ტუშომანია

ტუშომანია – ეს ის დაავადებაა მე რომ მჭირს 😀

მართლა, მართლა

საინტერესოა რამდენი ტუში უნდა მქონდეს კოსმეტიკის ჩანთაში, უჯრებში, ტაროებზე, აბაზანაში – რომ კიდევ არ გამექცეს სხვადასხვა ტუშებისკენ თვალი? ალბათ ყველა კარგი ტუში უნდა მქონდეს რაც დედამიწაზე არსებობს 😀

ძალიან მიყვარს და მაკიაჟის ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დეტალად მიმაჩნია, მაშინაც კი როდესაც საერთოდ უმაკიაჟოდ გავდივარ სახლიდან, ვცდილობ ტუში მაინც წავისვა უმნიშვნელოდ.

ამიტომ დღევანდელ პოსტს ისევ “რვეულს” გავაკეთებ და 8 საუკეთესო ტუშს წარმოგიდგენთ. მართალია ცოტა რთული თემა წამოვიწყე რადგან დედამიწაზე იმდენი საუკეთესო ტუშია რომ 8 საუკეთესოს არცევა დილემაა. მაგრამ უნდა ვცადო. კომენტარებში კიდევ თქვენი გამოცდილება და თქვენი საყვარელი ტუშები შეგიძლიათ გამიზიაროთ 🙂

1. პირველი ტუში რა თქმა უნდა Estee Lauder-ის არის – Sumptuous Bold Volume Lifting Mascara. ეს ჩემი გამოცდილი ტუშია და პირადი გამოცდილებით შემიძლია დავწერო რომ იდეალურია. ძალიან კარგი და ძალიან ხარისხიანი, არ დაგენანება ადამიანს ფულის გადახდა არანაირად

2. მეორე რა თქმა უნდა Clinique, ნუმერაცია არ არის ხარისხის მიხედვით დაწყობილი, უბრალოდ თავში მოვაქცევ იმ საუკეთესოებს რაც მე მქონია და საკუთარი რეკომენდაციები შემიძლია მივცე. High Definition Lashes Mascara – გამოირჩევა უმაგრესი ფუნჯით, რომლის ერთ მხარეს არის სავარცხელივით და მოსახმარად ისეთი მაგარია, რომ ტუში რომ გამითაცდა ეს ფუნჯი გავრეცხე და დღემდე მაქვს კოსმეტიკის ჩანთაში. და ზალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე 🙂

3. Yves Saint Laurent

Mascara Volume Infini Curl,  ძალიან კარგად და სწურად პრიხავს წამწამებს, ზალიან მომწონდა ეს ტუში.

4. Givenchy Phenomen’Eyes Mascara … ეს ტუში არ მქონია, არადა ინტერნეტში უკვე ისეთი პოპულარულია და იმდენი კარგი რევიუები იწერება რომ ძალიან მინდა გამოვიწერო და მოვსინჯო. თუ ვინმეს გქონიათ გამიზიარეთ რა თქვენი შტაბეჭდილებები, უორიგინალურესი ფუნჯი აქვს და საოცრად მიზიდავს 🙂

5.  Lancome Fatale Mascara …, ლანქომის არაერთი ტუში მქონია მაგრამ დიდად ვერ აღუფრთოვანებივარ, ამ კონკრეტულ ტუშზე კიდე ძალიან ბევრს წერენ ექსპერტები, ითვლება რომ ვიზაჟისტებისათვის ერთ ერთი საუკეთესო ტუშია.

6. Le Metier de Beaute

Anamorphic Lash Mascara

ეს ტუშიც საუკეთესო რეკომენდაციებით სარგებლობს, მწარმოებელი ამბობს რომ ექსკლუზიურად მხოლოდ ამ ტუშს აქვს 3D ეფექტიო. არასოდეს მიხმარია და ამ ფრაზამ დამაინტერესა საკმაოდ 🙂 ძალიან კარგია კონტაქტური ლინზების დროსაცო, დიდ ხანს ძლებს და ძალიან იოლი მოსაშორებელიაო.

7.  Guerlain

Le 2 de Guerlain –  სუპერსკი ტუშია, მაქსიმალური დაგრძელება, მაქსიმალური აპრეხვა და ძალიან სუფთა ხაზები. მე არ მქონია ჩემს დაქალს აქვს და საოცრად მაგარი ტუშია, იქ რომ ვარ ეგრევე მაგას ვისვამ ხოლმე 🙂 აქ არ მინახავს მაღაზიებში, ან კარგად არ მიძებნია. 2 ფუნჯი აქვს და ძალიან მაგარი მოსახმარია.

8. Dior – Diorshow Unlimited Mascara. ასევე ცნობილი როგორც ერთ ერთი საუკეთესო პროფესიონალური ტუში, ორმაგი ფუნჯით და ესეც ძალიან კარგი მოსახმარია. კონკრეტულად ეს დიორშოუ არ მქონია, მაგრამ ერთ ერთი დიორშოუ მქონდა, რამდენიმე ვარიანტი არსებობს – და ძალიან კმაყოფილივიყავი. მაგრამ ამას ბევრად უფრო აქებენ.

ზემოთ ჩამოთვლილ ბრენდებს აქვთ ბევრი კარგი ტუში ამათ გარდა და ფასებშიც არიოს სხვაობა, ხარისხი ყველასი კარგია, ამიტომ თუ ცოტა ეკონომიური ბიუჯეტი გაქვთ შეგიძლიათ ამ ბრენდების შედარებით იაფიანი და კარგი ტუშები იყიდოთ.

Comments

comments

27 thoughts on “ტუშომანია

  1. კიკიტო says:

    აუუ ტუშები ჩემი დაავადებაც არის, უამრავი მაქვს მეც და სულ ვისმევ, მართლა მნიშვნელოვანია მაკიაჟის დროსაც და ყოველდღიურადაც <3

  2. ლილიკო says:

    diorShow – mec mqonda
    eg ara sxva, InStyle – rom moigo is versia
    Dzalian magari tushia da aq martla popularulia

  3. Katieé.Ge says:

    ვაუ,
    ჟივანშის რა უცნაური ფუნჯი აქვს, მართლა ღირს ცდა, მაგრამ სანამ მაგას მივეჩვევი ნახევარს დავხარჯავ და თვალებს დავისახიჩრებ, ზუსტად ვიცი 😀

    ახლა ისეთ ხასიათზე მოვედი, მაინც გარეთ გავდივარ და ეჭვი მაქვს კარგი ტუში შემომეყიდება, თან ჩემი ტუშის უკმაყოფილო ვარ მაინც :/

  4. Kate says:

    ტუში ეს ისაა, რასაც არ ვხმარობ.
    არასოდესმეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ბოლოს ქორწილის დღეს წამისვა ხათუნამ.

  5. შუ says:

    Nr. 3 2cali makvs da dzalian kmakopili var Vota dzviria sxvebtan shedarebit Mara girs Tan vidic lamazi akvs. Girs 30€

  6. antimelancholy says:

    აუ ტუში მინდა ახალი.. აი ყველაზე ყველაზე მაგარი ნივთია ვაბშე … ეგ არის ჩემი მაკიაჟი 😀

    & საერთოდ ლამაზი წამწამები მიყვარს დედაზე სულ ოდნავ ნაკლებად..

  7. Taa says:

    MariaM

    მადლობა, max factor- მქონია ადრე ადრე, არ ახსოვს რა მოდელი ოღონდ
    კარგი იყო ისიც 🙂

    antimelancholy
    გიჟქალ 🙂
    როდის მესტუმრები?

  8. Taa says:

    მარი

    ქარი რას გიშლის? 🙂

    ამ დილით ცალ ხელში ვიკიკო მეჭირა და ცალი ხელით ტუშს ვისვამდი 😀 😀 😀

  9. antimelancholy says:

    Taa თათა ჰო იცი ასე ვერ ვაბამ მე თავს 😀 დამირეკე მითხარი & მოვალ.

    ვაბშე სტუმრობა კი არა გარეთ რო გააბოდიალებ ვიკას მითხარი. დღეს მაგალითად მცალია .

  10. Taa says:

    დღეს შუადღეზე მიმყავს ექიმთან
    თუ ყველაფერი კარგად იქნება და დავაპირებ სადმე გაბოდიალებას დაგირეკავ

  11. BloggerGirl says:

    როგორ მინდა ვიხმარო ტუშები და ყველაფერი ის რასაც ნორმალური გოგო ხმარობს , მაგრამ არ შემიძლია.

    გუშინ წინ წავისვი ტუში, წავეი უნიერში და საღამოს რომ მოვედი აწითლებული მქონდა თვალები. საშინელი კანი მაქვს, არ ვიცი თუ არსებობს რამე რაც არ მიღიზიანებს კანს. წარმოიდგინე სპეციალურ მაზზეც კი ალერგიის წამლის დალევა მიწევს 🙁

  12. Taa says:

    BloggerGirl

    უი რა ცუდია
    კლინიკი ხო ყველაზე არაალერგიული პროდუქტა
    მასზეც გაძლევს ალერგიას?

  13. BloggerGirl says:

    აბსოლიტურად არააალერგიული პროდუქტი არ არსებობს სამწუხაროდ, მითუმეტეს როცა კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებზეა საუბარი.
    მეც მეგონა კლინიკი არა ალერგიული და ვიყიდე ბევრი პროოდუქტი – სახის ტონით დაწყებული საპნით დამთავრებული და უნდა გენახა რა მომივიდა. ტუჩის საცხი გამომადგა მხოლოდ, ახლაც მაქვს.

  14. Taa says:

    BloggerGirl

    ძაან ცუდია 🙁
    და ალერგიას ამოფხვრა არ უწერია შენი ორგანიზმიდან?
    ეღტხელ და სამუდამოდ რომ მოაშთო?

  15. LeNa says:

    Givenchy Phenomen’Eyes Mascara …

    ინტერნეტი გატენილია ამ ტუშის რევიუებით და რეკლამებით
    მე პირველად შენთან ვნახე 1 კვირის წინ და არ ვიცოდი თუ ასეთი პოპულარული იყო
    29$ ღირს ამაზონზე ვნახე გუშინ
    ალბათ ღირს რო ვიყიდო და მერე უკვე ჩემი შეხედულებაც დაგიკომენტარო

  16. ნელლი says:

    ტუშებს ყოველთვის ვყიდულობდი ბაზრობაზე
    ბოლოსდაბოლოს მივედი იმ დასკვნამდე რომ უნდა ვიყიდო ბრენდნეიმი
    რომელს მირჩევთ აქ ჩამოთვლილთაგან?

  17. Taa says:

    1,2,3 და 8 მქონდა მე პირადად და ყველასი კმაყოფილი ვარ
    წაიკითხე და რომელიც მოგეწონება აღწერილობით ის იყიდე

  18. ნელლი says:

    ოკ
    მადლობა
    წავიკითხავ და ავარჩევ
    შენ ინტერნეტით იწერ თუ აქვე ყიდულობ სადმე?

  19. Marika says:

    მიყვაააააააააააააარს
    ეს ბლოგი მიყვარს ძალიან

  20. Jeepers Creepers says:

    დღეს შუადღეზე მიმყავს ექიმთან
    თუ ყველაფერი კარგად იქნება და დავაპირებ სადმე გაბოდიალებას დაგირეკავ

  21. ნენე says:

    Guerlain – Le 2 de Guerlain – ვულევუში ვნახე, ალბათ შენ ადრე გაქვს ეს პოსტი დაწერილი
    ძალიან მაგარი ტუშია სრულიად გეთანხმები
    დაჟე მაგისი რამდენიმე სხვა სერიაც ვნახე ვულევუში

  22. მოდელი გოგონა says:

    Le 2 de Guerlain – ეს აუცილებლად ეს 🙂
    საუკეთესოააააააააა

  23. Taa says:

    მოდელი გოგონა

    გეთანხმები, მადლობა აქტიურად კომენტირებისათვის

  24. ლიკუნა says:

    გამარჯობა თაა
    2 დღის წინ არმოვაჩინე შენი გვერდები და ისეთი სიამოვნებით გკითხულობე ვერ წარმოიდგენ

    ასე მგონია ისეთი გოგოები ხართ ყველა თავმოყრილი – მე რო ვიოცნენებდი დაქალობაზე
    ჩემნაირი აქტიურები და პრანჭიკელები

    ტუშებს მე ძირითადად ლუტეციაში ვყიდულობ და ძირითადად ესტე ლაუდერს ან დიორშოუ-ებს
    მიყვარს მათ საყიდლად სხვებთან ერთად სიარული, სიამოვნებით გაგიცნობდით უფრო ახლოდან ყველას 🙂

  25. Taa says:

    ლიკუნა

    გამარჯობა ლიკუნა

    დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის და აქტიურობისათვის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *