MDMA – END OF THE STORY

კომფორტულად ვზივარ, მუსიკა მახალისებს და ენერგიას მმატებს, სიგარეტის ბოლოს მიღმა ძალიან გადაპრანჭული გოგოები და სასაცილოდ მოცეკვავე ბიჭები ჩანან, სუნთქვა სტაბილური მაქვს, მშვიდი, ხელის გულები თბილი, პულსი ნორმალური ი ი ი ი ი ი ი ი ? …..

“დშშ” – სტრობოსკოპმა ისეთი სინათლის ნაკადი მესროლა რომ შიშისგან და დარტყმის სიძლიერისგან ისედაც მიყუდებული მთელი ძალით მივენარცხე თეთრი დივანის ზურგს. პროჟექტორებს თვალს ვერ ვაშორებდი, არასოდეს შემინიშნავს სინათლის ნაკადის ასეთი სოცარი დინება, ასეთი ციმციმი, ხტუნვა. ფლუდლაითები იღვრებიან და ენარცხებიან ჩემში და ჩემს ირგვლივ. სტრობოსკოპი დუელში მიწვევს, ვერა ვერ ვუძლებ მის  Fლეშებს და გვერდით ვიყურები, ბიჭები თვალს მიკრავენ და იღიმიან. უსიტყვოდ გავუგეთ ერთმანეთს … დაიწყო …

არ უნდა შემეშინდეს, უნდა გავყვე, დინებასავითაა, რომლისაც არ უნდა მეშინოდეს, მე ხომ ცურვაც ვიცი და 2 უსიმპატიურესი მაშველიც მახლავს. მუსიკა ისევ და ისევ მოედინება ჩემში, სისხლძარღვებს ანჯღრევს და აცხელებს, სითბო მთელს სხეულში იღვრება და სურვილი მიჩნდება მტელს დედამიწას გავუნაწილო, წაიღეთ, წაიღეთ თქვენც ხომ გინდათ თქვენი წილი ბედნიერება

- დიახ ბედნიერება, სხვას ვერაფერს ვგრძნობ, რა ამაოებაა ყველაფერი დედამიწაზე, რატომ ტირიან ადამიანები, რატომ დარდობენ და იქმნიან პრობლემებს, მოდით — აქ მოდით ამ რამდენიმე ასეულ კვადრატულ  დარბაზში, აქ დავრცეთ, აქ ვიყოთ და ბედნიერები ვიქნებით. აი, აი ნახე რას მღერიან, ადე რაა ადე რააააააააა

– because weeeeeeeeee areee your frieeeeeeends

you’ll never be alone again …

so comooon,      so comooon

გესმით, გესმით? მე მიმღერიან, შენ გიმღერიან, ჩვენ გვიმღერიან და აი მოვდივარ.

არ მახსოვს რამდენს ხანს ვცეკვავდი, რამდენი ხანი ვარსებობდი სამყაროში სადაც არ არსებობს პრობლემები, სადაც ყველა გიღიმის და ბედნიერია. ერთადერთი მახსოვს რამდენიმე მცირე შეხება ადამიანებთან

აი ეს ბიჭი და გოგო რა მეგობრულად მიყურებენ, არადა არ მიცნობენ – მივედი

- უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში, თმის რეზინა ხომ არ გაქვთ? წასვლამდე რომ მათხოვოთ? ძალიან ძალიან შემაწუხა გაშლილმა თმამ :(

გოგონა ოდნავ გაოცებული მიღიმის და ის ის არის პირი უნდა გააღოს და რაღაც მითხრას რომ მომენტალურად ბიჭი ხსნის თმიდან რეზინას და გამომიწოდებს. თვალები ბედნიერებისაგან მენთება – უღრმესი მადლობა, აი იქ ვზივართ, დავანახე დივანში ჩაფლული ლილიკო და ზურა -  წასვლისას დაგიბრუნებთ, უღრმესი მადლობა, ძალიან კარგები ხართ. ორივემ საყვარლად გამიღიმა ან მე მომეჩვენა ასე, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ჩავბღუჯე თმისსამაგრი და გავექანე ტუალეტისაკენ. სარკეში თმა ავიწიე და მილიონჯერ კიდევ უფრო ბედნიერი დავბრუნდი უკან,

ვცეკვავდი, ვცეკვავდი, ვცეკვავდი, ყველა მე მიყურებდა ან მეგონა რომ მიყურებდა, ყველა ჩემი მეგობარი იყო, ან მეგონა, ყველას ვუყვარდი და მიყვარდნენ ან მეგონა. ვიღაც გოგოები გავიცანი, დავავლე ხელი და ჩვენს მაგიდასთან დავსვი, ბექა გავაცანი და ისევ დავბრუნდი საცეკვაოდ. არაფერი მაწუხებდა დედამიწაზე, არაფერი საერთოდ.

უცებ ვიღაც გოგო მომიახლოვდა, “გოგონი” – დამიძახა, ხელი ბარმენისკენ გაიშვირა რომელიც მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა უკვე რამდენიმე საათია და “გეძახისო” ჩამჩურჩულა. მივედი, ჩამოვჯექი და ვუყურებ ბარმენს ღიმილით და გაოცებით. ისიც მიყურებს, არაფერს ამბობს, უცებ მაგრად მაგრად კუმავს ტუჩებს, კბილებს უზომოდ აჭერს ერთმანეთზე, ისე რო ყბის კუნთები ეტყობა საოცრად. თან თვალებში მიყურებს, მივხვდი, მივხვდი, აი, აი საიდან ამდენი დისკომფორტი, აი რა ხდება, აი რატომ მტკივა სადღაც რაღაც და ვერ ვხვდები. უზომოდ მოკუმული ყბით და ერთმანეთზე დაჭერილი კბილებით ვცეკვავდი უკვე რამდენიმე საათი. მე უკვე თვალები მიღიმის და ვუყურებ ბარმენს, რომელიც უცებ ხსნის ყბას და თვალებით მიღიმის, თითქოს გადაბმული ვიყავიო, მეც უცებ მასთან ერთად გავხსენი პირი და საოცარი შვება ვიგრძენი

- პირველად დალიე? – ძალიან თბილი ხმით და ღიმილით მეკითხება და ბარიდან  ორბიტის კევს იღებს, ხსნის და მაწოდებს.

- კი, მეტყობა? – მეც ვუღიმი და კევს ვიღებ,

- აი ეს ღეჭე და ესეც წაიღე – კოლოფს მაწოდებს, შეეცადე სულ გედოს კევი პირში, თოხემ ხვალ რომ გაიღვიძებ ვერ დაილაპარაკებ ისე გეტკინება ყბა..

- მადლობა ვეუბნები, სკამიდან ჩამოვხტი, გავუღიმე და დავბრუნდი საცეკვაოდ

არ ვიცი რამდენი საათი გავიდა ამ ყოფაში, მაგრამ ეს შეგრძნება უზომო სიმსუბუქის და ბედნიერების საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ნელ ნელა არ დაიწყო რეალობამ გამოჩენა.

ჯერ დაღლილობა მოვიდა, დაღლა მუსკისგან, ხმაურისგან, სხვა ადამიანებისგან, მერე ამ ადამიანების ნამდვილი სახე გამოჩნდა, ღმერთო ეს გოგოები მთელი ღამე ასე მიყურებდნენ, ეს ბიჭებიც? რა ბოროტი სახეები აქვთ, ამათ რა აჩხუბებთ, ეს დაცვა სად მიათრევს ამას, ეს რატომ იგინება. ეს იდიოტი რატომ ეჩხუბება მიმტანს, ისიც ხო ადამიანია …

ღმერთო, სად წავიდა ის ღამე აქ რომ ვიყავი, რა ხდება? რატომ წაირეთ ჩემი ბედნიერება, სად გააქრეთ ის ადამიანები აქ რომ იყვნენ, სად არის ის ბიჭი თმისსამაგრი რომ მომცა, ის გოგოები სად არიან ბექასტან რომ დავტოვე? ჩემი ბარმენი? სად ვარ? აქ რატომ ვდგავარ? რა ხდება?

- ზურა, მოდი, მოდი რა გთხოვ, ზურა რა ხდება მითხარი, სად ვართ? სადმე წამიყვანეთ და არ მახსვს? რა ხდება აქ?

- ზურა მეხუტება და მეუბნება – მაპატიე ლიკ, მაპატიე, ყველაზე მთავარი უნდა გვეთქვა შენთვის და დაგვავიწყდა, ეს ისევ ის სამყაროა სადაც შენ იყავი მოქმედებამდე, მაგრამ მაგის მერე ყველაფერს 3ჯერ უფრო ცუდად აღიქვამ, რეალობა რამდენიმეჯერ უფრო ცუდი და საშინელია ვიდრე შესვლამდე იყო. მაპატიე ლიკ

- მომეცი, კიდევ ერთი მომეცი, არ მინდა აქ ყოფნა – ცრემლები შემერია

- აღარ მაქვს ლიკ,

- გაქვს ზურ, დავინახე 4 ცალი გქონდა, 3 ჩვენ დავლიეთ; ლილიკოს არ დაულევია, მომეცი, გთხოვ მომეცი ის მეოთხე – დავიწყე ტირილი და თან ჩახუტებული მუშტებს ვურტყამდი

- არ მაქვს, მე 2 დავლიე, მაპატიე, წამო წაგიყვან სახლში

- მატყუეეეეეეეეებ, მატყუებ, მომეცი გეხვეწები, მოვკვდები ეხლა რომ არ მომცე, აი აქვე მოვკვდები, ან თავს მოვიკლავ. მომეცი კიდევ ერთი და მერე წავიდეთ სახლში და დავიძინებ …

- აღარ მაქვს ლიკ, არ გატყუებ. გეფიცები მე 2 ცალი დავლიე

- ვერ გიტან, წადი მომშორდი, ვერავის ვერ გიტანტ, თქვენ ცემი სიკვდილი გინდათ, აღარ გიყვარვართ- არ ვიცი რამხელა ხმაზე ვყვიროდი, მაგრამ ზუსტად მახსოვს დაცვის ვეებერთელა თანამსრომელი რო მოვიდა და ზურას რაღაცეებს ელაპარაკებოდა, მერე ბექა მოიყვანა და წავედით. არაფერს არ ვგრძბონდი, არაფერი არ ხდებოდა, ძალიან ძალიან ბევრი ცრემლი მომდიოდა და ძალიან ძალიან საშინლად ვტიროდი, თუმცა უკვე ტირილის მიზეზსაც ვერ ვხვდებოდი…

ალბათ 1 საათი დავდიოდით ქალაქში მანქანით, ვიდრე გონს არ მოვედი და სად ვართ მეთქი არ ვიკითხე უემოციოდ. სახლსი მივდივართ მიპასუხეს და 10 წუთსი სადარბაზოსთან გამიჩერეს მანქანა. გადმოვედი და შებრუნებასაც არ ვაპირებდი როცა დამიზახეს

მოიცა – ორივე მანქანიდან იყო გადმოსული, ხელები ჩამჭიდეს აქეთ იქედან, ჩამეხუტნენ და მეობნებიან – ხო იცი, ძალიან ძალიან გვიყვარხარ, არარასოდეს არ გაბედო ამის დალევა მეორეჯერ, არარასოდეს, არავისტან ერთად. შემომხედეს, ერთმა ერთ ლოყაზე მაკოცა, მეორემ მეორეზე …

- იძი ნახუი – ვთქვი და სადარბაზოში შევედი

არაფერი მახსოვს, როგორ დაქოქეს მანქანა და როგორ დავწექი საწოლში …

Based on a true story

This entry was posted in გართობა. Bookmark the permalink.

24 Responses to MDMA – END OF THE STORY

  1. nadusa says:

    :up: მაგარია )))

  2. გიო says:

    :) ) ვკითხულობ სტატიას, ვარ სადღაც შუაში.. უბრალოდ ძალიან მომინდა ქომენთი გამეკეთებინა ! ყოჩაღ!!! ძალიან მაგარია :) ხელები დამისველდა და გულის ცემა ამიჩქარდა. ვაიმე როგორ მომენატრა ექსტაზი!!! გერმანული ტექნო + ბევრი თემასთან ახლო ადამიანი + კარგი განათება და საუნდი + რათქმაუნდა ექსი და ყველაზე და ყველაფერზე ბედნიერი ადამიანები.. მჭირდებააა!!! ვინმემ რამე ქენით მიშას აუხსენით რომ ესე არ შეიძლება :( ( ოოოოოოოოოოოო ო ო ო ოო

  3. Taa says:

    გიო

    არასწორად გამიგე :)
    დაასრულე კითხვა და მიხვდები რომ მოთხრობა არის ანტიექსტაზური
    ეს არის საშიში ნარკოტიკი რომელსაც არ უნდა გაეკაროს არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი დედამიწაზე

  4. მარიანი says:

    თაა, მაგარია :) )
    ყველა ნარკოტიკი საშინელია :(
    მაგრამ რატომღაც ჩვენს ახალგაზრდობას ეს არ ესმის :(

  5. გიო says:

    ზუსტად ვიცი ამ ნარკოტიკის პლიუსებიც და მინუსებიც. აკრძალვამდე ბევი ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყენებდა ამას სხვადასხვა თერაპიისთვის და ითვლება რომ აქვს დადებითი შედეგები ადამიანისთვის, ოღონდ რათქმაუნდა ძალიან იშვიათი მოხმარების დროს (მაგალითად წელიწადში 2-3 ჯერ) ბევრი დანგრევის პირას ოჯახი ყავს გადარჩენილი..

    ბოლომდე წავიკითხე და ვფიქრობ რომ ცოტა გადამეტებულია ის სიმპტომები რაც ბოლოში წერია, ყოველშემთხვევაში პიველი მოხმარების შემდეგ არ მგონია ესეთი რამ ვინმემ იგრძნოს თუ რაიმე ძალიან აქტიური პრობლემის წინაშე არ დგას.

    მე კარგათ მახსოვს ის პერიოდი როცა ექსი საქართველოში მისაწვდომი იყო ისიც მახსოვს თუ რა სიტუაცია იყო კლუბში, დიდი სიყვარული და ბედნიერება ! დღესდღეობით მთვრალი სოფლელების პარადია + ოფლის სუნი + ჩხუბი და მოკლედ რომ ვთქვა “მარაზმი”

    მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის ესეთი საშიენელი სიტუაცია როგორიც აქ არის. არ შეიძლება უაზროდ აკრძალო ის რაც არსად აკრძალული არ არის, მათ შორის ექსტაზი და მოსაწევი. მითუმეტეს თუ ქვეყანას ტურიზმის განვითარებისკენ აქვს გეზი აღებული

    პ.ს. ნუ ჩამთვლით ნარკომანად :) ექსი არ მიმიღია აგერ უკვე 5 წელია და არც არასდროს არ ვყოფილვარ რომელიმე ნარკოტიკზე დამოკიდებული, უბრალოდ დამიჯერეთ საჭიროა რაღაც ინტერვალით თრიფი რომელიმე სხვა გალაქტიკაში ზუსტად ჩვენივე კეთილდღეობისათვის.

  6. Taa says:

    გიო

    MDMA – არ არის სუფთა ნივთიერება როგორიც LSD
    ეს საკმაოდ რთული და საშიში ქიმიური ნაერთია

    რაც შეეხება დასასრულს, ეგ ემი სისუსტეა, დასასრულების წერა ცუდად მეხერხება

    + ძალიან დამაფიქრა შენმა იმეილმა
    რა კონტაქტი გაქვს მაგ კომპანიასთან?

  7. გიო says:

    ერთ ერთი დამფუძნებელი ვარ ამ კომპანიის, იმედი მაქვს საჯაროდ არ ჩანს მაილი ხო? :)

    დასასრულიც იდეალურია უბრალოდ ეს დასასრული უფრო ხშირი მოხმარების შედეგია და თან უეჭველი შედეგი.

    პირველი ეფექტი მე მაგალითად სხვანაერი მქონდა (ვგულისხმობ დილას როცა მოვიხოდე), გარეთ ყველაფერი ფერადი და სხვანერი იყო (უფრო ლამაზი ვიდრე იქამდე მინახავს) და ბევრ რამეზე აზრიც შემეცვალა, ბევრი წელი გავიდა იმის მერე და ვთვლი რომ დადებითისკენ. ხო და კიდე გრძნობა მქონდა რომ ბევრად მსუბუქი ვიყავი თითქოს რაღაც ტვირთი მომხსნეს.

  8. Taa says:

    გიო

    არა არ ჩანს
    მე დავაკავშირე ჩემს ბათუმურ მოგონებებთან და ეჭვი გამიჩნდა რომ გიცნობ
    თუმცა ძალიან მიმალიოტნად :)

    “მოვიხოდე”
    ეგრე ქია აFტერს? :D
    რა სასაცილო სიტყვაა

    “ლიკას”- შემთხვევაში დილა ძალიან ჩუმი იყო და ცარიელი – არაფრისმთქმელი

  9. გიო says:

    :) არა ეს არ ქვია, უბრალოდ რაც ქვია ძალიან ნარკომანულად ჟღერს და ეს სიტყვა ვამჯობინე.

    “ლიკა “<– ლოლ :)

    კარგია, მოკლედ ვისიამოვნე ამ პოსტით და ხშირდ გესტუმრებით. საერთოდ მივესალმები ამგვარ ქართულ ბლოგებს, თუმცა მემგონი ერთადერთია :) ))

    გისურვებთ საქართველოში მინიმუმ წელიწადში ერთჯერ მაინც ჩატარებულიყოს ისეთი ფესტივალი როგორიც შავი ზღვის სხვა სანაპიროებზე ტარდება. მაგალითად: რუმინეთში Sunwaves და უკრანიაში კაზანტიპი. (ძალიან რალურია სულ რათაც ერთი ადამიანის სწორი ინფორმირებაა საჭირო :( )

  10. Taa says:

    გიო

    უკრანიაში კაზანტიპი. (ძალიან რალურია სულ რათაც ერთი ადამიანის სწორი ინფორმირებაა საჭირო :( )

    ვსიო – დავრწმუნდი რომ ის ხარ, უფრო სწორად ერთ ერთი მათგანი
    მიხარია შენი გამოჩენა ჩემს ბლოგზე

    მითხარი რა რა ქვია, მართლა დამაინტერესა

  11. გიო says:

    :) ეხლა მე დავიბენი..

    რა ქვია ვის ? მე გიო , თუ ზემოთნახსენებ ფესტივალზე მეკითხები ეგ ქვია “კაზანტიპი”

    შეიძლება მეც ვიცოდე რომელი ხარ? :) მაილზე მაგალითად..

  12. Taa says:

    გიო

    არა, კაზანტიპზე როგორ შეგეკითხები თავმოყვარე ქლაბერ-ყოფილი რა ქვიათქო :D :D :D

    რა ქვია მდგომარეობას აFთერდრაგ

  13. გიო says:

    :) ა ოკ, საქართველოში ისევე როგოც ნებისმიერ სხვა აფთერდრაგს ეძახიან ატხადნიაკს.

  14. Taa says:

    გიო

    უპს, shame on me :D :D :D
    ატხადნიაკი – რამ დამავიწყა

  15. Kate says:

    ვახ ვახ.
    სამივე პოსტი წავიკითხე.
    მეც ხო ნარკომანსა და მის შეყვარებულზე ვწერ ჩემს ბლოგში.
    ყოჩაღ თაა.

  16. Roisin says:

    ვაიმე თაააა:)))))
    რამდენი რამე გამახსენდა.. რამდენი ჩემი პოსტი…
    არა,პირველი მიღებისთვის ძალიან მძაფრი აFთერ რექციაა,,უფრო დაღლილობა და სიცარიელეა… და ,,თავიდან”-ს დაბრუნების სურვილი..თუმც ყველა იდენტურად ვერ აღიქვამს.
    ..გამაჟრიალა..
    ჯამში მშვენიერ!:))
    კაზანტიპზე ცოტა ნუდისტური ,,ზახოდები ტეხავს” ისე კარგია:)))

  17. თათული says:

    ექსელენთ

    უგემრიელესი პოსტი იყო ტაა
    ასეთები დაწერე რა ხშირად
    სამივე ნაწილი საოცრება იყო

  18. David says:

    ვაააააააააა, რა საკაიფოდ არის დაწერილი :)
    მეორედ გადავიკითხე უკვე

  19. ბექა says:

    ასეთი რეალური არაფერი წამიკითხავს ჯერ

  20. ბექა says:

    სამივე ნაწილი წავიკითხე ფაქტიურად თვალებდაჭყეტილმა

    არ გინდა მოთხრობების წერა დაიწყო?
    ძალიან მაგრად გამოგდის და ნიჭი გაქვს

  21. ნუცა says:

    თაა,

    მართალს გეუბნება ეს ბიჭი
    მართლა ძალიან სხარტად არის ნაწერი, უსაინტერესოესად და უგემრიელესად იკითხება
    ხომ არ დაგეწყო მართლა წერა?

  22. Joshua says:

    თავიდან ექსები 2-3 გაყვაა 2 დაროშკა ანფო 2 დაროშკა მდმა ვიხოდი მოვიდაა დაგაპლიუსააა და ბოლოს ატხადნიაკში ჯოინტი მოწიე და შეგილია ეს დღე ტკბილ მოგონებად დატოვო შენ ცხოვრებაში კლუბში კოკაინი არ მისწორდება რო ეყაროს არ მინდაა ჰოფმანს შევეშვათ და ძმები დავწექით მაგრააად ვაააართ: )

  23. Joshua says:

    Just say Neigh: )

  24. ვაიმე, სად ვარ?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>