სიახლეები

საერთოდ როგორ ვახერხებ წერას და როგორ ვპოულობ დროს ამისთვის მე თვითონაც მაოცებს ჩემი თავი…

სამსახურში ისეთი დატვირთული პერიოდი მაქვა თავის მოსაფხანი დრო არ მაქვსო რომ იტყვიან ხოლმე.  რაღაც სეზონია უგიჟესი, უამრავი ხალხია, საოცრად გაიზარდა გაყიდვები და განსაკუთრებით გაიზარდა ევროპულ ბრენდებზე მოთხოვნა ამ ერთ თვეში ზუსტად.

მე გარდა პიარისა ასევე ევროპულ ქვეყნებთან იმპორტ მენეჯერიც ვარ და შესაბამისად ევროპულ ბრენდებზე ნებისმიერი შეკვეთა ჩემს ხელში მუშავდება, იგზავნება და შემდეგ ყველა წვრილმანსაც მე ვაკონტრლებ, ლოგისტიკა და ასე შემდეგ.

უამრავი ახალი შეკვეთა მაქვს, ისეთი პერიოდია მეშინოდა ჩემმა უფროსმა შვებულებაში რომ არ გამიშვას მეთქი.

ეს სამსახურს რაც შეეხებოდა, გარდა ამისა ციებ-ცხელება მაქვს კურორტის ძებნაშიც, იმის გამო რომ ეკონომიური ბიუჯეტი მაქვს მიწევს მილიონი კურორტის და მილიონი სასტუმროს განხილვა სათითაოდ სხვადასხვა ტურსააგენტოებთან. ამაზე უსიამოვნო და დამღლელი პროცესი არ არსებობს. როგორც იქნა გუშინ ამაზეც ჩამოვყალიბდით. ახლა ერთი ეტაპი დარჩა გასავლელი – იაფიანი თვითმფრინაის ბილეთები არ არსებობს უკვე, ყველა გაყიდული და გადაყიდულიცაა :D ამიტომ 220 ევროს გადამხდელი ნამდვილად არ ვარ ბილეთში. ახლა დგება საკითხი მანქანით თუ ავტობუსით. ავტობუსის არანაირი სურვილი არ მაქვს – აი მანქანაზე კი უდიდესი ოცნება მაქვს. ძალიან მაგარი იქნება როუდ ტრიპი – მე, დიმა, ჩემი და და სიძე. მანქანით წასვლაც იგივე გვიჯდება რაც ავტობუსით, ამიტომ ერთადერთი პრნციპული საკითხია რომელი მანქანით. ოთხივეს გვყავს მაგრამ უნდა ავარჩიოთ კომფორტულიც და ძალიან რომ არ ნთქავდეს ბენზინს ისეთი.

სასტუმრო უკვე გადაწყვეტილია, 3*-იანში წასვლა შანსი არ იყო, გამომიცდია ზუსტად 2 დღე ვიყავი და უდიდესი სკანდალებით გადავაცვლევინე ტუროპერატორს. ეგ არის დაცინვა და ნული კომფორტი. ჩვენი სასტუმრო 4* – ნუ რა თქმა უნდა თურქული სტანდარტებით.

ეს არის CAMYUVA BEACH, რამდენიმე კილომეტრში კემერიდან, კემერში პრინციპულად არ მინდოდა წასვლა, ვერანაირად ვერ აღმაფრთოვანა მაგ კურორტმა.

რა თქმა უნდა არც კი ვიფიქრე სასტუმროს დაჯავშნა და დადასტურება სანამ ტრიპედვაისორზე რევიუები არ წავიკითხე და საბედნიეროდ, ყველა რევიუ იყო ევროპელების და ყველა კარგ რაღაცეებს წერდა. ანუ უარყოფითი არაფერი არ ეწერა საერთოდ.

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე არის ჩვენი – მე და ქეთის გამხორციელებული იდეა -  ახალი ფორუმი desperates.ge, რომლის შექმნის იდეაც წამოვიდა ფორუმზე მშობელთა კლუბში არსებული განხეთქილების შემდეგ და რამდენიმე დღეც და მიუხედვავად იმისა რომ იქ ის პრობლემა მოგვარდა ჩვენ მაინც არ ვთქვით უარი ჩვენს ფორუმზე და მაინც შევქმენით იგი.

გარდა იმისა რომ ეს იქნება ფორუმი სადაც ყველაფერზე ვიჭორავებთ და განსაკუთრებით ქალურ და დედურ საკითხებზე. ასევე გვაქვს რამდენიმე დამატებითი იდეა და პროექტიც. მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით, როცა კარგად დასვენებული ჩამოვალ თურქეთიდან – ახალ პროექტებს მერე შევუდგები.

არ ვიცი კიდევ როდის შევძლებ დაპოსტვას, შეიძლება ხვალვე გამოვნახო დრო მაგრამ თუ ვერ გამოვნახე, მინდა ჩემს სიცოცხლეზეც მოვყვე. ვიკლი უკვე 1 წლისაა, უკვე მყარად დგას ფეხზე და ზალიან მაიმუნკა ხდება დღითი დღე. გუშინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლად და უბედნიერესი ვიყავი, ესე იგი მალე დაიწყებს.

დასვენებას რაც შეეხება ჯერ ვერ ვუშვებ. ზეგ უნდა გაყოლოდა ბებიას გურიაში თვის ბოლომდე, მაგრამ აცრა ვერ მოვასწარით რაღაც დებილური ვირუსის გამო, რომელიც ზუსტად აცრის დღეს შეხვდა, ამიტომ აცრა გადავდეთ სამშაბათისთვის და მერე მე მომიწევს ჩემი თურქეთში გამგზავრებისას ჩავუყვანო ბებიამისს გზად. იქ სადღაც 28მდე დარჩება და მერე ჩამოცუნცულდება  სავარაუდოდ მეორე ბებიასთან ერთად წავა აგარაში დიმას დაჩაზე უკვე სექტემბრამდე. მოკლედ წელს ვიკიკო კარგად ისვენებს, თან დედაჩემს ვთხოვე ურეკში ატარეთ ხოლმე მეთქი და კიო დამპირდა, ასე რომ ზღვასაც ნახავს ქალბატონი ამ ზაფხულს.

This entry was posted in პირადი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to სიახლეები

  1. NaNaKo says:

    სიცოცხლეეე, რა საყვარელია! :****

  2. ნატნატი says:

    ვგიჟდები შენს ბლოგზე! ერთადერთი ბლოგია ქართულ ინეტსივრცეში რომელსაც აქტიურად ვეცნობი და ყოველ დღე ვამოწმებ :) ))

  3. ნინა says:

    სასტუმრო რა დაგიჯდა თუ საიდუმლო არ არის ? :*

  4. Lord Vader says:

    ჰო… ძალიან დაკავებული ყოფილხარ მართლა, მაგრამ თმის მოფხანის დროს რაც შეეხება – აი ეს ადამიანიც ძალიან დაკავებულია (ვერვინ შემეკამათება), მაგრამ მოფხანის დროს მაინც პოულობს.
    http://lh4.ggpht.com/_ihlQByk2kPM/TCG3jmiANaI/AAAAAAAAGNY/SexFJMYlROg/s1600-h/photo%5B9%5D.png

    დროის სწორი ორგანიზება იცის, და – მიტომ.

  5. Taa says:

    ნატნატი

    უდიდესი მადლობა :)

    ნინა

    არანაირად არ არის საიდუმლო, 750$ – 2 კაცი 1 კვირა

    Lord Vader
    კი ზუსტად ის დროა და ის მომენტი
    ვადეეეერ :D :D :D :D :D

  6. ლილი says:

    თაა თუ საიდუმლო არაა შეგიძლია ისიც დაწერო ასე ძალიან რომელი 3* სასტუმრო არ მოგეწონა?? კემერში ვაპირებ წასვლას და მაინც, რომ გავითვალისწინო.. thanks :) )

  7. Taa says:

    ლილი

    არავითარ შემთხვევაში ფეხი არ დაადგა სელიმჰანში
    ეგეთი საზიზღრობა არაფერი არ მინახავს დედამიწაზე

    გარდა ამისა არის ცენტრში კიდევ ასდემ პარკი 4*-იანია
    იქ სასტუმრო კარგია მაგრამ ისეთი ბარდაკია დედა შვილს არ აიყვანსო რომ ამბობენ
    რუსებით არის გატენილი და დილამდე წიოკი მიდის ვერ დაისვენებ ვერც ერთი წუთით
    რომელ სასტუმროში აპირებ?

  8. ლილი says:

    გაიხარე ასეთი ამომწურავი კომენტარისთვის :* ჯერ სასტუმროების არჩევის პროცესში ვართ მე და ჩემი დაქალი, ჯერჯერობით 3* Fame Hotel-ზე შევჩერდით. ბიუჯეტი ჩვენც შეზღუდული გვაქვს და ეგ CAMYUVA BEACH 750$-ად ძალიან მიმზიდველად ჯღერს :) ) რომელი ტურ.სააგენტო გთავაზობთ??

  9. antimelancholy says:

    ეე როდის მიდიხაარ??????

    რა უცებ ცვლის ეგ გოგო უახლოეს გეგმებს გაგიჟედბი რაა :D

    4 ბარგს როგორ ჩაატევთ 1 მანქანაში? ამიტომ 2 მანქანით წადით დესთინეიშენ სპითამდე მისწრებაზე გამაზეთ რამე სერიოზული : D ცხადია Mr & Mrs ნინჯები მოიგებთ & ორმაგად ბედნიერები ჩახვალთ )))

  10. Taa says:

    ლილი

    თრეველქლაბი,
    კი მეც კარგი ფასი მეჩვენება
    ტან მე ტრიპედვაისერზე რომ ვნახე რევიუერბი არც ერთი რუსული არ იყო სულ ევროპელები წერდნენ თან სარსანდელი კომენტარები იყო და თან სულ კარგ რარაცეებს
    ასე რომ იმედია გაამართლებს
    დავწერ იქედან
    თუ გინდა მოგცემ იმ გოგოს იმეილს ვინც მანდ მიშვებს

  11. Taa says:

    antimelancholy

    ვეღარ მივდივართ მანქანით :(
    მეტირება
    უარი მითხრეს დამ და სიძემ
    არადა რა მაგარი იქნებოდააააა
    ხვალ ავტობუსის ბილეთებს ავიღებთ ალბათ
    ტასკაა ავტობუსი მაგრამ რა ვქნა

    ბარგს რაც შეეხება წინაზე რაცწავღე ვინანე
    ახლა ფულს წავიღებ 1 დღე ანტალიაში ვრებით სასტუმროშე და დიპოში ან მიგროსში ავითვისებ ტანსაცმელს

    დღეს ბერშკას მაიკა ვიყიდე ძაან საყვარელიიი
    და კუპალნიკები ვნახე რაღაც ძალიან მაგრები, მაგრამ ვერ ვიყიდე ვიკიკოსთან ერთად ვიყავი და ვერ გავისინჯე – არ ჩერდებოდა კონსულტანტ გოგოსთან ::D

    ახალი წიკი მაქვს მინდა რომ კუპალნიკს შუაში რგოლი ქონდეს – ზედა ნაწილს ვგულისხმობ :D :D :D
    და კიდევ ქარვასლას კაშკაშეში ძალიანმაგარი ტეთრი სარაფანი ვნახე და ეგეც უნდა ვიყიდო – ეგეც ვერ გავისინჯე :(

  12. Kate says:

    საყვარელი ხარ უზომოდ.
    როგორც ყოველთვის.
    და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როცა შენთან ვიყაი სახლში.
    მე თუ ვიზა ჩამირტყეს, ამორე მიოს მივაკითხავ ევროპაში. ვნახოთ რა.

    ვიკლიკო ძალიან საყვარელია. კარგია, რომ ისიც კარგად დაისვენებს და შენ და დიმაც.
    ბერშკა რა არის??? ონლაინ მაღაზიაა??? მომე აბა ლინკი.

  13. antimelancholy says:

    თეთრი სარაფანი მეც ამოჩემებული მქონდა & ახლახანს ვიყიდე ბენეტონში.
    კუპალნიკი კიდე ისეთი მინდა რო ვერავის ვერ ვუხსნი ((( სად ვეძებო ისიც ა რ ვიცი )

    მისმინე თა არ არის ცუდი ავტობუსით, გზაში ხალხს გაიცნობ, გაერთობი მაგრად.. გააჩერებთ ხოლმე ხშირად ბევრ კარგ მაღაზიას ნახავთ საზღვარზე გადაასვლიდან თქვენნს ქალაქამდე, საქართველო თურქეთის ყოფილ საზღვარს ნახავთ (ქართული კოშკებია & მაქამდე ვიყავით თურმე ადრე ) კიდე დიიიიდ ელიავა city-ს ნახავთ :დ ბევრი რაღაცეები გადაგხდებათ & ძალიან გაერთობით…

    ენერგიული ადამიანისთვის ძნელი არ არის.. & არც დისკომფორტი არ გაქვს, მე ავტობუსში ცეკვასაც ვახერხებდი, წესებიც შევცვალე & smoke freeდ ვაქციე 2 საათში, იქ ჩერდებოდა სადაც ჩვენ გვინდოდა & იმ სიჩქარით დადიოდა როგორც ჩვენ გვსურდა , მონიტორზე რას ჩართავდნენ მაგასაც ვარეგულირებდით & კარაოკეები & მთელი ამბები :D

  14. Taa says:

    Kate

    მადლობა საყვარელო
    არ არის ოლაინ მარაზი, პეკინზე გაიხსნა და მანდ ვიყიდე :)

    antimelancholy

    თურქეთში იმიტომ მივდივარ რომ ქართველებისგან დავისვენო
    და 1 ავტობუსი ქართველებთან 1 დღე ღამე ურთიერთობა ძალიან რთული იქნება. ამიტომ მიმაქვს წიგნები და უნდა შევიქმნა მიკრო სამყარო, რომელსაც მხოლოდ ყავის დალევისას ან მოწევის დროს დავარღვევ

  15. კეთილი მგზავრობა :)

  16. Kate says:

    უი არ შემიმჩნევია.
    კარგი რაღაცეები აქვთ???
    ფასებიც კარგებია???

  17. ლილი says:

    მოკლედ ეს camyuva beach ძალიან მომეწონა და მგონი მაგაზე შევაჩერებთ არჩევანს… ისე ტრაპზონიდან ფრენაზე არ გიფიქრიათ? სადღაც 150-160 დოლარი ჯდება ორი გზა და მგონი არაა ცუდი იდეა.
    მოკლედ შენი ბლოგის წყალობით ბევრი საინტერესო რამ გავიგე (ჰეარჰაუსშიც ვიყავი:)) სექტემბრიდან მოყოლებული პოსტი არ გამიმაზია:D ვიკიკოთი ხომ საერთოდ აღფრთოვანებული ვარ, უსაყვარლესი ვინმა :) good luck

  18. Taa says:

    ლილი

    კი მიფიქრია მაგრამ უკვე გვიან გამახსენდა
    თან მარტო მე და დიმა რომ მივდიოდეთ კიდე ხო
    და ჩემს დას არც ეგ იდეა მოეწონა :(

    მადლობა ჩემო კარგო
    მე მიმაქვს იქ ლეპტოპი და დავწერ დეტალურად რა მომეწონება და რა არა
    და შეძლებ უფრო კარგი არჩევანი გააკეთო
    შენ როდის აპირებ?

  19. ლილი says:

    მე ივლისის ბოლოს ვაპირებ, 20 დან 27 მდე..
    აბა კარგ დასვენებას გისურვებთ :)

  20. Taa says:

    ლილი

    მადლობა დიდი
    დავწერ რომ ჩავალ შთაბეჭდილებებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>