზრდი :)

    Kate
    ქეთ, ხან საიდან ხან საიდან მაგრამ ძირითადად მაინც ამ საიტიდან
    http://cosmetictimes.com/

  21. Kate says:

    უი დიდი მადლობა :***

    მე არასოდეს შემიჭრია მანდ თმები.
    ძირითადად ვარცხნილობებს ვიკეთებ ხოლმე, თორემ გეტყოდი.
    თმები საუკუნეა არ შემიჭრია. ვერ ველევი ჩემს გრძელ თმებს.

  22. ხათუნა says:

    მოკლე ვარცხნილობას ამ სალონში ნანა აკეთებს ძალიან კარგად, მიბრძანდით ნამდვილად კმაკოფილი იქნებით

  23. suzi says:

    ხათუნა
    ძალიან დიდი მადლობა,აუცილებლად მივალ.

  24. ნინუცა says:

    ერთი კითხვა მაქვს, დანნეს პროდუქციით სახეზე ზედმეტი თმები თუ მოგიშორებიათ და რამდენად ეფეკტურია ხო ვერ მეტყვით?

  25. ნინიკო says:

    თუ შეგიძლიათ უფრო ვრცლად დაწერეთ ალკალაინის შესახებ.მაინტერესებს ამ პროდუქტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.რამდენად ეფექტური შედეგი აქ

  26. Taa says:

    ნინიკო

    გამარჯობა ნინი
    კონკრეტულად კიდევ რა გაინტერესებს?
    პოსტში და კომენტარებში ძალიან დეტალურად არის აღწერილი ყველაფერი
    მე მეორეჯერ გავიკეთე და კიდევ მექნება გასაკეთებელი, მაგრამ ამჯერად ისეთი უსუსური ბუსუსები მაქვს რომ მე რომ არ ვიყო წიკიანი სხვა იფიქრებდა რომ ეს აღარც არის გასაკეთებელიო
    მაგრამ მე აუცილებლად გავიკეთებ მესამესაც საბოლოო გაქრობისათვის
    ეს ბუსუსებიც კი არ მხიბლავს

    ნინუცა

    აი ამ პოსტშიწერია ყველაფერი დაწვრილებით დანეს ალკალაინზე და გადაიკითხე კომენტარებითურთ :)

    http://taa.ge/2010/04/alkaline/

  27. ნინიკო says:

    ძალიან დიდი მადლობა ყველაფერი კარგად არის აღწერილი.ჩვენს რაიონში აქ კოსმეტოლოგს ეს პროდუქცია და მაინტერესებდა შედეგის და პროცედურის შესახებ მიტომ.კმაყოფილი ვარ ძალიან.დიდი მადლობა

  28. სუზი says:

    ვიყავი თქვენს ასე ძალიან ნაქებ სალონში და არ შემიძლია უბრალოდ რომ არ დავტოვო აქ კომენტარი,იმდენად უკმაყოფილო ვარ… არ მივეკუთვნები ზოგადად პრეტენზიული კლიენტების რიცხვს,მაგრამ ჯერ ასე ცუდად თმა ჩემთვის არ შეუჭრიათ…თანაც ისე რომ სანამ კარგად არ გაიზრდება ვეღარაფერს ვერ მოვუხერხებ :( …უკეთეს გარემოსაც მოველოდი,მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ 21-ე საუკუნეში რა მაგრად მუშაობს PR,და მგონი თქვენი აღფრთოვანება ამ სალონით გადაჭარბებულია…

  29. Taa says:

    სუზი

    :( :( :(
    ძალიან შევწუხდი შენი თმების გამო
    თმის შეჭრა ისეთი მტკივნეული საკითხია ჩემთვის – რომ ძალიან იშვიათად ვიჭრი ხოლმე :(
    არადა ნანასთან ვინც იჭრის უკმაყოფილო მართლა არავინ არ წამოსულა :(

  30. ნეკა says:

    უნდა მოვსინჯო ზაგარი რო გადამივა

  31. სალი says:

    მეც გავიწმინდე სახე და ეპილაციაც გავიკეთე და ძალიან მეშინია მაინც რამე უკურეაქცია არ ქონდეს

  32. ნატა says:

    გოგოებო ტელეფონი მომწრწთ რა ამ ხათუნასი დიდი მადლობა წინასწარ და მისამართიც რა გთხოვთ!!!!

  33. Taa says:

    ნატა

    477 569 არის სალონის ნომერი
    არის სპორტის სასახლესთან, დარეკე და დაგაკავშირებენ ხათუნასთან

  34. ნინო says:

    დღეს გავიწმინდე ხათოსთან.
    გოგოებოო, დამატენიანებელი მინდა შევცვალო და რას მირჩევთ?

  35. ნინო says:

    ”ხათო წავიყვანე ბახტრიონზე DANNE-ს წარმომადგენლობაში და ვიყიდე ჩემი საოცნებო ფორების შემკვრელი”

    და ეს ფორების შემკვრელი თუ მოგწონს?

  36. Taa says:

    ნინო

    GIGI – ხათოს აქვს
    იდეალურად მომიხდა მე პირადად, სცადე ერთიორი დღე და მერე იყიდე

    კი ეგ ფორების შემკვრელი მომწონს

  37. ნინო says:

    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი (უკვე მესამედ)რომ ამ ქალაქში ნორმალური კოსმეტოლოგები არ არსებობენ =))

  38. Taa says:

    ნინო

    აუ რატო ნიინ
    მომიყევი რა რა მოხდა და იქნებ გამოვასწოროთ როგორმე

  39. ნიიი says:

    გოგოებო ეგ DANNE-ს წარმომადგენლობა ბახტრიონის რა ნომერშია?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>