” პოსტი ეძღვნება თათიას – უდიდესი სიყვარულით”
მაშ ასე, მე უკვე 3 წელია აღარ ვხმარობ ტანის ქაფებს, გელებს, დუშგელებს და ასე შემდეგ ტიპებს. ვიყენებ მხოლოდ სკრაბებს, ვიცი რომ ყოველდღიურად ტანის დაბანა სკრაბით არ არის რეკომენდირებული – ამიტომ ვიპოვე გამოსავალი. ზაფხულში როდესაც ყოველდღე ვბანაობ – სკრაბს ვხმარობ ყოველ მეორე დაბანაზე და დანარჩენებზე უბრალდ წყალს ვივლებ ხოლმე – ან ძალიან იშვიათად ბავშვის საპონს ვიყენებ. ხოლო სიცივეების პერიოდში რადგან მხოლოდ კვირაში 3-4ჯერ ვბანაობ ყოველთვის ვიყენებ სკრაბს.
ყველაზე რთული მომენტი არის ზაფხული -როდესაც ზღვაზე ხარ წასული დასასვენებლად და ირუჯები, სკრაბის მიკარება უკვე გარუჯვის პროცესში კანზე არის დიდი სისულელე. ჯერ ერთი საოცარი ტკივილი იქნება – მზის ქვეშ კანი ცოტა დოზით მაინც დამწვრობას ღებულობს. და მერე მეორე შეიძლება რუჯის აჭრელება გამოიწვიოს. ამიტომ მხოლოდ ამ შემთხვევებისთვის მაქვს უგემრიელესი და უნაზესი ტანის გელი ესტე ლაუდერის. ძალიან ნაზი სუნით და ისედაც ძალიან ნაზია წასმისას – უდიდეს რეკომენდაციებს ვაძლევ. სწორედ ეს პროდუქტია სურათზე რომ ჩანს
8 საუკეთესო ტანის სკრაბი:
1. Trish McEvoy #9 Blackberry & Vanilla Musk Body Polish Sugar Scrub. შაქრის შემცველობით, საოცრად არბილებს კანს. დაახლოებით 48$ ღირს სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიაში. შეიცავს ასევე ზღვის მარილს და ოდნავ პილინგსაც აკეთებს. ოდნავ კენკრის და ვანილის სუნი აქვს, მაგრამ არა შემაწუხებელი

2. Ojon Tawaka – The Ball
ძალიან მაგარი პროდუქტი, უმაგრესი დიზაინით. ეს არ არის მხოლოდ სკრაბი, ეს მთელი თერაპიაა, ყველაზე მაგარი საშუალებაა გარუჯვისწინა პერიოდისათვის - უკეთებს კარგ პილინგს სხეულს, წმინდავს ძალიან კარგად და არბილებს, მე მაგალითად მხოლოდ გარუჯვის წინ პერიოდში გამოვიყენებდი მას და ხშირად არ მოვიხმარდი. არ აქვს ფერი და სუნი და ღირს დაახლოებით 55$

3. CHLOÉ – Body Creme Scrub
გამოირჩევა ძალიან ნაზი სურნელით, ღირს დაახლოებით 85$
4. Bobbi brown – Beach Body Scrub
ესეც სკრაბი ექსFოლიატორია, შეიცავს ფორთოხლის ამქერცლავ ნივთიერებას და შეას. კანს უტოვებს საკმაოდ ნაზ შესახედაობას და სირბილეს. ღირს დაახლოებით 35$

5. H20+ Sea Salt Skin Slougher
ეს პროდუქტი მქონდა ორსულობისას, ძალიან კარგი სკრაბია და ძალიან კარგად ვიხმარე მაგრამ ორსულობისას ამის სუნი არ მომწონდა ხოლმე. თუმცა ახლა ალბათ ისევ სიამოვნებით ვიქონიებდი. ღირს დაახლოებით 25-27$ ფარგლებში.

6. Darphin – Aromatic Nourishing Smoothing
შეიცავს ბამბუკს და სილიკონს, ძალიან კარგად არბილებს კანს, აქვს რაღაცნაირი უცნაური და სასიამოვნო სუნი, სიამოვნებით ვიყიდდი კიდევ ერთხელ, დაახლოებით ღირს 60$

7. Laura Mercier – Almond Coconut Milk Scrub
ნუშის და ქოქოსის “სკრაბიკები” არის შერეული დამარბილებელ რძეში, კარგად წმინდდავს კანის ზედაპირს და პლუს ამას ატენიანებს, შეიცავს მზესუმზირას და ყურძენს. ღირს 46$ დაახლოებით. მაგრამ აი ცოტა სუნთან … ქოქოსის შემცველობის გამო აქვს ტკბილი სუნი, რაც მხოლოდ ზამთარში შემიძლია ხოლმე რომ ავიტანო. ისიც არა ყოველთვის
და არა ქოქოსის

8. Juicy Couture – Sumptuous Sugar Scrub
შეიცავს შაქარს, აქვს აღმდგენი ეფექტი და აქვს ასევე პილინგის ეფექტი, შეიცავს ასევე თაფლს და ღირს 42$

კომენტარებში შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი აზრით რომელი არის ყველაზე საუკეთესო სკრაბი, რომელი გიხმარიათ და თქვენი შთაბეჭდილებები







როგორც ყოველთვის, საინტერესო პროდუქტებია. საუკეთესოს ჯერ ვერ გამოვარჩევ. ისევ ძიების პროცესში ვარ და ექსპერიმენტებს ვატარებ =)
ისე, თმის ნიღაბზეც ამბობენ, ხშირად არ შეიძლებაო, მაგრამ უკვე ორ წელზე მეტია, კვირაში ხუთჯერ მაინც ვიყენებ და პირიქით, თმის ხარისხი გამიუმჯობესდა =) ტანისა და სახის სკრაბზეც იგივე შემიძლია ვთქვა.
თათ, ვერ გავიგე იცი? დუშგელებს და ლოსიონებს რას უწუნებ? ანუ ცუდი რით არის? მე სელინ დიონის დუშგელი და ლოსიონი მაქვს ახლა და იიიისე მიყვარს…
ჰოდა, კიდევ, ეს სია კი ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, არარელურია. არამგონია ამხელა ფასის გადახდა ბევრს შეეძლოს. მე დიდი-დიდი 50 ლარი მივცე სქრაბში,არადა, მინდა ყიდვა. „მოკვდავთათვის“ სქრაბებიდან რომელია კაი?
დიდი მადლობა თაათ პოსტისთვის, თან ასე ოპერატიულად და რომ არ დაიზარე დაწერა;) მართლაც კაი “8ეულია”, მოვიხმარდი უდიდესი სიამოვნებით:) პირადად არცერთი არ მაქ გამოცდილი და გავაგრძელებ ექსპერიმენტებს:)
აი ჩემი საყვარელი 5ეული:) იქნებ ვინმეს გამოადგეს!- Biotherm Body Aquathermale Exfoliant Body Scrub, Clarins Body Relaxing Polisher Gommage Relax Corps და Collistar Spesiale Corpo Perfetto Talasso Scrub Anti-Water Exfoliating Salts and Cane Sugar with Spices and Essential Oils; ამათ კი ფასი ნაკლები აქვთ მაგრამ არა ნაკლებათ საყვარლები არიან ჩემთვის:)- Vichy Lipidiose Nutritive Bi-Exfoliating body scrub და Garnier Skin Naturals bodytonic Sugar Scrub.
და ისე საერთოდ კაი ფასში გამოდის სახლში გაკეთებული სკრაბი- როდესაც არ მეჩქარება( რაც იშვიათად ხდება:)) ვიღებ ყავას (ყავის მანქანიდან ნარჩენებს არ ვაგდებ, გაზეთზე ვაშრობ და ვინახავ), ურევ 2სუფრის კოვზს თაფლს და ნებისმიერ დუშ-გელს. ძაან მაგარი გამოდის, თან ხშირად თუ იხმარ ავტობრონზანტის ეფექტიც აქვს;)
თათია
Clarins Body Relaxing Polisher Gommage Relax Corps
ეს მქონდა, ძალიან მაგარია
ფასებს რაც შეეხება, ნინ
აი თათიამ დაწერა ყველაზე მაგარი სკრაბი, ძალიან იაფი დაგიჯდება და მართლა ძალიან მაგარია
ამ წუთას მე ვაპირებ H2O-ს სხვა ვერსიის გამოწერას ამაზონიდან,
ნინ ეს იაფიანი ვერსიებიცაა ანუ სადღაც 15-20$ შეიძლება ჩაეტიო
ნინ, რაც შეეხება ლოსიონებს, რატომ არ მიყვარს და რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს ხოლმე რომ პლიონკასავით მეკვრება მეთქი კანზე, მიუხედავად საგულდაგულოდ ჩამობანისა, ყველაზე მაგარ დუშგელზეც ეგ შგრძნება მაქვს
საპონზე და სკრაბზე არასოდეს მქონია ეს შეგრძნება
H20+
mqonda, ogond konkretulad es ara
dzalian kargi skrabia da dzviric araa
tan ufro msxvili skrabebi kria shignit
Laura Mercier – Almond Coconut Milk Scrub
mqonda egec, magram zustad eg modeli iko tu ara ar maxsovs. dzalian magari skrabi iko
albat ert erti sauketeso rac mqonia cxovrebashi
H20+ Sea Salt Skin Slougher
ამ ბრენდის მთელი სეტი ვიყიდე შარშან მიგროსში – ანტალიაში
ძალიან კმაყოფილი ვარ და მართლა კარგია
ერთადერთ სკრაბს რომელიც მწვანე ჩაის იყო- ქონდა ცოტა უხეში სუნი, მე ვერ ვუძლებდი
დანარჩენი 5-ივე ძალიან მაგრები იყო
სულ 6 ცალი იდო შეფუთვაში
85$ -ებს აძლევთ სკრაბებში?
საოცარი ხალხი ხართ, მე 15 ლარზე მეტს ვერ ვიმეტებ
მირანდა
85$ არა, მაგრამ 44$ მაქვს ერთხელ მიცემული და 40$ ფარგლებში საკმაოდ ხშირად
კანის მოვლა ჩემთვის ძალიან სათუთი საქმეა
გეთანხმები თაა
კანის მოვლა მართლაც სათუთი რამეა
მაგრამ მე აქ ნაყიდი სკრაბებითაც კარგად ვუვლი კანს
და თან მაგდენიც არ მეხარჯება
ფაბერლიკის სკრაბი მქონდა და ძალიან კმაყოფილი ვიყავი
ეივონს ვხმარობ გლამური მინერალებით
ძალიან მომწონს
ნაზი სუნი აქვს და ლამაზი ბზინვარება
ისე, რამე რომ იყოს – საპნით ვერ იბანთ?
ბოროტა
საპონი თუ ასე გევასება დაიბანე შენ თვითონ
ქალებს სკრაბები გვიყვარს
H20+ – მაქვს რამდენიმეჯერ გამოწერილი ამაზონიდან
კარგი ხარისხიცაა და არც ფასები გარბის ხოლმე ძაან
კარგი არჩევანია უდაოდ
შამპუნებს, სკრაბებს და ა.შ თხევად პროდუქტებს რომ იწერთ საიტიდან რომელი გადამზიდით ჩამოგაქვთ? მე usa2georgia ს ვიყენებ და ამ ფირმას არ ჩამოაქვს
თათია
ზუსტად მაგ ფირმით ჩამომაქვს
მართლა????????? არადა ვიკითხე და მითხრეს ტვირთებში გვინახავს მაგრამ პასუხს არ ვაგებთ რომ ჩამოვაო. ანუ ტანსაცმელთან ერთად თუ შეუკვეთავ ჩამოვა მაგრამ ცალკე შეიძლება არ ჩამოვიდესო. მადლობა ინფორმაციისთვის, უნდა ვცადო
თათია
სცადე აუცილებლად