MARTINI PARTY @TAA

MARTINI PARTY @TAA იყო ქართველი ბლოგერი გოგონების შეკრება

რამდენი ხანია მქონდა ეს იდეა რომ შევკრებილიყავით ბლოგერები, გოგოები, და გოგოები და ბიჭებიც ერთად, მაგრამ ვერ ვახერხებდი ვიკიკოს გამო.

ამიტომ როგორც კი გავისტუმრე ვიკი, დავგეგმე ეს შეკრება ჩემთან სახლში. ფეისბუქზე სადაც ყველა ბლოგერია თავმოყრილი დავასტატუსე რომ ვაპირებდი ასეთი შეკრების ორგანიზებას და ვისაც გაქვთ სურვილი შემოგვიერთდით მეთქი და იმისათვის რომ დისკომფორტი არ გვეგრძნო ადგილის გამო დავწერე მაქსიმუმ 10 ადამიანითქო. საბოლოოდ მსურველი 12 აღმოჩნდა და შევთანხმდით დროზე …

7ზე სამსახურიდან გავქანდი სახლში რომ დროზე მიმესწრო, დ გოგონებიც ნელ ნელა მოვიდნენ, ჯერ ქეთი და ნასტასია, მერე მაკა, პიკოლინა, დოდკა, მაგდუ და ბოლოს ნინო.


სიტუაცია იყიო ძალიან თბილი, საყვარელი, შინაურული და გემრიელი. ბევრი დავლიეთ, ბევრი მოვწიეთ და უამრავი ვიჭორავეთ. მე პირადად ძალიან მაგრად მესიამოვნა და დიდი მადლობა ყველას მოსვლისათვის.

კიდევ კრეტეკების დეგუსტაცია გვქონდა, ყველას მოგვეწონა ზოგადად მაგრამ ზოგს უფრო სავი ზოგს უფრო ალუბლის.

მაგრამ ყველაზე ყველაზე მაგარი მაინც ვილი იყო, ჩვენი საღამოს პრინცი, უუუსაყვარლესი და უმაგრესი წყნარი ბაია, ვიკიკო რომ ყოფილიყო გადაგვდგამდა, ვილი ძალიან ჯიგრობაა ამ საკითხში :D თან ტავისით რო იძინებს ამან საერთოდ გამაგიჟა, მერე ცოტა რო დავბუხოვდი ვიკიკოს ნოსტალგიები შემომაწვა და ვილისთან მივქანდი, ვიკის საწოლში ეძინა – იმდენი ვეფერე და ვკოცნე რო რავი. მერე აქეთ გადმოვაწვინე და ერთად ვიწექით გემრიელად ჩახუტებულები, მაგრამ მერე ალბათ დასცხა და გაეღვიძა.  ისსე გამისწორდა ვილისთან ყოფნა რო გოგოებიც კი მივატოვე- მაპატიეთ :)

მერე კიდევ ერთი სურპრიზი მელოდა, დიმა მოვიდა და პოკერებში ვიყავიო და ჯეკ პოტი მოვიგეო. ისე გამიხარდააააა … ჭკუაზე არ ვიყავი. დღეს წავალთ ბოულინგს ვითამაშებთ ლექციის მერე.

უკვე გამიჩნდა მეორე შეკრების იდეაც, რადგან დოდკამ დაასტატუსა ფეისბუქზე უსინდისოდ ვჭამეთ კალორიული სნეკებიო, ამიტომ დამებადა იოგა ფართის იდეა. მაგრამ გამოდის რომ ბიჭებს ისევ განე ვტოვებთ და ერთხელაც იქნება ამიჯანყდებიან :( და კიდევ ერთი მინუსია ის რომ ადგილი არ გვეყოფა :( ვაირლეს სივრცე გვინდა სადმე ბუნებაში და დიდი პროექტორი და ძალიან მაგარი გამოვიდოდა, მაგრამ ალბათ ეს განუხორციელებელი დარჩება :(

This entry was posted in პირადი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to MARTINI PARTY @TAA

  1. BloggerGirl says:

    ალუჩები მეც მინდა :)

  2. antimelancholy says:

    კააააარგი იყო))))))
    მერე ცოტა მორიდებულად მოვდიოდი ვიღაც ბლოგერები & ჟურნალისტები უნდა დამხვდნენთქო ჩემთვის კუტხეში ვაპირებდი ჯდომას საწყლად, ეულად & შიგადაშIგ თაასთვის შემეხედა დაბნეული ტვალებით & მეზობლისბავშვური პოზით :D

    & ამ დროს სულ სხვა სიტუაცია დამხვდა & ფრიად გავ1ე.. საინტერესო მოსაუბრეები ჰართ)

    მარტინით,ვილით, კრეტეკით & ჩემი სუკენსინური ინტუიციით ყველაზე მეტად ვისიამოვნე ))

    გრანდიოზული მადლობა თაას & მის მეგობრებს…

  3. Taa says:

    antimelancholy

    ჩემი სუკენსინური ინტუიციით

    ხოოო, ეს პიკი იყო ნამდვილად

  4. :) )) ღადაობაა, რა მაგარი ინტუიცია ჰქონია :) )

  5. piccolina says:

    კარგი იყო <3
    კიდევ ბევრი ეგეთები გაასწორებდა

  6. Kate says:

    ძალიან კარგი დრო ვატარეთ.
    ძალიან ვისიამოვნე. კარგი მოსაუბრეები ხართ და მეც კარგი მსმენელი ვარ. :) )

    იმედს გამოვთქვამ, რომ მსგავსი შეხვედრა არაერთი გვექნება.
    ძალიან საინტერესო და საყვარელი ხალხი ხართ.

  7. Pingback: Djarum « Dream is Destiny

  8. Sweet says:

    მეც მინდოდა წამოსვლა მანდ მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე. სხვაგან ვიყავი სტუმრად და მთელი რიგი პრობლემები… :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>