პურის რიგები გახსოვთ?

გახსოვთ საათობით გატარებული დრო პურის რიგებში? სიცივეში და სიცხეში? გახსოვთ ის საოცარი დრო, დედა რომ შვილს ცვლიდა რიგებში, ძმა დას და ბებია -ბაბუას. მე დავიწყებული მქონდა, მაგრამ ისეთი სიცხადით მომიწია გახსენება- რომ 7 ივლისის მერე სარფის განშვები საბაჟო ჩემთვის “ულიცა ვიაზოვ”-ზე დიდ კოშმარად იქცა…

მოკლედ, 7-ში დილით ლუკს კარადენიზის ძალიან კომფორტული ავტობუსით გამოვგაზეთ ანტალიისკენ, ვიკლი მთელი გზა ფანტასტიურად იქცეოდა, ტიკტიკებდამ, ცეკვავდა ყველას უცინოდა – მთელს ავტობუსს ისე შეაყვარა თავი რო ლამჩხუთში დედაჩემი რომ დამხვდა და ვიკლი რომ დავუტოვე მთელმა ავტობუსმა მოიწყინა და მძღოლი კიდე “გიუზელ ჩოჯუკს” ხელზე კოცნით დაემშვიდობა და მთელი გზა მახსენებდა რა ლამაზი და საყვარელი შვილი გყავსო…

გზა ძალიან გაიწელა, ხან სად გააჩერა ხან სად და ბოლოს სადღაც 6ის ნახევარი იყო სარფის საბაჟოს რომ მივუახლოვდით და ჩვენი გამცილებლის შორენას საკმაოდ შეშფოთებული ხმა რომ გავიგეთ – ვაიმე აქ რა ხდება ამ რიგს მინიმუმ 3 საათი ვერ გავივლითო და მახსოვს ტანში დენმა რომ დამიარა. ავტობუსი გააჩერეს მგზავრები გადმოგვსვეს და ერთადე რაც დავინახე იყო ხის ქვეშ რიგივით მდგარი 60მდე ადამიანი და შორენას მისამართით გავიფიქრე ეს ქალი უბერავს ეს რიგი 15 წუთში გაივლის მეთქი და ძალიან თვინიერად დავდექი რიგში …

დაახლოებით 10 წუთის მერე ერთი ნაბიჯითაც რომ ვერ დავიძარით წინ, ჩემი და გაქანდა რიგიდან და წავედი მე შლაგბაუმის იქეთ დავჯდებიო და აი მანდ მოხდა რაც მოხდა …. აღმოვაჩინეთ რომ ეს 60 კაციანი რიგი იყო მზოლოდ დასასრული და წინ სპეციალურ რიგში რომელიც გამოყოფილი იყო კიდევ დაახლოებით 600 ადამიანი იყო…

დაიწყო, ჩვენი ტანჯვა -

ჯერ ერთი დაცვასთან დავიწყეთ მოგვარება მე და ხატიამ რომ ჩვენი ბიჭები რიგში დგანან ჩვენ არ შეგვიძლია და აქ დავჯდებით და კლეტკები რომ იწყება იქ უკვე შევძვრებით და იქედან დავდგებითო, ნუ ბოლოს დაცვასთან მოვაგვარეთ თან 4-ივესთან ცალცალკე და ჩამოვჯექით, დათო და დიმა და გელა რიგში იდგნენ.

მერე მეორე- რიგში იცით რა ხალხი იდგააააააააააა, აჭარის სოფლებიდან ჩამოსული სასტავები, რომლებისთვისაც ჩაის კრეფის სეზონი იდგა და გამოუძახეს თურქეთიდან ჩაის საკრეფად, ყველა საშინელი და სუნიანი, მთვრალი კაცები და ბიჭები და ქალებიც რომლებიც საოცრად მეცოდებოდნენ, მთელს ამსენ ასეულ ადამიანიან რიგში მხოლოდ ერთადერთი სათნო და არასუნიანი კაცი ოდგა და იმას მივეკედლეთ  და რამდენიმე ძალიან კარგი ქალი თან საკმაოდ ახალგაზრდები რომლებიც ძალიან კარგად გავიცანით… დანარჩენი ყველა უზრდელი, მახინჯი, სუნიანი და მთვრალები იყვნენ რომლების შეხედვაც კი მზარავდა და გულს მირევდა…

ქალები რომლებიც გავიცანით გვიყვებოდნენ რომ თურქ პლანტატორებს თუ რაც ქვია, ქონდათ მათი ნომრები და წელიწადში ჩაის 3 სეზონზე ურეკავდნენ და ესენიც 15-20 დღით აბარგდებოდნენ, ტოვებდნენ ოჯახებს შვილებს და მიდიოდნენ ჩაის საკრეფად. მათ აცხოვრებდნენ სპეციალურ საცხოვრებლებში უფასოდ, აჭმევდნენ უფასოდ და უხდიდნენ დღეში 50 ლარს. ამით ცხოვრობს აჭარის მთიანი რეგიონების უმეტესი ნაწილი წლიდან წლამდეო. ისეთი რარაცეები მომიყვა თმა ყალყზე მიდგებოდა და ძალიან ზალიან შემეცოდა ეს ხალხი, ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გამო ამდენს რომ უძლებს და ასე გაჭირვებაში რომ ცხოვრობენ, არადა ერთ ერთი ეს ქალი ისეთი საყვარელი და ლამაზი იყო რომ გული მიკვდებოდა რომ ვუყურებდი  :(

მაგრამ ზატო ახალგაზრდობა იზრდება ჩვენს მიკარგულ სოფლებშიიიიიიიი, უზრდელები, თავხედები, უროდები და პოტენციური “პრისტუპნიკები”. მე და ხატია რომ ვიჯექით – დაახლოებით 7 სხვადასხვა მთვრალი უზრდელი შემოგვეტენა. ბუზებივით გვეხვეოდნენ და თავს გვაბეზრებდნენ და თავი არ დაგვანებეს სანამ ერთ უზრდელს ბოლო ხმაზე არ ვუყვირე და არ გავიუიასნე,  აშკარად არ მოელოდა არც ერთი ასეთ ქცევას და ამის მერე არც ერთი მათგანი სიახლოვეს არ გაგვკარებია. არადა მანამდე ხან ავბდექით და გამოვედით ხან რა მაგრამ იმენნა არ გვეშვებოდნენ, არადა თან ბიჭები ისე იდგნენ ვერც გვხედავდნენ და ტან რათ გვინდოდა მათი ჩარევა ამდენ ერთ სოფლელთან …

ეგ პრობლემაც მოვაგვარეთ და დარცა რიგი და ლოდინი, ზუსტად არ ვიცი მაგრამ დაახლლოებით 4დან 5 საათამდე ვიდექით ამ სუნიან რიგში, ერთადერთი რაც გავაჩალიჩეთ ის იყო რომ იმ ქალებთან გადავბარგდი9თ დაახლოებით 30 კაცით წინ მაგრამ არაფერს ეს არ გვაძლევდა. მშივრები, ჭუჭყიანები დაგრუზულები და ნერვებმოშლილები გადავედით თურქეთის ტერიტორიაზე და ერთადერთი ხელების დაბანა მოვახერხეთ და ჩავჯექით ავტობუსში. მთელი ღამჯე და დღე მოვდიოდით ამ დაგვიანების გამო და ძლივს დაქანცულებმა საღამოს 8 საათზე ჩამოვაღწიეთ ანტალიაში …

ასეთი კოშმარი დღეები მგონი არასოდეს მქონია ცხოვრებაში – მაგრამ ამ წუთას აქ ღმის 1 საათი რომ დაიწყო და აუზთან რომ ვზივარ შეზლონგზე სუფთა და დასვენებული ლეპტოპით მუხლებზე- ისე კოშმარად ეს ყველაფერი აღარ მეჩვენება და რაღაც სახალისო თავგადასავალივით მახსენდება …

ანტალიაში მეორე სურპრიზი გველოდა, მაგის შესახებ ხვალ მოგიყვებით

დროებიიიიით

This entry was posted in პირადი and tagged , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to პურის რიგები გახსოვთ?

  1. BloggerGirl says:

    ძალიან ცუდად მახსოვს ეგ პერიოდი.
    რაც მტავარია ქარტველების გარდა ვერავისთან ვლაპარაკობ იმიტომ რომ არავის ესმის.

    კარგად დაისვენე :)

  2. Landish says:

    “საქმის გარჩევაში” ვერ წარმომიდგენიხარ : ))

    პ.ს. მალე ქენი მეორე დღის ამბებიც : ))
    და ისა ფოტოებიც დაყარე რა : )

  3. gabo says:

    ლოლ ეს სოფლელი ბიჭები ნუ დიდად არც თბილისელები ბრწყინავენ მაგრამ მაინც ;) სასიამოვნო დროის გატრარებას გისურვებ .

  4. ლილუ says:

    ამდენი სლენგი ძალიან ცუდად ხვდება ყურს კითხვისას.
    იმენა, გავუიასნე და მისთანებს ვგულისხმობ

  5. ხო, ფოტოები თაა :*
    პ.ს. ნუ აწი დაისვენებ, დასვენებულზე საზღვრის გადალახვა კი ადვილი იქნება შედარებით :)

  6. Taa says:

    Landish

    მეზარება ფოტოშოპში ჩალიჩი
    2 კილომეტრიანი ფოტოებია

    საქმის გარჩევა საკმაოდ მკაფიოდ და მისთვის საწყენად და სხვების გასაგებადაც საკმაოდ ხმამაღლა წარმოთქმული “რეჩით” შემოიფარგლა
    რაც მთავარია შედეგო ქონდა

    და დიდი მადლობა სურვილებისთვის

    ლილუ
    ხმამაღლა კითხულობ? :)

  7. Taa says:

    Maka Asatiani

    მენატრებით, მართლა
    ფოტორბს დავდებ ხვალ

  8. პეპი says:

    ბედნიერ დასვენებას გისურვებთ:)

    პ.ს. შენმა წელირმა დამამშვიდა, კიდევ ვორჭოფობდი, “თვითმფრინავში გადახდილი ფული ხომ არ გადამიყრია-თქო”..გეიხარე:)

    პ.ს.ს. აქაც და იქაც – ზოგიერთის გასაგონად/წასაკითხად –
    “კითხვა დაძალებითაა? არ მოგწონთ და ნუ კითხოლობთ..”

  9. ფორუმ გოგო says:

    პეპი says

    პ.ს. შენმა წელირმა დამამშვიდა, კიდევ ვორჭოფობდი, “თვითმფრინავში გადახდილი ფული ხომ არ გადამიყრია-თქო”..გეიხარე:)

    - ერთადერთხელ ვიმგზავრე ავტობუსით სტამბულამდე
    მიუხედავად იმისა რომ საზღვარზე უპრობლემოდ გაგვატარეს, ახლაც მახსოვს ის დაღლა…თან გზაში საშინელი ლანდშაფტია, გადახრუკული ველები… ვერაფრით შეიქცევ თავს
    ამიტომ ცოტა საშუალება თუ გაქვს, არ უნდა დაინანო თვითმფრინავზე ფული.

    P.S ამ კონკრეტულ პოსტში მე მომწონს ავტორის წერის მანერა. სლენგი ხანდახან საჭიროა, რომ ცხადად გადმოსცე სიტუაცია . მაგ.როგორ დგას გამწარებული და დაღლილი ადამიანი სიცხეში კილომეტრიან რიგში, არ მგონია ამ დროს ვინმეს ვარდისფერი პეპლებიანი აზრები უფრთხიალებდეს თავში.
    ასეთ სტილს დიდი მწერლებიც იყენებენ და ბლოგი რა გახდა?

  10. რადგან სუნი ასდის და დასაბანია, ავტომატურად ნიშნავს, რომ უზრდელია, შტერი, იდიოტი და დაუბანელთა კასტას ეკუთვნის?

    ცოტა ისეთი შეფასებაა..

    აი, ისეთი რა..

  11. Taa says:

    სადმე წერია ეგეთი რამე რომ ზოგადად მაგას ნიშნავს მეთქი?
    თუ კონკრეტულ ხალხზე მქონდა საუბარი? :)

  12. ზოგჯერ არაა აუცილებელი, პირდაპირ თქვა, ხშირად იგულისხმება ხოლმე და სწორედ ასე აღვიქვი შენი შეფასება. ერთხელ კი არა, თან რამდენჯერმე გაიმეორე..

    კონკრეტულობა მარტო სახელისა და გვარის დასახელებას არ ნიშნავს.. : )

    ზოგადად, მე მაინც ტერენციუსის აზრზე ვრჩები, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრობლემა შენზე არანაკლებ მაწუხებს, განსაკუთრებით, საზოგადოებირვ ტრანსპორტში, რომლითაც ასე ხშირად ვსარგებლობ.

  13. Kate says:

    აუ ეგ პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს. რა დრო იყო.
    სად ხართ ახლა??? საიდან პოსტავ???

  14. nino101 says:

    მე რომ მახსენდება შარშან სარფში საბანაოდ რომ დავდიოდი და ავტობუსის კილომეტრიანი რიგებს რიმ ვხედავდი დაახლოებით ვხვდები რა გამოიარე….

    იმედია კარგად ისვენებ. რაღაც სურათს მოვკარი ფბ-ზე თვალი :)

  15. katika555 says:

    იმედია კარგად დაისვენებ თაა.. აქ ისე ცხელა, ისე რომ დავდგბეი 5 საათიან რიგში!!! ოღონდ ეხლა ბასეინთან დამაწვინა!!!

  16. Taa says:

    მადლობა გოგოებო
    კი კარგად ვისვენებ
    იმდენ დროსაც ვერ ვპოულობ რო გემრიელად დავჯდე და რაღაცეები მოვყვე
    დღეს ანტალიაში ვიყავი მთელი დღე შოპინგზე :D :D

    ისე ჩამიუვაში ვართ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>