One Sweet Day

უკე რამდენი ხანია მე და ხატია ვგეგმავდით ვიკის და თომას სადმე წყალთან წაყვანას, აუზზე ან ზღვაზე და ვერანაირად ვერ მოვაბით თავი, მერე დავიფანტეთ და დაგვრჩა იდეა განუხორციელებელი …

რამდენიმე დღის წინ გავიგე თუ არა რომ ხატია აქ იყო ბავშვითურთ და ვიკიც პარასკევს ჩამოიყვანეს მაშინვე დავკავშრდდით, დოდკასაც შევეხმიანეთ და დავიწყეთ კვირას ბომბორას პარკში არსებულ აუზზე სტუმრობის დაგეგმვა. სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ხატია კვირას ქორწილში მიდიოდა და მე კიდე სხვა დღე არ მაქვს დასვენების 🙁

თითქმის ჩაშლის  პირას მისული გადაწყვეტილება მაინც გავაცოცხლე რადგან საკმაოდ ცხელოდა გუშინ, დავუკავშირდი დიდკას, ჩავულაგეთ ბავშვებს საცურაო მოწყობლობა, მზისგან დამცავი კრემები და ავედით ბომბორაზე.

თავიდან კარუსელებით გავახარეთ

ამ სურათზე თმის ფერიდან გამომდინარე გეგონება რომ ვილი ჩემი შვილი უნდა იყოსო და ვიკი დოდკასი 😀 😀 😀

კარუსელებით რომ იჯერეს გული, წავედით აუზისკენ, ერთი სული გვქონდა როდის შევასკუპებდით წყალში და როდის დაიწყებდნენ წყალში ფართხალს და ჭყლაპუნს ….

მაგრამ 🙁 🙁 : (

რატომღაც ბომბორას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა რომ 1 წლის ბავშვებისთვის არ შეიძლება ამ აუზში შესვლა მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ 🙁

უზომოდ დაგვწყვიტეს გული, როგორ არ ვეხვეწეთ რა არ ვთხოვეთ მაგრამ არაფრის დიდებით არ შეგვიშვვეს. ჩვენს ავდექით და გულდაწყვეტილები “პისოჩნიცისკენ” გავეშურეთ…

მართალია იქაც ძალიან მაგრად გავერთეთ, ბავშვებიც და მე და დოდკაც, მაგრამ აუზი განსაკუთრებით კარგი იქნებოდა

ამასობაში უკვე დიდი დრო გავიდა, მარტო ქვიშაში მგონი 2 საათი გავატარეთ, და ბავშვებსაც მოსივდათ, წავიყვანეთ სადაც მინდორი ვნახეთ ნაძვების ქვეშ და გავუშალეთ პატარა პიკნიკური სუფრა,

უცებ დაცვა დაგვადგა, აქ არ შეიძლება გადმოსვლა და გაჩერება მით უმეტესო, ვთხოვეთ ვაჭმევთ და წავალთო და დაგვთანხმდა

ძალიან გემრიელად მიირთვეს ბავშვებმა, ბანანიც დააყოლეს და ბედნიერები იყვნენ სრულიად

უკან საკმაოდ დაღლილები წამოვედით ყველანი, ბავშვებს მანქანაშივე ჩაეძინათ 🙂

რადგან წყალთან ვერ ვაკონტაქტეთ ბომბორაში, გადავწყვიტეთ შემდეგ კვირას თუ ვიკი ჯერ კიდევ აქ იქნება და თუ არ მეყოლება აგარაკზე გაშვებული – უნდა წავიდეთ ევრო პარკში, თბილისის აკვა პარკში სადაც ბავშვებისთვის არის ცალკე აუზი.

ბავშვიან მსურველებს შეუძლია შეგვეხმიანნონ, შესვლა ღირს 40 ლარი და იქ დამატებით საჭმელს თუ მოითხოვთ ან ნაყინს – ეგ თქვენზეა უკვე 🙂

ბოლოს კი პიკნიკის ვიდეო, რომელ ერთს ვუყურო ხოლმე არ ვიცი, ორივე ისე საყვარლად იცმუცმება 🙂

Comments

comments

9 thoughts on “One Sweet Day

  1. NaNaKo says:

    ვაიმეეეე!!! გენაცვალეთ! ჩასაყლაპები არიან რაააა <3<3<3

  2. utvino says:

    ვაიმე, აი აი აი ძალიან მაგარი ტიპები არიან ორივე
    განსაკუთრებულად მაგრები <3

  3. khatiaa says:

    მინდა მინდა აუცილებლად. თან ძალიან. და აკვა პარკში შეგვიშვებენ ამათთან ერთად?

  4. Taa says:

    იმედია შეგვიშვებენ
    მთელი ნოტა მოვწერე ფეისბუქზე და არ მპასუხობენ
    რად უნდათ ეგეთი გვერდი ვერ ვხვდები
    1 კვირაზე მეტი გავიდა რაც მივწერე

  5. Kate says:

    ვაიმეეეე…
    საყვარლები :***

    ისე ვილი მართლა შენი შვილია და ვიკი – დოდკასი.

  6. unknown says:

    საყვარლები…
    გუშინ საღამოს კუს ტბაზე დაგინახეთ შენ და ვიკი.

  7. Taa says:

    unknown

    ხოოო
    ვიყავით
    აუუუუ რატო არ მოხვედი
    უზომოდ მიყვარს უცხო ხალხთან კონტაქტი

    აი ფორუმელს ვინმეს თუ ვიცნობ ხოლმე სურათით ეგრევე მივდივარ

  8. გვანცა says:

    ვაიმეეე ვიკიკოზე ჭკუა მეკეტება. ულამაზესი და უსაყვარლესი ბაიააა… :*:*:*:*::*

  9. Dido says:

    ვიკიკო მგონი ყველას უყვარდება ვინც შეხედავს

    მეც ფორუმიდან მახსოვს ადრე დებდი სურათებს

    ლამაზუნაა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *