თმის მოვლის საშუალებები ბავშვებისათვის

მინდა ეს თემა ყველაზე უსაყვარლესებს მივუძღვნა.

ამ წუთას ისე მენატრება ჩემი შვილი რო რავი, რაღაც არანორმალურად, გუშინ ნანისთან დარჩა და რომ ვეკითხებოდი რას შვებოდა მეთქი, ტელეფონს აიღებდაო და დედა დედაო გეძახდაო. გული მომიკვდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაღაც მონსტრი წარმოვიდგინე ჩემი თავი. ერთი ციდა უსაყვარლესი არსება, რომელსაც ყველაზე უფრო უყვარხარ და სულ ენატრები და სულ შენთან უნდა ყოფნა 🙁 არადა არც ლაპარაკი იცის რო ეს ყველაფერი გამოხატოს და გისაყვედუროს. და ასე გამოხატავსთავისებურად, ტელეფონს იღებს და დედას ეძახის 🙁

ყველა ჩვენგანს ყველაზე მაეტად თავისი შვილი უყვარს და ზრუნავს მათზე, ამიტომ მე შევეცდები დაგეხმაროთ და რაღაც პროდუქტები შემოგთავაზოთ ხოლმე ბავშვის მოვლის. ამჯერად თმის მოვლის საშუალებებზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

1. TruKid Silly Shampoo

ფასი: $9.99 at target.com

2. Method Kid Squeaky Green 3-in-1 Apple Shampoo

ფასი : $6.29 at target.com

ტანის დასაბანი, შამპუნი და კონდიციონერი ერთ ფლაკონში, აბსოლუტურად არა ალერგიული და არაცრემლმდენი. უსაყვარლესი ვაშლის არომატით

3. Paul Mitchell Baby Don’t Cry Shampoo

ფასი: $11.95 at fragrancenet.com

საუცხოო სუნით გამორჩეული ასევე ანტიცრემლმდენი

4. L’Oreal Kids Extra Gentle 2-in-1 Shampoo, Burst of Strawberry

მარწყვის სუნი პატარა მარწყვებისათვის

5. L’Oreal Kids Tangle Tamer, Burst of Sweet Pear

6. Suave for Kids Detangling Spray, Awesome Apple

ფასი: $6.29 at drugstore.com

7. Suave for Kids Free and Gentle 2-in-1 Conditioning Shampoo

8.Suave for Kids 3-in-1 Shampoo, Conditioner, & Bodywash, Wacky Melon

Comments

comments

16 thoughts on “თმის მოვლის საშუალებები ბავშვებისათვის

  1. ნინა says:

    და თათ სად შეიძლება ვიყიდო მაგ: Paul Mitchell Baby Don’t Cry Shampoo

  2. ეკა says:

    მაგ შამპუნებით მეც კი დავიბანდი თავს:))თან ძაან უხდება ჩემს თმას ბავშვის შამპუნი

  3. Curly Eko says:

    აუ ვგიჯდები ბავშვების რაღაცეებზე, რა საყვარელი სუნი აქვს ყველაფერს 🙂 მე კიდე ვკვდბეი ხოლმე თბილისში ხვეული თმის ნორმალური შამპუნების ძებნით. არაფერი არ აქვთ ხოლმე უკოშმარესი სანსილკის გარდა 🙁

  4. Lord Vader says:

    ის რეკლამა გამახსენდა:
    მისტერ ჯონსონ, დედაჩემი ისევ ხმარობს ჩემს შამპუნს 🙂

  5. მაო says:

    ისე საყვარლად გეძახდა დედა-დედაო, ხან თათა-თათაო :(:(:( ვიდეო დასტურიც მაქ 😀

  6. Taa says:

    Curly Eko

    სანსილკიიიიიიიიი 🙁
    რას ერჩი თმას?

    Lord Vader
    მიყვარდა ეგ რეკლამა ძალიან

    მაო
    ხოო, საკვარელი, ვენატრებოდი. ზატო დღეს არსად არ გავუშვებ, მთელი დღე მე მეყოლება 🙂

  7. Lord Vader says:

    ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როცა ქართული დუბლიაჟი რეკლამის არის ძალიან კარგი.

  8. Curly Eko says:

    Taa ხოდა არ ვხმარობ მაგ სანსილკს 😀 ერთხელ მივქარე და სულ თავბედი ვიწყევლე, ეგეთი საშინელება არაფერი მინახავს. ხოდა მიწევს ხოლმე ჩვეულებრივი არახვეული თმის შამოუნების ყიდვა ხოლმე, არადა სპეციალურით მაინც ბევრად უკეთესად მიდგება რა 😛

  9. Taa says:

    Curly Eko

    მეც ხვეული თმა მაქვს
    ადრე არ ვისწორებდი და მახსოვს კიევიდან ჩამოვიტანე 3 ფლაკონი შამპუნი სპეციალურად ხვეული თმისთვის
    ზამთარში შეიძლება მომიწიოს წასვლა და თუ დავწერე მივდივარ მეთქი აუცილებლად შემახსენე – მაგის ჩამოტანას არ დაგზარდები არანაირად

  10. Curly Eko says:

    Taa რა საყვარელიიი ხარ, გმადლობთ :*:*

  11. პიპა says:

    არაჩვეულებრივები შამპუნები და თმის detngler-ები აქვს -California Baby, Jason Natural Cosmetics.შამპუნები კიდევ ამათი მომეწონა Mustela, Burt’s Bees

  12. ქეთი says:

    თათა მარტო პატარებისთვი კი არა დიდებისთვისაც კარგი იქნება თუ შემოგვთავაზეებ ამ პოსტს

  13. კესო says:

    ძალიან სასარგებლო პოსტია
    მადლობა, დამეხმარა ძალიან

  14. ნენე says:

    რა საყვარლობებიაააააააააააააააა
    მომინდა ბავშვის ყოლა – შენნაირი თუ მეყოლება ხო საერთოდ

  15. ნინჩო says:

    MotherCare ვიყიდე თათ შენი რჩევით
    მართლაც არნახულად კარგი შამპუნია 🙂
    ლამის მეც დავიბანე მაგითი 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *