დღევანდელი პოსტი ეძღვნება მაოს, ჩემს ბიძაშვილს – რომელიც ვიცი რომ კითხულობს ჩემს ბლოგს და ვიცი რომ ბანკეტისთვის ემზადება.
მარუს, ჩემო სიხარულო – გუშინ ვიყავი hairhaus-ში და ვუთხარი შენზე, მოკლედ წინასწარ მიხვალ, თმასაც ანახებ და ფრჩხილებსაც და გეტყვიან რამდენი დრო დაგჭირდება და ვარიანტებსაც აარჩევთ – და მერე ბანკეტის დღეს ისეთ დროს დაგიბარებენ რომ არ დაგაგვიანდეს და ყველაფერი კარგად რომ მოასწრო.
ახლა კი დანარჩენებისთვისაც ვინც სადღესასწაულოდ და საბანკეტოდ ემზადება, მე პირადად შაბათს ქორწილში მივდივარ და ალბათ მეც რამე ლამაზ ვარცხნილობას შევირჩევ.
ეს ერთი ყველას გახსოვთ ალბათ, ეს ქეთიმ გამიკეთა და ულამაზესი და უორიგინალურესი იყო
წინა კვირას ერთ გოგოს გაუკეთეს კიდევ ძალიან ლამაზი ვარცხნილობა, თუ არ შეგეზარება გამომიგზავნე რა შენი სურათი, ვიცი რომ კითხულობ ჩემს ბლოგს და ჩავამატებ პოსტში
შემდეგ მინდა სვითის სურათი დავდო აუცილებლად, ძალიან მომწონს ეს სურათი, მართალია მარისთვის არ მითხოვია ნებართვა – მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ არ ეწყინება

სვითის ვარცხნილობა ბესოს გაკეთებულია, ბესო გამოირჩევა ამ ვარცხნილობებით და თმის დავარცნით განსაკუთრებით.
ნანა თმას ჭრის გადასარევადო – მომდის ამბები, მე არ შემიჭრია არასოდეს,
ქეთი ასეთი ვარცხნილობების “მასტერია”
ხოდა სალონის ერთგულმა მომხმარებელმა იცის , რომ ანი წავიდა და მის ნაცვლად ყავთ ახალი თანამშრომელი ნატა, რომელიც არის უსაყვარლესი ადამიანი და ძალიან ფუსფუსა, სულ რაღაცას აკეთებს.
ხოდა ხალხს აინტერესებს რით არის გამორჩეული ნატა,
აი რითი – ის საოცარ და მრავალფეროვან ნაწნავებს აკეთებს თმებზე, გარდა იმისა რომ სხვა მოვალეობებსაც გადასარევად აკეთებს
გუშინ მივედი სალონში, ელექტრო ეპილაცია მქონდა გასაკეთებელი მეორე ეტაპი ნატასთან, ისეთი შემცირებული მაქვს თმა რომ ზაფხულში ზრვამდე 2 ჯერ კიდევ გავიკეთებ და უბედნიერესი ვიქნები, ბიკინის ზედა არეში არ შემაწუხებს არაფერი საერთოდ
ხოდა, ქეთი შემომიქანდა კოსმეტოლოგის კაბინეტში, ხომ არ გეჩქარებაო. და რომ გაიგო რომ არ მეჩქარებოდა, ისე აღმოვჩნდი თავის დასაბან ონკანთან, ისე დამბანეს თავი და წამომასკუპეს ნაწნავების გასაკეთებლად რომ ვერც მოვედი გონზე.
გონზე რომ მოვეგე ასე გამოვიყურებოდი, გვერდებზე ორივე მხარეს ასეთი ნაწნავები მაქვს, ჩოლკის მაგვარი მარჯვენა მხარეს ასე მქონდა ჩამაგრებუილი და უკან თმები გადაწეული და ძალიან ლამაზ ნაწნავად ბოლომდე ჩაწნული. ფოტოაპარატი არ მქონდა სალონში და უკანა მხარე ვერ გადავიღე. ესენი ღამე გადავიღე უკვე რო დავიშალე.
ტაკ შტო ნებისმიერ ფანტაზიას მოერევიან ეს ადამიანები
თქვენ უბრალოდ მიდით და აუხსენით დაახლოებით როგორ გინდათ რომ თქვენი თმა გამოიყურებოდეს
და მე მომეცით სურათები თქვენი ვარცხნილობების, pleaaaaase
1 სურათი დაემატა – ქეთი














თაათ მადლობაა დიდიიიი :* :* :*
dzalian momcons sheni es surati
ragac bavshvuri da uzomod lamazi xar am suratshi
es bolo princhoebi ar momcons
იმედია არ მიწყენ თაა
უბრალოდ ყველგან მაგ სურათს დებ და რა მოგწონს მაგაში? შენი სტილი არაა აშკარად,შენ უფრო ნაზი და ქალური ვარცხნილობა მოგიხდებაა :* :*
ნატნატი
ნაზი & ქალური როცა ზოგადად ხარ & ყოველდღიურად მონაზო-მოქალურო ვარცხნილობით მოძრაობ, განსაკუთრებულ დღეებში გინდა განსხვავებულად გამოიყურებოდე & ცდილობ გააკეთო რამე ორიგინალური.. რაც ამ შემთხვევაშI უთუოდ გამოვიდა..
თათას ისეთი თავის ფორმა აქვს რომ ძალიან უხდება მსგავსი ვარცხნილობები(ას შემთხვევითად სელექციურ გოგოს რომ გაუკეთო იგივე ვარცხნილობა მონსტრების პორტფოლიოს მიიღებ)
როდესაც გინდა განსსხვავებულად გამოიყურებოდე კონკრეტულ დღეს + ხარ თასნაირი დიდრესურსიანი ვიზუალის მქონე..ვფიქრობ მშვენიერი იდეაა ზემოთგამოსახული ვარცხნილობა..
თათას ხასიაში ჯდება რაც მტავარია)))
თათ დგეს ESM ში ვნახო ჟურნალი “ფოკუსი”, რამდენიმე ივენთის სურათებია და ყველგან შენ ხარ
))) უნიქარდისაა ერთი და მეორე არ ვიცი, მანდ დიმასთან ერთად ხარ
ეს მეორე სურათი არი ძაან მაგარი
ყოველგვარ სილამაზეს მოკლებულია პირველი ვარცხნილობა, ზედმეტი კრეატიულობა ხსჰირად უგემოვნობასჰი გადადის ასე რომ საშიშია
დიდი მადლობა ყველას
რაც შეეხება ვარცხნილობას მე მომწონს ძალიან და იმიტომ ვდებ მაგ სურათს
არ მწყინს რა თქმა უნდა
პრობლემა არ არის, ყველას რო ყველაფერი მოსწონდეს რას დაემსგავსებოდა მსოფლიო
მაგდუ
მიყვარხარ, ისე ოჯახის ადვოკატად ხომ არ დამენიშნე?
თამუ
ხოო, ბევრმა მითხრა -რა არის შენ მოგიძღვნეს ეს ნომერიო
მე და დიმა რომ ვართ ეგ დედამიწის საათი რო ჩატარდა შერატონში ის სურათია
სალომე
ნუ ეხლა საშიშობა ცოტა ზედმეტი ნათქვამია მგონი ამ შემთხვევაში
თავზე ბუკეტებით და სხვა ვარცხნილობებით ისედაც ყველა დადის და რაღაც განსხვავებული კარგი კი არა – აუცილებელია ხანდახან
დაფნის გვირგვინი რომ ედგათ იმპერატორებს იმას გავს
მე მქონდა პარასკევს ბანკეტი
ვარცხნილობაც ძალიან სადა გამოვიდა და ძალიან მომეწონაა, ბლოგზე დევს სურათები
Taa შენ მაიცნ ხო იცი კუმფეხიგამოყო occasion ების დროს ჩემს გრძელ ენას ვერ ვაოკებ რა
დაბინდულ სტანდარტულ stock გონებას დაჟე უგეოვნობაშI გადასული კრეატივი მირჩევნია..
შედეგისთვის შემოგთავაზებთ ვარდიან კოსებს ვედროთი ბრჭყვიალებ შეყრილის ეფექტით..
უგემოვნობას ყველაფერი მირჩევნია…როგორც შენ ამბობ antimelancholy,სტადარტული გემოვნებიანობა მირჩევნია უგემოვნო კრეატივს..ნუ რა ვქნა,ჩემთვის მთავარია ადამიანის შეფასებაშI გემოვნება და არა მისი უაზრო და უგემოვნო კრეატივი… იმის გამო რომ განსხვავებული და outstanding ვიყო თმაგაჩეჩილი ვერ მივალ წვეულებაზე,ეგ ჩემს სტილში არ ჯდება უბრალოდ…
ნატნატი
ეს თმაგაჩეჩილობაა შენი აზრით?
ვერ დაგეთანხმები ვერანაირად
ძალიან დალაგებული თმა მქონდა უბრალოდ განსხვავებული პრიჩო
კარგი და დალაგებული თმა რომ გაქვს იმიტომ გითხარი სხვა ვარცხნილობა უფრო მოგიხდებოდათქო…ექსპერიმენტები კარგია ზოგადად,მაგრამ არა წვეულებისთვის და მითუმეტეს ასეთი…
antimelancholy-მ რომ თქვა სტანდარტულს უგემოვნო კრეატივი მირჩევნიაო,მაგაზე იყო პასუხად თმაგაჩეჩილობა,შენს სურათთან არაფერშუაშია….მესმის რომ ამ ვარცხნილობას ჭირდება მოფირება,საკმაოდ კარგი შესრულების ტექნიკა და ა.შ. ვაფასებ მაგას მაგრამ,ისევე როგორც საკუთარ თავზე ეს არ მომეწონებოდა,შენც იმას გეუბნები რომ არ მომწონს…შენ სხვა სტილი ხარ (ფიზიკურობას ვგულისხმობ,ისე არ გიცნობ) ნუ მე შენზე უფრო სხვა სტილი წარმომიდგენია და ეს ვარცხნილობაც სასტიკად არ მომწონს
ნატნატი
მადლობა კარგად ჩამოყალიბებული კომენტარისთვის
სადღესასწაულო ვარცხნილობებზე არ იქნება ფასდაკლებაა?
გოგო ჩემს სურათებს არ დაამატებ, რამე რომ იყოს???
ქეთ,
რატომაც არა
გამომიგზავნე ერთი კარგი სურათი იმეილზე და დავამატებ
პმ-ში მოგწერე უკვე ის სურათი.
ხოდა დაამატე.
თმები – ნანუკასი და ქეთის გაკეთებულია.
მაკიაჟი – ორივე ხათუნასი.