გუშინ 21 მაისს, საღამოს 6 საათზე თბილისი ცენტრალი ოფიციალურად გაიხსნა. იყო ბევრი ბრენდირებული შოკოლადი, ფურშეტების მაგიდებთან მისეული ხალხი, თელიან ველის ღვინის დეგუსტაცია და საკმაოდ შთამბეჭდავი გარდაქმნა ვაგზლის ყოფილი შენობის
ახლა კი თანმიმდევრობით
სამსახურში 1 პარკი გამოსაცვლელებით მივედი
6ის ნახევარზე ხათოს მივაკითხე ფორტუნას შენობასთან,
საცობები, საცობები, საცობები
ძლივს მივედით, მივაღწიეთ და ტერიტორიაზე მოსაწვევების გარეშე არავის უშვებდნენ
ავედით დავპარკინგდით
შევედით, შემოგვეგებნენ შოკოლადებით და გულსაბნევებით, მივიმაგრეთ გულსაბნევები, მივირთვით შოკოლადები წავედით დასათვალიერებლად
ყველაზე, ყველაზე მეტად ბოულინგი მაინტერესებდა, მიველ ვნახე მომეწონა
საკმაოდ შთამბეჭდავი და კომფორტულია
არაფრით ჩამოუვარდება წყნეთის კოპალას, უბრალოდ ცოტა უფრო ბნელია და მუქ ფერებში
1 საათი საღამოს 8ის მერე 38 ლარი ღირს
დატკბით ვიდეო გადავიღე
შემდეგ გამოვედით მე და ხათო და 1 სართულის კაფეში მოვსკუპდით, თელიანი ველის წითელი ღვინო და გემრიელი ნამცხვრები მივირთვით. ვიჭორავეთ, ვიკუსკუსეთ
მე არ გადამიღია და ამიტომ ხათოს სურათს დავდებ
მერე ავედით სხვა სართულები დავათვალიერეთ, პირველ სართულზე ისევ ის იატაკია რაც ვაგზლის დროს და ძალიან არ მომეწონა, დაბზარულ დატეხილი მარმარილო – სიბანძე
მეორე სართული იყო ყველაზე ლამაზი, მაღაზიები ჩამწკრივებული, RGB ლედებით განათებული ჭერი. მესამე სართულზე არის სალაროები, ცნობათა ბიურო, კაფე და კიდევ ბევრი რამეები რაც დაკეტილი იყო და ზუსტად ვერ ვნახე
ბოლო სართული იყო კატასტროფა, თურქული, ჩინური და ქართული სამზარეულოები გვერდიგვერდ და ისეთი კატასტროფა სუნი იდგა მადას დაგაკარგვინებდა ადამიანს. ვიდეო მაქვს მერე მივხედავ და დავდებ
ოდესმე ასეთი იქნებაო გვპირდებიან, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა

ამის შემდეგ სასწრაფოდ გავქანდი აბაშიზეზე კაფე “NERO”-ში, სადაც ჟურნალ ფოკუსის შემდეგი VIP გათამაშების ივენთი ტარდებოდა.
ძალიან მოვიხიბლე ნეროს რებრენდინგით და რომ არა უზომოდ გადატვირთული ჩამოშვებული აბაჟურებით (რომლებიც უფრო მოკლე გაცილებით სადა იქნებოდა) ვიტყოდი რომ სიამოვნებით ვივლი მომავალშიც მეთქი. თუმცა ისედაც ვივლი
გათამაშება ჩატარდა უჩემოდ, ისინი 7 საათიდან იქ იყვნენ და დავაგვვიანე
საფილოს ვაუჩერები და ნეროს ვახშამი და რაღაცეები თამაშდებოდა.
საღამოს ვიკის მივაკითხეთ ძიძასთან და წამოვიყვანე სახლში, უზომოდ მენატრებოდა
მძინარე მზეთუნახავი გინახავთ?
და მზეთუნახავის გარდერობი?
საპასპორტე სურათი
და ბოლოს მამიკოსთან ერთად













მართლა ულამაზესია <3 ვგიჟდები ამ ბავშვზე. ძიძა თუ დაგჭირდება, დამირეკე, სიამოვნებით მივხედავ
ძალიან თბილი სურათებია
კუდა
ლიზა
მადლობები გოგოებო
ვაიმეეე,თაა,გავითიშე ვიკიკოს “საპასპორტე სურათზე”!
)))
რა თოჯინაააა. :* :* :*
გარდერობზე ჩუმად ვარ…
aduala
გაიხარე, მადლობა
ცოტა ჭუჭყიანი ჩუსტები უდევს
მაგრამ არა უშავს, ყოველდღე ვერ ვრეცხავ არ შრება ადვილად
ლამაზი ბავშვია ვიკი. სამოდელო, აი რეკლამებში რომ ვხედავთ ხოლმე პატარა ბავშვებს ეგეთი!
BloggerGirl
ხოო, ამ ბოლო დროს ძალიან ძალიან ბევრ რეკლამაში ვხედავ რიჟა გოგოებს
ისე მიხარია ხოლმე
მადლობა
მიყვარს ეს პატარა <3
ძალიან საყვარელია ვიაკაკო. კოპიო დიმაა. დიმა უკრაინელია ხო??? თუ რუსი??
შენ როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურები.
უკრაინელია
აუ დღეს თუ არ დამავიწყდება წამოვიღებ დიმას ბავშვობის სურათს და გაკაიფებთ როგორ გავს
პროსტა დიმას თეთრი თმა ქონდა
აუ კი რა.
მაინტერესებს
ჩემი თოჯინა.. რომ ძIნავს იმ სურათმა მომკლა ))) მიყვარს მიყვარს მიყვარს *
ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდება მაგის, როგორც სავაჭრო ადგილის დაპიარებას, თუ ბრენდებზე გაკეთდება აქცენტი და არა ცოტა მოწესრიგებულ მაგრამ მაინც იგივე “ბაზრობაზე”.
ჯერ ერთი ჩვენ სხვა მენტალიტეტი გვაქვს და ცენტრში გვიყვარს შოფინგი. რაც უფრო შორს მიდიხარ ცენტრიდან უფრო “ბანძდება” განწყობა.
მეორე, ეგ ადგილია ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადგილი ყველა ცუდ ადგილს შორის… ძნელად წარმომიდგენია ვინმე გამოპრანჭული ლამაზი ქალი, რომელიც სამუშაო დღის შემდეგ მაღალ ქუსლებზე და ლამაზ-ლამაზი ჩენთებით ხელში გამოდის ვაკზლიდან ნაშოფინგარი და კმაყოფილი.
მესამე, საშოფინგე ფართი უკვე დღეს 3-ჯერ მაინც აღემატება რეალურ მოთხოვნას.
მეოთხეც – მალე ჩნდება ძალიან მაგარი კონკურენტი Grato, რომელიც ყველა პარამეტრით ჯობს… თუ ის გამოვიდა, რაც ჩაფიქრებულია.
მოახერხე მაინც?Good:)))
უსაყარლესიააააააააააა Рыжая Соня:)))
შევიარო ერთი არც გამხსენებია რომ დაამთავრეს უკვე არა და ყოველ დღე მანდ ვარ და ვწუწუნებ ჩემი ავტობუსის გაჩერება რატომ გადაიტანესთქო
ქარვასლაც გაიხსნა ჯერ მხოლოდ რამდენიმე მაღაზია მაგრამ მაინც მომეწონა .
Lord Vader
აბსოლუტურად გეთანხმები
Roisin
ხოო, ხათო მოდიოდა გამახსენდა უკვე მანქანაში რო ვიჯექი და გამიხარდა მარტო აღარ ვიქნებოდი
მე და შენ უფრო გავერთობოდით
gabo
მე გარედან ქარვასლა ბევრად უფრო მომწონს
შიგნით ჯერ არ შემიდგამს ფეხი
Pingback: ბოულინგი “თბილისი ცენტრალში” • Landish.Ge
ვააააააააააა, მეც მიყავი მაგ გახსნაზე
გემრიელად მივირთვი ფურშეტის მაგიდებთან, სხვა არც დავინტერესებულვარ არაფრით იქ