მიყვარს მუზიქ ჰოლი, ალისას სამყაროზე უფრო მიმზიდველია ჩემთვის, სახალისოა, გიჟური და სასაცილოც.
მიყვარს ხმამაღალი მუსიკა, ბიტები ტვინში რომ გირტყამენ და მოძრაობისკენ რომ გიბიძგებენ, თუ მორი არ ხარ გადაჭრილი ტბის პირას ქვიშაში ჩაფლული, შანსი არაა რომ გაუძლო ბიტების დინებას და არ წამოდგე საცეკვაოდ. ცეკვა ხომ სხეულის თავისუფლებაა, მოძრაობა ნარნარად ან გიჟურად, იმის მიხედვით თუ რას გთხოვს განწყობა და რის საშუალებას გაძლევენ ბიტები.
ვზივარ ხოლმე ჩემთვის თეთრ დივანში ჩაფლული, ჩემი კაპირუსკით და სიგარეტით ხელში და ვათვალიერებ, ვფიქრობ, ვისვენებ, ვტკბები – სანამ ერთი ჩემსავით გიჟი ბიტი არ წამომადგებს და “dancefloor”-ისკენ არ მიბიძგებს რომ ის და მისი და-ძმა ბიტები დაიღვარონ ჩემს სხეულში, აამოძრავონ, ააცეკვონ და მოეფერონ. სამყარო სადღაც სხვაგან ინაცვლებს ხოლმე როცა ვცეკვავ, მხოლოდ მე და ბიტები ვრჩებით და ვცეკვავთ ერთად დაღალავად დილამდე, ღამიდან დილამდე, გათენებამდე …
- ღმერთო, ნეტა რა ჯანდაბად უნდა, მიმტანობას ხომ არ იწყებს? – გავიფიქრე ზურას ხელში პასტა რომ შევნიშნე რომელიც ჯიბიდან ამოიღო.
- უცებ “Легким движением руки” გადახრახნა ეს პასტა, თან ყველაფერს ისე ოსტატურად აკეთებდა შოკში ჩავვარდი, ვერავინ ვერ შეამჩნევდა და 4 პატარა ტაბლეტი გადმოყარა იქედან სადაც სრულიად ნორმალურ პასტებში გული დევს ხოლმე :დ გაოცებული შევყურებდი…
ბექა ჩემსკენ გადმოიხარა და ყურში მეკითხება – დალევ?
- რას? – ავხედე უზომოდცნობისმოყვარე და თან შიშნარევი თვალებით
- ბორბალს – მიპასუხა
- რა ბორბალს – უხეშობა გამომერია ხმაში, – რა ჯანდაბაა?
- ექსტაზი – მიპასუხა იდუმალი ხმით და ასევე იდუმალი მზერით
- არ ვიცი, მოვიფიქრებ – მეშინია – ვერც კი ვუპასუხე და ვერც არა გადაჭრით
- ნუ გეშინია აქ არ ვართ? თუ არ გინდა თქვი, კი არ გაძალებ, თუ გეშინია საშიში არაფერია, ნამდვილია, არაფალსიფიცირებული, არაფერს არ გიზამს – გასინჯული გვაქვს უკვე
- რამდენი ხანი მოქმედებს? – ვეკითხები
- დედაშენი ვერაფერს შეგატყობს ისე მიხვალ სახლში – ამოიცნო ჩემი ფიქრები ბექამ
- გამოუშვი – გავუღიმე იმ საოცარი ღიმილით დედამიწაზე მხოლოდ ამ ორს რომ ვუღიმოდი ხოლმე. სიყვარულით და მზრუნველობით
წამებში ჩემს ხელისგულზე საოცრად მოცუცქნული მოცისფრო თუ კიდე მორაღაცფრო ტაბლეტი აღმოჩნდა. ასევე წამებში ის ჩემს საყლაპავ მილში კაპირუსკასთან ერთად ჩასრიალდა.
ეს იყო საოცარი წამები, წარმოიდგინეთ 4 ადამიანი ერთად, აქედან სამი რაღაც ფოკუზ-მოკუზებს აკეთებს, მეოთხე კი ბაიბურშიც არ არის. დიახ, ეს ყველაფერი ისე შენიღბულად მოხდა რომ გარე თვალი კი არა, თვით ქალბატონი ლილიკოც კი ვერაფერს მიხვდა. მაგას ამის თქმას ვინ გაუბედავდა, მაშინვე დიდაქტიკოს- მასწავლებელი გაიღვიძებდა მასში და სკანდალი თუ არა მისი წამოხტომა და სახლში წასვლა მაინც არ აგვცდებოდა. ხოდა ვის სჭირდება ზედმეტი მოძრაობები, ჩვენ ხო გასართობად მოვედით.
ვისხედით და ვსაუბრობდით, არაფერი არ ხდებოდა, ყველაფერი ისევ ისე იყო. ბექა გადმოიხრებოდა ხოლმე და როგორ ხარო მეკითხებოდა, მე კიდე ნერვებს მიშლიდა ეს “under control” მდგომარეობა და შემეშვი მეთქი გაღიზიანებული ვპასუხობდი. რამე რომ მომივიდეს და დამეწყოს ხო ჩემი თქმაც არ დასჭირდებათ ისე შემამჩნევს მცოდნე თვალი – შემეშვი რაააააააა, ნუ მგრუზავ და მოლოდინის რეჟიმში ნუ გადაგყავარ, მაცადე დავტკბე ბიტებით.
5იოდე წუთის შემდეგ წამოვედი, უცებ 4ივე თვალი ჩემსკენ წამოიმართა
- სად მიდიხარ?
- ტუალეტში -სპასუხობ ამაყად, ჯერ არაფერი არ დაწყებულა, უბრალოდ ტუალეტში მინდა, ამდენი კოქტეილის მერე ხომ შეიძლება ბუშტმა შეგაწუხოს ადამიანი?
- დაჯექი – გაეცინა ორივეს
- ??????????
- დაჯე, დაჯე ! აზრი არ აქვს ტუალეტში წასვლას ვერაფერს ვერ იზამ, იცის ხოლმე ეგრე
– დამცინეს აშკარად
- სულელები ხომ არ ხართ, ტუალეტში მინდა, აქვე ხომ არ მოვფსამ?- აღარ დაველოდე პასუხს გავტრიალდი და ჩავედი ტუალეტში
ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, არც არაფერი დამწყებია და არც არაფერი გამჭირვებია, უნიტაზში ჩხრიალი წარმატებით შედგა. უკან დავბრუნდი და დავჯექი ადგილზე. ისინიც ჩვეულებრივად იყვნენ. უკვე 15 წუთი იყო გასული, დამთავრდა მოლოდინი, რამე თუ იქნებოდა აქამდე იქნებოდა, იმედგაცრუებულმა გავიფიქრე და შემდეგ ღერს მოვუკიდე
(to be finished in next post)








მაგარია…
ორმაგად მაგარია თუ შენია
ძააააააააააააააააააააააააააააან
მაგრად წერ