ცხოვრების გარკვეულ პერიოდზე, მას შემდეგ რაც შენი მუცელი უზამაზარი იყო და დაიჩუტა - თქვენ ხვდებით რომ თქვენ კიდევ ერთ ადამიანზე აიღეთ პასუხისმგებლობა, ზრუნვა და სიყვარული.
ხოდა ამ პატარა ადამიანს ყველაფერი იგივე უნდა რაც თქვენ: კვება, ჩაცმა, ბანაობა, დასვენება, გართობა (თამაში) და ასე შემდეგ…
ფორუმის დედების განყოფილებაში თითოეული ამათგანისათვის ცალკე თემა გვაქვს მიძღვნილი და ვქაქანებთ, ვქაქანებთ ენებს არ ვაჩერებთ (უპს -თითებს არ ვაჩერებთ
)
ამათგან ჩემთვის ყველაზე საყვარელი თემებია დასვენება და Baby Fashion. ყველას გვინდა რომ ულამაზესად ჩაცმული ბავშვები გვყავდეს და რას არ ვაკეთებტ ამისთვის, ვყიდულობთ ფასდაკლებებზე, ვიწერთ ინტერნეტით, ვუზიარებთ ერთმანეთს ლინკებს და ათასი წვრილმანი კიდევ.
ამ ბოლო დროს ვიკიკოს იმდენი ტანსაცმელი დაუგროვდა რომ სად რა წავიღო აღარ ვიცი, გუშინ გადავაწყვე და ცოტა თბილები ან ცოტა დიდები კანდელაკზე უნდა გადავაბარგო თორე აქ უკვე აღარაფერი არ ეტევა.
შუა დალაგების პროცესში გადავწყვიტე რომ ყველაზე საყვარელი კაბებისთვის სურათები გადამეღო და ჩემს ბლოგზე შემომენახა სახსოვრად, ეს ბლოგიც ხომ ნახევრად ვიკიკოსია, თვითონაც ხომ წერს ხოლმე, ხოდა ბარემ ეს თემაც ქონდეს.

გუშინ კიკოს მაღაზიებში ფასდაკლებები დაიწყო, სამსახურის მერე გავქანდი ფეხსაცმელები ყიდვა მინდოდა და ვუყიდეთ ულამაზესი ფეხსაცმელი რომლის ორიგინალი ფასი იყო 177 ლარი
ძალიან სიძვირეა – და 50% იანი ფასდაკლებით ვიყიდეთ 88.50 ლარად
ყველაზე ულამაზესი რაც ვიკიკოს გარდერობს ამშვენებს არის დეიდას და დეაკოს ნაჩუქარი ულამაზესი კიკოს კაბა. მე რომ მქონდეს ეგეთი სიამოვნებით ჩავიცმევდი, საწუხაროდ ამაშიც კოლოსალური ფასებია გადახდილი თანაც არა ფასდაკლებაზე
ვაგრძელებ კაბების სერიას, თომას ნაჩუქარი საყვარლესი HELLO KITTY კაბა, ეს ჯერ კიდევ 3 თვისას ცავაცვი პირველად, გუშინ რომ მივაზომე ისეთი საყვარელი იყო, პამპერსიანი ტაკო უჩანდა
ამ სურათზე მაპატიეთ ბირკის მოხსნა დამავიწყდა
ეს ჩემი უსაყვარლესი კაბა
და ბოლოს თეთრი საქარწილო კაბა დიდი ვარდით და თვლებით გულზე, ვინმეს თუ დაგჭირდებათ გათხოვებთ :დ
აქ ამოვწურეთ სურათები – განსაკუთრებულები მხოლოდ ესენია, კიდევ ბევრი მაქვს ფავორიტი მაიკები და შორტები – ძირითადად ბენეტონის, ოლდნევის და კიკოს – შეიძლება იმათ შესახებაც ოდესმე მოვყვეთ
და ბოლოს თავად ქალბატონი “პიკლი” მამიდას ნაჩუქარი ქოლგით











ვიკი ვიკი ულამაზესი და უსაყვარლესი ხარ.ძალიან შემაყვარე თავი,დედიკოს უთხარი შენზე ბევრი დაწეროს ხოლმე.გკოცნი ჩემო ლამაზუნააა:***
ფეხსაცმელები ძაან ძერსკია მეც ჩავიცმევდი
& აი თეთრ კაბაზე გავჭედე))))))))))
სად უნდა ჩაიცვას ოღონდ?
:D
მე უნდა წავიყვანო მეჯვარედ & ქორწილში ჩავაცვათ
მაგ კაბაში რომ ვნახო შევისრუტავ ზედმეტი სუყვარულისგან ვიკუსიას )))
ვაიმე, რა საკალლებიააააა!!! :შ
ვაიმეე თომას ნაჩუქარი კაბაც მოხვდა სიაში
) როგორ გაუხარდა
)
მე უკვე გადავდე ცალკე თბილები. სამწუხაროდ ზოგი ისეთი მაგარი რაღაც ვერ ჩაიცვა იმის გამო, რომ მალე დაუპატარავდა
საყვარელი კაბუნებია, მეც უკვე დავიწყე ბაიას ტანსაცმელის არჩევა, რა ტანსაცმელიც მომწონს ზაფხულის არის, ჩვენ კიდევ ნოემბრისთვის ველოდებით. შემოდგომაზე თბილი და საყვარელი რაღაცები გამოჩნდება, იმედია
შენი მუცელი უზამაზარი იყო და დაიჩუტა მაგრი იყო
აი ჩემი მუცელია ახლა… 10 წლის წინანდელს თუ შევადარებთ უზარმაზარი… რო დაიჩუტება მერე დავწერ აშუშენიებს
beauty blog
ვინ ელოდება ბავშვს
Lord Vader
შენი რომ დაიჩუტება წყლების მაგივრად ლუდს დაღვრი
იმჰო
თითქმის ეგეთი გარდერობი ვიკიდე იკეა-ში თავის ლოგინიტ და გამოსაცვლელი მაგიდით სულ 300€ დამიჯდა და დზალიან კმაკოპილი ვარ:)))
ეხლა მეორესთვის ვემზედები:)))
და ძალიან მაგარი გარდერობი აქვს
კიკოს თეთრი ბაჩები უზომოდ მომეწონა
ულამაზესი და უსაყვარლესი შვილი გყავს იციიიიი?
ჩემი ბიძაშვილის ბავშვის დაბადების დღე ახლოვდება
სად ვუყიდო ტანსაცმელი რას მირჩევ?
მადლობა ძალიან დიდი
მიხარია თითქმის ყოველ დღე რომ შემოდიხარ ბლოგზე და მიტოვებ კომენტარებს
ქარვასლაში მიდი ბავშვის მაღაზიები არის რამდენიმე და აარჩევ რამეს
ასეთი ლამაზი ბავშვი მთელს ინტერნეტში არ მოიპოვება სხვა
გაგიმართლათ შენ და შენს ქმარს
მეც მინდა შვილი, ოღონდ ცოლის გარეშე
ბოროტა
დიდი მადლობა
ერთადერთი კეთილი კომენტარია მგონი რაც დაგიტოვებია
და ცოლი თუ არ გინდა შვილი ვინ უნდა გაგიზარდოს?
მეც მინდა ეგეთი გარდერობი
აშკარად მინდა
რა მაგარი ფასდაკლებებია ბავშვების მაღაზიებშიიიიიიიიიიიიი