არ შეიძლება რომ არ დავწერო ამ ფილმის შესახებ …
გუშინ ვიყავი ამირანში
სერიალს არც ერთი ამ ფილმთაგანი არ ჯობია, არც პირველი და არც მეორე
მაგრამ მეორე ფილმი აშკარად სჯობს პირველს, ჩემი აზრით
ერთადერთი არ მომეწონა დასასრული, დანარჩენი სიუჟეტი ძალიან ხალისიანი, ფერადი და მოდურია – როგორც ყველა სერია …

როგორც ყოველთვის ფუფუნებისა და ბრენდების პიარი …
შინაარსს არ მოვყვები რადგან უმეტესობა ალბათ აპირებთ წასვლას და ამიტომ არ არის სასურველი წინასწარ ყველაფრის ცოდნა …
მაგრამ ფილმში ძალიან ბევრი საგულისხმო დეტალია
ბევრი მომენტი შენს თავს გახსენებს
ძალიან ლამაზი სცენა იყო კარაოკეში რომ მღერიან, ასევე შუა უდაბნოში რომ საუზმობენ

ძალიან გიჟური სცენა იყო არაბი კაცებით გარშემორტყმულ სამანტა პრეზერვატივებით ხელში რომ ისტერიკებს აწყობს
და შეხვედრა აიდენთან, რატომღაც მეგონა რომ უფრო რთულ სიუჟეტს გააკეთებდნენ აიდენთან დაკავშირებით (მაგრამ ამ კაცმა ის ღიპი რით ვერ დაიგდო
) მაგრამ აიდენთანაც ძალიან მსუბუქად დასრულდა ყველაფერი.
ერთი სიტყვით გაერთობი ადამიანი მაგრამ კიდევ ვიმეორებ რომ სერიალში ბევრად მეტი დევს ვიდრე ფილმში. ფილმი რაღაც დოზით მაინც დაკვეთას გავს, თუნდაც აბუ – დაბის იმხელა რეკლამას უკეთებენ რო რავი – უზარმაზარს, მაიბახებს, ტანსაცმლის ბრენდებს – საოცარია და მუსლიმ ქალს თავისი ჰიჯაბის ქვეშ ვიუტონის ტანსაცმელი აცვია და სხვებიც რომ ბრენდებში არიან გამოპრანჭულნი
რა საცოდაობაა, ბასეინში რითი ბანაობენ მაგაზე საერთოდ აღვშფოთდი

დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმ სასტუმროში, 1 ღამე = 22 000$
და დიდი სიამოვნებით ვისეირნებდი აქლემებით

სხვა რა დავწერო არ ვიცი, ასე ერთბაშად არ მომდის თავში არაფერი
თუ რამე კონკრეტული დაგაინტერესებთ შეგიძლით კომენტარებში მეკონტაქტოთ, ხოლო საუნდტრეკები ფილმის კი იხილოთ აქ






ბასეინში კიარა ზღვაში მართლა მასე ბანაობენ
საშინელებაა როცა ამას ხედავ
ბასეინშიც
იქ იყო სცენა წყლის მატრასებზე წვანან ამით
The Guardians საშინელ რეცენზიებს წერს ამ ფილმზე. მე კი მგონია, მომეწონება, პერსონაჟები მიყვარს ძალიან. ვნახავ ამ დღეებში
Nina Gorecki
მიუხედავად იმისა რომ 2 საათზე მეტი გრძელდება და რაღაც მომენტებში იწელება
მაინც ძალიან მსუბუქი და სახალისო საყურებელია
მეც წავალ ამ დღეებში . იმედია კარგად გავერთობი. სერიალი არ ვიცი მაგრამ პირველი ფილმი მომეწონა
საუდუს არაბეთიში ქალები ჩაცმას არ იკლებენ მიუხედავად იმისქ რომ ეს კველაპერი ჩადრის და გდზელი ანაპორის ქვეშ იმალება:)) ფული აქვთ და ხომ უნდა დახარჯონ:)))). კინოსთვის ჯერ არ მიკურებია იმედია მომეცონება.
პირველი სერიის ნახვისას ზუსტად ეს ემოცია მქონდა.. მთავარი რაღაც აკლდა ფილმს: ურთიერთობები და გულახდილობა. სერიალში ეს ყოველთვის ჩანდა..მაგრამ მაინც მინდა ახალ ფილმზე წასვლა
ეგრე ირუჯებიან. და ეგრეც სექსაობენ… მარა მაინც მაგრად მრავლდებიან.
აი, ესაა გენეტიკა!
http://tiny.cc/600zc