სათაურების მოფიქრება მკლავს ხოლმე, ამიტომ დავარქვი სათაური
სამსახურში მილიონი საქმე მაქვს ამ ბოლო დროს და შესაბამისად ვერც ბლოგზე ვწერ აქტიურად, ვერ ფორუმზე, ერთადერთი ფეისბუქზე შევდივარ ხოლმე რადგან FEბლოგერების მცირე ფართი დავგეგმე ჩემთან სახლში და რომ ვაკონტროლო ინფორმაცია.
ეტყობა რაღაცნაირად განათებებისათვის აქტიური პერიოდია, ყოველდღე უამრავი ხალხია, უამრავი აქცია წამოვიწყეთ ჩვენც, საკმაოდ შეკვეთები შემოდის და ამის გამო სახლში მივდივარ ხოლმე გახუნებული
საღამოობით მე და დიმა პოპკორნს ვყიდულობთ და ფილმებს ვუყურებთ ხოლმე.
გუშინწინ Gmart-დავლაშქრეთ, სიმართლე გითხრათ მაინტერესებდა მართლა ასეთი დაბალი ფასები იყო თუ არა – და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ფასები ბევრ რამეზე (თუმცა არა ყველაფერზე) საკმაოდ დაბალია.
გუშინ სამსახურიდან ჰეარჰაუსში გავქანდი, სახე რომელიც დამატებითად ჯერ კიდევ 2 კვირის წინ უნდა გამეწმინდა – როგორც იქნა გავიწმინდე. მანამდე ვერ მივაღწიე, არადა ცხვირი და ნიკაპი დამატებითად მოითხოვდა გაწმენდას. ძალიან მაგარი სიამოვნება დამხვდა სალონის კოსმეტიკურ კაბინეტში , მასაჟორი ლეიბი უყიდიათ, წამოვწექი – პულტი ჩავიგდე ხელთ და სანამ ხათო სახეს მიწმინდავდა ძაააააააალიან მაგრად ვისიამოვნე, შეგიძლია მტელი ტანი ჩაურთო შეგიძლია ცალკეული ნაწილები, ყველაზე მეტად ფეხების და წელის მასაჟები მომეწონა, სახეს თუ გაიწმინდავთ ჰეარჰაუსში, აუცილებლად მოითხოვეთ რომ მასაჟორ ლეიბზე დაგაწვინონ.
მაგრამ ჩემი სიამოვნება მხოლოდ ამით არ ამოიწურა, იიიიიიიისეთი მასაჟი გამიკეთა ხათომ სახის, ყელის და დეკოლტესი რო ადგომა აღარ მინდოდა, სრულ კაიფში ვიყავი. თან რაღაც ძალიან მაგარი კრემით გამიკეთა იმიტო რო ჯერ კიდევ ყელზე და დეკოლტეზე მაქვს ბავშვივით დარბილებული კანი, მიუხედავად იმისა რომ ვიბანავე და ის კრემი ჩამოვიცილე.
კიდევ ერთი საინტერესო სიახლეც მაქვს, ვინც ფეისბუქს და ბლოგებს აქტიურად იყენებს თავადაც გაიგებდა რა არის კრეტეკი?
კრეტეკი - ეს მიხაკის ხის ნაყოფში გაზავებული უმაღლესი ხარისხის თამბაქოა. უგემრიელესი, და ძალიან არომატული. დღეს გვექმება დეგუსტაცია ჩემტან სახლში. გუშინ ვეწეოდი და ტუჩებზე ისეთი გემრიელი სიტკბო მრჩებოდა რომ მაშინვე გავიფიქრე – იდეალური სიგარეტია დიეტაზე ნყოფი ადამიანებისათვის. იმიტომ რომ როგორც წესით ის ვინც დიეტაზეა ტკბილ რამეებს არ ჭამს, ამიტომ აქვს შესაბამისად ტკბილეულის მოთხოვნილება. ხოდა მოწიეთ ეს სიგარეტი, და ისეთ გემრიელობებს იგრძნობთ ტუჩებზე რო ისიამოვნებთ და თან გრამითაც არ მოიმატებთ.
კრეტეკის შემადგენლობაში, როგორც წესი შედის თამბაქო და ერთი მესამედი მიხაკის ხის ნაყოფი, ხოლო დამატებითი არომატისთვის, ფილტრში ამატებენ ხოლმე სხვადასხვა რეცეპტით მომზადებულ სოუსს.

კონტინენტალში იყიდება და მე ორივე გავსინჯე, შავს ძალიან დერსკი და სექსუალური შავი ღერები აქვს, დიმას მივეცი დაევასა და თან საქმიანი შეხვედრებისათვის არის იდეალური, სიმპატიურიც და სიგარეტის სუნთ არ შეაწუხებ გარშემომყოფებს.
ალუბლის კი რომელიც ჩემთვის დავიტოვე არის ასევე ძალიან გემრიელი, მაგრამ ყავაზე არ მიდის არანაირად
მაგრამ სამსახურში შესვენებებზე და “პერეკურზე” იქნება ძალიან დერსკი, ლამაზი ღერები, ტკბილი გემო და არომატი. ჩავალ ცოტა ხანში მოსაწევად და გავტესტავ რა რეაქცია ექნებათ გარშემომყოფებს.
მოკლედ დღეს ჩემთან მომავალი ადამიანებისათვის დეგუსტაცია მექნება






ჰმ, ვატყობ მე კარგი საღამო იგეგმება
))))
ვნახოთ
ჩვენზეა დამოკიდებული
გუშინ გავსინჯე და ძალიან ძალიან მომეწონა
))) ჯერ ჩერი არ გამისინჯავს ოღონდ
))
კარგი რამე ჩანს მაგრამ იყოს არ მინდა არ გავსინჯავ
თათა და რა ჯდება ეგ სიამოვნება (სიგარეტი)
ნატა
3.5 ლარი
gabo
შენთვის არ შეიძლება
ააა მოვდივარ თათა
აუ სათაურებს ვიგონებ – ვსხლამ…
28 სათაური მაქ მოგონებული. ოღონდ, პოსტები ვერ მოვარგე ჯერ.
კრეტეკი არა ისა კიდე… პირდაპირ დაწერე რომ მარიხუანას ახვევ, ყველანი შენიანები ვართ.
მმმმ აი კრეტეკი რაღაც ძალიან გემრიელად გამოიყურება
Lord Vader
დიახთ,,, LEGALIZE