წყალი

ის რომ წყალი ძალიან კარგი და საჭიროა ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ამაზე უკვე არავინ დაობს. მაგრამ წყალი ასევე ჩვენი გარეგნობისათვისაც ზალიან საჭირო და სასურველია, რადგან უამრავი კარგი თვისება აქვს. ჩამოგითვლით რამდენიმე მაგალითს თუ რაზე მოქმედებს წყალი დადებითად და თავად მიხვდებით რომ თუ არ სვამთ საჭირო რაოდენობის წყალს დღეში – აუცილებლად უნდა დაიწყოთ ამ წუთიდანვე 🙂

1. წყლის მიღება მოქმედებს ჩვენს თვალებზეც, თუ წყალი საკმარისი რაოდენობით მიეწოდება ორგანიზმს და ჩვენი სხეული კმაყოფილია, ეს თვალებზეც აისახება და უფრო ნათელი და კრიალა ხდება ჩვენი გამოხედვა

2. კანის ელფერს აუმჯობესებს, მართალია ამისათვის არსებობს უამრავი დამატენიანებელი საშუალება – შექმნილი ჩვენი კანის ნოტიოდ შენარჩუნებისათვის, მაგრამ მათი ეფექტი წყლის ეფექტთან შედარებით არაფერია. წყალი გაცილებით უკეთ და უფრო მალე ატენიანებს ჩვენს კანს და უკეთეს ელფერს აძლევს მას.

3. უკეთესი ცირკულაციისათვის, როდესაც სხეულში ყველანაირი მოქმედება სწორად და კარგად სრულდება, რაშიც წყალი ძალიან დიდი როლს თამაშობს და ცირკულაცია მოგვარებულია – ნაოჭები უფრო გვიან ჩნდებიან და ვენებიც უფრო ნაკლებად ეტყობა ადამიანს.

4. კანის დატენიანება, არა მხოლოდ სახეზე არამედ მთლიანად მთელს სხეულზე. კანი ძალიან არის მიდრეკილი შრობისაკენ, წყალი ამას აბალანსებს იდეალურად. დალიეთ ძილის წინ 1 ჭიქა წყალი და კანი დილით გაცილებით უკეთესად იქნება მოვლილი და დატენიანებული.

5. წყალი აუმჯობესებს კონცენტრაციას – უფრო მეტად აქტიურები ვხდებით მისი დახმარებით. უკეთესადაც გვძინავს. ამიტომ სასურველია რომ წყალი შევიყვაროთ და მივაწოდოთ ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით.

6. წყალი გულისთვისაც ძალიან სასარგებლოა, ერთ ერთი მამოძრავებელი სითხეა, არეგულირებს ნაწლავების კარგად მოქმედებას, და კიდევ ბევრი დამატებითი ფუნქცია აქვს ორგანიზმის შიგნიდან კარგად მუშაობისათვის – რაც მერე გარეგნულადაც შესაბამისად აისახება

7.  წონის ბალანსი – წყალი ყველაზე კარგი საშუალებაა ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოსადევნად, თუ საკმარის რაოდენობა წყალს იღებთ და ცხოვრებაშიც აქტიური ადამიანი ხარ – და მსუნაგობით არ გამოირჩევი 🙂 წონის პრობლემამ წესით არ უნდა შეგაწუხოს არასოდეს 🙂

Comments

comments

11 thoughts on “წყალი

  1. ჯუნა says:

    თაა რა რაოდენობის წყალია ადამიანისთვის სასურველი დღეში?

  2. ნატოშა says:

    დღე-ღამეში არანაკლებ 8 ჭიქა უნდა დალიო. საშუალოდ 2 ლიტრი. თუმცა ძალიან ნუ გაერთობით, მითუმეტეს თუ მარილიანი წყალი გიყვართ, შეშუპება იცის ბევრმა წყალმა )

  3. Maka Asatiani says:

    2 ლიტრი წყალი მეყოფა 2-3 დღე :)))
    ძალიან ცოტას ვსვამ წყალს. ძირითადად გაზგასულ ლიკანს ვსვამ და წყალსაც მირჩევნია ისე შევეჩვიე.

  4. მარი says:

    მიყვარს წყალი. სულ მიდგას მაგიდაზე და ვსვამ ხოლმე ხშირად. ისე გამიგია მარილიანი საჭმელი არ უნდა ჭამო თუ ბევრი წყლის სმა გიყვარსო.

  5. კიკიტო says:

    დგეში 2 ლიტრა სასურველი კი არა აუცილებელია, განსაკუთრებით უზმოზე 🙂

  6. Lord Vader says:

    დამტკიცებულია, რომ თუ სამუშაო დღეებში ადამიანის სხეულში 80% წყალია, დღესასწაულებზე ეს პროპორცია იცვლება – 48% წყალსა და 32% სპირტზე, დღესასწაულის მეორე დღეს 10% წყალსა და 70% ლუდზე.

  7. anuki says:

    ძალიან მომწონს შენი ბლოგი, ისე რომ მიმაჯაჭვა,ყველა ბლოგისგან განსხვავებით. დღეში რამოდენიმეჯერ შემოვდივარ და ველოდები მორიგ პოსტს.წარმატებას გისურვებ.ძალიან მომწონს შენნაირი ქალები, ასე მგონი ყველგან წარმატებული ხარ, კარიერაში, ოჯახში დ რაც მთვარი საკუთარ თავში.მივბაძოდ ქლებო:)

  8. Kate says:

    ვგიჯდები, ისე მიყვარს.
    მთელი ცხოვრება მიყვარს.
    ბევრს ვსვამ ხოლმე

  9. Taa says:

    Lord Vader

    ვინ დაამტკიცა 😀

    anuki

    უდიდესი მადლობა ანუკი, შენ ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ასეთი კომენტარები ჩემთვის. გაიხარე 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *