დედამიწაზე არსებობს ასეთი ბრენდი – NUVO Sparkling Liqueur, რომლებმაც ძალიან კარგი მარკეტინგული ნაბიჯი გადადგეს Sex & the City 2 გამოსვლისათვის და შექმნეს 4 ბრენდირებული კოქტეილი ფილმის 4 მთავარი გმირისადმი მიძღვნით და მათი სახელებით
1. Carrie- Couture Cocktail
შემადგენლობა: არაყი, კუანტრო, ოდნავ მოცვის წვენი – აუცილებელი სერვიროვკა: მარტინის ბოკალი, ბოლოს დამატებული ნუოვოს ლიქიორი და ფორთოხლის კანის გრაგნილი

2. Miranda- Red-Headed Chic
4 უნცია ნუოვო, 1 1/2 უნცია ჯინი, არეული მწარე წიწაკა და კიტრი, ლაიმის წვენი ჩაწურული. აუცილებელი სერვიროვკა – ყინულის კუბუკები, ლიმონის და ალუბლის გარნირით

3. Samantha- The Flirtini
1 უნცია არაყი, 1/2 უნცია ატმის ნექტარი, ახალგაწურული ლაიმის წვენი ოდნავ, ზევიდან 1 უნცია ნუოვო. აუცილებელი სერვიროვკა – მარტინის ჭიქა და მრგვლად მოჭრილი ლაიმი

4. Charlotte- The Sweet Peach
2 უნცია ატმის პიურე, 1 ჩ/კ ახალგამოწურული ლიმნის წვენი, 3 უნცია წიწაკიანი ნუოვო, ბოლოს შამპანური. სერვირება შამპანურის ბოკალი, ჟოლოს გარნირი და ატმის ნაჭერი






ხუთშაბათს ან პარასკევს (როგორც მოვასწრებ) ჩემს ბლოგზე
Lord Vader
რა იქნებაააააა?
SATC 2 ამბებიაააა? ველოდები
დალევდა კაცი კოქტეილს ახლა
Pingback: რა ღირს სექსი დიდ ქალაქში? « Style of Life
Mოცვარი რა არის?
შუ
მოცვარი? სად წერია?
მოცვარი არის გალაპაგოსის გიგანტური კუს რძე.
სადღაც 300-დოლარამდე ღირს 100 გრამი.
A Cina postis komentaria eg:)) coqteilze:)))
PU kide shemeshalla am postis aris pirveli coqteilis receptshi ceria Mocvis cveni:)) xoda mindoda mekitxa Ra aris tko eg?! Vot tak:))))
მოცვი არის კეკნროვანი ხილი
აა ეხლა შევაგდე გოგლში და ვნახე,მადლობთ
დალევდა კაცი
კოქტეილებს არა მაგრამ
აბსენტიანს დალევდა
რომელიღაც კომენტარში წავიკითხე რომ შენი საიტი დამოკიდებულებას იწვევს, მართალი ყოფილა..გავყევი-გამოვყევი და არქივებში გადავძვერი და რას წავაწყდი..სულ საყვარელი ფილმის, საყვარელი გმირების საყვარელ კოკტეილებს..სულ რამოდენიმე დღის წინ 8 მარტის აღსანიშნავად კოქტეილ წვეულება მოვაწყე სამეგობროში,ეგრეთ წოდებულლი “девишник”, მისთვის საგულდაგულოდ ვემზადებოდი, google გადავჩეჩე რომ ყველაფერი შესაფერისად ყოფილიყო და ჩემი საფირმო რა იყო?! რა თქმა უნდა საყვარელი cosmo, თან საბედნიეროდ ზუსტად ისეთი გემო გამომივიდა როგორსაც ვსვამ ხოლმე და ჭკუაზე არ ვიყავი..გოგოებიც გამოვათვრე და ყველა კმაყოფილი წავიდა სახლში
:D ასე რომ კოსმო ყველაზე კარგი ტიპია
:D მომჟავი-მოტკბო გემოთი, თან პრანჭია გოგოსავით გამოიყურება:)