Don’t Disturb
საერთოდ როგორ ვახერხებ წერას მე თავად მიკვირს, უფრო სწორად წერას ვახერხებ 5-5 და 3-3 წუთებით. შემოვალ მივუმატებ წინადადებას გავალ გავაგრძელებ ჩემს საქმეს…
შვებულებამდეც იგივეს ვწერდი და ახლაც ვაგრძელებ რომ საოცრად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს და ძალიან მსიამოვნებს. სულ, სულ, სულ რაღაცას ვაკეთებ სულ საქმეში ვარ და არ ვიწყენ ვერ ვიწყენ და არ ვგრძნობ მარტოობას, რაც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე როცა სოთა, თოკა, იკა და ზურა მიდიოდნენ ხოლმე. ამჯერადაც ყველანი წასულები არიან, ოფისში თითქოს მარტო ვარ მაგრამ სკაიპს გაუმარჯოს და ნაუშნიკებს, დღეში იმდენჯერ ველაპარაკები ხოლმე რომ ვერ ვგრძნობ რომ არც ერთი არ არის საქართველოში და არც ოფისში.
წყნარ დასვენებას ვაპირებდი და გიჟური გამომივიდა, ჩამოვედი აქ მაინც გამოვიძინებ მეთქი და აქაც იგივე გრძელდება
ჩემი ცხოვრების რიტმის საშველი არ არის რააააააააა
მაგრამ რაღაც არ მეწუწუნება და არ ვწუწუნებ, უბრალოდ შუა საქმეში ჩართულს რომ ტელეფონის ზარები მაწუხებენ მინდა ხოლმე რომ ზუმერად Don’t Disturb
დავაყენო, არადა ზარები შემოდის და შემოდის – არ ჩუმდება ეს ტელეფონი. აი ერთადერთი საწუწუნო
ბევრი საქმე, ბევრი ახალი პროექტი, ბევრი საინტერესო და ზოგი უინტერესო შეკვეთა და დრო ისე გადის რომ 7 საათზე ჯერ კიდევ კლავიატურიდან ვიყურები რატომ ჩააბნელეს დარბაზი მეთქი
სახლში არარც მივდივართ არც მე არც დიმა, ვიკიკოს გარეშე რაღაც სიყრუეა ხოლმე, ხოდა 3 დღის ჩამოსული ვარ და უკვე ყველგან მოვასწარი ყოფნა, 2ჯერ კუს ტბაზე, ლისის ტბაზე, კინოში, გოგოებთან სამკერვალოში ფალიაშვილზე, შარდენზე, მაკში და რა ვიცი კიდევ სად აღარ
ერთი სული მაქვს ვიკის როდის ჩამომიყვანენ, ამ წუთას მამიდას ყავს გრიგოლეთში, სახეზე საყვარელი ზაგარი აქვსო მეუბნება, ზღვის შეეშინდაო მაგრამ ნაპირზე მოსწონს ყოფნაო და ქვიშაში თავისი ვედროთი და ნიჩბებით თამაშიო
ამ დილით კიდევ
ვიკიკომ დამირეკა
აიღო ტელეფონი და დედა დედაო იძახდა
ხოდა დაარეკინეს
ჩემი ხმა რომ გაიგო თურმე კოცნიდა ტელეფონს
აი მითხარით ამის მერე როგორ უნდა ვგრძნობდე თავს 
…მეტირება ისე მენატრება







საყვარელი ეგ დაზაგრული ჩამოგივა
ვაიმე, რა საყვარელია ამ სურათზე, ჩახუტება მომინდა : ))
მონატრება ძნელია, ალბათ შვილი რომ გენატრება ეს განსაკუთრებით, მაგრამ სამაგიეროდ დასვენებული და გაჯანსაღებული ჩამოვა
ნატალიას ვეთანხმები.
)))) როგორი ნარინჯისფერია
DDD…უგანსხვავებულესი, უორიგინალურესი ულამაზესი და უსაყვარლესი:**** ჩასაყლაპი ბავშვი…
აუ რა საყვარელია
ვიკი რეკლამებში უნდა გადაიღონ! კატეგორიულად მოვითხოვ
პატარა ჩიპოლინო
ჩემი გოჭი. სურათს თვალს ვერ ვწყვეტ
საყვარლები ხართ მთელი ოჯახი.
ხოდა ისა…
რა უნდა მეთქვა.
ძალიან კარგი დაკავებული რომ ხარ, ნეტავ მეც ეგეთი ვიყო, წუწუნისთვის დრო არ მექნებოდა.
მადლობა ყველას
გუშინ ვიკიკო ჩამომივიდა
მკლავებზე აქვს სოფლის ზაგარი
ძაან საყვარელია
ამ ბავშვს შევჭამ,ჩავყლაპავ
უსაყვარლესზე უსაყვარლესია
უსაყვარლესიაააააააააააააააააააააააააააააა ძალიან ლამაზია:):):)
არ გაწუხებთ ბატონო
შენი უფროსი რომ ვიყო გამიხარდებოდა ასეთი თანამშრომლის ყოლა
საქმესაც რომ ყველაფერს ასწრებს და გულმოდგინედაც რომ მუშაობს
ძაან მაგარი ტიპშა ხარ
ძალიან საინტერესო და ენერგიული ადამიანი ჩანხარ
ჩემი კომპლიმენტები
შვებულებამდეც იგივეს ვწერდი და ახლაც ვაგრძელებ რომ საოცრად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს და ძალიან მსიამოვნებს.
თაა, შენი უფროსი ოდესმე დაფიქრებულა რა მაგარი თანამშრომელი ყავს?
Anonymous
დიდი მადლობა, ვცდილობ არ დავაგდო ტემპი და პასიურ რეჟიმზე არ გადავიდე
ნუცა
არ ვიცი
ვკითხო?
უთხარი მერე
ზოგადად საქართველოში განათლებული კადრები სერიოზული დეფიციტია
განათლებული და პროფესიონალები საერთოდ სანთლით საძებნი
განათლებული, პროფესიონალები და მუშაობა რომ არ ეზარებათ ხო საერთოდ ერთიორია მგონი
და მათ ისე უნდა უფრთხილდებოდეს ხელმძღვანელი როგორც არავის