SUMMER ACCESSORIES 2010

ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა ჟურნალი IN STYLE და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი საინტერესო პოსტის წყაროდ შემიძლია გამოვიყენო

ზაფხული უკვე “в самом разгаре ” როგორც რუსები ამბობენ, ქალაქში უკვე უამრავი გარუჯული სხეული დადის. სამშაბათს შუადღეზე კუს ტბაზე ვიყავი ასული საქმიანი შეხვედრა მქონდა და უამრავ “მოზაგრავე” ადამიანს გადავეყარე.  ძალიან მენატრება დღის ცხოვრება, აი ვერ წარმოიდგენთ რა ძალიან მაგრად. საღამოობით კი ბატონო პრობლემა არ მაქვს მითუმეტეს ახლა როცა ვიკი დასასვენებლადაა, მაგრამ დღისით სამწუხაროდ 10-19 საათებში გამოკეტილი ვარ ჩემს ციხე სიმაგრეში და ცხვირს ვერ ვყოფ გარეთ.

ოთხშაბათს საღამოს დაბადების დღეზე ვიყავი, საკმაოდ დიდი წვეულება იყო და ჩემდა სამწუხაროდ აღმოვაჩინე რომ ერთადერთი ქატქათა ვიყავი და თეთრად ვანათებდი ამდენ გარუჯულ სხეულს შორის.

მოკლედ გარუჯვა მენატრება, აუზი და კიდევ ერთხელ ზაფხულის დღის ცხოვრება, ცურვა, ცივი ხილის კოქტეილები, საცურაო კოსტუმების გამარიაჟება :დ (თუმცა ამ წუთას ერთიც კი არ გამაჩნია 🙁 ) და წყლის სასრიალოები.

დიდი “შურით” ვკითხულობ ხოლმე ფორუმებზე და ფეისბუქზე აუზზენამყოფი ან აუზზემიმავალი ხალხის სტატუსებს და ველოდები ჩემს დროს 🙂

მანამდე კი სანამ თეთრი და ციხეში გამომწყვდეული ვარ – დავწერ 2010 წლის ზფხულის აქსესუარების შესახებ, ჟურნალ IN STYLE-ს მიხედვით

1. შლაპა,

რომელიც მე უკვე ვიყიდე, ულამაზესია, თუმცა უფრო კლასიკური ვიდრე ვთქვათ საპლაჟედ შეიძლება გამოიყენო ადამიანმა

2. საზაფხულო ფეხსაცმელი ახალი კოლექციებიდან

ჟურნალში 27 ვერსია არის მოცემული, მე მხოლოდ რამდენიმე ავარჩიე

Diane von Furstenberg

BCBGeneration

Luxury Rebel

Chloé

Kelsi Dagger

Cole Haan

ეს მომწონს ძალიან

3. მზის სათვალე

D&G, $159; &  Top Shop, $30;


Fendi, $195; &  Kate Spade, $160;

Diane von Furstenberg, $125;  & Ralph Lauren, $109;

Burberry, $200;  &  Kenneth Cole, $55;

Marc by Marc Jacobs, $98;  &  Michael Kors, $89

4. სამკაული

Nine West ყელსაბამი

Kate Spade სამაჯურები

Topshop ბეჭედი

5. ჩანთა

Spiegel Beach Bag.

6. თმის აქსესუარი

Ann Taylor აბადოკი

BONUS

Elle MacPherson & Eva Mendes SUMMER OUTFIT

BONUS 2

Zimmerman 184$

Letarte by Lisa Cabrinha 168$

Kenneth Cole 102$

Adidas by Stella McCartney

Comments

comments

13 thoughts on “SUMMER ACCESSORIES 2010

  1. Taa says:

    პეპი

    ვაიმე როგორ მომწონს იციიიიიიი
    ვგიჟდები
    მაგრამ ეხლა შესაბამისი ტანსაცმელი არ მაქვს
    უბრალოდ გულმა არ მომითმინა რომ არ მეყიდა

    აი ვიკიკოს აქვს ახალი კაბა სუფთა საშლაპე
    ვიკის ვუყიდე წინა კვირას შლაპა
    ეხლა ვფიქრობ დაახლოებით ეგეთი კაბა ხომ არ შევიკერო და ჩემს ცუცქნასთან ერთად ვიფარფატო ეგრე გამოპრანჭული 🙂

  2. Taa says:

    ზევით რომ ლიმნისფერი კუპალნიკია ისე მომწონსსსსს 🙂

  3. zicke says:

    სათვალეები ლავ გნსაკუთრებით ბოლო ორი^_^

    ერთ კვირაში უკვე ზღვაზე ვიქნები Happy, შვებულებას ვიღებ 18 დღეს 🙂

    ვიკი რა ტიპი იქნება შლაპოჩკაში 😀 საყვარელი ლამაზუნა

  4. zicke says:

    Taa

    ქობულეთი, ბათუმი 🙂 ჯერ ქობულეთში წავალ და მერე ბათუმში. მთლიან შვებულებას ვიყენებ, როგორც წესი ზამთარში, ახალი წლისთვის სამსახურში იმდენი საქმეა რომ წასვლას ვერ ვახერხებ ვერსად და სულ მეკარგება შვებულების დარჩენილი დღეები, ამიტომ გადავწყვიტე ახლა გამოვიყენო ბოლომდე, თან ბანკისთვის მკვდარი თვეები იწყება

  5. antimelancholy says:

    ბოლო ტყაპუჭმა & მეორე კუპალნიკმა ფრიად მომხიბლა))

    თაა ადრე გათხოვებამდე სოლარიუმში აქტიურად დადიოდი აი მაშინ ტურბო სოლარიუმები & ტურბო მანქანები რომ ახალი ხილი იყო 😀 😀 😀

    & ახლა რატომ აღარ ?? ნუ შარშან არ გეზაგრებოდა ზაფხულში მარა წელს?

  6. Nina Gorecki says:

    Kate Spade მიყვარს.
    ერთი წელია დასავლეთში ძალიან ცუდ ტონად ითვლება მუდმივი რუჯი და რა განერვიულებთ? 🙂

  7. Taa says:

    Nina Gorecki

    სად ცხოვრობ ნინ?
    შენ რო მე გყავდე ნანახი მაგას არ მეტყოდი
    ისეთი ქაღალდივით თეთრი ვარ რო რუჯის გარეშე “ნიკაკ” ზაფხულობით
    ელემენტარული ფეხს ვერ ვაჩენ ხოლმე ავტორუჯის გარეშე ისეთი ქათქათა ვარ :დ

  8. Nina Gorecki says:

    თბილისში ვარ, მაგრამ რადგან მარი კლერში და ვოგში დიდი ხანია აღარაა შოკოლადისფერი ტენდენციები, ღია ოქროსფერ ავტორუჯს ვხმარობ

    ეხა სექსის პრემიერაზე ძალიან ტალახისფერი გოგოები რომ იყვნენ, გავგიჟდი, Fashion TV-ს მაინც არ უყურებენ ხანდახან ))) ძალიან ძალიან ცუდი ტონია 🙁

  9. Taa says:

    Nina Gorecki
    ზუსტად მაგ მიზეზით მინდა ზღვაზე წასვლა სწორედ 1 კვირით
    რომ გავოქროსფერდე და არ დავიხრულო
    თან ესტეს ძალიან მაგარი კრემი ვიყიდე გოლდი- და ერთი სული მაქვს რუჯის მერე როდის წავისმევ 🙂

  10. მოდელი გოგონა says:

    შლაპები არ მომიხსნია მთელი ზაფხული
    ძალიან მიყვარს და ძალიან მიხდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *