გამარჯობა,
მე დავბრუნდი ბორჯომიდან
გუშინ ჩამომაკითხეს დედიკომ და მამიკომ და წამომიყვანეს
უფფ, აქ როგორ ძლებთ, როგორ ცხელა, ძლივს დავიძინე გუშინ, სულ მცხელოდა
ბორჯომში რა კარგი იყო, გრილოდა და ციოდა და თბილად მაცმევდნენ და ღამეც კარგად მეძინა
და კარგადაც ვჭამდი, მაგრამ რაც არ მიყვარდა არ ვჭამდი და ძალით მაჭმევდნენ ხოლმე
ბევრს ვკატაობდი, სულ მინდოდა ბორჯომის პარკში წავეყვანე და კარუსელებზე დავესვი. დედიკო და მამიკოს სულ დავყავდი ხოლმე, ერთხელ ბებომ და ნანანა-მც წამიყვანეს
კიდევ იცით გურიაში ვიყავი ბორჯომიდან 2 დღით წასული
და ჩემი დედიკოს ბებიას იქ წიწილები ყავდა და იმათ ვეთამაშებოდი, კიდევ ღორებს დავსდევდი და კიდე ჩემი პატარა ჩაქუჩით ვთამაშობდი ხოლმე
ბორჯომის პარკში გამზომეს და 75 პინგვინი ვიყავი
დედიკომ მდინარესთანაც ჩამიყვანა და მანახა როდორ მოდიოდა ბევრი ნწა-ები. მე კიდე ერთი ნწა მაქვს ჩემს ბოთლში და ბებიკო მეუბნება ბოჩოლასავით სვამო
გუშინ დედიკო და მამიკო რომ ჩამოვიდნენ წავედით პარკში და მე საბაგიროთი ვიკატავე, პირველაც ჩემს ცხოვრებაში
მერე ავედით, ავედით და მივედით დიდ მთაზე. იქედან მთელი პარკი და კიდე მთელი ქალაქი ჩანდა. ძალიან მომეწონა ზევით კარგი იყო
მერე იქ ზევით იყო დიდი ეშმაკის ბორბალი და იქ დავჯექით და კიდევ უფრო უფრო მაღლა ავედით. ისე გრილოდა ზევით და იასეთი კარგი იყო
მერე კვადროციკლებზე ვიჯექით
უკანა გზაზე რომ მოვდიოდით ყველა მეფერებოდა და მეუბნებოდა რა საყვარელი და ლამაზი გოგო ხარო
მერე სახლში წამოსვლის დრო იყო, რაღაც ბოთლები ვიყიდეთ და წყლები ავავსეთ, ფუუ თბილი წყლები მოდიოდა. მერე ნანანამ ბამბის მაროჟნი მაჭამა და დედიკომ კიდე იხტუნავა მაღლა ჰაერში და ძალიან უხაროდა. მე კიდე ვიტირე ჩამოვიდეს დედიკო და ამიყვანოს ხელში მეთქი.
მერე სახლში ჩამოვედით, ცოტა ხანი ვითამაშე ახალი სათამაშოებით რაც დამახვედრეს, მერე შემწვარი კარტოფილი ვჭამე, ვიბანავე და დავიძინე



























ვიკიიიი რა საინტერესო ამბები გაქ:)
მოკითხვა თაას
შემოგევლე რა ძალიან მაგარი სურათებია
) დაგცხა პატარა?
საშინელებაა აქ. აბა ჩემს პატარა ცხოველუკას შანსია ეგრე ვერ ვაჩერებთ ვანაში
სამ ადამიანს გვიჭირავს, ხტუნაობს, თამაშობს, სრიალდება…
მოგვენატრე ვიკიკო
ვაიმეეე, გენაცვალეეე, საკალელი ეგ! :* :* :*
რა საყვარელია)) რაღაც ძველ ფოტოებთან შედარებით გაზრდილი მეჩვენება
ვაიმე, პირველი ფოტო <3 <3 <3
აი, როგორ მიყვარს იცი ვიკი? წარმოიდგინე თა, სხვისი შვილი რომ იყოს და შენ ისევე გიყვარდეს, როგორც ახლა, რა ძნელი იქნებოდა შენთვის. ხოდა ასე ვარ მე : D
უღრმესი და უკიდეგანო მადლობები ყველას
♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥
ამ ბავშვის ფოტოებს რომ ვუყურებ გულში მთბება საოცრად, რაღაც სხვანაირი ბავშვია მარტო ლამაზი კი არ ა, ტიპია რა ვაბშე სხვა..
ჩემი დაქალუშკა :*:*:*
ხოდა რა დაგიშავეთ რიჩკოებო ამ სიცხეში კიდე გულის დათბობები მინდა??? )))))
დიმას აცვია ყველაზე მაგარი მაიკა:D
ვაიმეეეეე რა სიცოცხლეა, პირველ ფოტოზე გავჭედე :* დიდი გოგო გაიზარდე ვივიკო
ყველაზეე ლამაზი რიჟიკა ხააარ, შემოგევლე შენ :*:*:* მომენატრეეეე :*:*:*:*
antimelancholy
ხოოოოო
მაგ მაიკას ვინახავ
ოდესმე მილიონად უნდა გავყიდო
მაო
გესტუმრება პარასკევს
დიდი მადლობები ყველას ჩემო გოგოს სიყვარულისთვის
Nice
როგორი საყვარელი და თბილია ^_^
უსაყვარლესი შვილი გყავთ