დიეტა

დიეტა – ყველაზე საშინელი და ამაზრზენი ცნება დედამიწაზე. ის რაც ასე საჭიროა, ის რაც ასე რთულია და ის რისიც ძალიან გვეშინია …

მე პირადად სასტიკი წინააღმდეგი ვარ სუპერ დიეტების, 3 დღეში 5 კილო -ს მაგვარი სლოგანები რომ აქვთ ხოლმე და იმას არ გულისხმობს იმ 3 დღის მერე შეიძლება 7-8 კილო უკან აკრიფო თუ ძალიან ფრთხილად არ იქნები.

დიეტა ეს არის საქციელი – რომლისაც საშინლად ეშინია ჩვენს ტვინს, ქვეცნობიერს და თქვენ წრმოიდგინეთ ორგანიზმსაც კი.

მაშინვე როგორც კი ორგანისმი ხვდება რომ თქვენ მას გამიზნულად აკლებთ რაღაც საკვებს, მაშინვე უშვებს სიგნალებს ტვინთან და გაიძულებთ რომ 2ჯერ მეტად იტანჯოთ და 3ჯერ მეტად გშიოდეთ ვიდრე დიეტამდე

და მარტო ეს კი არ არის, გამიზნული დიეტის შემდეგ, ორგანიზმი ისეა შეშინებული რომ ყველა მიღებულ უკვე არადიეტურ საკვებს ელვის სისწრაფით იპყრობს და აგროვებს ქონის სახით ორგანიზმში.

ამიტომ მკაცრ დიეტებს და ორგანიზმის შეშინებას თავი დაანებეთ და გადადით უფრო ენერგიულ და ეფექტურ ცხოვრების სტილზე.

თუ ადამიანს გაქვა ბევრი ფული ეს ყველაფერი უიოლესია, იკვებები სპეციალურად დიეტური საკვებით, ნატურალური გამოწურული წვენებით და ისეთი სამზარეულოებით რომლებიც გრამს არ მოგამატებინებს. შენს ხელშია საუკეთესო ფიტნეს კლუბები, სპა სალონები, წყლის თერაპიები, მასაჟისტები. მოკლედ შენ მხოლოდ მოინდომე და დახარჯე ფული…

მაგრამ ყველას არ აქვს ამდენი ფული და რა ქნან ამ ადამიანებმა:

1. მოერიდეთ გარეთ ჭამას, განსაკუთრებით კილომეტრზე მოუარეთ ნაყინის მაცივრებს და სწრაფი კვების ობიექტებს

2. დააკვირდით ცხიმების და კალორიების შემცველობას საკვებზე. ყველა საკვებს აწერია ეს ინფორმაცია, ვთქვათ მოგინდათ რზის დალევა – რაც ძალიან სასარგებლოა, მიდით მარკეტში სადაც იგივე რძის უამრავი სახეობა იყიდება, აარჩიეთ ყველაზე დაბალკალორიული და დაბალი ცხიმიანობის და მიირთვით, ისიამოვნეთ.

3. ალკოჰოლი

მიუხედავად იმისა დიეტაზე ხარ თუ არა უმეტესობა ჩვენგანს ხშირად უწევს წვეულებებზე და ღამის კლუბებში ყოფნა. იცით თუ არა რომ კოქტეილების უმეტესობა ძალიან კალორიულია? და იცით თუ არა რმ შამპანიურის ხშირი სმა პირდაპირ იმოქმედებს თქვენს წონაზე?

ამიტომ შეეცადეთ სვათ განსაკუთრებით ცოტა დიეტის პირობებში და ისიცი დაბალკალორიული არაყზე დამზადებული კოქტეილები.

4. ხილი

მიირთვით რამდენიც გენებოთ, მაგრამ არა ყველა სახეობა. მართალია ხილი არ ასუქებსოო ამბობენ მაგრამ ყურძენი შეიცავს უზომო რაოდენობით გლუკოზას და დამიჯერეთ სულაც არ არის კარგი მოდიეტე ადამიანისათვის. გარდა ამისა ხილი არის უჯრედისი რომელიც ამდიდრებს ორგანიზმს.

5. ამოიღეთ რაციონიდან არასასარგებლო საკვები, ჩიპსები, თხილეული, სნეკები რასაც ქვია, ამოიღეთ ყველანაირი სნექები რაციონიდან.

6. იკვებეთ 4-5ჯერ და ზომიერად. 1 ხელ და ბევრის ჭამით თქვენ იმაზე მეტ ზიანს მიაყენებთ თქვენს თავს ვიდრე წარმოდგენა შეგიძლიათ.

7. ამოიღეთ თქვენი ცხოვრებიდან გაზიანი სასმელები, არა მხოლოდ დიეტისას არამედ საერთოდაც. არ გჭირდებათ ისინი თქვენ. მხოლოდ მწარმოებელს ამდიდრებთ და თქვენს ორგანიზმს კიდევ არასასურველი ნაგავით რომელიც ილექება და ხელს უწყობს გასუქებას

დალიეთ წყალი რამდენიც გინდათ და მინერალური სასმელები -გაზგასული ან ნაკლებად გაზიანი

მიირთვით წვენები, ოღონდ ცოცხლად გამოწურული.

8. მიირთვით სასარგებლო და დიეტური საკვები, მაგალითად

სალათები (ოღონდ არა ისინი ქათმის დიდი მსუქანი ნაჭრები რომ უზომოდ ბევრ მაიონეზში დაცურავენ და მაგასაც რომ სალათი ქვია)

მსუბუქი საზაფხულო სალათები

კენკროვანი ხილი ძალიან სასარგებლო და მატონუსებელი არის თქვენთვის

ფორთოხალი, კივი და გრეიფრუტი – საუკეთესო ვახშამი

კარტოფილი – მოხარშული და ზომიერად მირთმეული

ჰერკულესი – გადასარევი დიეტური საკვებია თუ ტონა მარილით და ტონა შაქრით არ მიირთმევთ 🙂

წიწიბურაც იგივენაირად – მიირთვით ზომიერად გაკეთებული

და რაც მთავარია – იარეთ, ირბინეთ, ისეირნეთ, ბადმინტონი იტამაშეთ, იხტუნავეთ, ივარჯიშეთ, იცეკვეთ

და ისევ – იარეთ, ირბინეთ, ისეირნეთ, ბადმინტონი იტამაშეთ, იხტუნავეთ, ივარჯიშეთ, იცეკვეთ

მოკლედ მოძრაობა და მოძრაობა ჩემო კარგებო არის ისევ ჩვენი ჯანმრთელობის და ფორმების გარანტი – მარტო დიეტა უარესს იზამს

გკოცნით

თაა

Comments

comments

27 thoughts on “დიეტა

  1. Taa says:

    პოსტი დაიწერა ჯუნას თხოვნით და ეძღვნება მას 🙂

  2. zicke says:

    საბედნიეროდ დიეტა არ მჭირდება, ვერ გადავიტანდი ^_^
    როცა მშია საშინელ ხასიათზე ვარ, ბევრს ვბუზღუნებ და ყველაფერზე ვღიზიანდები :). ისე რაც სასარგებლო საკვებში გაქვს ჩამოთვლილი ყველაფერი მიყვარს და ძირითადად მასე ვიკვებები + უშაქრო ყავა

  3. Taa says:

    zicke

    შენ რა დიეტა გინდა?
    გადასარევ ფორმაში ხარ

  4. Lord Vader says:

    მე შოკოლადის დიეტაზე ვარ.

    ცოლ-ქმარი პლიაჟზეა წამოგორებული და მზის აბაზანებს იღებენ. ქმარი აქეთ-იქეთ აცეცებს თვალებს და ქალებს აკვირდება.
    ცოლი ბრაზობს:
    – ნუ გავიწყდება, საყვარელო, რომ დაქორწინებული ხარ!
    – მერე და რა? შენ რომ დიეტაზე ხა, განა მე გიკრძალავ მენიუში ჩახედვას?

  5. Curly Eko says:

    რატომღაც არ ეჭირება მთლიან ლინკს 😛

  6. ჯუნა says:

    თაა დიდი მადლობა გამიხარდა)) ვცდილობ ვცდილობ…. ეს ყველაფერი თეორიულად იმდენჯერ გამიგია მაგრამ შენგან რაღაც სხვანაირი ეფექტი აქვს))

  7. Taa says:

    Curly Eko

    კიი 🙂
    მე ვარ 🙂
    რა კარგი აპარატით იღებდა ის გოგო და რა ბანძი სურათებია 🙁

  8. Roisin says:

    რა საყვარელი ხარ:)შენ არ იცი, რა გულზე მომეშვა ეხლა (დიეტაზე მყოფ ადამიანს) და რა სიამოვნებით ვაპირებ მივირთვა ჩემი უსაყვარლესი მოხარშული კარტოფილი.
    მეზიზღება დიეტა, მაგრამ უფრო ზედმეტი წონა :))))))

  9. sophya says:

    სხვათა შორის, ერთი ახალი და კარგი დიეტა ვიცი. უფრო სწორად უფრო არის ჯანსაღი და რეჟიმული კვება, რომელიც კარგ შედეგს იძლევა. დღეში 4-5ჯერ კვება. დილას ჰერკულესი ან მოხარშული კვერცხი, 11-ზე ბანანი, 2-ზე სალატი და ბუტერბროდიც შეიდზლება, ან მოხარშული ხორცი, 5-ზე ხაჭო, ან მაწონი, 8-ზე სალატი მსუბუქად და ძილის წინ რამე ხილის წვენი.
    ჩემმა თანამშრომელმა ამით 1 კვირაში 3 კგ დაიკლო. რაც მთავარია ასეთი ხშირი, ცოტა-ცოტა, ჯანსაღი კვება უნდა აქციო ცხოვრების წესად და თან თუ ივარჯიშენ ყოველთვის ფორმაში იქნები ადამიანი.

  10. khatiaa says:

    ახლახანს გადმოვწერე ცნობილი ინსტრუქტორის (სახელი დამავვიწყდა) ვიდეოები სპეციალურად მშობიარობის მერე და უნდა შევუდგე ვარჯიშს 🙂

    დიეტა მკლავს, თუმცა არასოდეს დამიცვია მკაცრი, უბრალოდ ვზღუდავ ხოლმე ცომეულს

  11. Taa says:

    khatiaa

    რაღა დროს მშობიარობის შემდგომი ვარჯიშებია
    უკვე სრულფასოვანი ვარჯიშით შეგიძლია დაკავდე

  12. Daduna says:

    მე დავდივარ ყოველდღე Curves-ში და TenExclusiveSpa-ში ვიკეთებ მასაჟებს, ვცდილობ ვიკვებო ზომიერად (დიეტაზე არ ვჯდები, პოსტში აღწერილი მიზეზებისდა გამო), დავისახე გეგმა თვეში 1კგ, ნელა მაგრამ სამუდამოდ დავიკლებ 🙂 (20კგ მაქვს დასაკლები მშობიარობის შემდეგ)…

    პრინციპში ერთ თვეში დავიკელი 1 კგ, 1სმ მკლავზე, 4სმ მუცელზე და წელზე, 2 სმ თეძოზე და ბარძაყზე… მგონი არ არის ცუდი შედეგი

  13. Taa says:

    Daduna

    ძალიან კარგი გზა აგირჩევია
    ვამაყობ შენით

  14. khatiaa says:

    იმიტომ მომწონს რომ განსაკუთრებული ყურადღება პრესს ექცევა 🙂

  15. sophieee says:

    ვისაც წონის პრობლემა გაქვთ, გირჩევთ რომ წახვიდეთ ბორმენტალში, უამრავი დიეტა დამიცავს, მარა მერე ისევ უკან ამიკრეფავს კილოგრამები, რეკლამა არ გეგონოთ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევთ. ცოტა ძვირი კი დაგიჯდებათ, მაგრამ ნამდვილად ღირს. შედეგი გექნებათ უზარმაზააააააააარი :D:D:D:D

  16. Lord Vader says:

    ახენის უნივერსიტეტის კლინიკის ხელმძღვანელი დოქტორი იურგენ ფლუგე ამტკიცებს, რომ ვუვუზელა ათავისუფლებს ცელულიტისგან.

  17. Taa says:

    Lord Vader

    ტვინი წაიღეს უკვე 2 დღეა ვუზვუზელებით
    ყველამ 😀
    უყვართ ამ აფრიკელებს ეს ინსტრუმენტი და აცალეთ ვაა
    ავა იმათ კითხე ჩვენი გუდასტვირი თუ მოსწონთ :დ

  18. ნინი says:

    მინდა დავიკლო ერტ კვირაში 10 კილო

  19. Taa says:

    ნინი

    ეგრე არ ხდება გენაცვალე 🙂
    1 კვირაში 10კილოს შიმშილობითაც ვერ დაიკლებ და რატომ უნდა მოიკლა თავი?

  20. გვანცა says:

    როგორ მინდაა გახდომაა.. :((( მხნეობაზე ვარ და მშველის კარგაად.! თქვენს გირჩევთ ვინც ჩემნაირად ხაართ,,,, :***

  21. ლიკა says:

    საბედნიეროდ ბევრს ვჩამ მითუმეთეს შოკოლადს და შაქრიან საკვებს ვგევბულობ მაგრამ არ ვსუქდები 😛 😀

  22. ნუცი says:

    ამმ ტექსტს ვიყენებ პპრეზენტაციისთვის, უღრმესი მადლობა

  23. Lora Cqvitaia says:

    ra gavaketo im shemtxvevashi tu iseti samsaxuri maq ro 9 satidan sagamos 9 satamde vzivar komptan da vmushaob chamit kide marto ertxel zlivs vaxerxeb ro vchamo marto imito ri guli ar camivides

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *