ქუჩაში რომ შეგხვდეთ

საერთოდ ტეგ თამაშები და მითუმეტეს ასეთი შინაარსის არ მიყვარს

მაგრამ ვის, ვის და გაბოს (რომელმაც დამტაგა) ხათრს ვერ გავუტეხავდი და ვერ ვაწყენინებდი

ამიტომ ორიოდე სიტყვით დავწერ

ჯერ ერთი შევთანხმდეთ :დ რომ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, საღამოს 7 საათამდე – გამორიცხულია სადმე შეგხვდეთ.

მაგ დროს მე ჩემს ციხესიმაგრეს ვეკუთვნი, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე :)

სად

სამსახურის გარდა შეიძლება შეგხვდეთ: კუს ტბაზე, ლისის ტბაზე, კიკვიძის ბაღში, კანდელაკის 6თან, ზოოპარკში – ბავშვთან ერთად

ღამის კლუბებში, პიცერიებში, კორპორატიულ ღონისძიებებზე, პრაიმ ფიტნესში, კინოებში – დიმასთან ერთად ან გოგოებთან ერთად

რითი

თუ ბავშვთან ერთად ვარ ჯინსით ან შორტით და ბოტასებით ან კეტებით

თუ მარტო ან დიმასთან ქუსლოჩკებზე მაგრამ ძირითადად მაინც შარვლებით

როგორ?

ძირითადად ჩემი დაბუდათი, სათვალეებით და მომღიმარი

მანქანა ძირითადად გაურეცხავი მყავს უდროობის გამო :(

ცუდ ხასიათზეც იშვიათად ვარ და ამიტომ თუ შემხვდებით მაშინაც ვიქნები მსიარული და ხალისიანი – თუ რამემ არ გამაბრაზა :)

რას?

ეს შეკითხვა რას ემსახურება არ ვიცი მაგრამ ძირითადად ვეწევი სიგარეტს

ამ ბოლო დროს კრეტეკებს

ვლაპარაკობ ბევრს ტელეფონზე (სამსახურის მერეც არ მასვენებენ)

მუსიკას (ძირითადად რადიოს) ვუსმენ მანქანაში

ვსვამ მარტინის

ველოდები AUDI TT-ს ოდესმე :)

ვისთან ერთად?

ამას დავასურათებ -  აი ამათთან

This entry was posted in პირადი and tagged , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to ქუჩაში რომ შეგხვდეთ

  1. NaNaKo says:

    ვაიმეე, რა საყვარლები ხართ! :) )))) [სამივეე :D ]

  2. Taa says:

    NaNaKo

    დიდი მადლობააააა

  3. antimelancholy says:

    დღეს ვიკუსია გაგიჟებული იქნბა ალბათ რეადაპტაციისგან..
    მომენატრა & იმედია მალე ვნახავ & ჩავკოცნი ..

  4. gabo says:

    გენაცვალე <3 მადლობა რომ ამყევი ამ თამაშში .

  5. Kate says:

    ძალიან საყვარლები ხართ.
    აი ძალიან ძალიან.
    სიტყვები არ მყოფნის.

  6. Taa says:

    Kate

    მადლობა საყვარელო
    დიდი დიდი დიდი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>