BE OBSESSED 2

რა ვქნა 🙁

ძალიან მიყვარს ლამაზი ნივთები, გუშინ წარმოვიდგინე რომ უკვე შვებულება აღებული მაქვს და ნუ თურქეთში მინიმუმ მივდივარ დასასვენებლად და მილიონი საცურაო კოსტუმის ვერსია განვიხილე 😀

+ სათვალეები, + შლაპები და პირსახოცები

ხოდა გამოვფენ ლამაზ ნივთებს ცოტას კიდევ 🙂

1. Bottega Veneta Cocolave Crocodile Tote

სხვათა შორის გუშინწინ ვათვალიერებდი 2006 წლის ვოგს და იქ ზუსტად ეს ჩანთა ვნახე ოღონდ ყავისფერი … ეს ჯობია

და საერთოდაც ვენეტა ძალიან მიყვარს, მისი კაბები მომწონს საოცრად

2. Derek Lam Tizia Sunglasses

3.Prova Animal Print Scarf

4.Gucci The New Bamboo Bag

5.Lanvin Escarpin Bride et Chaine heels

6. Janis Proviso Lavender Jade Necklace

7.Mia Fossagrives-Solow Zodiac Bracelet

8.Monique Pean Pink Tourmaline and Gold Bib Necklace

ესეთი პოსტები კარგ ხასიათზე მაყენებს 🙂

და ყველაზე მეტად მიყვარს ასეთი რამეების თვალიერება ინტერნეტში

Comments

comments

18 thoughts on “BE OBSESSED 2

  1. Maka Asatiani says:

    გუჩის ჩანთა!
    პ.ს. მარტო შენ კი არ გიყვარს ასეთი რამეების თვალიერება :))) :*

  2. ჯუნა says:

    მეც ძალიან მიყვარს)) მაგრამ ზოგ შემთხვევაში ფასები ცუდ გუნებაზე მაყენებენ ხოლმე))

  3. თათუკაა )) says:

    მეც ზუსტად ეგრე ვარ:) ვგიჟდები რაღაცეების თვალიერებაზეე..:) ძაან მომეწონა 5. 6. 7. 8. : )) და ძაან ძვირი ღირდა ხო? :)))

  4. ToJiNa.Tk says:

    :X :X :X

    მეც ძალიან მიყვარს ასეთი რამეების თვალიერება! 😛 😛 😛

  5. Taa says:

    თათუკა

    კი საკმაოდ 🙂
    მადლობა კომენტარებისათვის?
    გიცნობ?

  6. Curly Eko says:

    აუ ლანვინის წლევანდელი კოლექციის ფეხსაცმელებზე უბრალოდ ჭკუა მეკეტებააააა 🙂 მინდა მინდააა 🙁

  7. თათუკაა )) says:

    არაფრის:)))
    არა =)) არ მიცნობ. უბრალოდ, ზედმეტად მივეჩვიე შენ ბლოგს:)) მართლაა აქტიური მკითხველი ვარ, მომწონს როგორც წერ. რაც ყველაზე მთავარია მხიარული ჩანხარ და მეც ზუსტად ეგეთი ვარ:)) ბლოგსაც ეტყობაა <3 მოკლედ შენი ბლოგი ნარკოტიკივითაა )) მიჩვევა იცის ისე რო ვეღარ გადაეჩვევი. არქივიც კი გადავიკითხე. :))
    და ვგიჟდები შენ შვილზე. პატარა პრინცესაა:)
    და ვაიმე რამდენი ვილაპარაკეე:))

  8. Taa says:

    თათუკაა ))

    ძალიან ძალიან დიდი მადლობა 🙂

    Curly Eko
    მე ლაბუტენის
    ხანდახან რომ ვფიქრობ ფანატიზმში გადამდის ხოლმე მისი ფეხსაცმლის სიყვარული
    რომ იცოდეს როგორ მიყვარს 1 ცალს გამომიგზავნიდა 😀

  9. Curly Eko says:

    😀 Taa ეგ კიდევ დგას და ბარბებისთვის ჰქმნის ფეხსაცმელებს, ეჰჰჰ…სადაა სამართალი 😀

  10. Taa says:

    Curly Eko

    ხოოო 🙁
    ეჰჰჰ კრისტიან, კრისტიან
    გადმომხედე შენი მოწყალე თვალით და გამომიგზავნე 37 ზომა ფეხსაცმელები

    ხოდა ლანვინს რაც შეეხება ეს 2 არის ჩემი ფავორიტი

    http://www.mycolorfashion.com/wp-content/uploads/2010/03/Lanvin-2010-Spring-Womne-Shoes-Collection1.jpg

    http://goddesstasha.com/onlyhighheelsblog/wp-content/uploads/2010/03/Lanvin-Spring-2010-Shoe-Collection-20.jpg

  11. David says:

    რატომ გიყვართ ქალებს ამდენი უსარგებლო ნივთის ქონა?

    აი ამათგან მარტო
    Janis Proviso Lavender Jade Necklace – ეს მომეწონა

  12. katia says:

    ძალიან ლამაზი ჩნთებია თუმცა ფასი მართლაც რომ ჰმმმ … :))))
    თუმცა თბილისშიც შეგვიძლია მივმართოთ ლოკალ დიზაინერებს, (არის რამოდენიმე საკმაოდ კარგი) და სულ რაღაც ერთი ფოტოს დანახვით მათაც შეუძლიათ შემოგვთავაზონ და შექმნან სურათთან მაქსიმალურად მიახლოებული ნივთი (იქნება ჩანთა, ფეხსაცმელი, კოფტა თუ სხვა 🙂 ) აი ერთ ერთი დიზაინერის შემოქმედება, რაც მართლა ძალიან მომწონს:)
    Salledemode
    იხილეთ ლინკი FB-ზე 🙂
    http://www.facebook.com/search/?q=&init=quick&sid=0.7325446581182754#!/photo.php?pid=4295388&id=53622521722&ref=fbx_album&fbid=375170296722

  13. Taa says:

    katia

    მადლობა 🙂
    შეიძლება მაგის მოფიქრება 🙂
    მაგრამ ეს კონკრეტული ჩანთები ვინმეს შეკერილი სასაცილო იქნება მსუბუქად რომ ვთქვა
    გუჩის და ვენეტას რო ვიღაცას შეაკერინებ – რავი, მე არ დავიჭერდი ეგეთ ჩანთას 🙂

  14. ნუცა says:

    ლამაზი და მდიდრული ნივთების ფანი ვარ

  15. ირინკა says:

    katia-ს ვეთანხმები, თუ დიზაინერის ლამაზი ნივთი(ჩანთა, ფეხსაცმელი) მისი ლოგო უნდა ედოს და მისით ამაყობდე და თუ აქ შეკერვაზე მიდგება საქმე მაშინ საკუთარი დიზაინით, რაიმე “ჩემსას” შევაქმნევინებდი, ვაიმე ამ ბოლო სიტყვის წერისას ბევრი ვიფიქრე, რამდენად სწორი იყო:D:D:D

  16. Taa says:

    ირინკა

    რაიმე “ჩემსას” შევაქმნევინებდი

    გეთანხმები 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *