Antalya – 8 ივლისი

ამბავი პირველი – დედა ტერეზა

იცოდით თუ არა რომ სრულიად საქართველოს მოსახლეობას თავისი მფარველი ანგელოზი რომ ყავს ანტალიაში, ქალბატონი ნატო – ზედმეტ სახელად დედა ტერეზე. მე არ ვიცოდი და გავიგე …

საღამოს 8ის კენ დრო იქნებოდა ჩვენი დატანჯული ფილტვები ანტალიის ჰაერს რომ ეზიარნენ, ჩავედით ავტობუსიდან და გადმოვაბარგეთ. დადგა დრო შინოლას ძებნისა, რომელიც არსად არ ჩანდა. შინოლაზე მეორე ამბავში მოგიყვებით. მოკლედ შინოლა იქ არ იყო და ის ის იყო დათო და დიმა გინების ატეხვას აპირებდნენ რომ დედა ტერეზა გამოგვესაუბრა – ქართველები ხართ შვილოო? გაგვეცნო მე აქვე ვცხოვრობ წელიწადში 4-5 თვე და სამკერვალო მაქვს ჩემიო. რა გაგჭირვებიათო. ჩვენც მოვუყევით რომ ეს ღამე ანტალიაში უნდა გაგვეთია და შინოლამ იცოდა სადაც. დაურეკა ეგრევე შინოლას და გამოართვა სასტუმროს სახელი და დაახლოებითი მდებარეობა, მერე პარკის მხარეს გადავინაცვლეთ სადაც ჩვენი მეგობარი შალვა უნდა დაგვხვედროდა და წავეყვანეთ სასტუმროში – წინ დიდი გეგმები გვქონდა, სასტუმროში დაბინავება და მოწესრიგება, მიგროსში შოპინგი, სადმე გემრიელად ჩასხდომა და პიცების ჭამა და ბოლოს ბოულინგი გვიან ღამემდე…

მოკლედ ვდგავართ და ველოდებით შალვას რომელმაც დარეკა და 20 წუთი დამაგვიანდებაო გაგვაფრთხილა და ჩვენთან ერთად დგას დედა ტერეზაც. საოცარი ქალი იყო, საუბრობდა ისეთ ენაზე რომ დედის გინება ხანდახან სადღეგრძელოსავით წამოსცდებოდა მაგრამ ისეთი საოცრებები მოგვიყვა. ..

თავისი საკუთარი 2 ოთახიანი სახლი ქონია ანტალიის მთავარ ავტოსადგურთან, ჩვენც შემოგვთავაზა დარჩით ჩემთან თუ არსად არ გაქვთ წასასვლელიო თან უფასოდ. მერე გვიყვებოდა რომ უამრავი ნაცნობი და უცნობი ქართველი რჩებოდა მასთან, აბსოლუტურად უცხო ადამიანები დაუტოვებია რომლებსაც წასასვლელი არ ქონიათ არსად., მოგვიყვა სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ბიჭების ისტორია, რომლებიც გადააგდეს და ავტობუსთანაც არ დახვდათ არავინ. საწყლებს კაპიკი ფული არ ქონიათ, თან საკმაოდ პატარები ყოფილან 20-23 წლისები. ავტობუსის მძღოლებს რომ აუხსნეს ძლივს ტავისი სიტუაცია რადგან ენაც არ იცოდნენ თვით თურქი მძღოლებიც აგინებდნენ იმათ და მაშინ დაუძახეს ნატოის. ნატოს თავისთან ყავდა ეს ბიჭები 6 დღის მანძილზე, აჭმევდა, ასმევდა, აცხოვრებდა აბსოლუტურად უფასოდ და მერე რაღაც სამუსაოებს შოულობდა შიგადაშიგ ვიდრე ავტობუსის ფული არ შეაგროვეს და უკან არ დაბრუნდნენ. ასეთი ისტორიები მოვისმინეთ უამრავი და რაღაც საოცარი პატივისცემით განვიმსჭვალეთ მის მიმართ. ბოლოს ნომერი გამოვართვით და შალვა რომ მოვიდა დავემშვიდობეთ.

ამბავი მეორე – შინოლა

ოოოოოოოოოოოო შინოლა, შინოლაააააა

ნეტარ არიან მოკვდავნი რომელთაც თვალით უნახიხარ და ხელით შეგხებიან რადგან მე არ დამდეს პატივი ღმერთებმა ამა პლანეტისა რომ წამიერად მაინც დავმტკბარიყავი შენი მზერით 😀 😀

თბილისის ლუქს კარადენიზის ოფისში ვინმე აჩიკო მუშაობს, აჩიკომ დარეკა ანტალიაში “თვით შინოლასთა” თხოვნით რომ 4 ცოდვილის სხეული მოეთავსებინა 1 ღამით რომელიმე შედარებით იაფფასიან სასტუმროში რათა დილით გამგზავრებულიყვნენ ტანჯულნი ესენი თავიანთ კურორტზე ჩამიუვასა შინა რომელიც არს ხმელთაშუა ზღვისა პირსა, 8 კილომეტრში “TURKISH RIVIERA”-დ წოდებული დაბა კემერიდან. თვით შინოლა შეწუხდა ამ ახალგაზრდათა ბედის გამო და ააწრიალა ქალაქი ანტალია და უდიდესი ფასდაკლებით 10$-ად გააკეთებინა ერთი ღამე 1 ადამიანი საუზმის გარეშე.

გაემგზავრა 4 მოგზაური დიდი კურორტისაკენ დასვენების, კომფორტის და თავგადასავლების სურვილით. ხოდა თავგადასავლების სურვილი იგრძნო დიდმა შინოლამ და მე თქვენ მოგიწყობთ კარიბის ზღვის მეკობრეებსო და მოთმინებით ელოდა მათ ჩამოსვლას.

ჩავიდნენ, არ არის არსად შინოლა, არც არავის სმენია მის შესახებ, არადა უნდა დახვედროდა მოგზაურებს ავტობუსის გაჩერებასთან დიდი შინოლა და დაებინავებინა უნდა მოკვდავნი დაღლილ – დაქანცულნი რიგების და ავტობუსის მიერ. მაგრამ ზეცაში გადაწყვიტეს რომ შინოლების პარპაშს ბოლო უნდა მოეღოსო და მოუვლინეს მოგზაურთ დედა ტერეზა, წმინდანი 4 ბლოკი სიგარეტით ხელში, რომლებიც მძღოლებმა ჩამოუტანეს, რადგან როგორც მოგეხსენებათ ძვირი არს ბოლო იგი თურქეთსა შინა. იშიშვლა მახვილ-ნოკია დედამ მან და შინოლა დუელში გამოიწვია. ვერ გაუძლო შინოლამ დიდი ტერეზას ძალას და სიკეთეს და გამოტყყდა თუ რომელ სასტუმროში უნდა მივსულიყვნენ მოგზაურნი, სასტუმრო რომლის სახელი როგორც მოგვიანებით გაირკვა თვით “კარენნოი” ანტალიელმა ტაქსისტებმაც არ იცოდნენ 😀 😀 😀

გაყვნენ მოგზაურნი მათსავით მომთაბარე შალვას ახალი სამყაროს “მიგროსად” წოდებულის დასალაშქრად რადგან შეიტყვეს რომ სარამოს 10 საათი ახლოვდებოდა და მიგროსი უნდა დაკეტილოყო თორემ ამ დროს უკვე აჩრდილები და მოჩვენებები შოპინგობდნენ მათ და ამ 2 სამყაროს გადაკვეთა არაფრით არ შეიძლებოდა.  აითვისეს მათ სამოსელი ძარასი, ვაიკიკისი, ლაკოსტესი და ბენეტონისა და გაეშურნენ სასტუმროს საძებნელად. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს – მთელი ქალაქი გადაიარეს და კვალიც ვერ ნახეს იმ სატუმროსი თითქოს არც არსებობდა, თითქოს მიწამ პირი უყოო. დამხმარედ ისევ დედა ტერეზა მოევლინათ ახალგაზრდა ტანჯულებს და გამოუგზავნა მათ მხსნელად შინოლას ნომერი, გაუმართლათ მოხეტიალეებს რომ შალვამ და გელამ ორივემ კარგად იცოდნენ ენა იგი თურქ სელჩუკთა. გაჩერდნენ ერთ ადგილზე, ბამაობისა და ჭამის სურვილით დატანჯულები და ბევრ წუთიანი საუბრის შემდეგ გატყდა შინოლა და დადო პირობა მანქანას გამოვუშვებ მანდ იყავით და წაგიყვანთ ის სასტუმროშიო. არც ისე დიდი ქალაქია მზიანი ანტალია რომ მანქანას ღამის უსაცობო გზების პირობებში 1 საათი დასჭირვებოდა და 6ჯერ ჩვენი ხელმეორედ დარეკვა. იკადრეს ბოლოს ყურების გამოფხეკვა და ღრმად პატივცემული საჯდომების აწევა და მიაკითხეს მათ და ასწავლეს გზა მოსასვენებლის. გაეშურნენ მოგზაურნი დაქანციულნი მაგრამ გახარებულნი დასასვენებლად და განსაწმენდათ – მაგრამ იქ მათ კიდევ მეტი განსაცდელი ელოდათ, ბოროტი მეპატრონე – რომელმაც თანხის გაგონებისთანავე ჯოჯოხეთურად გადაიხარხარა ლამის. 35$ -1 კაციო და არ დავაკლებ არც ერთ ცენტსო, ერთადერთი რასაც გაგიკეთებთ ეს არის საუზმეს შევიყვან ამ ფასშიო. დაიბნნენ და მიეცნენ სასოწარკვეთილებას ოთხეული შორიგზაგამოვლილი. 100$ით მეტის გადახდა 4 კაცზე წარმოუდგენელი იყო მათთვის, დარეკეს აჩიკოსთან, რომელიც იყო შინოლას ქართველი აგენტი და უთხრეს რა განსაცდელშიც იყვნენ, დაიბნა ან განასახიერა დაბნევა ქართველმა, რა დღეში ჩაგყარათ ეს ჩემი თანამემამულენი მაგ სელჩუკმაო – 5 წუთი ითხოვა მე გაგირკვევთო.  აღმოხდათ ქართველებს გინება შინოლას მიმართ, მაგრამ ეგ რას უშველიდა- აფერისტული ზალები სრულიად თირქეთისანი მფარველობდნენ მას. 10იოდე წუთის შემდეგ გაისმა ზარი სასტუმროს მისაღებში და უპასუხა მეპატრონემ გოროზი სახით, ცოტა ისაუბრეს თუ ბევრი – მიმართა გელას და შალვას და იხმო ისინი თურქულად მოსაუბრენი ტელეფონთან. იღრუბლებოდა მათი სახეები ყველა სიტყვის მოსმენისას და გამოვიდნენ ელჩები ცუდი ამბებით და აცნობეს მოგზაურთ რომ გაუგებრობას მიაწერეს ეს აფიორა შინოლას მესვეურებმა და უშინაარსო ბოდიშით შემოიფარგლნენ.

არ დატოვა ზეცამ ისინი განსაცდელში და აცნობა მათ სალვას პირით წამოდით ჩვენთან დარჩით ამაღამ რატომ უნდა გადაიხადოთ 140$ ერთ ღამეში ამ ბანძთაგან სასტუმროშიო,,, ამავდროულად მოგზაურნი ფიქრობდნენ ჩამიუვაში გამგზავრებას და იმ თაქნხით თავისივე სასტუმროში 1 ღამით ადრე შესახლებას. მაგრამ არ დაანება შალვამ მათ – ამდენი გეგმები გვაქვს ამაღამ და რატომ უნდა ვთქვათ უარიო და დაიყოლია იგინი ღამე მათთან დარჩენაზე …

იმავე დროს კი შინოლა რომელიც არავინ იცის არსებობდა თუ არა რეალურად და მითო ოყო თუ რეალობა, კიდევ უფრო მზაკვრულ გეგმებს ხაზავდა ალბათ დაბნეული ტურისტების ხაფანგშიი მოსამწყვდევად და ალბათ ტუჩებს იკვნეტდა ამ ოთხეულის გახლართვა რომ ვერ შეძლო …

ჭირი იქა ლხინი აქა

შემდეგ პოსტში ელოდეთ ღამეს ანტალიაში, მანამდე კი ბონუსი ამხელა პოსტის წაკითხვისათვის

ჯაკუზი სასტუმროს ეზოში

Comments

comments

17 thoughts on “Antalya – 8 ივლისი

  1. BloggerGirl says:

    მეეეე მივიღე ბონუსიიიი 🙂
    ბოლომდე წავიკითხე პოსტი 🙂
    მიყვარს პოსტები მოგზაურობებზე!

  2. Taa says:

    BloggerGirl

    მერე როგორ მოგეწონა?
    თბილისში ხარ ისევ?

  3. გაბო says:

    ლოლ ხომ მშვიდობით ჩააღწიეთ . არა რა ენდე მერე ასეთებს :@

  4. Maka Asatiani says:

    ღმერთმანი რამდენი გიწვალიათ 😐
    პ.ს. შემდეგი პოსტის სათაური – აღსრულებაი ჟამისა მოსვენებისა
    😀 😀 😀

  5. ლილი says:

    ვაა ეს რეები გადაგხდენიათ… პოსტის გაგრძელებას ველოდები მოუთმენლად 🙂
    ახლა ხომ კარგად ისვენებთ?? სასტუმრო როგორია, არის ისეთი რაც სურათებიდან და review-ებიდან ჩანს????

  6. antimelancholy says:

    შენ Fერეიდანში ხარ თუ ზღვისპირა კურორტზე?? 😀 რა ენაზე მეტყველებ?:D

    კარგი პოსტია, მეც მეგონა მანდ ვიყავი )))

    *

  7. Lord Vader says:

    ადამიანი დასასვენებლად იყოს და ამხელა პოსტი დაეწეროს, პირველად ვხედავ. 🙂

    თუ აიფადი გაჩუქეს? 🙂

  8. T@K says:

    ალბათ 8 გზის ვარ ნამყოფი, ან მეტი, თურქეთის ავტობუსებით და უცებ გამახსენდა ყველაფერი 😀

  9. Lord Vader says:

    ისე, რეკლამა გამომივა, მაგრამ: ან ამექსი (BTC) ან ინტერტური ან CWT (ლეზელიძეზე როა).

    ნ-ტურიც კარგიაო, ამბობენ, თუმცა მე არ მისარგებლია.

  10. ფორუმ გოგო says:

    შინოლა არ ვიცი…
    აი შიოლას კი ფუფალა ამაოდ ეძებდა და ელოდა მთელი ცხოვრება… 😀

    მაგის ნათესავი იქნება შინოლა

  11. batsana says:

    აუუუ მაგასაც თუ დასვენება ქვია, ყოჩაღ თქვენს მოთმინებას ! მე წაკითხვისას მომეშალა ნერვები და იქ რა დამემართებოდა წარმომიდგენია.

  12. Taa says:

    აუ კი
    9ში დილით დასრულდა ჩვენი წამება და ძალიან ძალიან კარგად ვართ

  13. ნუცა says:

    თაა რატო არაფერს წერ ძალიან მაინტერესებს გაგძელება

  14. გაუგებრობააა says:

    კაროჩე მაგარი დაბოლილი ვარ და იმენნა ვიცინე რააა
    ამ საიტზე ძალიან მაგრად გამისწორდა
    საღოლ
    ისტორიაზე ხომ საერთოდ კაროჩეე ცუდადა ვარ ბლად

  15. LeNa says:

    თავგადასავლების მაძიებელი ხარ ხო?
    მე ძალიან მაგრად დავიგრუზებოდი და მთელი დასვენება ჩამმწარდებოდა ეგეთი რამეები რომ გადამხდენოდა თავს 🙁

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *