8 საუკეთესო კბილების მათეთრებელი

თეთრ, ლამაზ, ჯანსაღ, ჰოლივუდურ კბილებზე დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენთაგანს უოცნებია. მე ნამდილად მიოცნებია და თან ძალიანაც ხშირად.

საერთოდ კბილებს ადრე კარგად ვუვლიდი, სისტემატიურად დავდიოდი დანტისტთან, ვიწმენდდი, ქვებს და რაღაცეებს ვიშორებდი. მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე მავნებელზე ყავა, მუქი ჩაი და სიგარეტზე ვერასოდეს ვამბობდი უარს. შემდეგ მოვიდა ორსულობის ხანა და მერე ვიკიკო. საერთოდ არ მაქვს დრო და სამწუხაროდ აღარც იმდენი ფინანსები (არ მაქვს დაზღვევაც :( ) რომ ისევ ვიარო კარგ სტომატოლოგიურ კლინიკებში და კარგად მივხედო კბილებს.

ჩემი დანტისტი ყოველთვის მიშლიდა კბილების გათეტრებას, ძალიან საზიანოა კბილებისთვისო, მეუბნებოდა, თანაც მე საკმაოდ სუსტი ემალი მაქვს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი საკუთარი ძალებით ინტერნეტ ჟურნალებში მეძებნა საუკეთესო მათეთრებელი კბილის პასტები და სხვა საშუალებები.

დღეს მინდა ჩემი და სხვების გამოცდილებით შემოგთავაზოთ საუკეთესო კბილების მათეთრებლები:

1. დავიწყებდი აუცილებლად SILVER CARE-ით, მე სადღაც 4 თვეა ეს ბრენდი აღმოვაჩინე, იყიდება პეესპეში და გუდვილში. აქვთ ზალიან ძალიან კარგი კბილის ჯაგრისები, კბილის მათეთრებელი პასტები და სხვა კბილების მოვლის პროდუქტები

2. ასევე საქართველოში ცნობილი და ადვილად მოსაპოვებელი Sensodyne whitening toothpaste, ამასაც საკმაოდ ხშირად ვყიდულობდი ორსულობისას, მგრძნობელობა რომ არ მომმატებოდა. ინტერნეტშიც ვნახე რევიუები და პრონციპში ნორმალურად აფასებენ. მაგრამ, ყველაზე საინტერესოს რასაც წავაწყდი ეს არის ის რომ სენსოდინი არსებობს 2-2 ვერსიები, უფრო ძვირიანი და უფრო იაფიანი. ჩვენთან რა თქმა უნდა იაფიანი ვერსიებია, ინტერნეტში ძირითადად სხვა შეფუთვით არის და იმას რაც ჩვენს ბაზარზე არსებულს გავს, მკაფიოდ აწერია “Sensodyne Cheap” … რა დავაშავეთ? :D

3. ერთ ერთი ყველაზე წამყვანი და ინოვაციური ბრენდის Crest-ის Crest Whitestrips –  რომელიც ამაზონზე ღირს 44$ თუ ფასდაკლება არ არის ხოლმე. ითვლება ერთ ერთ საუკეთესო და შეუდარებელ ვაითენინგ სისტემად, ეს არ არის კბილის პასტა, ეს არის მათეთრებელი გელით გაჯერებული ზოლები რომლებიც უნდა დაიკრათ კბილებზე დღეში ორჯერ

4. Rembrandt 2-Hour Whitening Kit, ესეც ერთ ერთი აღიარებული და საკმაოდ მალე მოქმედი კიტი, კბილების გასათეთრებლად. მაგრამ ძალიან მოუხერხებელი რამეა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს ადამიანი თუ სადმე ძალიან special ადგილას მიდის და უნდა მართლა უბადლოდ გამოიყურებოდეს. აქ არის გელები, რომელსაც ასხამ სპეციიალურ კბილების ფორმაში და ეს ფორმა გიდევს პირში 2 საათის მანძილზე. საშინელებაა მაგრამ ეფექტი აქვს მართლა იდეალური. თან გამოიღო უნდა შეავსო იმ გელით და ისევ ჩაისვა.:D :D :D

5.  Natural White Pro Tooth Bleaching System, ამ პროდუქტის ყიდვაც შეგიძლიათ ამაზონზე და ღირს დაახლოებით 24$ ფარგლებში, ის რამდენიმე ნაწილისგან შედგება და თუ მითითებებს ზუსტად გაყვებით მართლაც ეფექტურად ათეთრებს მაგრამ ცოტა დრო ჭირდება რომ იგრძნოთ განსხვავება.

Natural White Pro Tooth Bleaching System

6. ALTA WHITE, ეს არის ჯადოსნური ფხვინილი, როდესაც სადმე მიდიხართ, სპეციალური აპლიკატორის მეშვეობით, რომელიც ყურის ჩხირებს გავს :). ისვამტ ამ ფხვნილს კბილებზე და შედეგი გარანტირებულია. არ ვიცი რამდენ ხანს ძლებს, მაგრამ კბილები მართლაც საკმაოდ თეთრდება.

7.   Listerine Dissolving Whitening Strips, აგრეთვე ამაზონზე შესაძლებელია ყიდვა, 30$ ფარგლებში. ესეც ზოლები არის Crest-ის მატეთრებლის მსგავსად, და დაახლოებით 10 წუთი სჭირდება რომ გათეთროს კბილები, მაგრამ ეს ზოლები დნება და ფაქტიურად ყლაპავ, რამაც საოცრად არ მომხიბლა :D მაგრამ თან კიდევ ერთი მინუსი აქვს, ყველა მათგანი იდეალურად არ დნება და ზოგჯერ წებოვან სითხეს ტოვებს კბილებზე. კბილებს რა თქმა უნდა ათეთრებს, უბრალოდ გამოსაყენებლად არ არის იდეალური ვარიანტი

8. Idol White Teeth Whitening Pen, ამ კონკრეტულმა პროდუქტმა საოცრად მომხიბლა, ისეთი იოლი გამოსაყენებელია რომ დღესვე მომინდა შეკვეთა. ანუ ეს არის პასტის ტიპის ფორმაში ჩასხმული გელი და ისვამ სახლიდან გასვლის წინ, უბრალოდ რამდენ ხანში ათეთრებს კარგად ვერ ვნახე. დასანანია რომ საქართველოში არ იყიდება ასეთი რამეები

და ბოლოს მინდა რამდენიმე ოქროს წესი შეგახსენოთ კბილების მოვლისათვის:

1.  ყურადღება მიაქციეთ რას სვამთ, ჩაი, ყავა, წითელი ღვინო და გამაგრილებელი სასმელები ქიმიური გამაფერადებლებით არის უდიდესი საფრთხე ჩვენი კბილების ფერისათვის.

2.იგივე შემიძლია სიგარეტზე ვთქვა, ძალიან მავნე არის სიგარეტიც კბილებისათვის,

3.მიუხედავად იმისა რომ ემოთ ჩამოვთვალე კბილების გამათეთრებლები რომლებიც უმეტესად საქართველოში არ იყიდება, თქვენ შეგიძლიათ ადგილობრივი პროდუქტიდანაც აარჩიოთ რამე ვაითენერები და უბრალოდ წვეულების შემდეგ სადაც სიტყვაზე წითელ ღვინოს მიირთმევდით, ამ პასტით გაიხეხოთ კბილები საგულდაგულოდ.

4. გამოუყენეთ კვილის მოვლის ძაფები, ზონრები და სავლებები. ამით ბევრ ტკივილს და დენტისტთან გატარებულ უსიამოვნო დროებს აირიდებთ თავიდან.

This entry was posted in სილამაზე, თავის მოვლა and tagged , , , . Bookmark the permalink.

27 Responses to 8 საუკეთესო კბილების მათეთრებელი

  1. ბაბისა says:

    მე მინდა რომელიმე საშუალება
    ჯერ ვერ ვკონცენტრირდები რომ ავარჩიო
    აქ მაინც იყიდებოდეს, რა დავაშავეთ, ჰუჰ

  2. რაღაც არ მჯერა მათეთრებლების. ასე მგონია, მარტო სტომატოლოგთან ვიზიტს აქვს ეფექტი. რომვ ვიხმარო ეს საშუალებები პლაცებო დამემართება და ნოლი შედეგი მექნება :)

  3. Taa says:

    Dissolved Girl

    მეც ეგეთი ურწმუნო თომა ვარ ხოლმე ეგეთ რამეებზე
    მაგრამ 2 წელია სილვერ ქეარს ვხმარობ, სხვა ჩამოთვილთაგან აქ არ არის სამწუხაროდ
    და მინდა გითხრა რომ არ მიქათქატებს კბილები, მაგრამ გაცლებით უკეთეს მდგომარეობაში მაქვს ვიდრე ადრე

  4. ლიკლიკა says:

    SILVER CARE მიხარია, რომ აღმოვაჩინე.
    სასწაული ეფექტი აქვს მათეთრებელ და ასევე ღრძილების სამკურნალო კბილის პასტას. კბილის ჯაგრისითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. სურათზე რომ არის ზუსტად მასეთი მაქვს :)

  5. Taa says:

    მეც ეგ ჯაგრისი მაქვს
    ძალიან მომწონს მაგათი ჯაგრისები
    უკვე 6 თვეა მხოლოდ მათ ვხმარობ, ადრე Reach მიყვარდა მაგრამ ახლა გადავსილვერქეარდი სრულიად :)

  6. ლილიკო says:

    მთელს ამერიკაში ბუმია კბილის მათეთრებლების
    ყველა ითეთრებს, თინეიჯერებიდან დაწყებული

    აი მე–6 პოზიცია რომ გაქვს ფხვნილი
    ეგენი აქ ძალიან მაგარ მოდაშია
    ყველას უდევს თითქმის ჩანთაში, მეც მქონდა ოღონდ სხვა ფირმის
    მართლა კარგი რამეებია, მაგრამ ხარისხის მიხედვითაა
    ზოგი მხოლოდ 2 საათს ძლებს, ზოგი 4, 6 ან მთელი ღამე
    მე სადმე თუ მივდიოდი ვისვამდი და 4–5 საათი მითეთრებდა

  7. Daduna says:

    მეც სილვერქეარს ვხმარობ :-)

  8. Katieé.Ge says:

    ეს სილვერქეა რა არის, ვერ მივხვდი, კბილის ჯაგრისი თუ პასტაც?

    მე გერმანიაში ვხმარობდი კბილზე წასასმელ გელს, ოღონდ ახლა სახელს ევრ ვიხსენებ. სითეთრის გარდა სიპრიალეს მატებდა და ეფექტს ეგ უფრო იწვევდა. თუმცა, ისე მეწვოდა კბილები წასმის დროს, თითქოს ყველა ნერვს ვგრძნობდი :/

  9. Taa says:

    Silver Care არის ბრენდი
    მათ აქვთ ძალიან კარგი კბილის ჯაგრისები, პასტები, ძაფები, სავლებები და საერთოდ ყველაფერი რაც კბილების და პირის ღრუს მოვლას ეხება :)

  10. gabo says:

    ეხლა ვაპირებ სწორედ ამ პროცედურების ჩატარებას . გათეთრებაც მინდა არ ვიცი ოღონდ დანტისტი რას მირჩევს.

  11. მე თვითონ ვითეთრებ სახლში :) წყალბადი + სოდა + კბილკის პასტა ამას ყველაფერს აურევ კრემისებრ მასამდე მიიყვან და 15 წუთი უნდა იხეხო (სასურველია ძილის წინ). პროცედურა ტარდება თვეში ერთხელ.

  12. BloggerGirl says:

    თეთრი კბილები და ზოგადად კვილები ჩემი ტკივილია. გამათეთრებელ კბილის პასტას ვერ ვხმარობ, იმიტომ რომ ძალიან, ძალიან ცუდი ემალი მაქვს და ექიმმა ამიკრძალა.

  13. მე “სენსოდინს” ვხმარობ და კმაყოფილი ვარ.
    საერთოდ, არცერთი კბილის პასტა არ ათეთრებს კბილებს, თუ შენ თვითონ არ მოუვლი :| ყავა, ჩაი, სიგარეტი – სითეთრის მტრებია, მაგრამ თვითონ კბილების “აგებულებასაც” გააჩნია. იმდენი მწეველ-მსმელი ვიცი ქათქათა კბილებით და პირიქით.

  14. Linutana says:

    კარგი პოსტია:)

  15. Agasfer says:

    ტაკ…
    დავიწყოთ იმით, რომ გულკეთილი ადმაიანი ვარ და ჩემი კეთილი რჩევა დაიმახსოვრეთ:

    1. არც ერთი კბილის პასტა არ ათეთრებს.
    ესაა ტყუილი და მირაჟი.
    სენსოდინ ვაითენინგი გადასარევი კბილის პასტაა, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიო ბაზარზე.
    მაგრამ ის გამოიყენება ქიმიური გათეთრების შემდეგ ეფექტის შესანარჩუნებლად და მგრძნობელობის დასაქვეითებლად.
    აქვს მაღალი აბრაზიულობა, შესაბამისად, მისი სისტემატური გამოყენება არ შეიძლება.
    მაკა ასათაიანს ვეტყვი, რომ ძალიან ცუდს აკეთებს. :) 15 წუთი კბილების ხეხვა ეს კარგი არაა.
    და არც სოდა, მარილი და მისთანები კბილებისთვის :)
    და, რაც ყველაზე მთავარია!
    არასდროს გამოიყენოთ კბილის პასტა და ჯაგრისი (განსაკუთრებით ეს უკანასკნელი) ექიმის დანიშნულების გარეშე.
    ნუ ნახავთ საკუთარ მაგალითზე, ამას რატომ ვამბობ :)
    პატივისცემით თქვენი ოჯახის სტომატოლოგი <3 :დ

  16. Taa says:

    Agasfer

    უდიდესი მადლობა კეთილო ადამიანო :)

  17. თათული says:

    თააააააააააააათ, ვიოცნებებდი ამის ქონაზე

    Idol White Teeth Whitening Pen

    გამოგიწერია როდესმე?

  18. LiLia says:

    ვოცნებობ კბილების გათეთრებაზე

  19. ქეთა says:

    სოდა საკმაოდ ათეთრებს კბილებს და ასევე მჯერაა კბილების მათეთრებლების ისინი მართლაც ათეთრებენ მაგრამ არა ხანგძლივად.:)

  20. ნენე says:

    თათ,

    შენ რომ ფეისბუქზე კლინიკა დალინკე, დენტალ ჰაუსი
    მაგათ ქონიათ კბილის გათეთრების თანამედროვე სისტემები
    უნდა ვეწვიო ერთი

  21. nene says:

    ეგენი აქ ძალიან მაგარ მოდაშია
    ყველას უდევს თითქმის ჩანთაში, მეც მქონდა ოღონდ სხვა ფირმის
    მართლა კარგი რამეებია, მაგრამ ხარისხის მიხედვითაა
    ზოგი მხოლოდ 2 საათს ძლებს, ზოგი 4, 6 ან მთელი ღამე
    მე სადმე თუ მივდიოდი ვისვამდი და 4–5 საათი მითეთრებდა

  22. Ele_niko says:

    ძალიან მინდა კბილების გათეთრება
    თავად გიცდია რომელიმე მათგანი?

    შენ რით აპირებ გათეთრებას?

  23. Taa says:

    მე ჯერ არ გამომიყენებია თუმცა ვფიქრობ რომ ოდესმე აუცილებლად ვიყიდო და ვცადო :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>