მოდი აიწიე კაბა …

არ გეგონოთ ეხლა რო გრჩიხაზე ვაპირებდე წერას 🙂

არავითარ შემთხვევაში…

სამსახურში ვზივარ… რაღაც მომენტში პაუზა გამიჩნდა როცა არაფერი მქონდა საკეთებელი. ავდექი და დარბაზში გავიარე.

ათასჯერ ნანახი ჭაღები და მაგიდის ლამპები ათასმეერთეჯერ გადავათვალიერე და “მაღლამყურებელ” მომხმარებლებს შორის 2 ძალიან ლამაზი გოგო შევნიშნე. მაგიდის ლამპას არჩევდნენ საჩუქრად. რაღაცნაირად ძალიან მიიზიდეს ჩემი თვალები და დეტალურად ვათვალიერე სანამ არ შემამჩნიეს და დახმარება არ მთხოვეს. სიამოვნებით დავეხმარე ფილიპსის იმაჯეო ავარჩევინე, რა უნდა აჩუქო ადამიანს ფილიპსის იმაჯეოზე უფრო კარგი და სასიამოვნო, თან შეფუთვაც ძალიან ლამაზი აქვს “დასტოინი” 😀

ნუ მოკლედ, აარჩიეს სჩუქარი და კმაყოფილები წავიდნენ. ძალიან ძალიან ლამაზი სხეულები ქონდათ ორივეს, მკვრივი, ოდნავ გარუჯული და საოცრად ნავარჯიშები.

ჩემს ოთახში დავბრუნდი გადაწყვეტილებით რომ ვარჯიშს უნდა დავუბრუნდე. არჩევანი უნდა გავაკეთო იოგასა და აერობიკას შორის. ნეტში ვქექე, ვქექე და ვახე უამრავი ინფორმაცია რომელი მათგანი უფრო კარგად ამკვრივებს სხეულს. გაგიკვირდებათ და თურმე იოგა 🙂

ეგ კიარადა რამდენიმე “სელებრითიც” ამოვქექე რომლებიც მუდმივად დადიან იოგაზე და შესანიშნავ ფორმებს ინარჩუნებენ.

მე წავალ სექტემბრიდან ისევ სავარჯიშოდ, თქვენ კი გოტოვებთ იოგის მოყვარულ ლამაზმანებს

Jennifer Aniston

Gwyneth Paltrow

ულამაზესი და ჩემი ფავორიტი ქალი, საოცრად ქალური და მომხიბვლელი.

Madonna

მისი უდიდებულესობა, პოპ მუსიკის დედოფალი

Reese Witherspoon

Gisele Bundchen

Drew Barrymore

Nicole Kidman

Meg Ryan

Comments

comments

19 thoughts on “მოდი აიწიე კაბა …

  1. ლელაკო says:

    მეც მინდა ოქტომბრიდან იოგაზე მივლა 🙂
    თათა შენ ხო დადიოდი გლანის პრაიმ ფიტნესის იოგაზე?

    კმაყოფილი იყავი ხო როგორც მახსოვს?

  2. Taa says:

    კი დავდიოდი
    და კი კმაყოფილი ვიყავი
    ძალიან კარგი ინსტრუქტორი მყავდა
    დღემდე მენატრება ის გაკვეთილები 🙂

  3. თიკ says:

    იოგას ვარჯიშები მართლა ალამაზებს სხეულს.უხდებათ გამხდრებსაც და მსუქნებსაც :)მეც მინდა 🙁

  4. შორენა84 says:

    მე იოგა უფრო მომწონს, იოგის მერე ძალიან მსუბუქად და ენერგიულად ვგრძნობ თავს აერობიკისგან განსხვავებით
    ესლა ორსულების იოგაც ვიპოვე და უნდა ვსინჯო
    ვიდეო გაკვეთილებია კაი, სახლისათვის

  5. Taboo says:

    თაა, იოგაში შენი გურუც გიორგი ბერძენიშვილი იყო? მე ვაკის პრაიმფიტნესში დავდიოდი და მაინტერესებს, იგივე გურუს მოწაფე თუ ხარ 🙂

  6. მე says:

    ბერიმორმა მოტივაცია დამიკარგა 😀

  7. Taa says:

    Taboo

    კიიი, გიორგი იყო და ძალიან მიყვარდა მისი გაკვეთილები

    მე
    რატოოოოოოოო?

  8. მე says:

    იმიტომ რომ ბევრჯერ მინახავს მაგისი გამობჟებული ფოტკები :((((
    ცელულიტებით :(((

  9. Lord Vader says:

    ეს სათაური რა პოპულარულია… 🙂
    მესამე პოსტია (ჩემი პოსტის ჩათვლით).
    გრეჩიხას პოეზია გავიდა ხალხში.

    სურათები არ გადაუღე?

  10. Taa says:

    მე

    მაინც მაგარი ტიპშაა
    მე ძალიან მომწონს

    Lord Vader
    სურათები ვის?
    იმ გოგოებს? არა ვერ გადავუღე
    წარმოუდგენელი ნაგლობა იქნებოდა :დ

  11. Lord Vader says:

    რატო?
    უნდა გეთქვა საპატიო კლიენტების კატალოგს ვამზადებთ-თქო.

    ბერიმორს სილიკონი რად უნდა, ყოველთვის გოჭივით გასიებული იყო.

  12. katika555 says:

    აააა.თაააააააააა…
    2 კვირის წინ ჩემმა ახლობლებმა, შეადგინეს ამერიკელი “ლამაზმანი” მსახიობების ათეული..(ანუ პირიქით მათ თვალში კოშმარი ქალები, ბუბლიკები…) ცოტათი განსხვავდება აქ ჩამოთვლილი ქალბატონებისგან, 2 ზედმეტია და დანრჩენი შესავსებია…
    მე კი მიკვირს როგორ განსხვავდება ქალების და კაცები გემოვნება :)))

  13. BloggerGirl says:

    ნავარჯიშები სხეული ძალიან მომწონს.
    დღეს ვწუწუნებდი კდიეც, რატომაა რომ მამაკაცებს ვარჯიშის გარეშეც ეტობათ ბიცეწფსები, დელტიოდეუსი, ტრიცეფსები ეტც. ქალებმა კიდე თავი უნდა მოვიკლათ ხელის კუნთები რომ დაგვეტყოს.

    დისკრიმინაცია!!!

    პირადად მე რეგულარულად დავრბივარ, სახტუნაოზე ვხტუნაობ, ვვარჯიშობ ჰულიჰუპათი და ბურთით.

    არ ვარ უკმაყოფილო ჩემი სხეულით, მაგრამ უფრო გამოკვეთილი კუნთები რომ მქონდეს ბერად გამიხარდებოდა.

  14. Taa says:

    BloggerGirl

    არ ვარ უკმაყოფილო ჩემი სხეულით, მაგრამ უფრო გამოკვეთილი კუნთები რომ მქონდეს ბერად გამიხარდებოდა.

    მეც- განსაკუთრებით მუცელზე

  15. ქეთუსი says:

    იოგა კარგია,აერობიკაც,მაგრამ ყველაფერში ზომა-წონის დაცვაა კარგი,სხვათაშორის მამაკაცებისგან განსხვავებით ქალის სხეულს სულაც არ უხდება გამოკვეთილი კუნთები,ჩემის აზრით და არა მარტო.

  16. Lord Vader says:

    რატომაა რომ მამაკაცებს ვარჯიშის გარეშეც ეტობათ ბიცეწფსები, დელტიოდეუსი, ტრიცეფსები ეტც.

    ნეტავ ეგრე იყოს…
    მაგრამ სამწუხაროდ მამაკაცებს ვარჯიშის გარეშე ეტყობათ მარტო ღიპი.

  17. გვანცა says:

    როგორ მინდაა გახდოომაა :(:(( ძაან საშინლად ვარ. იმ დღეს ორი პატარა ნაჭერი ხაჭაპური ვჭამე და მეორე დღეს 2 კილო მქონდა მომატებული. ეს ცხოვრებაა? :(((

  18. Diana says:

    Gisele Bundchen

    ულამაზესი და უსექსუალურესი
    თუმცა მარტო იოგით ეგეთ ტანს ვერ დაიყენებ 😀

  19. Kate says:

    ეჰ მეც მინდა იოგა და საერთოდ მუცელზე მინდა პრესის დაბრუნება, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა რამდენადაც ვიცი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *