8 Best Body Scrubs

 

მაშ ასე, მე უკვე 3 წელია აღარ ვხმარობ ტანის ქაფებს, გელებს, დუშგელებს და ასე შემდეგ ტიპებს. ვიყენებ მხოლოდ სკრაბებს, ვიცი რომ ყოველდღიურად ტანის დაბანა სკრაბით არ არის რეკომენდირებული – ამიტომ ვიპოვე გამოსავალი.  სკრაბს ვხმარობ ყოველ მეორე დაბანაზე და დანარჩენებზე  ბავშვის საპონს ვიყენებ.

ყველაზე რთული მომენტი არის ზაფხული -როდესაც ზღვაზე ხარ წასული დასასვენებლად და ირუჯები, სკრაბის მიკარება უკვე გარუჯვის პროცესში კანზე არის დიდი სისულელე. ჯერ ერთი საოცარი ტკივილი იქნება – მზის ქვეშ კანი ცოტა დოზით მაინც დამწვრობას ღებულობს. და მერე მეორე შეიძლება რუჯის აჭრელება გამოიწვიოს. ამიტომ მხოლოდ ამ შემთხვევებისთვის მაქვს უგემრიელესი და უნაზესი ტანის გელი ესტე ლაუდერის. ძალიან ნაზი სუნით და ისედაც ძალიან ნაზია წასმისას – უდიდეს რეკომენდაციებს ვაძლევ. სწორედ ეს პროდუქტია სურათზე რომ ჩანს 🙂

8 საუკეთესო ტანის სკრაბი:

1. Trish McEvoy #9 Blackberry & Vanilla Musk Body Polish Sugar Scrub. შაქრის შემცველობით, საოცრად არბილებს კანს. დაახლოებით 48$ ღირს სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიაში. შეიცავს ასევე ზღვის მარილს და ოდნავ პილინგსაც აკეთებს. ოდნავ კენკრის და ვანილის სუნი აქვს, მაგრამ არა შემაწუხებელი 🙂

2.   Ojon Tawaka  Ball

ძალიან მაგარი პროდუქტი, უმაგრესი დიზაინით. ეს არ არის მხოლოდ სკრაბი, ეს მთელი თერაპიაა, ყველაზე მაგარი საშუალებაა გარუჯვისწინა პერიოდისათვის –  უკეთებს კარგ პილინგს სხეულს, წმინდავს ძალიან კარგად და არბილებს, მე მაგალითად მხოლოდ გარუჯვის წინ პერიოდში გამოვიყენებდი მას და ხშირად არ მოვიხმარდი. არ აქვს ფერი და სუნი და ღირს დაახლოებით 55$

3.  CHLOÉ – Body Creme Scrub

გამოირჩევა ძალიან ნაზი სურნელით, ღირს დაახლოებით 85$

4. Bobbi brown – Beach Body Scrub

ესეც სკრაბი ექსFოლიატორია, შეიცავს ფორთოხლის ამქერცლავ ნივთიერებას და შეას. კანს უტოვებს საკმაოდ ნაზ შესახედაობას და სირბილეს. ღირს დაახლოებით 35$

5. H20+ Sea Salt Skin Slougher

ეს პროდუქტი მქონდა ორსულობისას, ძალიან კარგი სკრაბია და ძალიან კარგად ვიხმარე მაგრამ ორსულობისას ამის სუნი არ მომწონდა ხოლმე. თუმცა ახლა ალბათ ისევ სიამოვნებით ვიქონიებდი. ღირს დაახლოებით 25-27$ ფარგლებში.

6. Darphin – Aromatic Nourishing Smoothing

შეიცავს ბამბუკს და სილიკონს, ძალიან კარგად არბილებს კანს, აქვს რაღაცნაირი უცნაური და სასიამოვნო სუნი, სიამოვნებით ვიყიდდი კიდევ ერთხელ, დაახლოებით ღირს 60$

7. Laura Mercier – Almond Coconut Milk Scrub

ნუშის და ქოქოსის “სკრაბიკები” არის შერეული დამარბილებელ რძეში, კარგად წმინდდავს კანის ზედაპირს და პლუს ამას ატენიანებს, შეიცავს მზესუმზირას და ყურძენს. ღირს 46$ დაახლოებით. მაგრამ აი ცოტა სუნთან …  ქოქოსის შემცველობის გამო აქვს ტკბილი სუნი, რაც მხოლოდ ზამთარში შემიძლია ხოლმე რომ ავიტანო. ისიც არა ყოველთვის 🙂 და არა ქოქოსის 🙂

8. Juicy Couture – Sumptuous Sugar Scrub

შეიცავს შაქარს, აქვს აღმდგენი ეფექტი და აქვს ასევე პილინგის ეფექტი, შეიცავს ასევე თაფლს და ღირს 42$

კომენტარებში შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი აზრით რომელი არის ყველაზე საუკეთესო სკრაბი, რომელი გიხმარიათ და თქვენი შთაბეჭდილებები 🙂

Comments

comments

19 thoughts on “8 Best Body Scrubs

  1. Maya Jims says:

    როგორც ყოველთვის, საინტერესო პროდუქტებია. საუკეთესოს ჯერ ვერ გამოვარჩევ. ისევ ძიების პროცესში ვარ და ექსპერიმენტებს ვატარებ =)
    ისე, თმის ნიღაბზეც ამბობენ, ხშირად არ შეიძლებაო, მაგრამ უკვე ორ წელზე მეტია, კვირაში ხუთჯერ მაინც ვიყენებ და პირიქით, თმის ხარისხი გამიუმჯობესდა =) ტანისა და სახის სკრაბზეც იგივე შემიძლია ვთქვა.

  2. beauty blog says:

    თათ, ვერ გავიგე იცი? დუშგელებს და ლოსიონებს რას უწუნებ? ანუ ცუდი რით არის? მე სელინ დიონის დუშგელი და ლოსიონი მაქვს ახლა და იიიისე მიყვარს… 🙂

  3. beauty blog says:

    ჰოდა, კიდევ, ეს სია კი ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, არარელურია. არამგონია ამხელა ფასის გადახდა ბევრს შეეძლოს. მე დიდი-დიდი 50 ლარი მივცე სქრაბში,არადა, მინდა ყიდვა. „მოკვდავთათვის“ სქრაბებიდან რომელია კაი?

  4. თათია says:

    დიდი მადლობა თაათ პოსტისთვის, თან ასე ოპერატიულად და რომ არ დაიზარე დაწერა;) მართლაც კაი “8ეულია”, მოვიხმარდი უდიდესი სიამოვნებით:) პირადად არცერთი არ მაქ გამოცდილი და გავაგრძელებ ექსპერიმენტებს:)
    აი ჩემი საყვარელი 5ეული:) იქნებ ვინმეს გამოადგეს!- Biotherm Body Aquathermale Exfoliant Body Scrub, Clarins Body Relaxing Polisher Gommage Relax Corps და Collistar Spesiale Corpo Perfetto Talasso Scrub Anti-Water Exfoliating Salts and Cane Sugar with Spices and Essential Oils; ამათ კი ფასი ნაკლები აქვთ მაგრამ არა ნაკლებათ საყვარლები არიან ჩემთვის:)- Vichy Lipidiose Nutritive Bi-Exfoliating body scrub და Garnier Skin Naturals bodytonic Sugar Scrub.

  5. თათია says:

    და ისე საერთოდ კაი ფასში გამოდის სახლში გაკეთებული სკრაბი- როდესაც არ მეჩქარება( რაც იშვიათად ხდება:)) ვიღებ ყავას (ყავის მანქანიდან ნარჩენებს არ ვაგდებ, გაზეთზე ვაშრობ და ვინახავ), ურევ 2სუფრის კოვზს თაფლს და ნებისმიერ დუშ-გელს. ძაან მაგარი გამოდის, თან ხშირად თუ იხმარ ავტობრონზანტის ეფექტიც აქვს;)

  6. Taa says:

    თათია

    Clarins Body Relaxing Polisher Gommage Relax Corps
    ეს მქონდა, ძალიან მაგარია

    ფასებს რაც შეეხება, ნინ
    აი თათიამ დაწერა ყველაზე მაგარი სკრაბი, ძალიან იაფი დაგიჯდება და მართლა ძალიან მაგარია

    ამ წუთას მე ვაპირებ H2O-ს სხვა ვერსიის გამოწერას ამაზონიდან,
    ნინ ეს იაფიანი ვერსიებიცაა ანუ სადღაც 15-20$ შეიძლება ჩაეტიო 🙂

    ნინ, რაც შეეხება ლოსიონებს, რატომ არ მიყვარს და რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს ხოლმე რომ პლიონკასავით მეკვრება მეთქი კანზე, მიუხედავად საგულდაგულოდ ჩამობანისა, ყველაზე მაგარ დუშგელზეც ეგ შგრძნება მაქვს
    საპონზე და სკრაბზე არასოდეს მქონია ეს შეგრძნება 🙂

  7. nina says:

    H20+
    mqonda, ogond konkretulad es ara
    dzalian kargi skrabia da dzviric araa
    tan ufro msxvili skrabebi kria shignit

    Laura Mercier – Almond Coconut Milk Scrub
    mqonda egec, magram zustad eg modeli iko tu ara ar maxsovs. dzalian magari skrabi iko
    albat ert erti sauketeso rac mqonia cxovrebashi

  8. Ugg says:

    H20+ Sea Salt Skin Slougher

    ამ ბრენდის მთელი სეტი ვიყიდე შარშან მიგროსში – ანტალიაში
    ძალიან კმაყოფილი ვარ და მართლა კარგია
    ერთადერთ სკრაბს რომელიც მწვანე ჩაის იყო- ქონდა ცოტა უხეში სუნი, მე ვერ ვუძლებდი
    დანარჩენი 5-ივე ძალიან მაგრები იყო
    სულ 6 ცალი იდო შეფუთვაში

  9. მირანდა says:

    85$ -ებს აძლევთ სკრაბებში? 🙂
    საოცარი ხალხი ხართ, მე 15 ლარზე მეტს ვერ ვიმეტებ

  10. Taa says:

    მირანდა

    85$ არა, მაგრამ 44$ მაქვს ერთხელ მიცემული და 40$ ფარგლებში საკმაოდ ხშირად
    კანის მოვლა ჩემთვის ძალიან სათუთი საქმეა 🙂

  11. მირანდა says:

    გეთანხმები თაა
    კანის მოვლა მართლაც სათუთი რამეა
    მაგრამ მე აქ ნაყიდი სკრაბებითაც კარგად ვუვლი კანს
    და თან მაგდენიც არ მეხარჯება

    ფაბერლიკის სკრაბი მქონდა და ძალიან კმაყოფილი ვიყავი

  12. Natia says:

    ეივონს ვხმარობ გლამური მინერალებით
    ძალიან მომწონს
    ნაზი სუნი აქვს და ლამაზი ბზინვარება

  13. ბოროტა says:

    ისე, რამე რომ იყოს – საპნით ვერ იბანთ? 😀 😀 😀 😀 😀

  14. Diana says:

    ბოროტა

    საპონი თუ ასე გევასება დაიბანე შენ თვითონ
    ქალებს სკრაბები გვიყვარს

  15. ნენე says:

    H20+ – მაქვს რამდენიმეჯერ გამოწერილი ამაზონიდან
    კარგი ხარისხიცაა და არც ფასები გარბის ხოლმე ძაან
    კარგი არჩევანია უდაოდ

  16. თათია says:

    შამპუნებს, სკრაბებს და ა.შ თხევად პროდუქტებს რომ იწერთ საიტიდან რომელი გადამზიდით ჩამოგაქვთ? მე usa2georgia ს ვიყენებ და ამ ფირმას არ ჩამოაქვს

  17. თათია says:

    მართლა????????? არადა ვიკითხე და მითხრეს ტვირთებში გვინახავს მაგრამ პასუხს არ ვაგებთ რომ ჩამოვაო. ანუ ტანსაცმელთან ერთად თუ შეუკვეთავ ჩამოვა მაგრამ ცალკე შეიძლება არ ჩამოვიდესო. მადლობა ინფორმაციისთვის, უნდა ვცადო 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *