One Crazy Weekend

ძალიან გიჟური Weekend მქონდა, ახლა ვზივარ დაღლილი და გათიშული სამსახურში :)

შაბათს გავენთავისუფლე სამსახურიდან, თან ვიკისთან უნდა ვყოფილიყავი, თან ქორწილშიც მივდიოდი.

მზადება რა თქმა უნდა ჰეარჰაუსში ხდებოდა, თმა ნატამ გამიკეთა, მთელი თმა ჯერ დავისწორე და მერე გვერდები ავიწიე და უკან დამიმაგრა, დანარჩენი თმა გაშლილი მქონდა.

მერე ეკასტან გადავსკუპდი ფრჩხილებზე. წითელ ფერებში გავიკეთე ფრჩხილები, ამასობაში ხათუნაც მოვიდა და მაკიაჟზე იზრუნა.

სურათებს დავდებ აუცილებად დღეს საღამოს, ახლა არ მაქვს აქ.

მართალია მაკიაჟის თემაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სურათებმა რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემს მკითხველებს, მაგრამ ჩემი მაკიაჟი ამ შემთხვევაში ძალიან ლამაზად გამოვიდა, ვინაიდან შავ ფერებში ვიცმევდი თვალებზე მუქი ჩრდილები გავიკეთე და ყველას მოეწონა ჩემი მაკიაჟი. ჩემს ქმარს განსაკუთრებით, რაც ძალიან გამიხარდა, საერთოდ ეგეთ რაღაცეებს არ აღნიშნავს ხოლმე და მესიამოვნა.

ჰეარჰაუსის შემდეგ წავედი სახლში უნდა ჩამეცვა, ჯვრისწერაზე უკვე ვაგვიანებდი და მინდოდა ხელისმოწერაზე მაინც მომესწრო და დავაყენე თუ არა მანქანა ისეთი წვიმა წამოვიდა რო მანქანიდან ვერ გადმოვდიოდი. ძლივს ავაღწიე სახლამდე და ჩავიცვი.

სულაც არ მქონდა გეგმაში მანქანით ქორწილში წასვლა, მაგრამ ტაქსამდე სანამ მივაღწევდი გავილუმპებოდი, ამიტომ მომიწია ახალი წითელი ფეხსაცმელებით- 11 სანტიმეტრიანი წვრილი ქუსლით მანქანის ტარება, რაც საშინელი დისკომფორტი იყო, თანაც საცობებში. მოკლედ მივაღწიე ქორწინების სახლამდე ინციდენტების გარეშე, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ქუსლი 2ჯერ გამეჭედა პედლებს შორის :D

დიმა უკვე იქ იყო მელოდებოდა, ცერემონიალი ძალიან ლამაზი იყო, დედოფალიც და კაბაც მშვენიერი. მოაწერეს ხელი და მცხეთაში უნდა წაავსულიყავით ქორწილში, მანქანა იქვე დავტოვეთ “სტაიანკაზე” რადგან მეც დალევა მქონდა დაგეგმილი, ვიკიკო კანდელაკზე რჩებოდა. გავყევით მანქანით მიმავლებს. ქორწილები ზოგადად მეზარება ხომე, მაგრამ კარგი დრო ვატარეთ. გვიანამდე არ გავჩერებულვართ წამოვედით დაახლოებით 3 საათის შემდეგ.

სახლში 2 ულამაზესი ბავშვი და მთელი ჩემი ფეხსაცმელები გადმოლაგებული და მიმოფანტული დამხვდა, ქუსლებზე იკოკლებოდნენ და დაპაკუნებდნენ გიჟუნები :D მე მათი ფოტოგადაღებებით გავერთე.

მერე ხატია და დათო მოვიდნენ დეაკო დააძინეს, ჩვენთან რცებოდნენ და ავტყდით სადმე წავიდეთ საბათი ღამეაო. მოკლედ წავედით NumberOne-ში ზევით open air-ზე. იქ კიდევ ჩვენი მეგობრები გველოდებოდნენ. აი ძააააალიან ძალიან მაგარი იყო, ძალიან გავერთეთ, დავლიეთ, ვიცეკვეთ და ვიხალისეთ უზომოდ ბევრი. 3ის წუთებზე წამოვედით, მე ჩემს მანქანასთან მიმიყვანა ხატიამ და წამოვიყვანე მანქანაც ბარემ სახლში.

დილით არჩევნებზე წავედი და მერე იქედან ეგრევე კანდელაკზე ვიკისთან. ბორჯომში უნდა წამეყვანა და წამოვიყვანე სახლში რომ მომეწესრიგებინა და ყველაფერი ჩაგველაგებინა.

ჩავბარგდით ნელ ნელა და ნანისთან უნდა წავსულიყავით წამოგვეყვანა. ხატიამ და დათომ დაგვირეკეს ჩვენც მოვდივართ გავისეირნებთ საქმე მაინც არ ქონდათ არაფერი. გადავწყვიტეთ რომ ნანის ისინი წამოიყვანენ ჩვენ წავედით ეგრევე ბორჯომისკენ. ბავშვს ნახევარი გზა ეძინა, მერე რო გაიღვიძა დიდხანს არ ცერდებოდა ხოლმე იღლებოდა და ტირილს იწყებდა, ამიტომ გაჩერებებით ვიარეთ მთელი გზა, გადმოვიყვანდით ვასეირნებდით, ხან გვირილებს და ხან გირჩებს ვაძლევდით და მერე ისევ ვაგრძელებდით გზას. ბოლოს ჩავაღწიეთ როგორც იქნა, ძალიან მაგარი ადგილია, სულ ტყის ქვეშ, ეზოც კარგი ქონდა, საქანელები და აიწონა დაიწონები. დავაბინავეთ და წამოვედით, ისე გამომეტირა გული მომიკვდა. უკანა გზაზე მე დავჯექი საწესთან, გზაზე სადღაც რესტრანში შევიარეთ ვივახშმეთ, გარეთ იყო გაკეთებული ბესედკები ქვეშ წყარო გადიოდა, კარგი ადგილი იყო.

ავტობანი ძალიან მაგარია, მაგრამ ბოლომდე რომ გაანათონ უფრო მაგარი იქნება, თვალები მეღლებოდა ხოლმე, დაგვიღამდა გზაში 10 იყო რომ ჩამოვედით.

ამასობაში ატყდა რეკვები დღეს City Club-ში ლათინო ფართია და პახოდუ ზაზამ უნდა დაუკრას ტამტამებზეო და წავედით, წავედითო. არაფრის თავი არ მქონდა ისეთი დაღლილი ვიყავი მაგრამ ვინ მოგასვენა ტელეფონი არ გაჩერებულა. ბოლოს გადავწყვიტეთ წასვლა, უცებ გავიუთოვე შარვალი და წავედით. 2 მაგიდა ქონდა ზაზას დაჯავშნული, სულ სადღაც 20 ვიყავით, 10 კაცი თითო მაგიდაზე.

კიდევ კარგი წავედი, ასეთი საგიჟეთი crazy, crazy საღამო უდიდესი ხანია არ გამიტარებია. ყველაფერი იყო ძალიან ძალიან მაგარი. წინა ფართიზე ზუსტად City Club-ში დავკარგე კლუბებში სიარულის ხალისი ისეთი კოშმარი იყო.. და გუშინ ისევ City Club-მა აღმიდგინა ეს სურვილი. სულ ცოტა ხანი ვიჯექით სანამ მოვიკითხეთ ერთმანეთი, დავლიეთ, მერეეეეეეეე 3ის ნახევრამდე არ დავმჯდარვართ მგონი. ძალიან განსაკუთრებული იყო, აი ვერ გადმოვცემ, ალბათ უნდა შეიგრძნო ეს ყველაფერი.  ზაზამაც შეუდარებლად დაუკრა, მაესტრო მორისიც გაიჩითა, რაღაც კონკურსიც ჩაატარა ცეკვების. და მერე უკვე ყველა თავის სამყაროში წავიდა სადაც ყველაფერს მუსიკა და რიტმი მართავს. ხალხი არ ჩერდებოდა, ვერ ჯდებოდნენ, მასობრივი ბედნიერება სუფევდა.

უბედნიერესები და საოცრად კმაყოფილები წამოვედით, ისე მეძინებოდა ფეხზე ვერ ვიდექი, ერთი სული მქონდა ფეხსაცმელები გადამესროლა სადმე და ფეხშველი წავსულიყავი, მაგრამ თვილისის ქიჩებსი ეგეთ რამეს ვერ გარისკავ. შემდეგ კვირასაც წავალთ ალბათ, ისევ მოიწვიეს მგონი ზაზა დასაკრავად.

არ ვიცი გადმოვეცი თუ არა, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ვიკიკოს უნახავად 2 კვირა შეიძლება ჭკუიდან გადავიდე, მაინც აუცილებელია ომ ხანდახან ბავშვი წაიყვანოს ბებიამ ან ძიძამ და ისევ დაიბრუნო წინანდელი ცხოვრება თუნდაც 2 ღამით.

This entry was posted in პირადი and tagged , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to One Crazy Weekend

  1. ფოტოები სუპერ, ბოლო განსაკუთრებით ;;)
    შემშურდა ვიკენდის :)

  2. ლილიკო says:

    miyvars crazy vecherinkebi

    ra jobia kvela axlobeli rom ertad xart da bolomde rom gijdebit

    me aq dzaan maklia egeti rameebi
    anu ki davdivar gasartobad magram kvela axlobelis garemocvit vera :(

    lamazad gamoikurebodi qorcilshic da clubshic

  3. antimelancholy says:

    ვააH ბოლო სურათი რა სექსანდარაა :D

    ის გოგოშკებთან Fრანცუზაა?? თუ ეგაა, როგორ შეცვილია თუ არა- როგორ გავს Fრანცას:D

  4. Taa says:

    მადლობები :)

    კი მაგდუ ფრანცუზაა :)
    და იმ გოგოშკებიდან ერთი მე ვარ და თავზე წაკრული ჩემი დაიკო :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>