Anniversary Gift

რადგან პირადი პოსტებიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემი მკითხველისათვის გადავწყვიტე ეს ამბავიც მოგიყვეთ.

გუშინ სახლში რომ მივედი უდიდესი სურპრიზი მელოდა :)

ადრე დავწერე რომ 28 აპრილი მე და დიმას ქორწინების თარიღია და ამ წელს 2 წელი გახდა. ხოდა დიმამ ამ თარიღის აღსანიშნავად საოცარი საჩუქარი გამიკეთა, რომელიც მხოლოდ გუშინ ჩამოვიდა მაგრამ ნამდვილად ღირდა ამად.

რამდენიმე ხნის წინ გადავწყვიტე რომ ვიდეო პოსტებიც ჩამეწერა აქტიურად და ვიდეო ბლოგინგი დამეწყო, ამის პირველი ნაბიჯები რამდენიმე კვირის წინ გადავდგი, მე და ჩემი და წავედით გლდანის პრაიმ ფიტნესში და ხატია მიღებდა ვიდეო პოსტს სადაც რამდენიმე ვარჯიშს ვასწავლიდი. სამწუხაროდ ვიდეოს ძირითადი ნაწილი წაიშალა და რაც დარჩა მხოლოდ ის რომ გამოვაქვეყნო საკმაოდ უშინაარსო გამოვა. გარდა ამისა სულ რაღაც 30 წუთი გადაღების შემდეგ ხატიას აპარატის მეხსიერება გაივსო და არარაფერი ეტეოდა. ძალიან გული დამწყდა და დავიწყე წუწუნი ნორმალური ვიდეო კამერა არ გამაჩნია მეთქი. ხოდა იმდენი ვიწუწუნე ალბათ რომ გუშინდელი დღის მერე მარტო ვიდეო კამერა კი არა მთელი 1 პარკი აქსესუარებიც მაქვს უკვე:

ტამ ტარარაააააააააააააამ ტარააააააააააააამ

ჩემი საჩუქარი, Kodak Pocket Video Camera

იმდენი რევიუ წავიკითხე უკვე ამ კამერაზე რო თვალები მაქვს აჭრელებული, ძალიან კარგი შეფასებები აქვს.

თან დიმამ ცალკე აქსესუარებიც გამომიწერა:

1. უსაყვარლესი მაგიდის შტატივი

2. ჩანთა და ხელის ზონარი

3. ეკრანის დამცავი

4. საწმენდი მოწყობილობების სეტი

5. 8 გბ მეხსიერება

6. ფლეშკა და მემორი ქარდ რიდერი

7. ტვ- გადამყვანი

გუშინ გადავუღეთ ვიკიკოს ვიდეო და დიდ ეკრანზე ტვ-ში ვუყურეთ მაშინვე და მიუხედავად საკმაოდ დიდი ეკრანისა შესანიშნავი ხარისხის ვიდეო იყო :)

********************

ღამე მინდოდა ყველაფერი მესწავლა ამ კამერის, მაგრამ ვიკიმ ისეთები ჩამიტარა რომ კინაღამ ბალკონიდან მოვისროლე, 11ის 5 წუთზე რომ დავიწყეთ დაძინების პროცესი, 6ჯერ ვცადე საწოლში ცაწვენა და 6ჯერვე ისეტიულად ტიროდა და იღვიძებდა. 12 ის 10 წუთი იყო რომ ჩავაწვინე საბოლოოდ და ლანდს ვგავდი უკვე :( ვერ ვაზროვნებდი, ვერ ვლაპარაკობდი და ნერვები მქონდა დაწიწკნული, სიგარეტი მოვწიე და ეგრევე დავიძინე. ვერც კამერის მანუალი შევისწავლე და ვერც ვერაფერი

*********************

და ყველაზე მაგარი ნიუსი რასაც უკვე წელიწადზე მეტია ველოდები, დიმამ დამირეკა ამ წუთას და თათია და დათო ჩამოვიდნენ კიევიდან სოFიასთან ერთადო. რა გაძლებს ეხლა 7 საათამდე სამსახურშიიიიი

This entry was posted in პირადი and tagged , , . Bookmark the permalink.

11 Responses to Anniversary Gift

  1. tuta_tuta says:

    გილოცავ თაა ძალიან მაგარია მეც კი მომინდა :)

    ბევრი ბევრი საინტერესო რამის გადაღებას გისურვებ :)

  2. ვაა თაა როგორ გამიხარდა, ვიცოდი რომ გინდოდა ძალიან..

    ცნობისმოყვარე მაგდუს აინტერესებს ვინ არიან თათია & დათო? :s

  3. რა მაგარია! მშვიდობაში!

  4. Taa says:

    მადლობა გოგოებო

    მაგდუ,
    თათია და დათო არიან ორი უსაყვარლესი ადამიანი
    დათო არის დიმას ბავშვობის მეგობარი, ტათია მისი ცოლი
    დიმა მათი მეჯვარე
    ცხოვრობენ კიევში
    და ჩვენ ვნახულობთ მგონი მხოლოდ 2 წელიწადში ერთხელ :(
    და საშინლად მენატრებიან ხოლმე

  5. Roisin says:

    დაააფასეეეეეეეე-რა კარგი დიმა გყოლია:D)))))))))))
    მშვიდობაში))))

  6. ლიზა says:

    მშვიდობაში,თუ საიდუმლო არაა რა ღირდა?

  7. Linutana says:

    გილოცავ :)

  8. Taa says:

    მადლობები ყველას

    ლიზა

    ეს კონკრეტულად არ ვიცი რა ღირდა
    არ ვეკითხები ხოლმე ეგეთ რაღაცეებს
    მაგრამ გუგლში დავსერჩე და თვითონ კამერა 179$-იდან იწყება

  9. Lord Vader says:

    გილოცავ.

    კოდაკი მაინც კოდაკია.
    ბავშვობაში მქონდა რაღაც ჟურნალი Фотография в США იქ იყო კოდაკის მთელი ისტორია და რაღაცნაირად შემიყვარდა ეგ ბრენდი :)

  10. Kate says:

    ვააა გილოცავ თა…
    მაგარია.
    რა მაგარია, დიმასნაირი მეუღლე რომ გყავს…

    ვიკიკოს მუცელი ხომ არ აწუხებდა???

  11. BloggerGirl says:

    კაი საჩუქარია.
    მეც კამერის ძიებაში ვარ ახლა, მაგრამ ვიდეო არა, არამედ ფოტო.
    ერთი ჩემთვის, ერთი ჩემ დას მინდა ვაჩუქო რომ ჩამოვალ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>