მზადება ზღვაზე დასასვენებლად

ახლა მინდა დავწერო რამდენიმე ეპიზოდი ბოლო დღეებიდან, ბევრისთვის იქნება ძალიან საინტერესო და სასარგებლო …

როგორც უკვე დავწერე 7ში მივემგზავრები მზიანი თურქეთის ხმელთაშუა ზღვასთან შესახვედრად. უამრავი საქმე და მთელი სხეული მაქვს მოსაწესრიგებელი. ამიტომ კარგი To Do ლისტში შევქმენი, და ნელ ნელა მივყვები.

პირველ რიგში რა თქმა უნდა ყველაზე აქტუალური არის რა თქმა უნდა თმის მოშორება, არც ერთი ღერი არ უნდა მქონდეს ზედმეტი როცა საცურაო კოსტუმს ჩავიცმევ. პოსტი შეიძლება ცოტა ზედმეტად გულახდილი იყოს ამიტომ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს  ვურჩევ სხვა პოსტში გადაინაცვლოს.

ეპილაციის იმდენი ხერხი არის უკვე რომ აღარ იცი ადამიანმა რას მიმართო, ბიკინის არე რადგან ყველაზე ნაზი კანი იყო და თან საბოლოო გაქრობაც მინდოდა სამშაბათს გავიკეთე ელექტროთი. 9 ვოლტს ვუძლებდი თითო ჩხვლეტისას, ეს კოსმეტოლოგი ერთმა ფორუმელმა მაპოვნინა, რისთვისაც მადლობა ვიკას.

საკმაოდ კარგად და სწრაფად აკეთებდა, თან მასაჟებზეც ვსაუბრობდით და მაინცდამაინც არ გამჭირვებია, სამაგიეროდ მთელი ივლისი არ შემაწუხებს თმის პრობლემა აღნიშნულ არეში. სრულ გაქრობამდე შეიძლება კიდევ 3 პროცედურა დამჭირდეს, მაგრამ არ არის ძალიან ძვირი თან უფრო სუსტი ღერები ამოვა და ვფიქრობ გავუძლებ, სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს. ამჯერად ცოტათი წერტილები მეტყობა რომლებიც სრულიად გადაკრიალდება 4 დღის განმავლობაში. ერთი პრობლემა მოგვარებულია.

შემდეგი ნაბიჯი იყო იღლიები, ყველამ იცით რა მომაბეზრებელია ყოველდღე იღლიის პარსვა და მითუმეტეს ზღვაზე როდესაც თმა უფრო მეტი ინტენსივობით იზრდებო. ხოდა მივაკითხე საშველად ესთეტიკ სერვისს. გიზიარებთ ამოცდილებას ლაზერთან დაკავშირებით

1. მთავარია თმა არ იყოს 1 დღის გაპარსული რომ კანს ზემოთ იყოს ოდნავ რომ დაინახოს ლაზერმა

2. არავის ეგონოს რომ სრულიად უმტკივნეულო პროცესია, საკმაოდ მწიწკნავია და საშინელი სუნი აქვს. 2ჯერ მეტ ტკივილს გავუზლებდი უხმოდ რომ არა ის სუნი.

3. ორივე იღლია დამიჯდა 70 ლარი

4. დამიმუშავეს რაღაცა ხსნარით და გამაფრთხილეს რომ შავი წერტილები მექნება დაახლოებით 10 დღის მანძილზე, შემდეგ როცა კანიდან ამოვა ის მომწვარი თმა, შეგიძლია ან პინცეტით შენ თვითონ ამოიღო ან ნელნელა თავასვე დაცვივდებაო. ეს ამბავი ძალიან არ მომეწონა მაგრამ რას ვიზამდი

5. დამპირდნენ 2 თვის მანძილზე გექნება ეს ადგილები აბსოლუტურად გადაკრიალებული როგორც კი ის მომწვარი თმა დაცვივდებაო. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის და ვიხიბლები იმ ფაქტით რომ საპარსები არ უნდა ვატარო თურქეთში

გეგმით შემდეგი ნაბიჯი არის სახე და ფრჩხილები – რაც კვირას მაქვს დაგეგმილი – მანიკური, პედიკური, სახის გაწმენდა – ოდნავი პილინგი, ალკალაინი უნდა გავიკეთო და მერე წარბები – ეს ყველაფერი ჰეარჰაუსში.

ბოლოს რჩება ყველაზე მტკივნეული თემა – ფეხები

ნებისმიერი დასვენება კოშმარად იქცევა თუ ყოველ დღე ფეხები იპარსე ადამიანმა, არასოდეს არ წავსულვარ დასასვენებლად ვაქსინგის გარეშე, 100%-იანი გარანტია უნდა მქონდეს რომ მინიმუმ 2 კვირა საერთოდ არც უნდა შევეხო სხეულს. ახლაც ასე ვაპირებ, ორშაბათს ან სამშაბათს სამსახურის შემდეგ მაქვს გეგმაში ვაქსინგის გაკეთება მთლიანად ფეხებზე

ეს სიამოვნება ჯდება დაახლოებით 50 ლარის ფარგლებში

მერე დამრჩება ტანსაცმლის გარეცხვა, სიის ჩამოწერა რამე არ დამრჩეს და ტანსაცმლის ჩალაგება. კიდევ მზისგან დამცავი კრემების ყიდვა ჩემთვის და ვიკიკოსთვის, რუჯის შემდეგი სპრეი მინდა და რუჯის გამაძლიერებელი, იმიტომ რომ ძალიან თეთრი ვარ და 1 კვირაში ვერ მივიღებ სასურველ შედეგს.

კიდევ რააააააა? თუ რამე გამომრჩა კომენტარებში შემახსენეთ …

Comments

comments

26 thoughts on “მზადება ზღვაზე დასასვენებლად

  1. LiLaC says:

    მართლაც აქტუალური საკითხია საზაფხულოდ.
    ოჰ, ეს ზედმეტი თმები, რა :D:D:D

    ბედნიერ დასვენებას გისურვებთ 🙂

  2. tammo says:

    თაა, მართლაც საჭირო პოსტია, ბედნიერ დასვენებას გისურვებ…

    იღლიის თემაზე რომ საუბრობდი ვაკის მედიში 45 ლარი მითხრეს, ასე რომ შემდეგისთვის შეგიძლია გაითვალისწინო:)

    და ფეხებზეც ლაზერი არ გერჩივნა??? 2 თვე 100% არაფერი ამოვა:))

  3. Taa says:

    მადლობა გოგოებო

    45 ლარი ორივე იღლიაში?

    ფეხები ძვირი მითხრეს ლაზერი – მხოლოდ წვივები 180 ლარიო 🙁

  4. tammo says:

    კი ორივეზე 45 ლარი მითხრეს, მეც ამ დღეებში ვაპირებ მისვლას.

  5. Taa says:

    აუ კითხე აბა წვივებზე რამდენს გეტყვიან

  6. მარო says:

    ფეხები 200 ლარი მიჯდება მედიში და უმაგრესი შედეგი აქვს, მაგრამ 2 კვირა გარუჯვა არ შეიძლება მინიმუმ 😐

  7. Taa says:

    მარო

    ეხლა მაინც არ ვაპირებ, ფულსაც ვერ გამოვყოფ მაგისთვის
    მაგრამ მერე შეიძლება შემდეგ ხელფასზე

  8. სალ says:

    თა, რუჯის გამაძლიერებლად რას ხმარობ? მეც ძალიან თეთრი ვა რ და 1 კვიაა ვირუჯები. შედეგი მაქვს სასაცილო. ოდნავ ვარდისფერი ვარ ;/ ჯერ ფერი არც დამჯდარა,თან არათანაბრად მეკიდება და ეგ მიშლის ნერვებს 🙁

  9. Curly Eko says:

    აუ მე დგეს ვირუჯებოდი, შედეგიც მივიღე მაგრამ რად გინდა უკანა გზაზე კოსტავაზე ისე მოთხლიშინობდა წყალი გადახტომა მომიწია და ფეხის თითი ამოვიგდე. 2 კვირა წოლითი რეჯიმი და 4 როგორგაც ჩასაბარებელი გამოცდა?! 2 კვირაში ეს რუჯიც აგარ მექნება ;(

    თაა კარგად გაერთე შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად :* და მერე თუ მოახერხებ რა თქმა უნდა შთაბეჭდილებები გაგვიზიარე კუროტთან დაკავშირებით 🙂

  10. Taa says:

    ვაიმე დედა

    😀 😀 😀 😀 😀 😀

    სალ
    ეივონი ვიყიდე სალ, ჯერ არ მიხმარია
    უკეთესზე ბიუჯეტი ვერ გამოვყავი :(,
    იმედია რაღაცას მაინც იზამს
    ისე გერლენის არის ძალიან, ძალიან მაგარი

    Curly Eko

    🙁 მეწყინა 🙁
    დიდი მადლობა, აუცილებლად გაგიზიარებთ, აუცილებლად

  11. antimelanhcoly says:

    მარო
    ფ ეხებს რომ იკეთებ 2 თვის შემდეგ ისევ ისე ამოდის ხოლმე?

    პასპორტი & ფული თუ გაქვს დანარჩენის დარჩენას მოევლება )))))))

  12. Maka Asatiani says:

    მემგონი კაცს მაინც შემოეკითხა, აგერ ცოლის მოყვანაც აღარ უნდა :)))))

  13. Kate says:

    გოგო, იღლიებს ბიოთი არ იკეთებ???
    ჰეარ ჰაუსში???

  14. ნათელაჩკა says:

    ვაიმეე მეზიზღება ყოველდღე ფეხების პარსვა თადარიგი ვერ დავიჭირე და ამიტომ პარსვა მომიწევს ბატუმშიი :შ:შ

  15. Taa says:

    ვაქსინგი არის ის რასაც საქართველოში ბიო ეპილაციას უწოდებენ 🙂

  16. ვეკო _sun_waiting says:

    ესეც კიდევ ერთი ძალიან საჭირო პოსტი ჩემთვის :დ

    ნიდიდ ინფოების საბადოა ეს ბლოგი :დ

    ლაზერზე ვერ გადავწყვიტე გვარამიაში მივიდე თუ მედიში. ორივე ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილი, შეადარეთ : ))

  17. ტატა says:

    გოგოებო ვინმეს თუ გაგიკეთებიათ ლაზერული ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით ლოტუს ცენტრში თბილისი ცენტრალში? ძაან მაინტერესებს ფასები და ხარისხი.

  18. ჯი-ნია-ნი says:

    ძალიან საჭირო პოსტი <3
    მე რა ჯანდაბა მწირს ნეტა ეპილაციაზე,ჯერ რა მქონდა და მაინც გავიკეთე..ორი კი არა,ათი იმდენი ამოვიდა.. უფ 🙁

    ბედნიერი დასვენება თა..

  19. taknatuna says:

    რამდენადაც ვიცი, არ არის კარგი იღლიაში ეპილაცია

  20. taknatuna says:

    მე 25 ში მივდივარ თათ სიონში იქ გავირუჯები ჯერ და მერე კვარიათში დავამატებ

  21. ეთო გაფრინდაშვილი says:

    თქვენ რომ გისმენთ, ცოტა მეცინება და თან ბედნიერი ვარ… ცხოვრებაში არ ამიღია ხელში საპარსი საშუალება ფეხებისთვის, ოდნავი ღინღლი მქონდა მხოლოდ და ეგეც ელექტროთი მოვიშორე. რაც შეეხება ბიკინის ზონას და იღლიას, ჯერ ელექტროთი და ეხლახან დიოდის ბოლო თაობის ლაზერით მოვიცილე და ვარ თავისუფალი თევზივით… არსად ზედმეტი არაფერი 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *