BE OBSESSED 4

რამდენი ფული უნდა გქონდეს ქალს რომ იყიდო ყველაფერი რაც გჭირდება და ხანდახან ისიც რაც უბრალოდ ძალიან გინდა?

ძალიან ბევრი, იმიტომ რომ უმეტესობა ჩვენთაგანის ბიუჯეტი ვერ აკმაყოფილებს საჭიროებებსაც კი. ჩემი თავიდან დავიწყებ, რამდენი რამე მინდა რაც არ მაქვს და ვერ ვყიდულობ. კი არ მინდა მჭირდება. ხოდა ფული არ მაქვს 🙁

ხოდა ძალიან ცუდი, არადა რა ლამაზ ნივთებს ქმნიან რო მომანდომონ ყველაფრის ქონა 🙁

1.Lanvin Aumoniere Evening Bag

ულამაზესი ჩანთაა, არადა ფაქტიურად მხოლოდ რამდენიმეჯერ თუ დაიჭერ და რამდენი უნდა გადაიხადო? 770$ – ვოტ ტაკ, როგორი გადასახდელია? ჩემთვის საკმაოდ რთული

2.Meredith Wendell Mr.3 Bags

ან ესენი, უსაყვარლესები, რა სიამოვნებით დავიჭერდი და დავდებდი მაგიდაზე სადმე კაფეში გოგოშკებთან ერთად რომ ვიჯდებოდი(518$)

3.Christian Louboutin Straratata Glitter Sandals

ლაბუტენი რომ ჩემი სიყვარულია ჩემმა მკითხველმა კარგად იცის, როგორც კერის უყვარს მანოლო ბლანიკი ისე მე მიყვარს ცემი კრისტიანი, მაგრამ ერთი უდიდესი განსხვავებით, არც ერთი ფეხსაცმელი არ მაქვს მისი. შორიდან მიყვარს და ვტკბები. აბა 1045$ როგორ გადავიხდი ამაში?

4. Chanel Skis

აბა მოთხილამურეებო და სრიალის მოყვარულებო, ვინ ხართ მზად 4055$ გადაიხადოთ ამ თხილამურებში? 🙂 არის აქ ვინმე ასეთი? :დ

5. Swarovski Idomeneo Crystal Pocket Binoculars

950$ სულ რაღაც 🙂

6. Van Cleef & Arpels Lucky Alhambra Necklace

7.Bottega Veneta Embellished Hair Comb

ეს არა იმიტომ რომ მჭირდება, არამედ იმიტომ რომ მომწონს და იმიტომ რომ ვენეტაა, ვენეტას კოლექციებს კიდე გულგრილად ვერ ვუყურებ ხოლმე, მისი კაბების ერთიორ მოდელზე შეყვარებული ვარ ყურებამდე 🙂 560$

8. Marni Chain Necklace

Comments

comments

17 thoughts on “BE OBSESSED 4

  1. Maya Jims says:

    პირველი სამეული მინდა სასწრაფოდ!
    ლამაზი ფეხსაცმელი საერთოდ ჩემი სისუსტეა =)

  2. nino101 says:

    ვინაიდან მე პირდაპირი ვარ მხოლოდ თმისამაგრში გავიზიარებ შენს გემოვნებას.

    ყველაფერი თავისთავად კარგია მაგრამ არა ჩემთვის: ვერ ვდგავარ თხილამურზე, არ მიყვარს მაღალი ფეხსაცმელი, საფულე უნდა მქონდეს მუქი ფერის, მძივებს არ ვხმარობ 🙂

    🙂 ისე მართლა, რადროს ესენია, კუპალნიკებზე, მზის სათვალეებზე და ესეთ რაღაცეებზე იფიქრე. 4 დღეში არ მიდიხარ დასასვენებლად? 🙂

    კისს

  3. antimelancholy says:

    აუ შანელის თხილამურებზე ვიდოორბლავე, ვიყმუვლე & ყველაფერი დავიმართე :((

    შემიყვარდა… ეგენი რო მქონდეს უფეხებობასაც ავიტან, ოღOნდ მქონდეს 😀

    მინდა.

  4. Taa says:

    nino101

    შენ მაღალი ხარ და რა გენაღვლება 😀
    მზის სათვალე მაქვს და კუპალნიკი რაც მომეწონა 136 ლარი ღირდა, ვერ ვიყიდი 🙁
    ანტალიაში 1 დღე მაქვს საშოპინგოდ, როგორც კი ჩავალ. 1 ღამე იქ ვრჩებით და იქ თუ ვნახავ რამეს
    თუ არადა შარშანდელი კუპალნიკი მშვენივრად მიხდებოდა 🙂

    antimelancholy
    ფეხები რო არ გქონდეს რაზე მიიმაგრებდი ნეტა? 😀 😀 😀

  5. Taa says:

    Lord Vader

    😀 😀 😀 😀 😀 😀

    ჰაილი, ჰაილი რექომენდედ 🙂

  6. LeNa says:

    Meredith Wendell Mr.3 Bags

    ესენი მეც ძალიან მომეწონა
    სიამოვნებით ვიქონიებდი

  7. Taa says:

    ხოოოოოოოოოოოოოოოოოო
    ვაფანატებ მაგ ფეხსაცმელზე და ლაბუტენზე ხო საერთოდ

  8. ირინკა says:

    თაა, შენს საიტზე შემთხვევით მოვხვდი და გამიხარდა ამდენი ლამაზი და სასურველი ნივთების დანახვა, თავი ვერ შევიკავე არ მომეწერა..Louboutin-ის ფეხსაცმელებზე და არა მარტო ჭკუა მეკეტება და ესეც ერთ-ერთი მიზეზია მოწერის..მინდა უფრო აქტიურად ვადევნო თვალი შენს გვერდს და ინტერნეტში სერფინგისას ერთი საიტიც შემომემატა შესათვალიერებელი..რაც შეეხება მოდას და შოპინგს ჭკუა მეკეტება მაღაზიებში სიარულზე, როდესაც ლამაზ ნივთს დაინახავ და საკუთარ თავზე წარმოიდგენ, შმდეგეგ ფულს იხდი, შემდეგი ნაბიჯია სახლში ამ შენაძენით “თამაში”, კიდევ ერთი ექსტაზის მომგვრელი მომენტია ამ სიახლით გარეთ გასვლა და ….ხედავ ისევ ახალ სურვილს…ამ სურვილს სხვა სურვილი მოუხდებოდა..მოკლედ მინდა არასოდეს ილევა… ეს ლამაზები ჩვენი ბედნიერებისთვის და ჩვენს საჭირბოროტოდ იქმნება..როდესაც მთელი მსოფლიოს ლამაზუნები გინდა…. კიდევ სხვა საკითხია ინტერნეტით გამოწერა..როდესაც ყოველ დღე ფოსტას ამოწმებ ხომ არ ჩამოსულა ..ელოდები..ელოდები..იცი რომ შენია და ჯერ არ იცნობ პირადად..და პირველი შეხვედრა :D:D..მოკლედ, ვისურვებდი რომ ხშირი სტუმარი ვიყო და იქიდან გამომდინარე რომ გემოვნებაც ემთხვევა, თქვენის ნებართვით რჩევისთვისაც მოგაკითხავ ხოლმე:)

  9. Taa says:

    ირინკა

    რა ენერგიული კომენტარი იყო
    welcome home 🙂

  10. ირინკა says:

    🙂 🙂 ჩემს გარშემო ხალხი დავტანჯე ფერთა შეხამებაზე, მოდაზე და ათას რაიმეზე ლაპარკით 😀 თუ ნეტში ვნახავ ახალს (და იქ რა დალევს ახალს) ლეპტოპით დავსდევ ყველას ნახე-ნახეს ძახილით, სიტყვა “მინდა” სძულთ, საფოსტო ყუთი კი გატენილი მაქვს სხვადასხვა საიტებიდან მოსული წერილებით ფასდაკლებებსა და სიახლეებზე :D:Dაქ კი კარგი საშუალება ვნახე დამეფრქვია დღევანდელი ემოცია :D:D

  11. naaaat says:

    taa Louboutin -is zustad eg fexsacmeli chemma daqalma sheikera da 1045$ ki ara sul ragac 90 lari daujda :):) erti is aris ro vercxlisferia,nu kabaze ese ufro midioda 🙂

  12. თაკო გვაზავა says:

    კომენტარს შემოვყვევი და..
    ნაააათ, ფეხსაცმელი, რომელიც თქვენმა დაქალმა 90 ლარად შეიკერა ვერანაირად ვერ იქნება ლაბუტენი 🙂 და მითუმეტეს, სხვაობა მხოლოდ ფერში ვერანაირად ვერ იქნება. უბრალოდ მიკვირს ხოლმე ხალხის, რომელიც ასე აზროვნებს..

  13. naaaat says:

    თაკო გვაზავა აი ჩემი სკაიპი natato280 და თუკი სურვილი გაქვს განახებ როგორიც არის.ვინ თქვა კაცო ლაბუტენის შეკერილიაო, დათო ბიძიას ნახელავია 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *