Camyuva Beach Hotel

მინდოდა სანამ დასასვენებლად ვიყავი დღეში ერთი მცირე თუ არა – 2 დღეში ერთხელ მაინც გამეკეთებინა მცირე ჩანაწერი თან რამდენჯერ მიფიქრია აი ამაზე დავწერ აი ამაზე მეთქი, მაგრამ ვის ეცალა სახლში ჯდომისთვის და ბლოგინგისთვის 😀

ამ პოსტის დაწერის სურვილი გზაში გამიჩნდა სადაც ერთი ბიჭი გავიცანით ქართველი – რომელიც 7 * სასტუმროში მუშაობდა და ისეთ რამეებს მიყვებოდა მაჟრიალებდა ისე მომინდა იქ ყოფნა. მაგრამ ვისი ბიუჯეტიც ცოტა შეზღუდულია შეუძლია ბოლომდე ჩაიკითხოს ეს პოსტი

მაშ ასე სასტუმრო Camyuva Beach Hotel – 8 კმ კემერიდან

1. ფასი

9 ივლისს შევედით 2 საათზე და გამოვედით 16 ივლისს 4 საათზე

სრული 1 კვირა – 2 ადამიანს დაგვიჯდა 750$, მარტო სასტუმრო

აბსოლუტურად მისაღები და დაჟე ძალიან კარგი ფასიცაა მთელ იმ სიკეთეებს თუ გავითვალისწინებთ რაც იქ ხდებოდა

2. ოთახები

უსუფთავესი და ძალიან საყვარელი ოთახები გვქონდა, ძალიან სუფთა და კომფორტული აბაზანა – ტუალეტით, ფენი, ტელევიზორი, მაცივარი, აივნები აუზის მხარეს.

აბსოლუტურად ყოველ დღე გვილაგებდნენ ოთახებს, კონდიციონერი უშაობდა ძალიან მაგრად, ღამე ვერ დატოვებდი გაიყინებოდი 🙂

3. აუზი

აუზი გვქონდა უსუფთავესი, საღამოს 7 საათზე ამოგვყრიდნენ ხოლმე ყველას და იწყებოდა წმენდა და გაფილტვრა.  1 დიდი აუზი გვქონდა, აი წმენდის პროცესში გადავიღეთ

ეს ხატიას ოთახიდან არის გადარებული, ზედა სართულზე ცხოვრობდა, გვქონდა ასევე სასრიალოები რომლებიც ძალიან მაგრად გაგვიხარდა და გაგვისწორდა.

იყო ასევე პაწაწუნა აუზი ბავშვებისათვის ისიც სასრიალოთი და უკანა ეზოში გვქონდა ცალკე ჯაკუზი – აუზი. აი ხატია და დათო ლაღლაღებენ 😀

3. კვება

ოოოოოოოო. ეს ყველაზე გემრიელი საკითხია

ძალიან მიკვირს 100 კილო რომ არ ჩამოვედით ყველანი,  ალბათ ძალიან აქტიურად რომ ვისვენებდით თორე სხვანაირად ვერ ვხვდები რატომ არ მოვიმატეთ არც ერთმა. კვება გვქონდა 3ჯერ საფუძვლიანი, და 2ჯერ ლაითი. საკვები რამდენიც გინდა და რაც გინდა, დაახლოებით 10 კილო სტაფილო მექნება ნაჭამი იქ ყოფნისას. გავსინჯე მიდიებიც მაგრამ არ მომეწონა.

დილით გვიანი საუზმე 10ზე მთავრდებოდა და აი წუთებში ვუსწრებდით ხოლმე, მერე 2 საათზე სადილს და ბოლოს 8სკენ ვახშამს. სულ გადარბენებზე ვცხოვრობდით რომ მოგვესწრო ჭამის დროისთვის. 5 საათზე სასტუმროს აუზის ბარში, აუზთან ცალკე პატარა საყვარელი ბარი იდგა სასრიალოების ქვეშ, იქ გამოჰქონდათ ცომეულ ტკბილეულები და ჩი, ყავა და გამაგრილებელი სასმელები. ერთადერთხელ გავსინჯე მარტო დანარჩენი არ მეცალა.

4. მომსახურე პერსონალი

მომსახურე პერსონალი იყო უსაყვარლესი, უზრდილობიანესი, უღიმილესი. ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ადამიანებით, ძალიან თბილები და ყურადღებიანები იყვნენ, აი უზომოდ რასაც ქვია

ძირითადად სულ თურქები იყვნენ და ქვემოთ SPA & WELLNESS-ში მუშაობდა ორი ქართველი. ირაკლი რომელიც უფროსი იყო იქ, ზალიან კარგი ადამიანი იყო და ძალიან ყურადღებით გვექცეოდა.

5. ACTIVITIES

გარდა იმისა რაშიც ცალკე ფულს ვიხდიდით სასტუმროს გარეთ. გართობა სასტუმროს შიგნიტაც არანალკები გვქონდა, თამაშების და აკვა აერობიკის სურათები წინა პოსტში დავდე უკვე. იყო ასევე წყალბურთი

მასკარადები

დარცის შეჯიბრები

აღმოსავლური ცეკვების გაკვეთილები

პინგ პონგის ჩემპიონატები

ფრენბურთი პლაჟზე -სურათები არ მაქვს სამწუხაროდ

იყო ასევე საუნა, ფიტნესი უფასოდ და პილინგი, ჰამამი, ქაფის მასაჟი და სახის ნიღაბი ჩვენთვის ფასდაკლებით 30ლირად.

6. პლაჟი

პლაჟი კემერის პლაჟებვით “მოჟოშკილი” არ გვქონდა, საკმაოდ ფართო და სუფთა პლაჟი გვქონდა. არასოდეს არ იყო შეზლონგების დეფიციტი, იყო ურნები, არავინ არ ყრიდა ნაგავს, წამოსვლის წინა დღეს ჩვენმა სასტუმრომ მოიგო კონკურსი ყველაზე სუფთა პლაჟი და საბანაო წყალი, მტელი უფროსობა იყო ჩამოსული და პლაჟის ბარში უფასო შაურმები და რაღაცეები რიგდებოდა ყველა დამსვენებლებისათვის. პლაჟზე ჩასასვლელში იყო ფრენბურთის მოედანი. პლაჟი ბაღებისგან იყო წვრილი ასფალტიანი გზით გაყოფილი, გზის აქეთა მხარეს ყველა სასტუმროს თავისი BEACH CAFE ები ქონდათ, ჩვენსას ქონდა ასევე შეზლონგები ჩრდილში, საქანელები და სახატავი მაგიდები და სკამები ბავშვებისათვის.

მოკლედ ვისაც ყავს ბავშვი ან ბავშვები და უნდა კომფორტულად დასვენება, ვისაც უნდა წყნარი დასვენება სასტუმროდან გაუსვლელად, ვინც მიდის ოჯახთან ერთად – ეს სასტუმრო არის თქვენთვის იდეალური 4*იანებს შორის.

საღამოობით არის ბავშვების გასართობი პროგრამები, მერე დიდების გასართობი პროგრამები ან დისკოტეკები ან თურქული ღამეები.

ასე  რომ

FULLY RECOMMENDED

Comments

comments

19 thoughts on “Camyuva Beach Hotel

  1. Maka Asatiani says:

    მართლაც რომ ღირს ამ ფასად ასეთი კარგი პირობები. ჩემს მშობლებს უნდა ვუთხრა, იქნებ დავაბა და დავასვენო 😀

  2. barbie says:

    ძალიაან კარგია თაა 🙂 :*
    ისწავლე აზიური ცეკვა? 😀

  3. antimelancholy says:

    იჩიბან ტაქსზეც რა ორიოდ სიტყვით 😀

  4. Taa says:

    antimelancholy

    ეგ ანტალიაში იყო
    თან ეძინა შიგნით პატრონს, შევათვალიერე 😀
    ახალგაზრდა ბიჭი იყო
    მეც ვიხელთე დრო და ვიპოზიორე და სურატები გადავიღე :დ

    barbie

    ვერა ვერ ვისწავლე 🙁
    საღამოს 5 საათზე იყო ხოლმე და მე მაგ დროს ყოველთვის ზღვაზე ვიყავი
    საღამოს ზღვაზე ვაფანატებ,
    ჩემი და ესწრებოდა ხოლმე 😀 და სწავლობდა

  5. Landish says:

    თუ ყველაფერი ის, რაც ჩამოწერე, უფასოა, მაშინ 375$ ერთი კვირისთვის შესანიშნავი ფასია : )

    მომსახურე პერსონალმა ინგლისური თუ იცოდა?

  6. Taa says:

    სხვათა შორის გამიკვირდა და ინგლისური უფრო იცოდნენ ვიდრე რუსული
    ძირითადად პირიქითაა ხოლმე 🙂

  7. Niin says:

    თაა საგამოობით გრილა მანდ? ანუ გრძელ კლავიანი უნდა წამოვიღო რამე და ჯინსის შარვალი?:)

  8. Taa says:

    არა ნიინ
    არავითარი გრძელმკლავიანი და არავითარი ჯინსი
    ერთადერთი ჟაკეტი დამჭირდა ერთ დღეს დავიწვი და სულ მაციებდა
    დანარჩენი შორტებს და მოკლე იუბოჩკებს ვერ ვიხდიდი ისე ცხელა

    როდის მიდიხარ?

  9. Niin says:

    აჰა ძალიან კარგი.
    ორშაბათს მივფრინავ:)ეხლა ვლაგდები ნელ ნელა და ვფიქრობ რამე არ გამომრჩეს))

  10. Taa says:

    ამ წუთას როგორც ვიცი კიდევ არიან ქართველი გოგოები რომლებიც ასევე ჩემს ბლოგზე ნანახის მერე ჩავიდნენ მაგ სასტუმროზე
    და კიდევ არის რამდენიმე ქართველი ბიჭი :დ

    მოკითხვა თუ გაიცნობ ჩემგან

    აუ ერთხელ უნდა დავწერო ტუტორიალი
    “არ გამომრჩეს გამგზავრებისას”

  11. Niin says:

    სიამოვნებით გადავცემდი შენგან მოკითხვას, მაგრამ მე სხვა სასტუმროში მივდივარ:)
    ტუტორიალი“არ გამომრჩეს გამგზავრებისას” მაგარი იდეაა, ტან ყველა დავამატებდით რამეს იმ სიაში რაც გამოგვადგა:)

  12. Taa says:

    როგორც კი მეცლება აუცილებლად დავწერ

    ნინ, რომელ სასტუმროში მიდიხარ?

  13. liksi says:

    hi all :)) გუშინ ჩამოვედი მაგ სასტუმროდან, მაგარი იყო ძალიან. გარემო, მომსახურება და საჭმელი ფანტასტიურია, პირველად ვიყავი თურქეთში და ჩემ მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა და მოკლედ მადლობა თაას :))

  14. Niin says:

    Fame Hotel-ში გადავწყვიტე წასვლა. პირველად მივდივარ თურქეთში და მინდოდა ისეთ სასტუმროში წასვლა სადაც ვინმე უკვე ნამყოფი იყო ქართველებიდან და თავისთავზე გამოსცადა ყველა ნაკლი და პლუსი:) ფორუმზე ეგ მირჩიეს ხო და ვნახოთ:)თან ქემერის ცენტრშია.

  15. Taa says:

    კი, ვიცი
    ძალიან კარგი სასტუმროა და მდებარეობა აქვს იდეალური
    ძალიან მომწონდა კემერში როცა ვისვენებდი ხოლმე

  16. ვეკო _sun_waiting says:

    თაააა, ის ვიპოვე რაც მჭირდებოდა :დ ძაან მიმზიდველი პიარია :დ

    და ნიუბისსტური კითხვები უნდა დაგისვა :დ :

    1) ეხლა თუ გაქვს რამე ინფო ამ სასტუმროსთან დაკავშირებით? ანუ ხო ადგილზეა და რამე?

    2) ნომრების დაბრონვა რამდენი დღის წინაა საჭირო? და საერთოდაც, როგრ მოვხვდე , საკონტაქტო ინფო სად ვნახო.

    ძალიან მინდა ამ ზაფხულს აქ წასვლა და დამეხმარე რა

  17. Taa says:

    ვეკო

    აი შორენას მეილი
    shorena@travelclub.ge

    შარშან ამ გოგომ გამიშვა, ძალიან კარგი გოგოა – უთხარი სასტუმრო და ქალაქი და ყველაფერს დაგითვლის და მოგაწვდის ინფორმაციას

    და ერთი რჩევა – რომ ჩახვალთ – რესეპშენში მაქსიმალურად იბლატავეთ რომ კარგი ოთახი მოგცეთ თორემ ჟმოტავენ ხოლმე
    და მეორე მესამე სართული აიღეთ – სულ ზევიდან კარგი ხედებია – მაგრამ ცოტა ცხელი ოთახებია

    დაბლა სპა სალონში ქართველი ბიჭია ხელმძღვანელი – ირაკლი, აუცილებლად გაიცანით და ჩვენგან მოკითხვა გადაეცით

  18. ვეკო _sun_waiting says:

    გმადლობ, თაა : )) ეხლა ინლაინ ვსერჩავ ოთახებს და ყველაფერი დაკავებულია, ანუ მინიმუმზე ჩამოვიყვანე დღეები და მაინც ჯერ–ჯერობით ყველა დღე დაბრონილია 😐
    იმედია, შორენა გადამარჩენს :დ

    საბოლოოდ რომ ჩამოვყალიბდები, შორენას დავუკავშირდები ^_^ კიდე მადლობა :დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *