ზუსტად იმ საღამოს როდესაც თურქეთიდან ჩამოვედით მე და დიმა ავედით კუს ტბაზე სასეირნოდ. დადაც ერთი ბებია და შვილიშვილი გავიცანით. ბავშვს უამრავი ვეფერე თვალებით და ბებიასაც ვესაუბრე. ძალიან საყვარელი ახალგაზრდა ბებია იყო და ძალიან საინტერესო მოსაუბრე. ბავშვი ოდნავ დიდი იყო ვიკიკოზე და უკვე გამართულად დადიოდა და დარბოდა. რ საუბარი წარიმართა ამ თაობის ბავშვების უცნაურობების ჩამოთვლით და ბებიამ მათ ერთი ძალიან საინტერესო სახელი უწოდა “აქსელერატები”. ამ სიტყვამ იმ წუთასვე დამიბადა სურვილი პოსტი დამეწერა ინდიგო ბავშვებზე …
ტერმინი “ინდიგოს ბავშვები” პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში (მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ “ინდიგოს ბავშვები”).
მერე უამრავი საქმიდან გამომდინარე მიმავიწყდა ეს სურვილი, ვიდრე დღეს ცივისელის ბლოგი არ აღმოვაჩინე და ეს უსაინტერესოესი პოსტი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ და ამის გაგრძელებას დავწერ უკვე კონკრეტულად დიმას და ვიკიკოს მაგალითზე
ვინ არიან და ასე შემდეგ ინფორმაცია ცივისელს საკმაოდ კარგად უწერია და ძალიან ვეთანხმები ამ კონკრეტულ აბზაცებში:
1. ბავშვებს აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა; ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ;
2. არიან უდისციპლინოები და თავმოყვარეები;
3. არიან ნიჭიერები, განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებულნი ან ძალიან ჭკვიანები
დაახლოებით 4 წლის წინ წავიკითხე სულ პირველად ეზოთერიკების ფორუმზე ინდიგო ბავშვების შესახებ და ისე გამიტაცა ამ თემამ რომ უამრავი სტატია ვნახე ამის შემდეგ. ყველაზე სარწმუნოდ და საინტერესოდ რაც მომეჩვენა იქ ეწერა რომ ინდიგოები 1981 წლიდან იბადებიან, ამ პერიოდში გაჩენილ ბავშვებზე აღმოაჩინეს სწორედ პირველად აურის განსხვავებული ფერი და სწორედ ამის გამო დაარქვეს მათ ინდიგოები. ეს თავიდან უცნაური მოვლენა გახდა დაკვირვებების საგანი, რამაც მიგვიყვანა იმ საყოველთაო აღიარებამდე რომ ესენი არიან უნიჭიერესი თაობა. მაგრამ ეს ნიჭიერებაც საკმაოდ სადაოა – რაში არისნ ისინი ნიჭიერები? აბა მიეცით ამ ბავშვებს თოხი, ვერაფერს გააკეთებენ, აბა მიეცით წიგნი – არ აინტერესებთ.
აბა მიეცით თანამედროვე ტექნიკის ნებისმიერი პროდუქტი: კომპიუტერი, ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი - წამებში გაუგებენ მებისმიერ მცირე დეტალსაც კი.
დიახ – ინდიგო ბავშვები გენიოსები არიან მხოლოდ თანამედროვე ტექნიკაში და ტექნოლოგიებში და ხშირად ისინი ძალიან დიდი კონფლიქტში მოდიან არაინდიგოებთან, რატომღაც სჯერათ რომ არ ესმით მათი, მათი ენა …
დიმა – არის ტიპიური ინდიგო, დედამიწაზე ყველაფერი ეზარება და არაფერი არ აინტერესებს ტექნიკისა და ტექნოლოგიების გარდა. შეუძლია 1 წელი არ იყიდოს ტანსაცმელი – მაგრამ გამოსვლის დღესვე უნდა იყიდოს რარაც ახალი პროგრამა, ან ახალი ნაწილი კომპიუტერისთვის და მე ხშირად ძალიან მიჭირს ხოლმე ბევრ მის თვისებასთან შეგუება …
ეხლა ვიკიკო – ოოოოოოოოოო, აი სად დაგვერხა ორივე მამა-შვილს, ეს არის ბავშვი რომელსაც ნიტო შტო ტანსაცმელის ყიდვა, არამედ ჩაცმაც კი ეზარება, გახდაც ეზარება, არ უყვარს არც ერთი სათამაშო რაშიც უამრავ ფულებს ვყრი ხოლმე, მაგრამ საკმარისია დიმა ჩაუჯდეს თავის ლეპტოპს რო ვიკი უკვე იქ არის. გამალებული უტყაპუნებს კლავიატურას და ბედნიერია, თიტქოს ყველაზე მაგარ სათამაშოს მიაგნო.
საკმარისია დედაჩემმა ჩართოს სახლის კომპი რო ვიკი იქვე გაჩნდება, აირებს ხოლმე მაუსს და აწკაპუნებს და აწკაპუნებს.
თვეების იყო პულტს აიღებდა და ტელევიზორს რთავდა ხოლმე, მობილურის გახსნა და ჩართვა იცოდა, იცოდა სად უნდა დაეჭირა რომ ეკრანზე სურათები სეცვლილიყო, უყვარს საოცრად სახლის ტელეფონიც, საათობით შეუძლია გაერთოს სახლის ტელეფონით, და საკმარისია რომ ფოტოაპარატი დაინახოს რომ ის მაშინვე მის ხელში ჩნდება და სურათების გადაღებას იწყებს. განა პოზირებას, არა გადაღებას, იცის სად არის ის კნოპკა სადაც დაჭერის შედეგად ფლეში ინთება და სურათები ჩნდება…
ამავე დროს არის ზე აქტიური – მაგრამ ვერ კონტაქტობს არააქტიურ ბავშვებთან, თითქოს რაღაცნაირად ღლიანო და არ უნდება ხოლმე მათთან თამაში.
ყველაზე მეტად ვიკის ამ დედამიიწაზე ბავშვებიდან დეაკო უყვარს, ჩემი დის შვილი, აბოდებს დეაკოზე. და დეაკოც აბსოლუტური ინდიგოა. დეაკოს ის ბავშვის რომელიც წლინახევრის ასაკსი კომპიუტერს რთავდა, D დისკზე შედიოდა და იცოდა იქ ხატიას მისი საბავშვო კლიპები სად ქონდა ჩაწერილი. წლინახევრიდანვე ინტერნეტში შედიოდა, იცოდა სად უნდა აეკრიფა მისამართი რომელიც ამ შემთხვევაში მართივი იყო Y8.com – დააჭერდა ხოლმე ენთერს და აქეთ მასწავლიდა ფლეშ თამაშები როგორ უნდა ჩამერთო და მეთამაშა.
პიროვნულადაც დეაკო და ვიკი ძალიან გვანან ერთმანეთს, ორი უჯიუტესი, უკაპრიზესი, კაპარჩხანა … რაც არ უნდათ ვერ აიძულებ. უბანს გადადგამენ კივილით … ერთადერთი იარაღი მათტან ურთიერთობის არის სურვილების შესრულება, მოთაფვლა და მოფერება.
ამ თემას ვაშეარებ ფორუმის მშობელთა კლუბში და ძალიან მინდა თქვენც მოყვეთ რას ფიქრობთ ამ საკითხებზე …
ვიკიკოს პირველი მაუსი და კომპიუტერი







ამას რომ ვკიტხულობდი, ჩემი ძმისშვილი გამახსენდა. ზუსტად ასეთია, ხასიათით ძალიან ჯიუტი, ყველაფერი ტავისი გააქვს, სხვა ბავშვებთან ლიდერობა უყვარს. ეს შეიძლება გათამამებასაც დააბრალო მსობლების მხრიდან, მაგრამ თუ ტექნიკაზე მიდგა საქმე, 5 წლის ასაკში უკვე საკუთარი კომპიუტერი აქვს. მანამდე, მახსოვს დვდ-ზე მულტფილმებს 2-3 წლის ასაკიდან თავისით ირთავდა, კარაოკესაც და მოკლედ…:D
ეჰ, ისე მე რატომ არ ვარ ნეტა ამ იისფერი რასის წრამომადგენელი, არადა, როგორ მიყვარს ეს ფერი
არ ვიცი, თომაც ძალიან ახლოსაა ტექნიკასთან, მაგრამ გაიზრდება და ვნახოთ რას იზავს
უამრავ რამეს აკეთებს კომპზე დ ამობილურზე, თუმცა მგონია, რომ ამას ყველა ბავშვი აკეთებს და ნაადრევად ვერ ვიძახი ვერაფერს.
ზოგადიდან კერძო შემთხვევაზე გადასვლის კარგი მაგალითია…მიხარია რამეში მაინც თუ დაგეხმარე:)
Pingback: Tweets that mention http://taa.ge/2010/07/indigo-kids/ -- Topsy.com
ჩემი შვილი მალე 2 წლის გახდება და ისე იქცევა რომ ხანდახან მავიწყდება რომ პატარაა, იცის კომპიუტერის ჩართვა, ტელევიზორის და ბევრი სხვა რამე რაც დზაან მიკვირს. ასევე არის ძალიან ამაყი და თავმოყვარე და შენიშვნებს არ მოსწონს რომ ვაძლევ.
)) ჩვენ ეგეთები არ ვყოფილვართ
თან ქმარ-შვილის ინდიგოდ გამოცხადება. რა ვიცი, რა ვიცი….
აუ ზუსტად ასეთია ჩემი შვილი,1,9 თვისაა და მღერის(ქართულად და ინგლისურად)იცის მილიონი ლექსი და არასდროს არ ეშელბა და არ ავიწყდება 1,5 იყო 10რო ითვლიდა ეხლა 30მდე ითვლის,ტექნიკაზე არაა ლაპარაკი უკვე…. მაგრამ ალბად მალე არარ იქნება გასაკვირი რადგან თითქმის ყველა ბავშვი ახლა ასეთია.ხო ესეც ვერ იტანს უკონტაქტო ბავშვებს,პირიქითი ღიზიანდება და ვერ იტანს.სათამაშოებიც დიდად არ უყვარს,თამაშობს ყველაფრით გარდა სათამაშოებით. მართლა ძალიან სხვანაირი ბავშვები იბადებიან…
unknown
და რატომ ვითომ?
აი არ მესმის ასეთი კომენტარების, ყველანაირი სიმპტომი რომ მქონდეს ფილტვის კიბოსი – არ უნდა ვთქვა რომ კიბო მაქვს?
თუ ინდიგოობა რამე წოდებაა რომელიც ვინმე განსაკუთრებულმა უნდა მოგანიჭოს
ახლანდელი თაობა ძირითადად ეგეთია. “მაგთი”-ს ჟურნალი რომ არის, “მუდმივი”, იქ იყო ადრე კარგი სტატია ინდიგო ბავშვებზე და სურათებიც რომ ვნახე, გამეცინა.
ჩვენ დროს სად იყო ტელეფონი. ჩვენ დროს დენდი და ტეტრისი ძლივს იყო. და ბარბი თუ გქონდა, მაგარი იყავი.
თუთა ვარ
მეც ხშირად მიფიქრია , ამდენი ლამაზი საინტერესო სათამაშოს მიუხედავად რატომ ინტერესდებიან ტექნიკით.
ელენეც ასევე ლეპტოპის ფანია, მობილურით დარბის ყურზე მიდებული აქვს და ვითომ ლაპარაკობს, მიდის ტელევიზორთან თიშავს რთავს ,და ა.შ
რამდენიმე საინტერესო დანართი, თემა რომ არ გავწელო ძალიან
“სპეციალისტები, რომლებიც ინდიგო-ბავშვების ფენომენს სწავლობენ, ამტკიცებენ, რომ მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მათ გაცილებით მაღალი გონებრივი პოტენციალი აქვთ, ვიდრე წინამორბედ თაობებს, თუმცა ეს არც მემკვიდრეობის დამსახურებაა, არც გენეტიკური მუტაციებისა და არც აღზრდისა… ფენომენი ამოუცნობია. არსებობს ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ბავშვის გონებრივი პოტენციალის დიაგნოსტირება, რათა შემდეგ განვითარების სწორი გეზი დავუსახოთ და არ გავტანჯოთ ისეთი საქმიანობით, რომელიც მისი ბუნებისთვის უცხოა, მიუღებელია.”
“#
ინდიგო-ბავშვს წუთითაც კი არ შეუძლია მშვიდად ჯდომა. ეს ცუდი აღზრდის კი არა, მათი შინაგანი აღქმის თავისებურებების ბრალია. ისინი ადვილად სწვდებიან ნებისმიერი მოვლენისა თუ საგნის არსს და არ ესმით, რატომ ვერ ახერხებენ ამას სხვები. იოლად ითვისებენ განსაზღვრულ ინფორმაციას, მალევე კარგავენ მისდამი ინტერესს და წინ, ახალი ცოდნის შესაძენად მიისწრაფიან. ჩვენი, უფროსების ამოცანაა, მივცეთ პატარას ენერგიას სწორი და უსაფრთხო გეზი.
#
ინდიგო-ბავშვები თავს ლიდერებად მიიჩნევენ, ჯიუტები არიან და ყველაფერს იღონებენ, რომ თავისი გაიტანონ. ნუ მოახვევთ თავს თქვენს აზრს, მაგრამ ნურც დაემორჩილებით. ბავშვმა შესაძლოა გაიზიაროს თქვენი აზრი, თუ მას სათანადოდ დაუსაბუთებთ.
#
ინდიგო-ბავშვებს გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის გრძნობა. ისინი მყისვე ხვდებიან სიცრუეს და არ პატიობენ. ასე რომ, მათთან ზედმიწევნით გულწრფელი უნდა იყოთ.”
http://www.youtube.com/watch?v=r8YRg_LK_PU
: D
მეც ინდიგო ვარ !
:D
ჩვენ ყველანი ინდიგოები ვართ დღეს!
მე არ ვარ ინდიგოო
საერთოდ არც ერთი სიმპტომი არ მაქვს თქვენი
მგონი ბოლო დროს ძალიან ბევრნი არიან ინდიგოები, მგონი, ყოველშემთხვევაშI ჩემს გარშემო, აი ვიკიკოზეც გავიგე ასეთი ყოფილა, ჩემი ძმის შვილი,უნაზესი გოგოშკაა,მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად
ეგეც თვეების იყო რომ ჭედავდა კომპზე,ჩემს ონლაინთამაშებზე , ლაპარაკი არ იცოდა ელფი გოგო მინდას იძახდა. ანუ Lineage2 უნდა ჩამერთო და მასთან ერთად მეთამაშა. თან ყურებაზე არ კმაყოფილდებოდა. ხოდა ეხლა უკვე მამამისთან ერთად მანქანის მატორშIც ძვრება
ლოლ 3 არ არის ჯერ.
)
აი სად დაგვერხა
მე მიყვარს მასეთI ბავშვები ძალიან <3
დღევანდელმა ბავშვმა თოხით რომ რამე გააკეთოს მაშინ ვიტყვი, სტრანნი თაობა მოდისთქო
)
რა გარემოშიც იზრდება, იმის მიხედვით ყალიბდება ადამიანი
ლოლ.. ამ ლოგიკით 10 ბავშვიდან 8 ინდიგოა. მათ შორის ჩემი შვილი.
ვაშა!
რაც შეეხება იმას, რომ 1 წლის ბავშვს ვერაფერს გააკეთებინებ, თუ არ უნდა – არ მჯერა.
ჩემი შვილი ერთ-ერთი უჯიუტესია, ვინც კი შემხვედრია, იმათ შორის, მაგრამ ვახერხებ, რომ რაც არ შეიძლება, ის არ გააკეთოს. არ მგონია, რომ რთულია ეს, უბრალოდ ნებისყოფაა საჭირო.
ინდიგოა თუ შვინდიგო, მთავარია, რომ ჯანმრთელი, ნიჭიერი და ლამაზია. მისი ხასიათის და შესაძლებლობების მართვა 100%-ით ჩემს ხელშია და ვეცდები, ისე წარვმართო, რომ კეთილი და წარმატებული ადამიანი იყოს.
სალ
კი ბოლო დეკადაში დაბადებულებიდან უკვე 80-90%
დოლორესს
ამ ლოგიკით 10 ბავშვიდან 8 ინდიგოა
ბოლო ათწლეულში დაბადებულიდან უკვე კი
Георг Кюлевинд – Звездные дети – ეს წიგნი მასეთ ბავშვებზეა(ჩემს ბლოგზე დევს წიგნების გვერდზე) …
დღეს ყველას მოსწონს იყოს განსაკუთრებული და რომ გაიგებენ ინდიგოს ფენომენეზე – ეგრევე მეც ინდიგო ვარო, მაგრამ საქმე არც ეგრე მარტივადაა
პატივისცემით …
საინტერესო საიტი გქონიათ კიდევ გესტუმრებით
ძალიან დიდი მადლობა
მართლა ძალიან დაინტერესებული ვარ ამ ტემით
გადმოვწერე თქვენი მითითებული წიგნი ტქვენი ბლოგიდან
ბლოგი მეც მომეწონა
საინტეესო რაღაცეებს წავაწყდი
ინდიგო, მინდიგო
რაღაც არ მჯერა ამ ზღაპრების
არსებობენ განსაკუთრებით ნიჭიერი, ნიჭიერი და ჩვეულებრივი ბავშვები
მოგილოცავ თუ ნიჭიერი ან განსაკუთრებით ნიჭიერი გაიზრდება შენი ლამაზი გოგო
მაგრამ ინდიგო -შვინდიგოები არ ვიცი მე
უფფ, რამდენი ყოფილან
მე არ შემხვედრია ეგეთი განსაკუთრებით ჭკვიანი ბავშვები
ჩემი ძმისშვილი ეგეთი თვისებებით ვერ გამოირჩევა აშკარად – დონდლოა და არაინდიგო
ინდიგოობა არ ვიცი მაგრამ
მართლაც ძალიან განვითარებული და ნიჭიერი გოგო გყავს
მაგრამ ყველანაირ ნიჭს ხელშეწყობა უნდა ხომ იცი?
http://ucnauri.com/21/07/2010/indigo/
ანა
კარგი პოსტია
მადლობა
მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, გონიერი და პოპულარული ბავშვი გყავს
ინდიგოებზე მეც ბევრი წამიკითხავს და მჯერა მათი არსებობის
კიდევ ერთი უცნაურობა ვიკის მხრიდან
რამდენიმე დღეა სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან ერთად უწევს ყოფნა
ძირითადად ვცდილობდი თავისი ასაკის ბავშვებთან ეკონტაქტა
დაკვირვება და დასკვნა
არანაირად არ აინტერესებს თავისი ასაკის ბავშვები
დიდი ასაკის ბავშვებთან გრძნობს თავს იდეალურად
დასდევს, ეთამაშება, ბაძავს ყველაფერში
ტიპიური ინდიგოა
მე ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული ინდიგოებზე
პირველად რომ ვნახე ინფორმაცია, ძალიან მინდოდა ასეთი შვილი მყოლოდა
და უამრავი რამე გადავიკითხე
სამწუხაროდ ჩემი შვილი იმ დაახლოებით 10% ს მიეკუთვნება რომლებიც არ იბადებიან ინდიგოებად
კიდევ რა თვისებები აქვს, თაა – რადგან ცოცხალი მაგალითი გყავს იქნებ უფრო მეტი დაწერო?
კიდევ ერთი ნიუანსი
არ ვიცი ინდიგოური თუ არაინდიგოური
მე ბავშვობაში მქონდა ჩემი სამყარო, შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი და მეთამაშა მარტო თურმე
ჩემი მეგობრების შვილებსაც ახასიათებს ეს თვისებები
თეოს, ჩემი მამიდაშვილის ბავშვი – მარიამი – ეგრე გაიზარდა
ვიკი-ს არავითარი სამყარო, არავითარი თამაში თავის თავთან, ყველგან უნდა სიახლეები, ხალხი და მისაბაძი არსებები
ნებისმიერი სათამაშო 2 დღეში ბეზრდება და გულს ვერც კი მოუბრუნებ, ფაქტიურად ტყუილად ვხარჯავ სათამაშოებში ფულს
მაგრამ ამავე დროს გამი ბეარს თუ ჩაურთავ შეუძლია 20 წუთი ხმაამოუღებლად უყუროს, მაგრამ მერე ეგეც ბეზრდება
სულ მოძრაობაშია და სულ რაღაცით უნდა გააკვირვო და რაღაც ახალი ანახო, თორე მალე ბეზრდება ყველაფერი და ჭუჭყუნს იწყებს
შეგან განსხვავებით მაგრად გამმართლებია
ჩემს შვილს მივცემ თავის 2 მანათობელა და მომღერალ სათამაშოს და მორჩა
შემიძლია უპრობლემოდ გავაკეთო სადილი და გავრეცხო სარეცხი
2 საათი მაინც შეუძლია ითამაშოს მარტომ
Anonymous
აშკარად გაგმართლებია
ვიკი მიკი-მაუსის ფანი გამიხდა
გაიღვიძებს თუ არა მიკი, მიკი მიკიიიი ყვირის და მირბის კომპთან, ჩართავს და მაუსს ეპოტინება ხოლმე :დ
სადმე მიკის სათამაშო თუ ნახეთ, ოღონდ არა რბილი
შემატყობინეთ
აუცილებლად შეგატყობინებ თუ სადმე ვნახავ
ძაან დამაინტერესა ამ პოსტმა. ჩემი შვილი ძალიან უცნაური ბავშვია, ბევრ სად არ მყავდა, ფსიქოლოგებთან, ნერვოპათოლოგებთან, მაგრამ საბოლოოდ ვერავინ დანამდვილებით ვერაფერს ამბობს, ზოგი იძახის სავარაუდოდ აუტიზმიაო, ზოგი მეტყველების შეფერხება აუტისტური სპექტრის აშლილობით, მაგრამ ისეთ რაღაცეებს აკეთებს რაც აუტისტისთვის არ არის დამახასიათებელი. რომ გადავიკითხე ინდიგო ბავშვებზე მასალა, ზალიან ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე. 3 თვიდან კომპში უყურებს მულტფილმებს მთელი ინტერესით. მამამისი პროგრამას რომ წერდა იმ ჩემთვის უაზრო ციფრებს მთელი ინტერესით უყურებდა. მუსიკას ისე რთავდა ვერ ვხვდებოდი და ძალიან მოსწონდა მაუსით კადრებს რომ ახვევდა. წარსულში იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ახლა კომპი აღარ გვაქვს დროებით სახლში, თან ექიმებმა გვირჩიეს დიდი ხანი არ გააჩეროთ კომპიუტერთანო. ეს ექიმები ძაან ემტერებიან თანამედროვე ტექნიკას. მერე ტელეფონი დაბლოკა თან 2ჯერ. მსგავსი რაღაცეები ახასიათებს. ძაან ენერგიულია, ღამე იღვიძებს და გამთენიამდე თამაშობს. სათამაშოს გარდა ყველა ნივთი აინტერესებს . ძაან უყვარს როდესაც ყველა ერტად მხიარულად და ხმაურით ვთამაშობთ, ამ ბოლოს გამო გამოვრიცხავ აუტიზმს და ასევე ძაან უყვარს თვალებში ყურება და ძალიან ბევრი მიმიკა აქვს რაც აუტისტებს არ ახასიათებთ.
არის საშინლად ჯიუტი და ძალიან ბევრი რამის არ ეშინია, 10ჯერ რომ გადმოვარდეს საერთოდ არ აქვს შიში. არ სწავლობს ჩვეულებრივ მითითებებს, მომიტანე ან მსგავსი რაღაცეები, მაგრამ უკაცრავად და ცხვირიდან რომ მოსდის სისველე წუწუნით გამორბის მომწმინდეთო და კიდევ რა ჯერ კიდევ არ ლაპარაკობს, თუმცა ძალიან ბევრი ასოს და ბგერის თქმა შეუძლია. თავისთვის ტიტინებს აქტიურად.
ახლა დამყავს ლოგოპედთან და ჯერ თამაშებით ვცდილობთ ჩვენი მითითებები გააკეთოს, მაგრამ ისეთი ჯინიანია თუ არ უნდა არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს დავალებას.
მირჩიეთ რამე
თამუნა
მოძებნე მსგავსი ბავშვები და შეეცადე მათთან იკონტაქტოს
ძვირფასო მშობლებო !
კომპანია კეთილი ნების ჟესტით დაგეხმარებათ გამოავლინოთ
თქვენი ბავშვების აურა.ინდიგოები არიან,თუ არა.
ეს სავსებით გახდა შესაძლებელი თბილისში.
პატივისცემით
კომპანია აურა.ჯი
ძალიან მაინტერესებს როგორ დაადგინეს, რომ მათ აქვთ “იისფერი” აურა?
დაჩი
ვერ გეტყვი, არ ვარ სპეციალისტი აურების საკითხში